top of page
Search

ბავშვის საჭიროებები / The Child's Needs

Writer's picture: AI LawAI Law

⚠️ ალიმენტის ოდენობის დასადგენად სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და სხვა საჭიროებებს.

⚠️ბავშვის საჭიროებებად ითვლება არა მხოლოდ პირველადი ხარჯები (როგორებიცაა კვებისა და ტანსაცმლის ხარჯები), არამედ, ასევე, ყველა სხვა ხარჯი, რომელიც გაიღება ბავშვის ნორმალური სოციალური ცხოვრების ფარგლებში.

⚠️ მშობლების განქორწინებამ არ უნდა გამოიწვიოს ბავშვის ცხოვრების პირობების გაუარესება.


👉 სუსგ №ას-58-49-2011, 2011 წლის 27 ივნისი

👉 სუსგ №ას-2-2-2011, 2011 წლის 31 მაისი

👉 სუსგ №ას-541-509-2012, 2012 წლის 30 აპრილი

👉 სუსგ №ას-1610-1511-2012, 2013 წლის 4 თებერვალი

👉 სუსგ №ას-1128-1075-2013, 2014 წლის 10 თებერვალი

👉 სუსგ №ას-1122-1069-2013, 2014 წლის 10 თებერვალი

👉 სუსგ №ას-840-798-2013, 2014 წლის 24 იანვარი

👉 სუსგ №ას-495-469-2015, 2015 წლის 1 ივლისი

👉 სუსგ №ას-675-641-2013, 2015 წლის 10 თებერვალი

👉 სუსგ №ას-1173-1128-2016, 2017 წლის 30 ივნისი

👉 სუსგ №ას-319-319-2018, 2018 წლის 15 მაისი

👉 სუსგ №ას-1339-2018, 2018 წლის 2 ნოემბერი

👉 სუსგ №ას-332-2019, 2019 წლის 2 აგვისტო

👉 სუსგ №ას-861-2019, 2019 წლის 3 დეკემბერი

👉 სუსგ №ას-148-2020, 2020 წლის 20 მაისი


სასამართლო ალიმენტის განსაზღვრისას, ფინანსურ მდგომარეობასთან ერთად, მხედველობაში იღებს ბავშვის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და სხვა საჭიროებებს. თუკი ბავშვს გააჩნია ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა, საჭიროებს მკურნალობას და სპეციალურ რეჟიმს, რომელიც იწვევს მისი ხარჯების გაზრდას, სასამართლო აღნიშნულ გარემოებასაც მიიღებს მხედველობაში. მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს ასევე მიღებული ის გარემოება, რომ მცირეწლოვანი დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით და, გარდა ჩვეულებრივი ყოველდღიური მოთხოვნებისა, საჭიროებს დამატებით სახსრებს მკურნალობისათვის, მედიკამენტებისა და ექიმების მომსახურებისათვის. აღნიშნული უნდა განვასხვავოთ სსკ 1215-ე მუხლისაგან, რომელიც აწესებს მშობლის დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მოვალეობას. აღნიშნული მუხლის მიზანია ალიმენტვალდებული პირის ერთჯერადი და საგამონაკლისო დავალდებულება დააფინანსოს განსაკუთრებული გარემოებებით გამოწვეული საჭიროებები. ამგვარი საჭიროებები, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, ან კონკრეტული შემთხვევით.


ბავშვის აუცილებელ ხარჯებად ითვლება არა მხოლოდ პირველადი ხარჯები (როგორებიცაა კვებისა და ტანსაცმლის ხარჯები), არამედ, ასევე, ყველა სხვა ხარჯი, რომელიც გაიღება ბავშვის ნორმალური სოციალური ცხოვრების ფარგლებში. ამ მხრივ სასამართლოები ყურადღებას ამახვილებენ ბავშვის ფიზიკურ, სოციალურ, გონებრივ, ემოციური და სულიერ მოთხოვნებზე. ეს შეიძლება მოიცავდეს სხვა და სხვა სასწავლო პროგრამების საფასურს, სპორტული და კულტურული ხასიათის აქტივობებში მონაწილეობის საფასურს და ა.შ. ამასთან, ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და, შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ამ თვალსაზრისით, საალიმენტო ვალდებულება თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ უკვე წარმოშობილ, არამედ ისეთ სამომავლო ხარჯებსაც, რომლებიც, მართალია, სამომავლოდ უნდა წარმოიშვან, თუმცა წარმოადგენენ ცხოვრების ბუნებრივ ნაწილს.


მნიშვნელოვანია მშობელთა ერთობლივი ცხოვრების დასრულებამ, რომელიც, როგორც წესი, თავისთავად მტკივნეულია ბავშვისათვის, დამატებით ზიანის მიყენება არ გამოიწვიოს და არ გააუარესოს მისი საცხოვრებელი პირობები. ამ მხრივ საერთო სასამართლოების დადგენილი სტანდარტით ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.


🔴🟠🟡🟢🔵🟣⚫️⚪️🟤


⚠️ In determining the amount of alimony, the court considers various factors, including the child’s age, health, and other specific needs.

⚠️ The child’s needs encompass not only essential expenses like food and clothing, but also include costs associated with maintaining the child’s normal social life.

⚠️ The divorce of the parents should not result in a decline in the child’s standard of living.


👉 June 27, 2011 - Case No. As-58-49-2011

👉 May 31, 2011 - Case No. As-2-2-2011

👉 April 30, 2012 - Case No. AS-541-509-2012

👉 February 4, 2013 - Case No. AS-1610-1511-2012

👉 February 10, 2014 - Case No. AS-1128-1075-2013

👉 February 10, 2014 - Case No. AS-1122-1069-2013

👉 January 24, 2014 - Case No. AS-840-798-2013

👉 July 1, 2015 - Case No. AS-495-469-2015

👉 February 10, 2015 - Case No. AS-675-641-2013

👉 June 30, 2017 - Case No. AS-1173-1128-2016

👉 May 15, 2018 - Case No. AS-319-319-2018

👉 November 2, 2018 - Case No. AS-1339-2018

👉 August 2, 2019 - Case No. AS-332-2019

👉 December 3, 2019 - Case No. AS-861-2019

👉 May 20, 2020 - Case No. As-148-2020


When determining alimony, the court considers factors like the child's age, health, and other needs, as well as the financial situation of the parents. If the child has special health needs, requiring treatment and a specific care regimen that results in increased expenses, the court will factor this into its decision. For instance, in cases where a child is suffering from a severe illness and needs more than the usual care—such as additional funds for treatment, medication, and medical services—this will be taken into account when setting the alimony amount. This consideration is distinct from Article 1215 of the Civil Code, which mandates that parents contribute to extraordinary expenses. The aim of this article is to ensure that the parent paying alimony also covers expenses arising from unusual circumstances, such as a decline in the child's overall health or a particular event.


When considering a child's necessary expenses, courts look beyond basic needs like food and clothing. They also account for costs associated with the child's normal social life. This includes considering the child's physical, social, mental, emotional, and spiritual needs. Expenses might cover fees for educational programs, sports, cultural activities, and similar engagements. As a child grows older and becomes more involved in public life, their expenses naturally increase. Therefore, alimony obligations encompass not only current expenses but also anticipated future costs that are a natural part of the child's life and development.


It's crucial that the separation of the parents, often a distressing experience for the child, doesn't inflict further harm or deteriorate their living conditions. To this end, the standard of alimony set by the courts is designed to safeguard the child's interests. The objective is not just to ensure the child's basic survival needs are met, but also, where feasible, to maintain the standard of living they would have enjoyed if their parents' relationship had remained intact.

11 views0 comments

Comments


  • Facebook
  • Instagram
  • Linkedin
  • Twitter
bottom of page