top of page
Search
Writer's pictureAI Law

დაუსწრებელი გადაწყვეტილება საალიმენტო დავაში / Default Judgment in Child Support Case

1️⃣ შესაგებლის წარმოუდგენლობისას სასამართლო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის კი აუცილებელია სარჩელში მითითებული ფაქტები სამართლებრივად ამართლებდეს მოთხოვნას.

2️⃣ არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლოს კანცელარიის მიერ დალუქულ კონვერტში მოთავსებული სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს სრულად ჩაბარდა, თუკი იგი არ დაადასტურებს მათ არასრულ მიღებას.

3️⃣ ალიმენტის დაკისრებისათვის არ არის საკმარისი ზოგადი მითითება მოპასუხის შემოსავლებზე, აუცილებელია მოსარჩელემ კონკრეტული მტკიცებულებებით დაადასტუროს მოპასუხის შემოსავლების ოდენობა. ამგვარი მითითების არარსებობისას ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით დაკისრება დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილებითაც კი.


📃 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი

⚖️ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-103-2020


📌 ფაქტობრივი გარემოებები


მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მეუღლის წინააღმდეგ განქორწინების და მისთვის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2016 წლიდან, თანაცხოვრების პერიოდში კი შეეძინათ ერთი შვილი. მხარეები ერთად დიდი ხანია აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბულია, რომ შეუძლებელია მისი გამოსწორება. მოსარჩელის მითითებით მოპასუხე შვილის რჩენასა და აღზრდაში მონაწილეობას არ იღებს, ამიტომაც მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან მის სრულწლოვანებამდე თვეში 400 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.


მოპასუხემ სარჩელზე შესაგებელი არ წარადგინა, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე. საქალაქო სასამართლომ, ასევე, უარი განაცხადა საჩივრის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე.


თუმცა, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივარი დააკმაყოფილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილა. პირველ რიგში, მოპასუხისათვის გადაცემული სარჩელი არ იყო მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი. ამასთან, მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია მოპასუხის რეალური მატერიალური შემოსავლის შესახებ და ზოგადი მითითებით შემოიფარგლა, რომ მამა დასაქმებულია, რასაც მოწმეთა ჩვენებებით დაადასტურებდა. სსკ 1214-ე მუხლის საფუძველზე ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლოს უპირველესად შესაფასებელი გარემოებებია: შვილების აუცილებელი მოთხოვნები და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობა. თუ მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა როგორც ერთ, ისე მეორე გარემოებაზე სარჩელი სამართლებრივად დასაბუთებულად ჩაითვლებოდა, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ არც შვილის აუცილებელ მოთხოვნებზე მიუთითა (ის შემოიფარგლება მხოლოდ საარსებო მინიმუმზე მითითებით) და არც მოპასუხის რეალურ მატერიალურ შემოსავლებზე, რაც აუცილებელი იყო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას. სააპელაციო სასამართლომ სსსკ 2321 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, როდესაც სახეზეა ერთდროულად სამი წინაპირობა: 1) მოპასუხეს ჩაბარდა სარჩელი თანდართული მასალებით სსსკ 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; 2) არ არსებობს სსკ 215(3) მუხლით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო გარემოებები; და 3) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოცემული შედეგის (ანუ 400 ლარის დაკისრების) სამართლებრივ შესაძლებლობას არ იძლეოდა. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს, უნდა დაენიშნა სხდომა, რის შესახებაც მხარეთათვის ეცნობებინა სსსკ-ის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სხდომაზე მოესმინა მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრებები სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.


📌 სასამართლოს მსჯელობის შეჯამება


საქართველოს უზენაესი სასამართლო ნაწილობრივ არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს შეფასებით შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ არის დამოკიდებული სასამართლოს დისკრეციაზე, არამედ მას იმპერატიულად ადგენს სსსკ 2321 მუხლი. ამას სასამართლო საკუთარი ინიციატივით აკეთებს და მას არ ესაჭიროება მხარის შუამდგომლობა. მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის კი, დამატებით, აუცილებელია მითითებული ფაქტები სამართლებრივად ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას.


მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ ხელმოუწერელი სარჩელი ჩაბარდა და სხვა რაიმე მტკიცებულება რაც სარჩელში იყო მითითებული, ასევე - გზავნილი შესაგებლის წარდგენის შესახებ სარჩელს არ ერთვოდა. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელისათვის სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი მოხელის მიერ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, მათ შორის შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის განმსაზღვრელი გზავნილის გადაცემა ხდება დალუქული კონვერტით, სწორედ ამიტომ არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი მოხელის მიერ მოსარჩელის წარმომდგენლისათვის მოპასუხისათვის ჩასაბარებლად გადაცემულ გზავნილს თან ერთვის როგორც სარჩელი და თანდართული მასალები, ასევე - შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის განმსაზღვრელი გზავნილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ სარჩელის არ ერთვოდა მასში მითითებული მტკიცებულებები და შესაგებლის წარდგენისათვის ვადის განმსაზღვრელი გზავნილი, ვერ გააბათილებს დასახელებულ პრეზუმფციას.


რაც შეეხება მოპასუხისათვის ხელმოუწერელი სარჩელის ჩაბარებას, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხისათვის ხელმოუწერელი სარჩელის ჩაბარება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ ქმნის, ვინაიდან მოსალოდნელი უარყოფითი რისკის თავიდან ასაცილებლად, მოპასუხის პასიური დამოკიდებულება - მიემართა სასამართლოსათვის და გაერკვია მოცემულ საქმეზე შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადა, გონივრულობისა და წინდახედულობის სტანდარტს ეწინააღმდეგება, შესაბამისად, მოპასუხე მეტი წინდახედულების გამოჩენის შემთხვევაში თავიდან აიცილებდა მის საწინააღმდეგო სამართლებრივ შედეგს - დაუსწრებელი გადაწყვეტილებას, რაც მას არ გაუკეთებია, მით უფრო, როდესაც მას სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა.


რაც შეეხება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განქორწინების ნაწილში სარჩელში მითითებული ფაქტები ამართლებდა მოთხოვნას. თუმცა, არ ამართლებდა ალიმენტის დაკისრების ნაწილში. სასამართლოს განმარტებით ალიმენტი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს. მისი დაკისრებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს როგორც ბავშვის საჭიროებები, ისე მშობლის ფინანსური მდგომარეობა. სარჩელში მხოლოდ ზოგადი მითითება მშობლის შემოსავლის თაობაზე კი არ ქმნის ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის და მისი მოპასუხისათვის დაკისრების წინაპირობებს.


🟠🟡🟢🔵🟣⚫️⚪️🟤


1️⃣ If no objection is raised, the court must autonomously issue a default decision. The claim can only be granted if the allegations within it substantiate the demand.

2️⃣ It is assumed that the defendant has received all documents sealed and dispatched by the court clerk unless the defendant states otherwise.

3️⃣ A mere assertion of the defendant’s earnings is insufficient for awarding alimony; the plaintiff must substantiate the defendant's income with concrete proof. Without such evidence, the court cannot grant the requested alimony, even by default.


📃 Civil Procedure Code of Georgia, Article 2321; Civil Code of Georgia, Article 1214

⚖️ Decision by the Supreme Court of Georgia dated June 29, 2020, in case No. As-103-2020


📌 Factual Background


The plaintiff has initiated a divorce and alimony lawsuit against his spouse. The couple has been legally married since 2016 and share one child from the time they lived together. Their cohabitation has ceased for a considerable duration, with the marital bond being irreparably damaged. The plaintiff contends that the defendant has abstained from contributing to the child's financial support and upbringing. Consequently, he has requested that the defendant be ordered to pay a monthly alimony of 400 GEL for their minor son, effective from the lawsuit's filing date until the child reaches adulthood.


In the absence of a response from the defendant to the lawsuit, the Kutaisi City Court rendered a default judgment, granting the plaintiff's request in full. Moreover, the court declined to overturn this default judgment following a subsequent complaint.


However, the Kutaisi Court of Appeal overturned the default judgment. The appellate court pointed out several issues. Primarily, the notification served to the defendant lacked the plaintiff's signature. Furthermore, the plaintiff's claim did not accurately reflect the defendant's actual income; it merely stated the defendant was employed, promising to substantiate this with witness testimony. According to Article 1214 of the Civil Code, the court should first consider the child's needs and the parents' financial status when setting alimony. Although the claim would be deemed valid if it outlined these factors, in this case, the plaintiff failed to detail both the child's necessary expenses and the defendant's true financial situation, which are crucial for alimony determination. Citing Article 2321 of the Civil Procedure Code, the Court of Appeal clarified that a default judgment is only appropriate when certain conditions are met: 1) the defendant has been properly served with the claim and related documents as specified in Articles 70-78 of the Civil Code; 2) there are no justifiable reasons for not submitting a defense as per Article 215(3) of the Civil Code; and 3) the claim's stated facts legally support the demand. The court found that the facts presented did not legally justify the outcome (i.e., the awarding of 400 GEL in alimony). In such circumstances, the court should have scheduled a hearing, duly notifying the parties following Articles 70-78 of the Civil Code. During this hearing, the court would consider only the defendant's legal arguments against the claim, which did not occur.


📌 Court's Rationale Summary


The Supreme Court of Georgia partially diverged from the Court of Appeal's reasoning. The cassation court clarified that when it's impossible to file an objection, the issuance of a decision in absentia is not a matter of judicial discretion but is mandatorily dictated by Article 2321 of the Civil Code. The court must autonomously initiate such a decision without needing a party's request. Moreover, for a demand to be granted, the facts presented must legally support the claim.


In the contested case, the party sought to overturn the default judgment, arguing that the lawsuit, lacking a signature and failing to include any other specified evidence, was improperly submitted. Additionally, the notice about the counterclaim submission was not attached. The cassation court noted that the notification, which sets the deadline for filing claims and includes attached documents, is delivered to the plaintiff by the court's clerical officer in a sealed envelope. This creates a presumption that the notice meant to be handed to the defendant by the plaintiff's representative is presumed to be included with the lawsuit and accompanying materials, as well as the notice detailing the counterclaim deadline. Hence, the cassation chamber determined that the opposing party's verbal assertion—that the claim did not enclose the stipulated evidence and notification for the counterclaim—cannot negate this presumption.


Regarding the issue of the unsigned lawsuit being delivered to the defendant, the Cassation Chamber clarified that this does not provide grounds to annul a decision made in their absence. The court emphasized that it's the defendant's responsibility to act diligently by inquiring about the timeframe for submitting a defense, to avoid adverse legal consequences. The defendant’s failure to exercise such caution, particularly when having received the lawsuit and related documents, does not warrant overturning the default judgment that was issued due to their inaction.


On the matter of the claim's legal basis, the court of cassation found that the details provided in the divorce claim were sufficient to support the request. However, the claim for alimony did not meet the same standard of justification. The court asserted that alimony determinations must be substantive rather than merely procedural. In deciding on alimony, it is imperative to consider the specific needs of the child and the actual financial capacity of the parent. A vague assertion regarding the parent's earnings in the claim is not enough to establish the basis for calculating and assigning alimony to the defendant.



2 views0 comments

Comentários


bottom of page