top of page
Search
Writer's pictureAI Law

მოსამართლე სამოქალაქო პროცესში | Judge Presiding Over Civil Proceedings

Updated: Oct 28, 2023

სასამართლო პროცესებში მოსამართლეთა ცოდნამ და მათი აზროვნების სტილისა და ტენდენციების გააზრებამ, შეიძლება, მნიშვნელოვნად იმოქმედოს თქვენი დავის წარმატებაზე. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის მხარეთათვის და მათი ადვოკატებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მოსამართლის შესახებ ზუსტი ინფორმაციის ქონა!


1️⃣ საქმის სტრატეგია! მოსამართლის წარსული გადაწყვეტილებების, პრეფერენციებისა და იურიდიული ფილოსოფიის ცოდნა ეხმარება ადვოკატებს საქმის ეფექტური სტრატეგიის შემუშავებაში. ეს შესაძლებლობას აძლევს მათ წარადგინონ უკეთესი და უფრო რელევანტური არგუმენტები, წინასწარ განსაზღვრონ კონტრარგუმენტები და მათი მიდგომები თავიდანვე მოიყვანონ მოსამართლის სავარაუდო პერსპექტივასთან შესაბამისობაში.


2️⃣ არგუმენტების წარდგენა! მოსამართლის გამოცდილებისა და ექსპერტიზის ცოდნა ეხმარება ადვოკატს წარადგინოს არგუმენტები, რომლებიც ეხმიანება და ახლოსაა მოსამართლის ცოდნასთან, მის გამოცდილებასთან და იმ ფილოსოფიასთან, რომლის პრიზმიდანაც მოსამართლე უყურებს ცხოვრებას და პროცესს. ყველა არგუმენტი, რამდენადაც კარგი არ უნდა იყოს იგი, ერთნაირად კარგად ვერ იმუშავებს აბსოლუტურად ყველა მოსამართლესთან. ამის ცოდნა ზრდის ხელსაყრელი შედეგის მიღების შანსებს.


3️⃣ მტკიცებულებათა შეფასება! მოსამართლის პრეფერენციებისა და მტკიცებულებების სტანდარტების ცოდნა ეხმარება ადვოკატებს შედარებით მარტივად გაართვან თავი წინააღმდეგობებს და ეფექტურად წარადგინონ საქმეში მტკიცებულებები. მოსამართლის მიდრეკილებებისადმი საქმის სტრატეგიის და მიდგომის მორგება მაქსიმალურად ზრდის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების კლიენტის სასარგებლოდ განმარტების შანსებს.


4️⃣ დავის მორიგებით დასრულება! ერთგვაროვან საქმეებზე მოსამართლის გადაწყვეტილებების გაგება და მათი მიდგომა მორიგებისადმი, მნიშვნელოვან ინფორმაციას აძლევს ადვოკატს მოლაპარაკების სტრატეგიების და სასამართლოში წარმატების ალბათობის განსაზღვრისათვის. ხშირად ისეც ხდება, რომ მოსამართლე პირდაპირ მოუწოდებს მხარეს მორიგდეს და მიუთითებს კიდეც საქმის შესაძლო შედეგზე, თუმცა მხარეს არ სურს მოისმინოს მოსამართლის მითითება, რაც, ხშირ შემთხვევაში, მხარისა და მისი კლიენტისათვის სასურველი შედეგით არ სრულდება.


5️⃣ სააპელაციო მოსაზრებები! გასაჩივრებისას, სააპელაციო მოსამართლეების პიროვნების, მათი ხასიათისა და მიდგომების წინასწარი გაგება ესხმარება ადვოკატებს დამაჯერებელი არგუმენტების შემუშავებაში. არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც, ფაქტობრივად, არასოდეს ცვლიან ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილებას და 99% შემთხვევაში მას ეთანხმებიან. არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც აბსოლუტურად პირიქით ფიქრობენ. არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც კანონის ნორმებს ძალიან მკაცრად, თითქმის სიტყვა-სიტყვით განმარტავენ. ასევე, არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც კანონის ნორმას იყენებენ, როგორც სახელმძღვანელო პრინციპი, თუმცა საქმეს საკუთარი პირადი კანონმდებლობით წყვეტენ. ყველა ამ დეტალის ცოდნა სააპელაციო ეტაპზეც წარმატების შანსებს ზრდის. ამასთან, აპელაციის ეტაპზე საქმის წარმოება, ფაქტობრივად, ახალი პროცესია, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად საქმეთა უმრავლესობა შედეგობრივად აპელაციის ეტაპზე არ იცვლება. ეს სტატისტიკური სხვაობა მაინც არ არის ისეთი დიდი, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რაიმე წინასწარი უპირატესობა და, შესაბამისად, მშვიდად ყოფნის საფუძველი მისცეს ადვოკატს.


6️⃣ მოსამართლე ხედავს ყველაფერს! მოსამართლეები მახვილგონივრული დამკვირვებლები არიან, მაშინაც კი, თუკი ისინი ყოველთვის არ გამოხატავენ თავიანთ ემოციებს ღიად. ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ პროცესს, მათ შორის თქვენს არგუმენტებს, პრეზენტაციის სტილს და ქცევას. ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქმის განმავლობაში პროფესიონალური და პატივისცემის შენარჩუნებას.


7️⃣ მოსამართლე იმახსოვრებს ყველაფერს! მოსამართლეებს აქვთ შესანიშნავი მეხსიერება, ხშირად ახსოვთ უმცირესი დეტალებიც კი, რაც შეიძლება თქვენცგამოგრჩეთ ან დაგავიწყდეთ. აუცილებელია იყოთ გულმოდგინე და საფუძვლიანი თქვენს მომზადებაში, რათა უზრუნველყოთ სასამართლოსათვის ყველა შესაბამისი ფაქტის და სამართლებრივი არგუმენტის სათანადო ფორმით წარდგენა. მოერიდეთ არათანმიმდევრული ან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთებას, რადგან მოსამართლე ამას იმახსოვრებს და რაღაც მომენტში იგი დაკარგავს ინტერესს დაუთმოს თქვენს, თუნდაც რელევანტურ და აზრიან არგუმენტებს სათანადო ყურადღება.


8️⃣ მოსამართლეებს ესმით ყველაფერი! მოსამართლეებს აქვთ პროცესზე მიმდინარე დინამიკისღრმა და შინაარსობრივი გაგების უნარი, მაშინაც კი, როცა შეიძლება ჩანდეს, რომ მათ რაღაც გამოტოვეს პროცესის დროს. ნუ გამოცდითმათ უნარს და მოთმინებას რთული და გაუგებარი კონსტრუქციების / არგუმენტების წარდგენით. მზად იყავით თქვენი საქმის მკაფიოდ და ლაკონურად წარმოსაჩენად, ყველა საჭირო სამართლებრივი დასაბუთებისა და დამადასტურებელი მტკიცებულებების მისაწოდებლად


9️⃣ მოსამართლე არის სხდომის დარბაზის ხელმძღვანელი! მოსამართლეებს აქვთ მნიშვნელოვანი უფლებამოსილება სასამართლო დარბაზში. მოსამართლის წინააღმდეგ მუშაობის ნაცვლად, ხშირად უფრო ეფექტურია მათთან თანამშრომლობა. მოსამართლეებს აქვთ ფართო დისკრეცია და უფლებამოსილება. თუკი მოსამართლეს სურს, იგი იქნება მოსარჩელეც, მოპასუხეც, თავად დაწერს მოთხოვნას, შეცვლის მის ფორმულირებას, მიუთითებს ფაქტს, მთავარ სხდომაზე მიიღებს მტკიცებულებას, დაკითხავს მოწმეს, თუკი არ მოსწონს საქმის მომზადება უკან დააბრუნებს მტკიცებულებათა კვლევის ან მოსამზადებელ ეტაპზე და თავიდან გამოიკვლევს ყველაფერს, მათ შორის სააპელაციო ეტაპზე. ხოლო თუკი მოსამართლეს არ სურს, მაშინ წლები ისე გავა საქმეზე ერთ სხდომასაც არ ჩაატარებს. ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გვქონდეს პროცესის მიმართ რეალისტური და არა ილუზიური მოლოდინები.


ამასთან, საკითხი ისე არ უნდა წარმოვაჩინოთ, რომ პროცესის შედეგი მთლიანად მოსამართლის პიროვნულ პრეფერენციებზეა დამოკიდებული. არავინ იცის ამ პრინციპების დაცვა, სად და რა ფორმით მოუტანს მხარეს გამარჯვებას; ისევე, როგორც არავინ იცის ამ პრინციპების დარღვევა სად და რა ფორმით დაგტოვებთ წამგებიან პოზიციაში. თუმცა, სასამართლო პროცესს, ისევე, როგორც ყველა სხვა პროცესს, აქვს თავისი ფსიქოლოგია, დინამიკა და ურთიერთობის გრავიტაცია, რომელიც ყველაფერს თავისი ბუნებრივი მიმართულებით ექაჩება.


გარდა ამ საკითხებისა, თანაბრად მნიშვნელოვანია სამართლიანობის, გონიერებისა და პროფესიონალიზმის პრინციპების დაცვა მთელი სასამართლოპროცესის განმავლობაში. მოსამართლის როლისა და გადაწყვეტილებების პატივისცემა ხელს უწყობს სასამართლო პროცესის უფრო ეფექტურ წარმართვას და, ასევე, ფაქტორბივად სხვა გზას არ უტოვებს თავად მოსამართლესაც, გარდა იმისა, რომ მიყვეს პროცესის დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს და დინამიკას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა იურიდიულ პროფესიაში.


🔴🟠🟡🟢🔵🟣⚫️⚪️🟤


Having knowledge about the judges involved in court proceedings, along with an understanding of their thinking styles and tendencies, can greatly impact the outcome of your case. Here are some key reasons why it is essential for both parties and their attorneys to possess accurate information about the judge!


1️⃣ Case Strategy: Understanding a judge's prior rulings, preferences, and legal philosophy aids attorneys in crafting more effective case strategies. This empowers them to construct stronger and more pertinent arguments, anticipate counterarguments, and align their approach with the judge's probable perspective right from the start.


2️⃣ Presenting Arguments: Being aware of the judge's experience and expertise enables the attorney to deliver arguments that are in line with the judge's knowledge, experience, and perspective on life and the legal process. It's important to recognize that not every argument, regardless of its quality, will have the same impact on every judge. This awareness enhances the likelihood of achieving a favorable outcome.


3️⃣ Evaluating Evidence: Familiarity with the judge's preferences and evidentiary standards allows attorneys to handle objections more smoothly and present evidence more effectively in a case. Adapting the case strategy and approach to align with the judge's preferences increases the likelihood of interpreting crucial evidence in favor of the client.


4️⃣ Resolving Disputes through Settlement: Having insight into the judge's decisions in similar cases and their attitude towards settlements offers valuable guidance to attorneys when shaping negotiation strategies and assessing the prospects of success in court. It's not uncommon for judges to encourage parties to reach a settlement and even provide hints about the potential case outcome, even if the party may be reluctant to heed the judge's guidance, as it often doesn't yield the desired outcome for the party.


5️⃣ Appealing Opinions: When it comes to appeals, prior knowledge of the appellate judges' personalities, tendencies, and approaches assists attorneys in constructing compelling arguments. Some judges rarely overturn lower court decisions and agree with them nearly 99% of the time, while others hold contrasting views. Some judges interpret legal norms very strictly, almost word for word, whereas others may use legal principles as a guide but decide cases based on their personal interpretation of the law. Being aware of these nuances enhances the prospects of success during the appeals process. It's worth noting that appellate proceedings represent a distinct phase, despite the statistical fact that the majority of cases do not result in a change of outcome. The statistical variance, however, isn't significant enough to provide a definitive advantage or reason for attorneys to be complacent in any particular case.


6️⃣ The Judge Takes Note of Everything: Judges are astute observers, even if they don't always openly express their emotions. They closely monitor the proceedings, including your arguments, presentation style, and conduct. Hence, maintaining professionalism and showing respect throughout the process is of paramount importance.


7️⃣ The Judge Retains Everything: Judges possess remarkable memories, frequently recalling even the minutest details that you might overlook or forget. It's crucial to be diligent and comprehensive in your preparation, ensuring that all pertinent facts and legal arguments are meticulously presented to the court. Avoid making inconsistent or contradictory statements, as the judge will remember these, and at some point, may lose interest in affording your arguments the appropriate attention, even if they hold relevance and significance.


8️⃣ Judges Grasp Everything: Judges possess the capacity to attain a profound and meaningful comprehension of the dynamics at play, even if it appears they may have missed something during the proceedings. Avoid testing their patience by presenting convoluted and bewildering constructions or arguments. Be ready to present your case with clarity and conciseness, delivering all required legal reasoning and supporting evidence.


9️⃣ The Judge Holds Courtroom Authority: Judges wield significant power within the courtroom. Instead of working in opposition to the judge, it's often more effective to collaborate with them. Judges possess broad discretion and authority. They can take on multiple roles, such as the plaintiff and the defendant, draft requests, modify wording, introduce evidence during the main session, question witnesses, or even return a case to the evidence research or preparation stage and reexamine it from the beginning if they find the case's preparation unsatisfactory, including at the appellate stage. On the other hand, if a judge is unwilling, years can pass without a single hearing on the case. Recognizing this is crucial for maintaining realistic, rather than illusory, expectations of the legal process.


Nonetheless, it's crucial not to frame the matter in such a way that the entire outcome of the legal process hinges solely on the judge's personal preferences. The exact impact of adhering to these principles on a party's victory remains uncertain, just as the consequences of disregarding them can lead to an unfavorable position. However, litigation, like all other processes, possesses its unique psychology, dynamics, and inherent gravitational forces that influence the course of events.


Beyond these considerations, upholding the principles of fairness, reasonableness, and professionalism throughout the trial is equally significant. Demonstrating respect for the judge's role and decisions not only contributes to a more efficient administration of the judicial process but also effectively compels the judge to abide by the established legal norms and the unwritten traditions that have evolved over centuries within the legal profession.

8 views0 comments

Comments


bottom of page