top of page
Search
  • Writer's pictureAI Law

მოწმეთა დაკითხვა სამოქალაქო პროცესში | Questioning Witnesses in a Civil Proceeding

Updated: Oct 28, 2023

🔍 სამოქალაქო საქმეებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოტენციურ მოწმეებთან ინტერვიუ მანამ, სანამ მათ სასამართლო პროცესზე დაიბარებთ! ქვემოთ წარმოგიდგენთ 5 მიზეზს თუ რატომ არ უნდა გამოტოვოთ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი!

თუმცა, სანამ ამ მიზეზებზე ვისაუბრებთ, მოკლედ გვსურს შევეხოთ მოწმეთა დაკითხვის თავისებურებებს სამოქალაქო სამართალში და მათ განსხვავებაზე სისხლის სამართლის პროცესისგან. რა თქმა უნდა ყველა პროცესი და ყველა მოსამართლე განსხვავებულია, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ ქვემოთ მოცემული ანალიზი ზუსტად აღწერს ზოგად დინამიკას.


სისხლის სამართლის საქმეში მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ძირითადი განსხვავება სამოქალაქო საქმესთან შედარებით:


1️⃣ სიმართლე vs. დახმარება: სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეებს იძახებენ „სიმართლის სათქმელად“ და განსახილველი მოვლენების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მისაწოდებლად. ყურადღება გამახვილებულია ფაქტების დადგენაზე და ბრალდებულის ბრალეულობის ან უდანაშაულობის დამტკიცებაზე. მეორეს მხრივ, სამოქალაქო საქმეზე მოწმეებს ხშირად იძახებენ იმისათვის, რათა ისინი „დაეხმარონ მხარეს“, რომელმაც ისინი გამოიძახა.


2️⃣ ტყუილის შედეგები: სისხლის სამართლის საქმეში მოწმეებს, რომლებიც განზრახ იტყუებიან ფიცის ქვეშ, შეიძლება დაემუქროთ სერიოზული პასუხისმგებლობა, როგორიცაა ცრუ ჩვენებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ჯარიმა ან თუნდაც თავისუფლების აღკვეთა. სამართლის სისტემა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჭეშმარიტებას პროცესის მთლიანობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, სამოქალაქო საქმეებში, განზრახ ტყუილის შედეგები, ზოგადად, ნაკლებად მძიმეა. ფაქტობრივად, თუკი მოწმემ „ძალიან არ მოინდომა“ მისი ტყუილი პირადი პასუხისმგებლობის საფუძველი ნაკლებად შეიძლება გახდეს, თუმცა, ცხადია, მოსამართლე მოწმის გულწრფელობას ხედავს და ამას ნეგატიური შედეგები მოყვება მხარისათვის.


3️⃣ დაკითხვა და ჯვარედინი დაკითხვა: სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეები ექვემდებარებიან მკაცრ დაკითხვას, რადგან მათ მიერ წარმოთქმულმა ყოველმა სიტყვამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს სასამართლოს შედეგზე. მათი სანდოობა საგულდაგულოდ არის შესწავლილი და მათ ჩვენებაში არსებულმა შეუსაბამობებმა ან წინააღმდეგობებმა, შეიძლება, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საქმეზე. ამისგან განსხვავებით, მოწმეები სამოქალაქო საქმეებში ნაკლებად ხვდებიან იმავე ხარისხის შემოწმებას. დაკითხვა შეიძლება იყოს ნაკლებად ინტენსიური და მოწმეებს შეიძლება ჰქონდეთ მეტი თავისუფლება, თუ როგორ უპასუხონ კითხვებს. ზოგიერთ შემთხვევაში, მოწმეებმა შეიძლება თავიც კი აარიდონ კითხვებზე პირდაპირ პასუხს და მოსამართლეები ყოველთვის არ მოითხოვენ განმარტებას.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს განსხვავებები წარმოიქმნება სისხლის სამართლის და სამოქალაქო საქმეებში მტკიცებულების კონტრასტული მიზნებიდან და სტანდარტებიდან. სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცების ტვირთი ეკისრება პროკურატურას, რათა დადგინდეს დანაშაული გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით, ხოლო სამოქალაქო საქმეებში, ჩვეულებრივ, მოსარჩელეს ეკისრება ტვირთი, დაამტკიცოს თავისი საქმე 50+1%-ის სტანდარტით. ეს ვარიაციები ასახავს სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართალწარმოების განსხვავებულ ბუნებას და მიზნებს, რაც უზრუნველყოფს, რომ სამართლებრივი პროცესი მოერგოს თითოეული ტიპის საქმის სპეციფიკურ მოთხოვნებს.


მოწმეთა დაკითხვა სამოქალაქო საქმეებზე ამ სპეციფიკით ხასიათდება, თუმცა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შერბილებული სტანდარტი არ ნიშნავს იმას, რომ მოწმის ჩვენება ნაკლებ მნიშვნელოვანია მხარისათვის! მოწმის დაკითხვის პროცესის არასწორმა წარმართვამ, შესაძლოა, მხარეს საქმე წააგებინოს. 5 ძირითადი მიზეზი, რის გამოც აუცილებელია სამოქალაქო საქმეებზე მოწმეთა გამოძახებამდე მათთან ინტერვიუს გაკეთება: ცუდ მოწმეს ჯობია მოწმე საერთოდ არ დაკითხოთ!


1️⃣ მოწმეები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და არა ადვოკატები! შესაბამისად, პროცესის ფარგლებში არასოდეს იცი, რას უნდა ელოდე მათგან. გასაუბრება ეხმარება ადვოკატებს გაიგონ მოწმეთა ცოდნა და მოამზადონ ისინი სასამართლო პროცესისთვის.


2️⃣ სასამართლო დარბაზში მოწმეები ხშირად გრძნობენ შიშს და დისკომფორტს - მათ ეს არის არასასურველი ზონა, სადაც უბრალოდ არ სურთ ყოფნა. მოწმეებთან გასაუბრებისას ადვოკატებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ მათ შიშებს, აუხსნან პროცესის დეტალები და გახადონ ისინი უფრო თავდაჯერებულები, რაც ავტომატურად გააუმჯობესებს მათი ჩვენების ხარისხს!


3️⃣ ხანდახან მოწმეებს ჰგონიათ, რომ მათ ყველაფერი იციან, თუმცა მარტივად შეიძლება პროცესის მიმდინარეობისას ყველაფერი აურიონ, აცდნენ მთავარ ხაზს და საქმე თავდაყირა დააყენონ. მათთან წინასწარი გასაუბრებით, ადვოკატებს შეუძლიათ წარმართონ თავიანთი პასუხები, დარწმუნდნენ, რომ ისინი დარჩნენ სწორ გზაზე და სასამართლოს მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.


4️⃣ მეხსიერება და მოგონებები შეიძლება იყოს სახიფათო! მოწმეებმა შეიძლება უნებლიედ გაიხსენონ ისეთი ფაქტები, რაც მათ აქამდე არ ახსოვდათ, ან წარსულში მომხდარი მოვლენების ისეთი ინტერპრეტირება მოახდინონ, რომელიც აბსოლუტურად მოულოდნელია. ასეთი რამ ხშირად ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწინააღმდეგე მხარე კარგა იყენებს საპასუხო კითხვების ეტაპს. გასაუბრების საშუალებით ადვოკატებს შეუძლიათ დაადგინონ შეუსაბამობები, დაეხმარონ მოწმეებს დეტალების გახსენებაში და უფრო სანდო ჩვენების წარდგენაში.


5️⃣ მომზადება მთავარია! მოწმეების გამოკითხვა ადვოკატებს საშუალებას აძლევს მოამზადონ ისინი მძიმე კითხვებისთვის და ჯვარედინი დაკითხვებისთვის. აუცილებელია იყოთ მზად ყველაფრისთვის და სწრაფად მოერგოთ სასამართლო პროცესს.


ბონუსად ოქროს წესი! არასოდეს დაუსვათ მოწმეს ისეთი შეკითხვა, რომელზე პასუხიც წინასწარ არ იცით! აქ მოქმედებს მორფის კანონი - Anything That Can Go Wrong, Will Go Wrong!


დაიმახსოვრეთ, მოწმეების გამოკითხვა არის გადამწყვეტი ნაწილი ძლიერი საქმის ასაშენებლად. ის ეხმარება ადვოკატებს დაამყარონ ნდობა, გაუმკლავდნენ შიშებს და უზრუნველყონ ზუსტი და სანდო ჩვენება. არ გამოტოვოთ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი!


და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ გთავაზობთ სრულ იურიდიულ მხარდაჭერას ბაზარზე საუკეთესო ფასად!



🟠🟡🟢🔵🟣⚫️⚪️🟤


🔍 In civil cases, it's crucial to conduct interviews with potential witnesses before presenting them at trial! Here are five compelling reasons why you shouldn't overlook this essential step.


Before delving into these reasons, let's briefly discuss the nuances of witness examination in civil law and how it differs from criminal proceedings. While each legal process and judge may vary, we believe the analysis below offers an accurate depiction of the typical dynamics.


There are several key distinctions between witness examination in a criminal case as opposed to a civil case:


1️⃣ Truth vs. Assistance: In criminal cases, witnesses are summoned to "tell the truth" and offer precise information about the events under scrutiny. The emphasis lies in establishing facts and determining the guilt or innocence of the accused. In contrast, witnesses in civil cases are frequently called upon to "assist the party" that has summoned them.


2️⃣ Consequences of False Testimony: In criminal cases, witnesses who deliberately provide false testimony under oath can encounter significant consequences, including potential criminal charges for perjury, fines, or even incarceration. The legal system places a strong emphasis on truth to safeguard the integrity of the proceedings. Conversely, in civil cases, the repercussions for intentional dishonesty are typically less severe. In fact, if a witness claims they "didn't intend to deceive," their falsehood is less likely to result in personal liability, although, naturally, the judge considers the witness's sincerity, which can have adverse effects on the party involved.


3️⃣ Examination and Cross-Examination: Witnesses in a criminal case undergo thorough cross-examination, as every statement they make can profoundly influence the trial's outcome. Their credibility is meticulously examined, and any inconsistencies or contradictions in their statements can significantly sway the case. In contrast, witnesses in civil cases are less likely to encounter the same level of scrutiny. Cross-examination may be less rigorous, affording witnesses greater latitude in how they respond to queries. In certain instances, witnesses might even sidestep providing direct answers, and judges don't consistently demand clarifications.


It's crucial to recognize that these distinctions stem from the varying aims and evidentiary standards in criminal and civil cases. In criminal cases, the burden of proof lies with the prosecution to establish guilt beyond a reasonable doubt, whereas in civil cases, the plaintiff typically bears the burden of proving their case by the preponderance of the evidence standard (commonly known as the 50+1% standard). These variations reflect the distinct nature and objectives of criminal and civil proceedings, ensuring that the legal process aligns with the unique demands of each case type.


The questioning of witnesses in civil cases is marked by this specificity, even though the lower standard of criminal liability doesn't diminish the significance of witness testimony for the involved party. Mishandling the process of witness examination can result in a party losing the case. Here are the five primary reasons why it's imperative to interview witnesses before presenting them in civil cases: Having a subpar witness is preferable to not interviewing a witness at all!


1️⃣ Witnesses are regular individuals, not legal experts! Consequently, it's unpredictable how they might react during the legal proceedings. Interviews aid attorneys in comprehending the witnesses and getting them ready for trial.


2️⃣ Inside the courtroom, witnesses frequently experience anxiety and unease - it's an unwelcome territory for them. When attorneys interview witnesses, they can alleviate these anxieties, clarify the process intricacies, and boost their confidence. This, in turn, enhances the quality of their testimony!


3️⃣ Occasionally, witnesses might believe they have a perfect grasp of the situation, but during the proceedings, they can easily become confused, lose the central thread, and inadvertently alter the course of the case. By conducting pre-trial interviews, attorneys can guide their responses, ensuring they stay focused and present the court with precise information.


4️⃣ Memories and recollections can be tricky! Witnesses may spontaneously recollect details they had forgotten or interpret past events in unexpected ways. This often occurs, especially when the opposing side skillfully employs the question-and-answer phase. Through interviews, attorneys can detect any inconsistencies, assist witnesses in recollecting specifics, and facilitate the delivery of more credible testimony.


5️⃣ Preparation is key! Interrogating witnesses empowers attorneys to equip them for challenging questions and cross-examinations. Being prepared for any scenario and swiftly adapting to the court proceedings is essential.


As a bonus golden rule: Never pose a question to a witness unless you already know the answer in advance! This is where Murphy's law comes into play - "Anything That Can Go Wrong, Will Go Wrong!"


Remember, interviewing witnesses stands as a vital component in constructing a robust case. It aids attorneys in establishing trust, dispelling apprehensions, and ensuring the delivery of precise and credible testimony. Don't overlook this crucial step!


Above all, keep in mind that we provide comprehensive legal support at the most competitive rates in the market!


9 views0 comments

コメント


bottom of page