საკუთრების უფლებათა ნაკრები
- Gocha Okreshidze
- Jan 25
- 1 min read
დღიურის ჩანაწერი: 2025 წკუს 25 იანვარი
კარგი, ესე იგი, ლექტორმა გამორიცხა იდეა, რომ ქოუზი საკუთრებაზე წერს. ჯანდაბას, იყოს ასე. მაგრამ ერთმა კითხვამ მაინც არ მომასვენა... თუ „საკუთრების უფლებათა ნაკრების“ თეორია ქოუზის მოგონილი არ არის, აბა ვისია?
ცოტა ხანს საკუთრების სამართლის ძველ სტატიებში ვიქექე და... კი. აღმოჩნდა, რომ ეს თეორია ქოუზზე ბევრად ძველია. ის სათავეს 1910-იანი და 20-იანი წლების სამართლებრივი რეალისტებისგან იღებს.
გამოდის, ლექტორი მართალი ყოფილა — ამაში მაინც. ქოუზს 1960 წელს „საკუთრების უფლებათა ნაკრების“ თეორია არ გამოუგონია; ეს ამერიკულ სამართალში უკვე დამკვიდრებული კონცეფცია იყო.
ამან კი ისევ საწყის გამოცანასთან დამაბრუნა. თუ ნაშრომი არც „ქოუზის თეორემას“ ეხება და არც საკუთრების რევოლუციურ თეორიას გვთავაზობს, მაშინ... რაზეა საერთოდ? რა ჯანდაბად არის ასეთი მნიშვნელოვანი? მთავარ გასაღებს ჯერ ისევ ვერ მივაგენი.




Comments