ქოუზი
- Gocha Okreshidze
- Dec 12, 2024
- 1 min read
დღიურის ჩანაწერი: 2024 წლის 12 დეკემბერი
ისედაც, ვის რა ჯანდაბად აინტერესებს გაკოტრების სამართალი? გონება ისევ და ისევ იმ ქოუზის თეორემისკენ გამირბის; მახსენდება, როგორ გადამრია თავის დროზე. უფრო ფილოსოფიურ პრობლემას ჰგავს, ვიდრე სამართლებრივს. იქნებ ეს არის კიდეც ჩემი შანსი? იქნებ ეს კონფერენცია საბაბად გამოვიყენო, ქოუზზე რომ დავწერო და ბოლოს და ბოლოს გავარკვიო, რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული. ცოტა არ იყოს, თამამი განაცხადია, მაგრამ მაინც ვარიანტია. თანაც, ამ წამს სხვა გზას ვერც ვხედავ.




Comments