top of page
Logo

Music Production Students

2026-04-30 12:45:53


Music Production-ის კურსდამთავრებულებმა ფინალური ნამუშევრები წარადგინეს. ეს ის ეტაპია, როდესაც თეორიული ცოდნა და ჩვენთან გატარებული საათები კონკრეტულ ჟღერადობად იქცევა. გვინდა გაჩვენოთ ხუთი სხვადასხვა ჯგუფის სტუდენტი და მათი პროექტები, ეს ნამუშევრები საუკეთესოდ ასახავს იმ შემოქმედებით პროცესს და განვითარებას, რომელსაც ჩვენთან სწავლისას თითოეული კურსდამთავრებული გადის.


“მუსიკის წარმოებისას იგებ თუ რამდენად ბევრი ფსიქოლოგიური და ტექნიკური დეტალია გასათვალისწინებელი, იმისათვის რომ მსმენელს მაქსიმალურად შეაგრძნობინო ის რასაც ტრეკის კეთების პროცესში გრძნობდი. 12 წლის ასაკში პირველად დავინტერესდი მუსიკის წარმოებით და მაშინ დავიწყე ინფორმაციის ჩემით მოძიება.16 წლის ასაკში კი ეს კურსი გავიარე. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ 2 თვიანმა კურსმა გაცილებით მეტი მასწავლა ვიდრე წინა ოთხმა წელმა. ამაში, ლექციებზე შექმნილმა მყუდრო გარემომ და პროფესიონალმა მენტორებმა უდიდესი როლი ითამაშეს. აქედან გამომდინარე, ჩემი ჰობი, პროფესიულ გზას დაადგა და ეს ამ კურსის დამსახურებაა.”  ლუკა ცატავა 



“303-ის 3-თვიანი კურსი ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, სწორედ აქ აღმოვაჩინე საკუთარი მუსიკალური ხელწერა და გავიცანი ჩემგან სრულიად განსხვავებული ადამიანები, რომლებიც დღემდე მაძლევენ ჯანსაღ კრიტიკასა და მოტივაციას. ახლა უკვე აღარ მაქვს მიზეზი, ჩემი კრეატიული გზის შეჩერება რაიმეს გადავაბრალო, რადგან შევიძინე ის ცოდნა და ინსტრუმენტები, რაც დამწყებ მუსიკოსსა და პროდიუსერს ნამდვილად სჭირდება.” მელიტა ასათიანი




“ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვენლოვანი ეტაპი დაიწყო მაშინ,როდესაც დავიწყე მუსიკის დაკვრა.მალევე მივხვდი რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო და შემდეგ ეტაპზე მუსიკა აუცილებლად მე თვითონ უნდა შემექმნა. 303 Hz-ის პროდიუსინგის კურსი დამეხმარა ერთდროულად როგორც ტექნიკური ცოდნის გაღრმავებაში,ასევე კრეატიული ხედვის განვითარებაში. სწავლების პერიოდში დავეუფლე არა მხოლოდ ტრეკის აწყობის მექანიკას, არამედ საკუთარი იდეების სუფთად გადმოცემას. განსაკუთრებული როლი ეჭირა ჩემს მენტორებს გიორგი კობერიძეს და გიორგი აროშვილს, რომლებმაც თავიანთი გამოცდილებით,სწორი მიდგომითა და გადმოცემით დიდი გავლენა მოახდინეს ჩემს განვითარებაზე. დიდი როლი ითამაშა იმ გარემომ, სადაც მუდმივად იდეების გაცვლა მიმდინარეობდა და ერთმანეთის მხარდაჭერა.საბოლოოდ ეს გამოცდილება დამეხმარა უფრო მკაფიოდ ჩამომეყალიბებინა ჩემი მუსიკალური სტილი და მქონოდა თავდაჯერებულობა იმაში, რასაც ვქმნი და შევქმნი მომავალში.”  რატი ლეჟავა



“ეს კურსი ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, კიდევ ერთხელ დავინახე რომ მიზნებისკენ სვლა ხშირად სირთლეების მიუხედავად, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელია. სწავლის პროცესმა მასწავლა ელექტრონული მუსიკის შექმნის როგორც ტექნიკური, ისე შემოქმედებითი მხარე და მომცა შესაძლებლობა ჩემი იდეები რეალურ ტრეკად მექცია, შედეგისთვის კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოს, პროფესიონალი მენტორებისა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერას, რომელიც დამხვდა 303 Hz -ის სკოლაში. ბუნებრივია მომავალშიც ვგეგმავ 303 Hz - სთან ურთიერთობის გაგრძელებას და ცოდნის გაღრმავებას, რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ ბევრი რამ არის სასწავლი.  "Phoenix Rising" ჩემთვის ძალიან პერსონალური ტრეკია, რომელიც რთულ და გარდამტეხ შინაგან პერიოდს ასახავს. მისი წერის დროს ვცდილობდი იმ პროცესის გადმოცემას, სადაც სირთულიდან და დაშლის განცდიდან ახალი ფორმა იბადება და  გამიხარდება თუ მსმენელშიც გამოიწვევს მსგავს ემოციურ რეზონანს.” ანასტასია ვეგიელ



პროფესიით იურისტი ვარ. მუსიკალური განათლება არ მაქვს და მუსიკას, როგორც წესი, იურიდიული კონტენტის შესაქმნელად ვიყენებ. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტე 303 Hz-ის 3-თვიანი ინტენსიური კურსის გავლა, რათა მუსიკის კეთების მექანიკა უკეთ გამეგო. თუმცა სწავლის პროცესი იმაზე ბევრად საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. აქ დამხვდნენ გამორჩეულად პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც აღჭურვილნი არიან როგორც საკითხის სიღრმისეული ცოდნით, ისე იმ პიროვნული თვისებებით, რაც სტუდენტებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და მათი სწორი მიმართულებით წასაყვანად არის საჭირო. ამ გარემომ და შთამაგონებელმა ადამიანებმა ჩემი პროფესიული საქმიანობისგან სრულიად დამოუკიდებელი მუსიკის შექმნისკენ მიბიძგეს. ტექნიკურ ცოდნაზე მეტად, 303 Hz-მა მომცა მთავარი - გამბედაობა, რომ მუსიკის ენით გამომეხატა საკუთარი თავი, რისთვისაც მათი მუდამ მადლიერი ვიქნები. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს ფინალურ პროექტს, იგი ერეკლე II-ისა და იმ გმირების ისტორიას აცოცხლებს, რომლებიც 1795 წელს, კრწანისის ბრძოლაში, ირანის არმიას დაუპირისპირდნენ. ეს კომპოზიცია თბილისში ირანელთა შემოჭრის ისტორიის მეორე ვერსიაა და ამჯერად მოვლენებს სომეხი მოგზაურის, ბერ არტემ ვაღარშაპატელის პერსპექტივიდან გადმოსცემს, რომელმაც ნანახი ტრაგედია 1813 წელს გამოცემულ საკუთარ ავტობიოგრაფიაში აღწერა. - გოჩა ოყრეშიძე




იხ. წყარო:



 
 
 

Comments


bottom of page