როგორ ვიყოთ უბედური, არაჯანმრთელი და არაეთიკური პროფესიის ბედნიერი, ჯანმრთელი და ეთიკური წევრი [ნაწილი II]
- Gocha Okreshidze
- Sep 14
- 63 min read
III. ადვოკატთა ეთიკა
ახლა კი რამდენიმე სიტყვა ადვოკატთა ეთიკის შესახებაც უნდა ითქვას. ვაღიარებ, აქამდე ამისგან თავს ვიკავებდი. ვიცი, რომ ეთიკის (ან „პროფესიული პასუხისმგებლობის“) კურსი იურიდიული ფაკულტეტის კურიკულუმში ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარულია,[231] — საგადასახადო სამართალზე ნაკლებად პოპულარულიც კი. ვაცნობიერებ, რომ ეთიკის თემის წამოჭრით, შესაძლოა, თქვენში შეშფოთებაც კი გამოვიწვიო.
ამავდროულად, იურიდიული პროფესია ფართოდ არის მიჩნეული არაეთიკურად,[232] მათ შორის, თავად ადვოკატების მიერაც.[233] ამერიკელთა მხოლოდ ერთი მეხუთედი მიიჩნევს იურისტებს „გულწრფელებად და ეთიკურებად“,[234] და „რაც უფრო მეტი იცის ადამიანმა იურიდიული პროფესიის შესახებ და რაც უფრო მეტი შეხება აქვს ადვოკატებთან, მით უფრო უარესდება მათი შეფასება ადვოკატების მიმართ“.[235] ეს თქვენთვის სადარდებელი უნდა იყოს.[236]
ეთიკის კურსების არაპოპულარობას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ისაა, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები არ ფიქრობენ, რომ არაეთიკურ ადვოკატებად იქცევიან. სტუდენტები ფიქრობენ, რომ არაეთიკური ადვოკატები საშინელი ადამიანები არიან, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანებს დასდევენ (წარმოიდგინეთ დენი დევიტო ფილმიდან „კეთილშობილი თაღლითი“) ან მტკიცებულებებს ანადგურებენ (წარმოიდგინეთ ალ პაჩინოს გუნდი ფილმიდან „ეშმაკის ადვოკატი“). სტუდენტებს ძალიან უჭირთ ამ ადვოკატებთან საკუთარი თავის გაიგივება. როდესაც სტუდენტები უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ცხოვრებაზე ფიქრობენ, ისინი წარმოიდგენენ, რომ სხედან ცათამბჯენის 27-ე სართულზე, ახალთახალ მუქ შარვალ-კოსტიუმში (ლურჯი, შავი ან ნაცრისფერი) და ძალიან მნიშვნელოვანი კლიენტებისთვის რთულ იურიდიულ დავალებებს ასრულებენ. სტუდენტები შეცდომით ფიქრობენ,[237] რომ ასეთ ადვოკატებს ეთიკაზე ბევრი ფიქრი არ უწევთ, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ინტერესთა კონფლიქტს აქვს ადგილი.
თუ თქვენც ასე ფიქრობთ — თუ მიგაჩნიათ, რომ იურიდიული პრაქტიკის ეთიკურად განხორციელებისას პრობლემები არ შეგექმნებათ — თქვენ ცდებით. ძალიან ცდებით. რეალურად, თუ მუშაობას დიდ იურიდიულ ფირმაში დაიწყებთ, დიდი ალბათობით, არაეთიკურად დაიწყებთ პრაქტიკას სხვადასხვა ასპექტში, სულ მცირე, თქვენი მუშაობის პირველი ორი წლის განმავლობაში. ეს დიდი იურიდიული ფირმების ადვოკატებისთვის დამახასიათებელი რეალობაა. ეს მეც გადამხდა თავს და თქვენც იგივე გელით, თუკი რამეს არ მოიმოქმედებთ.
A. ეთიკური იურიდიული პრაქტიკა
პირველ რიგში, უნდა განვმარტო, რას ვგულისხმობ სამართლის ეთიკურ პრაქტიკაში. მხედველობაში სამი რამ მაქვს.
პირველი: ფორმალური წესების დაცვა. თქვენ უნდა დაემორჩილოთ ფორმალურ დისციპლინურ წესებს, როგორებიცაა პროფესიული ქცევის მოდელური წესები,[238] პროფესიული პასუხისმგებლობის მოდელური კოდექსი,[239] ან შტატების მიერ მიღებული მათი რომელიმე ვარიაცია.[240] როგორც სამართლის სტუდენტს, შემდეგ კი — როგორც ახალგაზრდა ადვოკატს, ხშირად გექნებათ ცდუნება, ეთიკური და არაეთიკური ქმედებები მხოლოდ ფორმალურ ნორმებზე დაყრდნობით განასხვავოთ. დიდი ალბათობით, თქვენი ეთიკის კურსის უმეტეს ნაწილს წესების შესწავლას დაუთმობთ და, რა თქმა უნდა, ამ წესებს უბრალოდ დაიზეპირებთ, რათა შტატთაშორისი პროფესიული პასუხისმგებლობის გამოცდა (MPRE) ჩააბაროთ. ბევრ სხვა ვითარებაშიც, პირდაპირ თუ ირიბად, თქვენ მიდრეკილი იქნებით, რომ ის ქმედებები, რომლებიც არ არღვევს ამ წესებს, „ეთიკურად“ მიიჩნიოთ, ხოლო ის ქმედებები, რომლებიც არღვევს მათ — „არაეთიკურად“.[241]
თქვენი პროფესორების, ადვოკატთა ასოციაციისა და სხვა ადვოკატების ინტერესშია, რომ ეთიკურ საკითხებზე სწორედ ასე იფიქროთ. პროფესორისთვის ბევრად მარტივია, სტუდენტებს აუხსნას, რას ადგენენ წესები, ვიდრე მათთან ერთად გამოიკვლიოს, რას ნიშნავს ეთიკური მოქმედება (საბედნიეროდ, ბევრი პროფესორი უძლებს ცდუნებას და სტუდენტებს მხოლოდ წესებს არ ასწავლის, თუმცა ბევრი ასე არ იქცევა).[242] ეთიკის განსაზღვრა ნორმებით უზარმაზარ ძალაუფლებას ანიჭებს ადვოკატთა ასოციაციას, რომელიც ამ წესებს შეიმუშავებს.[243] ბევრ ადვოკატს კი სურს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და პროფესიის შიდა წესების[244] დაცვა საკმარისი აღმოჩნდეს „ეთიკურად“ ჩასათვლელად, უბრალოდ იმიტომ, რომ ასე უფრო ადვილია.[245]
მე არაფერი მაქვს ფორმალური წესების საწინააღმდეგო. ბევრ შემთხვევაში, ეს წესები ერთადერთია, რაც არაეთიკურ ადვოკატსა და მის კლიენტს შორის დგას. თქვენ ეს წესები უნდა შეისწავლოთ და დაიცვათ. მაგრამ ასევე უნდა გააცნობიეროთ, რომ ფორმალური წესები უბრალოდ „ქცევის იმ მინიმალურ სტანდარტს წარმოადგენს, რომელსაც საკუთარი ინტერესებით მოქმედი ჯგუფი შეეგუება“.[246] ბევრი ადვოკატისთვის „ეთიკა ადვოკატთა მარეგულირებელი წესებით დადგენილი აშკარა აკრძალვებისთვის გვერდის ავლაა“.[247] თუმცა, ფორმალური წესების შესრულება ეთიკურ ადვოკატად ვერ გაქცევთ, ისევე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის დაცვა ვერ გაქცევთ ეთიკურ ადამიანად. ბევრი უსინდისო ადვოკატი, რომელსაც პრაქტიკაში შეხვდებით, ზედმიწევნით ცდილობს ფორმალური წესების დაცვას და, მეტიც, ამას დიდი სიამოვნებით განგიცხადებთ. წესების დაცვა, ზოგადად, აუცილებელია, მაგრამ ეთიკური ადვოკატობისთვის არასდროს არის საკმარისი.
მეორე: ეთიკური ქცევა წესების მიღმა. იმისათვის, რომ ეთიკური ადვოკატი იყოთ, სამუშაო ადგილზე ეთიკურად უნდა მოიქცეთ, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილი წესებით ეს არ გევალებათ. ფაქტია, რომ „ადვოკატთა ასოციაციის მიერ დადგენილმა ეთიკურმა წესებმა კავშირი დაკარგა ჩვეულებრივ მორალურ მოთხოვნებთან“.[248] ეთიკური პრაქტიკა სწორედ ამ მორალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას გულისხმობს. ხშირ შემთხვევაში, ეს არც ისე რთულია. იყო ეთიკური ადვოკატი, დიდად არ განსხვავდება ეთიკური ექიმის, ფოსტალიონის ან ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლისგან. სინამდვილეში, ბევრად ადრე, ვიდრე სამართლის სკოლაში სწავლას გადაწყვეტდით, თქვენმა მშობლებმა, სავარაუდოდ, უკვე გასწავლეს ყველაფერი, რაც სამართლის ეთიკურად განსახორციელებლად გჭირდებათ.
ისე მოექეცი სხვებს, როგორც გინდა, რომ ისინი მოგექცნენ. იყავი გულწრფელი და სამართლიანი. გამოხატე პატივისცემა და თანაგრძნობა. შეასრულე დანაპირები. არსებობს ერთი კარგი წესი: თუ შეგრცხვებოდა, თქვენს მშობლებს, მეუღლეს ან შვილებს რომ სცოდნოდათ, რას აკეთებთ, ეს არ უნდა გააკეთოთ.
მესამე: იცხოვრო ეთიკურად. ბევრი დიდი ფირმის ადვოკატი, რომელიც „დიდი ფირმების ეთიკური სტანდარტების უპირატესობით ამაყობს“,[249] ამ წესს უგულებელყოფს. იგივე ითქმის სამართლის იმ პროფესორებზე, რომლებიც იურიდიული ეთიკის შესახებ ნაშრომებში ყურადღებას მხოლოდ პრაქტიკოს იურისტებზე ამახვილებენ. თუმცა, იურისტთა ასოციაციის წევრობა არ გათავისუფლებთ თქვენი, როგორც პიროვნების, პასუხისმგებლობებისგან — თქვენი ოჯახის, საზოგადოების და, თუ რელიგიური ხართ, ღმერთის წინაშე. იმისთვის, რომ სამართალი ეთიკურად გამოიყენოთ, ამ პასუხისმგებლობებსაც უნდა გაუმკლავდეთ, რაც დაბალანსებულ ცხოვრებას ნიშნავს. თუ სამუშაოზე დამოკიდებული ადვოკატი გახდებით, ჯანმრთელობა შეგერყევათ, სავარაუდოდ, უბედური იქნებით და, ვიტყოდი, არაეთიკურიც.
ვაცნობიერებ, რომ ჩვენ მორალური რელატივიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ — დროს, როდესაც „ქცევა არც სწორია და არც არასწორი, არამედ პირადი არჩევანის საკითხია“.[250] ჩემს პოზიციაზე, რომ დაუბალანსებელი ცხოვრება არაეთიკურია, თქვენი რეაქცია, შესაძლოა, იყოს: „ეს მხოლოდ თქვენი პირადი მოსაზრებაა“. დიახ, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, მაგრამ ცხადია, რომ ის მხოლოდ ჩემი არ არის. ძალიან გამიკვირდებოდა, თუ თქვენი ღირებულებითი სისტემა — იქნება ის რელიგიური თუ სეკულარული — ეთიკურად აღიარებდა ცხოვრებას, სადაც სიმდიდრის დაგროვების სურვილი სხვა ყველაფერს ჩრდილავს, ან ეთიკურ ადამიანად მიიჩნევდა ადვოკატს, რომელიც პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარი კლიენტებისა და პარტნიორების მიმართ ასრულებს.
B. დიდი იურიდიული ფირმების კულტურა
იურიდიული პრაქტიკის ეთიკურად წარმართვა რთულია. ფორმალური წესების დაცვა ადვილია.[251] წესები არც ისე მკაცრია და ისინი დიდ მოთხოვნებს არ აყენებენ.[252] თქვენ, შესაძლოა, იშვიათად, მაგრამ მაინც გადააწყდეთ ინტერესთა აშკარა კონფლიქტის სიტუაციას, რომელიც წესების ყურადღებით გაანალიზებას მოითხოვს. ასევე, შესაძლოა, აღმოჩნდეთ ვითარებაში, როცა ეთიკური ან მორალური ნორმები ფორმალური წესების დარღვევისკენ გიბიძგებთ. თუმცა, ზოგადად, ფორმალური წესების დაცვის პრობლემა არ შეგექმნებათ; მეტიც, დიდი ალბათობით, მათზე ბევრს არც იფიქრებთ.
ეთიკურ ადვოკატად ყოფნა ამ სიტყვის ფართო, არაფორმალური გაგებით, გაცილებით რთულია. მე უკვე განვიხილე რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არის დიდ იურიდიულ ფირმაში (ან მის მიმბაძველ ნებისმიერ სხვა ფირმაში) რთული, ერთდროულად გქონდეთ ეთიკური პრაქტიკა და დაბალანსებული პირადი ცხოვრება; ამ თემას მალე დავუბრუნდები. თუმცა, ასევე რთულია ეთიკურად იმუშაო — იყო გულწრფელი, სამართლიანი და გულთან ახლოს მიიტანო სხვების გასაჭირი. იმის გასაგებად, თუ რატომაა ეს რთული, უნდა გესმოდეთ, რა გევალებათ ყოველდღიურად, როგორც პრაქტიკოს იურისტს.
ადვოკატის პროფესიული ცხოვრების უდიდესი ნაწილი მოსაწყენ რუტინას უკავია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე კლიენტმა თქვენს სამუშაო მაგიდაზე დანაშაულის იარაღი დაგიდოთ, დაუკანონებელი ფულით სავსე ჩემოდნის სადმე მიტანა გთხოვოთ ან ვნებიანი სექსუალური კავშირი შემოგთავაზოთ (თუნდაც, არც ისე ვნებიანი). ასეთი რაღაცები ადვოკატებს მხოლოდ ჯონ გრიშემის რომანებში ემართებათ. თქვენი, როგორც ადვოკატის, ცხოვრება სავსე იქნება იმით, რამაც აიძულა ჯონ გრიშემი, რომანების წერა დაეწყო: წერილების წერა, სატელეფონო ზარები, მემორანდუმების მომზადება, „სამართლებრივი რისკების ანალიზი“, კონტრაქტების შემოწმება, მორიგებების მიღწევა და ნამუშევარი საათების ცხრილის შევსება. და რადგან თქვენი ცხოვრება სავსე იქნება ასეთი მოსაწყენი საქმიანობით, იურიდიული პრაქტიკის ეთიკურად წარმართვა დამოკიდებული იქნება არა იმ ერთ ან ორ დრამატულ ეთიკურ პრობლემაზე, რომელსაც კარიერის განმავლობაში შეეჯახებით, არამედ იმ ასობით წვრილმანზე, რომელსაც ყოველდღიურად, თითქმის დაუფიქრებლად გააკეთებთ.
რადგან ეთიკური პრაქტიკა უმეტესად ამ ასობით დაუფიქრებელ, ყოველდღიურ ქმედებაზეა დამოკიდებული, ის თქვენს შეგნებულ განსჯაზე არ იქნება დამოკიდებული. თქვენ ძალიან დაკავებული იქნებით. დღეები სწრაფად გაივლის. როცა ტელეფონზე საუბრობთ და შეთანხმების პირობებს ათანხმებთ, ან კომპიუტერთან ზიხართ და დოკუმენტზე მუშაობთ, ან დღის ბოლოს ნამუშევარი საათების ცხრილს ავსებთ, თქვენი ყოველი ქმედების გასაანალიზებლად დრო არ გექნებათ.[253] თქვენ მოგიწევთ, თითქმის ინსტინქტურად იმოქმედოთ.
ეს ნიშნავს, რომ ეთიკურ იურიდიულ პრაქტიკას ვერ შეძლებთ — უბრალოდ, არ გამოგივათ — თუ ეს ჩვევად არ გექცევათ. თქვენ ჩვევად უნდა გექცეთ გულწრფელობა. ჩვევად უნდა გექცეთ სამართლიანობა. ჩვევად უნდა გექცეთ სხვების მიმართ გულისხმიერება. ეს ღირსებები თქვენში იმდენად ღრმად უნდა იყოს გამჯდარი, რომ მათი სურვილისამებრ ჩართვა და გამორთვა შეუძლებელი იყოს. ღირსეული მოქცევა არჩევანის საგანი არ უნდა იყოს. როდესაც სამსახურში ასობით სატელეფონო ზარს ახორციელებთ, ათასობით წერილს წერთ და ათასობით ადამიანს ხვდებით, თქვენ ავტომატურად უნდა იყენებდეთ იმავე პრინციპებს, რასაც ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობისას იყენებთ.[254]
პრობლემა კი ისაა, რომ როდესაც იურიდიულ პრაქტიკას დაიწყებთ, თქვენზე ისეთი დიდ გავლენას, როგორც წესი, არაფერი მოახდენს, როგორც „კულტურა ან შიდა წესები იმ სააგენტოსი, დეპარტამენტისა თუ ფირმისა“, რომელშიც მუშაობთ.[255] თუ კერძო პრაქტიკას აირჩევთ — კონკრეტულად კი დიდ იურიდიულ ფირმაში — თქვენ მოგიწევთ, გახდეთ იმ კულტურის ნაწილი, რომელიც თქვენს პირად ღირებულებებს ეწინააღმდეგება. სისტემას არ სურს, რომ სამუშაო ადგილზე იგივე მორალური ღირებულებები გამოიყენოთ, რასაც მის გარეთ იყენებთ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სიხარბეს სამსახურის გარეთაც ინარჩუნებთ); მას სურს, რომ თქვენი ღირებულებები სისტემის ღირებულებებით ჩაანაცვლოთ. სისტემა კონცენტრირებულია ფულზე და მას სურს, რომ თქვენც იგივე გააკეთოთ. სისტემას სურს — მას სჭირდება — რომ თქვენ ეს თამაში ითამაშოთ.
საქმე ისაა, რომ არავინ გაგიყვანთ გვერდზე და გეტყვით: „ჯეინ, ჩვენ აქ, „სმიტი და ჯოუნსში“, ფულით ვართ შეპყრობილნი. ამიერიდან, შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტებისთვის საათების დაწერა და ახალი კლიენტების მოზიდვა უნდა იყოს. მეგობრები, ოჯახი, გულწრფელობა და სამართლიანობა ზომიერად მისაღებია, მაგრამ ნუ მისცემ მათ უფლებას, ფულის შოვნაში ხელი შეგიშალონ“. არავინ გეტყვით იმას, რაც ერთმა ადვოკატმა უთხრა მეორეს ჩარლზ ადამსის კარიკატურაში: „პატივს ვცემ თქვენს გულწრფელობასა და პრინციპულობას, უილსონ, მაგრამ ჩემს ფირმაში მათთვის ადგილი არ მაქვს“.[256] ამის ნაცვლად, კულტურა უფრო ფაქიზი მეთოდებით შეეცდება თქვენი ღირებულებების ჩანაცვლებას.
აი, მაგალითი იმისა, რასაც ვგულისხმობ: დიდ ფირმაში მუშაობის პირველ თვეს, რომელიმე უფროსი იურისტი თქვენ და რამდენიმე სხვა ახალბედას საკუთარ სახლში ბარბექიუზე დაგპატიჟებთ. ეს „ბარბექიუ“ სრულებით არ დაემსგავსება იმას, რასაც მამათქვენი თქვენს ეზოში ვებერის გრილზე აკეთებდა. თქვენ მიუახლოვდებით უფროსი იურისტის სახლს თქვენი დაძველებული „ფორდ ესკორტით“ და მანქანას „მერსედესების“, „ბე-ემ-ვეებისა“ და სპორტული მანქანების გრძელი რიგის ბოლოს გააჩერებთ. სახლის შესასვლელ კართან მიხვალთ. სახლი ძალიან დიდი იქნება. გაზონი გოლფის მოედანივით სუფთა იქნება, გარშემორტყმული კოხტად შეკრეჭილი ხეებითა და ყვავილებით. ვიღაც თეთრპერანგიანი და შავი პეპელა-ჰალსტუხიანი კარს გაგიღებთ და უკანა ეზოში შეგიძღვებათ. თქვენ გაივლით ოთახებს, რომლებიც მორთული იქნება ძვირად ღირებული ხალიჩებით, შპალერითა და ანტიკვარული ნივთებით. მთელ სახლში მიმოფანტული იქნება მზისგან გაღიავებულთმიანი ლამაზი ბავშვების პროფესიონალური ფოტოები.
როდესაც პარტნიორის სანიმუშოდ მოწყობილ უკანა ეზოში შეხვალთ, სხვა თეთრპერანგიანი და პეპელა-ჰალსტუხიანი სხვადასხვა წასახემსებელს შემოგთავაზებთ. ნუ ელით სოსისებს ბარბექიუს სოუსში; უფრო სავარაუდოა, რომ პაშტეტს, მინიატურულ კიშებსა და კრევეტებს შემოგთავაზებენ. სახლთან ახლოს ბარი იქნება მოწყობილი; ბარმენი (რომელსაც, რა თქმა უნდა, თეთრი პერანგი და შავი პეპელა-ჰალსტუხი ეცმევა) თქვენი არჩეული ძვირად ღირებული სასმლით გაგიმასპინძლდებათ. ეზოს ერთ კუთხეში მზარეული ხის შამფურებზე მომზადებულ გრილს შეწვავს. მეორე კუთხეში თქვენ უფროს იურისტთან ერთად დადგებით, თეთრ ღვინოს მოსვამთ და უმცროს პარტნიორებსა და უფროს იურისტებთან ერთად ისაუბრებთ.
უფროსი პარტნიორი დიზაინერულ სათვალესა და ტანსაცმელში იქნება გამოწყობილი; მის პერანგზე დაკერებული ლოგო მის კოლოსალურ ფასზე მიუთითებს; მისი შორტებიც ძვირად ღირებული იქნება. მას ექნება რუჯი — შესაძლოა, ოდნავ ნარინჯისფერიც, სოლარიუმის წყალობით — და ყველაზე აკურატული ვარცხნილობა, რაც კი გინახავთ. საბოლოოდ, პარტნიორი თავის მეუღლეს გაგაცნობთ. ის იქნება ძალიან ლამაზი, ძალიან გამხდარი და ქმარზე ბევრად ახალგაზრდა. მასაც კარგი რუჯი ექნება, თუმცა ქმრისაზე ნაკლებად ნარინჯისფერი. თქვენ და სხვა იურისტები ისაუბრებთ გოლფზე ან ჩოგბურთზე. რამდენიმე საათის შემდეგ თქვენ გამოხვალთ წინა კარიდან, უფასო სასმლით ოდნავ შეზარხოშებული, და თქვენს თავს ეტყვით: „აი, ესაა ცხოვრება“.
ამ და ათასი სხვა გზით თქვენ შეითვისებთ დიდი იურიდიული ფირმის კულტურას[257] — კულტურას, რომელიც ოფისში დაუღალავ, მრავალსაათიან მუშაობასა და ოფისს გარეთ ძალიან ცოტა დროს ნიშნავს. თქვენ მოგიწევთ ისეთ ადვოკატებთან მუშაობა, რომლებიც გამუდმებით ფულზე საუბრობენ და ყოველთვის აინტერესებთ, სხვა ადვოკატები რამდენს შოულობენ. თუ გსურთ, ეს თავად გამოსცადოთ, რამდენიმე წუთით დატოვეთ თქვენი საგადასახადო დეკლარაცია ქსეროქსის აპარატთან. (მინიმუმ ერთი უიღბლო ადვოკატი მაინც აკეთებს ამას ყოველ გაზაფხულს ფირმების უმეტესობაში). დაახლოებით თხუთმეტ წუთში ფირმის ყველა იურისტს ეცოდინება, რამდენი გამოიმუშავეთ წინა წელს, და ყველა, ვინც ფირმას მომდევნო 25 წლის განმავლობაში შეუერთდება, მოისმენს ამბავს თქვენს საგადასახადო დეკლარაციაზე.
თქვენს ფირმაში მომუშავე ადვოკატები გამონაკლისი არ არიან. ოცდაათი ან ორმოცი წლის წინ შემოსავლებზე, კლიენტებსა და ანაზღაურებაზე საუბარი „უბრალოდ მიუღებელი იყო“ უოლ-სტრიტის ადვოკატებს შორისაც კი.[258] დღეს „იურიდიული პროფესია... ფულის კეთებითაა შეპყრობილი“, და „ახალმა იურიდიულმა ჟურნალისტიკამ ეს აკვიატება კიდევ უფრო გააღრმავა“.[259] National Law Journal-ისა და American Lawyer-ის თითქმის ყველა გამოცემაში მინიმუმ ერთი სტატია მაინც ეძღვნება იმას, თუ რამდენს გამოიმუშავებს რომელიმე ადვოკატი.[260] წელიწადში რამდენჯერმე ეს ჟურნალები აქვეყნებენ ვრცელ კვლევებს ადვოკატთა შემოსავლების შესახებ — ძირითადად, აქცენტი დიდი ფირმების იურისტებისა და პარტნიორების შემოსავლებზე კეთდება.[261] ადვოკატები ამ კვლევებს ისეთივე გატაცებით კითხულობენ, როგორც ბავშვები — საყვარელი ბეისბოლის მოთამაშის სტატისტიკას. გინდათ იცოდეთ, რამდენს გამოიმუშავებს პირველი წლის იურისტი ლოს-ანჯელესის ფირმა „Irell & Manella“-ში? $88,000.[262] რას იტყვით მეექვსე წლის იურისტზე ნიუ-იორკის ფირმა „Dewey Ballantine“-ში? $166,500, პლუს $26,500 ბონუსი.[263] როგორია პარტნიორის შემოსავლები ჩიკაგოს ფირმა „McDermott, Will & Emery“-ში? $700,000.[264] თქვენი კონკურენტების შემოსავლების შესახებ ინფორმაციის კითხვისას ან ძლიერ შურს იგრძნობთ, ან სხვისი უბედურებით გამოწვეულ სიხარულს.
დიდი ფირმების კულტურა ასევე აჩვენებს იმ უამრავ გზას, რომლებითაც გამარჯვებული ადვოკატები თავიანთ წარმატებას სხვებს ამცნობენ. პირველი წლის იურისტი კოსტიუმს სავაჭრო ცენტრში, თაროდან ყიდულობს; რამდენიმე წლის შემდეგ კი მკერავი მას ოფისში ესტუმრება, ხელში სახაზავითა და ნაჭრების ფართო არჩევანით. მსგავსი პროგრესი შეინიშნება ყველაფერში, საათებითა და მობილური ტელეფონებით დაწყებული, სარბენი ფეხსაცმელებით, ბავშვის ძიძებითა და კერძო კლუბებში გაწევრიანებით დამთავრებული. როდესაც ადვოკატები სხვა ადვოკატებზე შურით ან აღტაცებით საუბრობენ, ისინი იშვიათად აღნიშნავენ ადვოკატის სამსახურს ოჯახისა და საზოგადოების წინაშე, მის სამართლიანობას ან პროფესიულ უნარებს. ამის ნაცვლად, ისინი უფრო ხშირად ახსენებენ ადვოკატის მიერ დამუშავებულ საათებს, კლიენტების რაოდენობას ან წლიურ შემოსავალს.
ძალიან რთულია ახალგაზრდა ადვოკატებისთვის, გახდნენ ამ კულტურის ნაწილი და, ამავდროულად, შეინარჩუნონ ის ღირებულებები, რომლებიც სტუდენტობისას ჰქონდათ.[265]
ძალიან ნელა და თითქმის შეუმჩნევლად, ახალგაზრდა ადვოკატები იცვლებიან. ისინი იწყებენ ისეთი რაღაცებით აღფრთოვანებას, რაც ადრე არ მოსწონდათ, რცხვენიათ იმის, რისიც ადრე არ რცხვენოდათ, და ამჩნევენ, რომ ვეღარ ცხოვრობენ იმის გარეშე, რაც ადრე არ სჭირდებოდათ. რაღაცნაირად ისე ხდება, რომ ადვოკატი, რომელიც პირველი მანქანის შეძენისას საოცარ სიხარულს გრძნობდა, იქცევა ადამიანად,
C. არაეთიკურ ადვოკატად ჩამოყალიბება
როცა ადვოკატის ღირებულებები იცვლება, ასევე იცვლება მისი შესაძლებლობა, ეთიკურად განახორციელოს იურიდიული პრაქტიკა. პროცესი, რომელიც მე აღვწერე, რა თქმა უნდა, ადვოკატს უბიძგებს, დაშორდეს ეთიკურ იურიდიულ პრაქტიკას ამ ტერმინის ფართო მნიშვნელობით, რაც გულისხმობს დაბალანსებული ცხოვრების ქონას და სამუშაოს გარე პასუხისმგებლობების კისრებას. როდესაც სამუშაო ხდება ერთადერთი ფოკუსი, იგი ჩაყლაპავს ყველაფერს სხვას. იმისათვის, რათა დღევანდელ დიდ ფირმაში წარმატებას მიაღწიოთ, ადვოკატმა უნდა იცხოვროს „საინტერესო, დატვირთული და ღრმად ჩანერგილი ღირებულებების გარეშე სამსახურის გარეთ.“[266] თუკი თქვენ ყოველთვის მუშაობთ, თქვენ არ იკისრებთ — ვერ იკისრებთ — ნებისმიერ სხვა პასუხისმგებლობას, რაც მოითხოვს გარკვეული დროისა და ენერგიის დახარჯვას.[267]
ეს ძალიან ცხადია. თუმცა, დიდი იურიდიული ფირმის კულტურის მიღებით ადვოკატი ასევე სცილდება ეთიკურ იურიდიულ პრაქტიკას ამ ტერმინის უფრო ვიწრო გაგებით: იყოს გულწრფელი, სამართლიანი და გულისხმიერი.[268] ძალიან კონკურენტულ, ფულით აღტაცებულ დიდ ფირმაში „ადვოკატებისათვის არსებული ყველა წამახალისებელი მექანიზმი, როგორიცაა კლიენტების მოზიდვა და მათი შენარჩუნება, უბიძგებს მათ ეთიკური საკითხების უკიდურეს ლიმიტამდე მიყვანისაკენ.“[269]
არაეთიკური ადვოკატები პრაქტიკის დაწყებისას არ არიან არაეთიკურები; ისინი ზუსტად ისევე იწყებენ, როგორც თქვენ — კეთილსინდისიერი ახალგაზრდა ქალბატონი ან მამაკაცი, რომელსაც განზრახული აქვს იურიდიული პრაქტიკის ეთიკურად განხორციელება. ისინი არაეთიკურები ერთ დღეში არ ხდებიან; ისინი არაეთიკურები ხდებიან ზუსტად თქვენნაირად (თუკი თქვენც არაეთიკური გახდებით) — ნაბიჯ-ნაბიჯ. და ისინი არ ხდებიან არაეთიკურები მამხილებელი დოკუმენტების განადგურებითა და ნაფიც მსაჯულთა მოქრთამვით; ისინი არაეთიკურები ხდებიან ისევე, როგორც თქვენ შესაძლოა გახდეთ — ერთის მხრივ წესების უგულებელყოფით და, მეორეს მხრივ, სიმართლის შელამაზებით.
ნება მომეცით გითხრათ, თუ როგორ დაიწყებთ არაეთიკურად მოქცევას: ეს დაიწყება თქვენი ნამუშევარი საათების აღრიცხვის ცხრილიდან. ერთ დღესაც, პრაქტიკის დაწყებიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, თქვენ დაჯდებით გრძელი და დამღლელი დღის ბოლოს და გაანალიზებთ, რომ თქვენი შრომის დასადასტურებლად ცხრილში ბევრს ვერაფერს წერთ. ეს იქნება თვის დასასრული. თქვენ იცით, რომ ყველა პარტნიორი შეხედავს თქვენს თვიურ ანგარიშს რამდენიმე დღეში, ამიტომ თქვენ შეეცდებით, მცირედით გაზარდოთ თქვენი ნამუშევარი საათები. შესაძლოა, კლიენტს ჩაუწეროთ ოთხმოცდაათი წუთი იმ დავალების შესრულებაში, რომელიც სამოც წუთში შეასრულეთ. თუმცა, თქვენს თავსაც დაჰპირდებით, რომ კლიენტს ამას აუნაზღაურებთ სამომავლოდ, როდესაც მისთვის ოცდაათწუთიან სამუშაოს „უფასოდ“ შეასრულებთ. ამ შემთხვევაში გამოვა, რომ თქვენ „ისესხეთ“, მაგრამ არ „მოგიპარავთ.“
და შემდგომში მოხდება ის, რომ თქვენთვის სულ უფრო და უფრო იოლი გახდება ამ მცირე სესხების აღება სამომავლო სამუშაოს სანაცვლოდ. და შემდეგ, გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, თქვენ შეწყვეტთ ამ სესხების „დაბრუნებას.“ თქვენ დაარწმუნებთ საკუთარ თავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კლიენტს სამოცწუთიან დავალებაში ოთხმოცდაათი წუთი ჩაუწერეთ, თქვენ ისე ხარისხიანად შეასრულეთ დავალება, რომ კლიენტმა უნდა გადაიხადოს კიდეც ცოტათი მეტი. ბოლოს და ბოლოს, თქვენი ნამუშევარი საათების ცხრილის რიცხვები არც ისე ბევრია, კლიენტები კი ძალიან მდიდრები არიან.
და თქვენ დაიწყებთ ამის უფრო და უფრო მეტად გაკეთებას — ყოველი ორწუთიანი სატელეფონო საუბარი თქვენს ცხრილში აისახება, როგორც ათწუთიანი საუბარი, ყოველი სამსაათიანი კვლევის პროექტი აისახება, მინიმუმ, საათის მეოთხედით ზრდით. თქვენ განაგრძობთ თქვენივე არაკეთილსინდისიერების გამართლებას სხვადასხვა გზებით, ბოლოს კი ამასაც აღარ გააკეთებთ. და არც ისე დიდი ხნის შემდგომ — ამისათვის არ დაგჭირდებათ სამ-ოთხ წელზე მეტი დრო — თქვენ კლიენტებისაგან თანხას მოიპარავთ ყოველდღიურ რეჟიმში და ამას ვერც კი შეამჩნევთ.
კიდევ იცით რა? თქვენ დიდი ალბათობით გახდებით მატყუარა. ერთ დღესაც მოვა დედლაინი და თქვენ მხოლოდ და მხოლოდ თქვენივე ბრალით ვერ შეძლებთ მის შესრულებას. ამის გამო თქვენ დაუკავშირდებით თქვენს უფროს პარტნიორს ან კლიენტს და მოიგონებთ „თეთრ ტყუილს“, თუ რატომ ვერ მოახერხეთ ვადების დაცვა. და შემდეგ თქვენ გახდებით ძალიან დაკავებული და, როდესაც პარტნიორი გკითხავთ, წაიკითხეთ თუ არა სქელტანიანი პროსპექტუსი და შეამოწმეთ თუ არა სამართლებრივი რისკები, თქვენ, სავარაუდოდ, იტყვით „დიახ“, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გაგიკეთებიათ. და შემდგომ თქვენ დაწერთ სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზს და თქვენ აციტირებთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ იცით, რომ წინადადების კონტექსტში წაკითხვისას იგი სულაც არ ამბობს იმას, რისი გამოყვანაც თქვენ გსურთ. და შემდგომ, კლიენტის ჩვენების მოსამზადებლად, თქვენ დაეხმარებით მას რთულ შეკითხვაზე ისეთი ფორმულირებით გასცეს პასუხი, რომელიც „სამართლებრივად სწორი“ იქნება, თუმცა შეცდომაში შეიყვანს თქვენს მოწინააღმდეგეს. და შემდეგ თქვენ წაიკითხავთ მთელ ყუთებს თქვენი კლიენტის დოკუმენტებისა — ყუთები, რომლებიც ოცი წელია, აღარ გახსნილა — და თქვენ იპოვით დოკუმენტს, რომელიც დააზიანებდა თქვენი კლიენტის საქმეს, და თქვენ უბრალოდ „დაგავიწყდებათ“ წარადგინოთ იგი თქვენი ოპონენტის მოთხოვნის საპასუხოდ.
ხვდებით, რა მოხდება? რამდენიმე წლის შემდგომ თქვენ ვერც კი შეამჩნევთ, თუ როგორ იტყუებით და იპარავთ თქვენი იურიდიული პრაქტიკის ყოველ დღეს. ჩამოთვლილთაგან არც ერთი მოგეჩვენებათ დიდ ამბად — ნამუშევარი საათების აღრიცხვის ფორმაში დამატებული თხუთმეტი წუთი, პატარა „თეთრი ტყუილი“ დედლაინის დარღვევის გასამართლებლად. თუმცა, გარკვეული დროის შემდგომ, მთელი თქვენი მოქმედების სისტემა შეიცვლება. თქვენ, კვლავ, მოგიწევთ ათობით ინსტინქტური გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ეს გადაწყვეტილებები, ნაცვლად იმისა, რომ ემყარებოდეს იმ ღირებულებებს, რომელთა მეშვეობითაც თქვენ პირად ცხოვრებაში კარგსა და ცუდს ერთმანეთისგან განარჩევთ, დაემყარება იმ ღირებულებებს, რომლებითაც თქვენ პროფესიულ საქმიანობაში ხელმძღვანელობთ — ღირებულებათა წესრიგი, რომელიც ასახავს არა კარგსა და ცუდს, არამედ იმას, თუ რა არის მომგებიანი და როგორ შეიძლება წესებისათვის თავის არიდება. სისტემა თქვენს ღირებულებებს წარმატებულად ჩაანაცვლებს საკუთარი ღირებულებებით და ამისგან მიიღებს კიდეც მოგებას.
ეხება თუ არა ეს აბსოლუტურად ყველა დიდ იურიდიულ ფირმას? რა თქმა უნდა, არა. ეს ყველაფერი შეფასების საკითხია. კულტურა ზოგიერთ დიდ იურიდიულ ფირმაში უკეთესია, ვიდრე სხვებში. ყოველწლიურად მიწევს სტუდენტები, რომლებსაც დიდ იურიდიულ ფირმაში სურთ პრაქტიკის განხორციელება, გავარიდო ზოგიერთ იურიდიულ ფირმას და მივუთითო სხვებზე, ზუსტად იმიტომ, რომ ზოგიერთი იურიდიული ფირმა უფრო კარგი სამუშაო ადგილია, ვიდრე სხვები. მე შემიძლია მოგითხროთ ძალიან ბევრი ისტორია დიდ იურიდიულ ფირმებზე, თუ რამხელა დათმობებზე მიდიან იმისათვის, რათა აჩვენონ თავიანთი გულისხმიერება პარტნიორის მიმართ, რომელსაც ალკოჰოლის პრობლემა აწუხებს, ან კლიენტის მიმართ, რომელიც ვერ ახერხებს იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდას, ან კონკურენტი ადვოკატის მიმართ, რომელიც საკუთარი მოქმედებებით მხოლოდ თავის შერცხვენას აღწევს. დიდი იურიდიული ფირმა, სადაც მე ვახორციელებდი საადვოკატო პრაქტიკას, იყო იმდენად ღირსეული და ჰუმანური, რამდენადაც დიდი იურიდიული ფირმა შეიძლება იყოს. ამის მსგავსად, ზოგიერთ დიდი ფირმის ადვოკატს უკეთესი ღირებულებები გააჩნია, ვიდრე სხვებს. მე დიდად მადლობელი ვარ ჩემი პარტნიორის, რომელმაც შესწირა ასობით საათი და ათიათასობით დოლარის შემოსავალი იმას, რომ ყოფილიყო ჩემი და სხვა ბევრი ახალგაზრდა ადვოკატის მენტორი.
ამავდროულად, თქვენ სათანადოდ უნდა შეაფასოთ რისკი იმისა, რომ მოგიწევთ იურიდიული პრაქტიკის არაეთიკურად განხორციელება. ცნობილი ფაქტია, რომ ყველა ადვოკატი არ იტყუება თავის ნამუშევარი საათების აღრიცხვის ცხრილში. თუმცა, უმიზეზო არ არის, რომ ამ ცხრილების ხელოვნური გაბერვა ხშირად „ჩუმი ეპიდემიის“ სახელითაც მოიხსენიება.[270] ძალიან ბევრი ადვოკატი ბერავს საკუთარ ცხრილს ისეთი გზებით, რომლებიც არ არის აშკარად არაკეთილსინდისიერი და საზოგადოებისათვის კატეგორიულად მიუღებელი.[271] მაგალითად, ადვოკატმა, რომელიც ერთი კლიენტისათვის ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკში მიფრინავს, შესაძლოა, გზაში მეორე კლიენტისათვის იმუშაოს და ხუთსაათიანი ფრენის განმავლობაში ორივე კლიენტს დაუწეროს ნამუშევარი ხუთი საათი — პირველი ხუთი საათი ტრანსპორტირებისათვის, ხოლო მეორე ხუთი საათი სამუშაოს შესრულებისათვის. მეორე გავრცელებული პრაქტიკა იურისტებში არის ის, რომ ისინი არ ავსებენ ნამუშევარი საათების ცხრილს დღის ბოლომდე, ან კვირის ბოლომდე, ან თუნდაც თვის ბოლომდე. როდესაც ადვოკატი დაჯდება 31 ივლისს და შეეცდება გაიხსენოს, რამდენი დრო დაუთმო კლიენტებზე მუშაობას 9 ივლისს,[272] რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ იგი დიდ ყურადღებას არ მიაქცევს ფუჭად დაკარგულ დროს ყავის შესვენებებსა და პირად სატელეფონო საუბრებზე და მეტ აქცენტს გააკეთებს კლიენტებზე დახარჯულ დროზე.
მეორე მიღებული ხერხი ნამუშევარი საათების ცხრილის გაბერვისა არის მინიმალური მოცულობის საათების შეყვანა, მაგალითად, 0.25 სთ ან 0.3 სთ. ეს საშუალებას აძლევს ინიციატივიან ადვოკატს, განახორციელოს ოთხი 2-წუთიანი სატელეფონო ზარი და კლიენტებისათვის ჩაწეროს ერთი საათი. არ ვიცი, რამდენჯერ შემხვედრია სიტუაცია, როდესაც ადვოკატმა კლიენტს თხუთმეტი წუთი ჩაუწერა, რეალურად კი ოთხმოცდაათი წამი დასჭირდა ხმოვანი შეტყობინების გასაგზავნად ან ერთი პარაგრაფის წასაკითხად. მე მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა წერილი გავუგზავნე ადვოკატს, რომელიც ჩემს კლიენტს სასამართლო დავაში წარმოადგენდა სხვა შტატში. ამავე კონვერტში ჩავდე ორი სხვა წერილის ასლები, რომლებიც სასამართლო დავას ეხებოდა და რომლებიც მე სხვა ადამიანებსაც გავუგზავნე. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ამ ადვოკატმა ჩემს კლიენტს 0.90 საათი ჩაუწერა სამი წერილის წაკითხვაში, რომელთა დაწერაშიც მე კლიენტს 0.5 საათი ჩავუწერე. როგორ? მან დაწერა მინიმალური 0.3 საათი და იგივე გააკეთა სამი წერილის შემთხვევაში, მაშინ, როცა მე ჩავწერე მხოლოდ ის დრო, რაც ფაქტობრივად დავუთმე წერილების დაწერას. ბევრი ადვოკატი ამას მოიწონებდა, როგორც ჭკვიანურ და კრეატიულ (თუმცა, ცოტა აგრესიულ) ტაქტიკას.
ამის მსგავსად, დიდი იურიდიული ფირმის ყველა იურისტი არ არის სამუშაოზე დამოკიდებული. ესეც შეფასების საკითხია. მე ვიცი დიდი იურიდიული ფირმების ადვოკატები, რომლებსაც კარგი შემოსავალიც აქვთ და უმეტეს ღამეს თავიანთი ოჯახის წევრებთან ვახშმობენ და შაბათ-კვირას ოფისის გარეთ ატარებენ. სამწუხაროდ, ეს ადვოკატები ყველა შემთხვევაში პარტნიორების მხრიდან მიჩნეულნი იქნებიან, როგორც „უსარგებლო ხალხი“ ან „ნახევრად პენსიონერები.“ თუკი ფიქრობთ, რომ მე ვაზვიადებ, მაშინ გიწვევთ, რომ მოძებნოთ ერთი პარტნიორი მაინც, რომელსაც დაბალანსებული ცხოვრება აქვს — ანუ რომელიც არ მუშაობს რეგულარულად ღამეები და შაბათ-კვირა (სახლში თუ ოფისში) — და მაინც მიიჩნევა წარმატებულ ადვოკატად კოლეგების მხრიდან. და მე გიწვევთ, მოძებნოთ ერთი დიდი იურიდიული ფირმის ადვოკატი მაინც, რომელსაც რაღაც ხარისხით ჰქონდა დაბალანსებული ცხოვრება და მაინც შეძლო პარტნიორი გამხდარიყო. მე ასეთ ადვოკატს არ ვიცნობ. არც ერთს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მე სიტყვით გამოვსულვარ ადვოკატთა თუ მოსამართლეთა არაერთი ჯგუფის წინაშე და გამომიწვევია ისინი, დაესახელებინათ თუნდაც ერთი ასეთი ადვოკატი. ჯერჯერობით ჩემთვის კონკრეტული სახელი არავის მოუწოდებია. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი პარტნიორები იშვიათობაა. შესაძლოა, ისინი არც კი არსებობდნენ.
როგორც უკვე ვთქვი, არც დიდი ფირმები და არც დიდი ფირმის ადვოკატები, ყველანი ერთნაირები არ არიან. თუმცა, თქვენ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ისინი სულ უფრო და უფრო ერთნაირები ხდებიან. ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დასკვნა, რასაც სოციალური მეცნიერები აკეთებენ, რომლებიც ჩართულები იყვნენ ABA-ს მიერ მოწყობილ დიდი ფირმების ადვოკატების ეთიკური სტანდარტების შესწავლაში,[273] იყო ის, რომ ინდივიდუალური ფირმების კულტურა სუსტდება, რაც „ახალგაზრდა ადვოკატებს ყოველგვარი რჩევის გარეშე ტოვებს.“[274] ეს ვაკუუმი, სამაგიეროდ, „ივსება სხვა ძლიერი სისტემური და გარემო გავლენებით“, განსაკუთრებით ფირმის გარე გავლენებით.[275] სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინდივიდუალური იურიდიული ფირმების სახასიათო კულტურა სულ უფრო და უფრო ნაკლებ გავლენას ახდენს ახალგაზრდა ადვოკატებზე, მაშინ, როცა კლასიკური დიდი იურიდიული ფირმების კულტურა ახალგაზრდა ადვოკატებზე სულ უფრო და უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს.[276] ამიტომ არის, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელ დიდ იურიდიულ ფირმას შეუერთდებით, დიდი შანსია, ფირმაში მუშაობამ თქვენი ჯანმრთელობა ძალიან შეარყიოს, და კიდევ უფრო მეტი შანსია, რომ ამან თქვენ უბედურად გაქციოთ და თითქმის 100%-იანი ალბათობაა იმისა, რომ ეს თქვენ გაქცევთ არაეთიკურად — მინიმუმ იმ თვალსაზრისით, რომ ეთიკური იურიდიული პრაქტიკა თავისთავად გულისხმობს ისეთ პრაქტიკას, რაც თქვენ მოგცემთ შესაძლებლობას, თქვენი ფირმისა და კლიენტების გარეთაც შეასრულოთ დაკისრებული პასუხისმგებლობა.
IV. როგორ ვიყოთ ბედნიერი, ჯანმრთელი და ეთიკური ადვოკატი
ახლა მე მინდა მოგცეთ მცირე რჩევა — რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ იყოთ უბედური, არაჯანმრთელი და არაეთიკური პროფესიის ბედნიერი, ჯანმრთელი და ეთიკური წევრები. მე მსურს მოგცეთ რჩევები როგორც „დიდი სურათის“, ისე „პატარა სურათის“ შესახებ.
A. ზოგადი რჩევები („დიდი სურათი“)
ჩემი „დიდი სურათის“ რჩევა ძალიან მარტივია: არ ჩაერთოთ ამ თამაშში. არ მისცეთ ფულს უფლება, თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს. არ წამოეგოთ ამ მახეს და თქვენი, როგორც ადვოკატის — ან როგორც ადამიანის — ღირებულება არ განსაზღვროთ იმის მიხედვით, თუ რამდენ ფულს გამოიმუშავებთ.
თუკი იურიდიულ ფირმას ან კლიენტებს მისცემთ უფლებას, თავად განსაზღვრონ თქვენი წარმატება, ისინი ამას გააკეთებენ ისეთი ფორმებით, რაც მათ ინტერესებში შედის და არა — თქვენსაში. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი უპირველესი მოტივატორი ფულის კეთება იყოს და, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ თანხას გამოიმუშავებთ, თქვენი მთავარი საზრუნავი კიდევ უფრო მეტი ფულის კეთება იყოს. თუკი აღმოაჩენთ, რომ უბედური და არაეთიკური ადვოკატი გახდით, თქვენი პრობლემის სათავე, როგორც წესი, ფული იქნება.
თქვენ არ შეგიძლიათ ამ თამაშის მოგება. თუკი წამოეგებით ამ ხაფანგს და თქვენს ღირებულებას მხოლოდ თანხით გაზომავთ, მუდამ უკმარისობის გრძნობა გექნებათ. ყოველთვის იარსებებს სხვა ფირმა, რომელიც ადვოკატებს თქვენს ფირმაზე მეტ ხელფასს უხდის. ყოველთვის იქნება ფირმა, რომელსაც თითოეულ პარტნიორზე უფრო მაღალი საშუალო შემოსავალი აქვს, ვიდრე თქვენსას. თქვენს ფირმაშიც ყოველთვის იქნება ადვოკატი, რომელიც თქვენზე მეტ თანხას გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ბევრს მუშაობთ, თქვენ ვერასოდეს შეძლებთ ამ თამაშის მოგებას. მოგიწევთ, უფრო და უფრო სწრაფად ირბინოთ, თუმცა ყოველთვის იქნება მორბენალი, რომელიც გაგისწრებთ, ფინიშის ხაზი კი არასოდეს გამოჩნდება. ამიტომაც არის, რომ ეს თამაში თქვენს კლიენტებსა და პარტნიორებს ამდიდრებს, თქვენ კი უბედურს გხდით.
დიდი ალბათობით, ბავშვობაში თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუა გეუბნებოდნენ, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი. ისინი მართლები იყვნენ. ახლა უკვე მეცნიერებიც ამბობენ, რომ ისინი მართლები იყვნენ.[277] ნაწილობრივ, ისინი მართლები იყვნენ, იმიტომ რომ იმის დიდი ნაწილი, რაც თქვენს ბედნიერებას განსაზღვრავს, თქვენი კონტროლის მიღმაა. თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გენეტიკური აგებულება — რაზეც, უახლესი კვლევების შედეგების თანახმად, ნაწილობრივ მაინც არის დამოკიდებული თქვენი ბედნიერება[278] — და არც ცხოვრების ბევრი ისეთი მოვლენის კონტროლი შეგიძლიათ, რომლებიც, ავად თუ კარგად, გავლენას მოახდენს თქვენს პიროვნულ კეთილდღეობაზე (მაგალითად, თქვენ არ შეგიძლიათ აკონტროლოთ, მიიღებთ თუ არა სამუდამო ტრავმას ავარიაში, ან ნაადრევად გარდაიცვლება თუ არა თქვენი ახალგაზრდა მეუღლე). თუმცა, მთავარი მიზეზი, რის გამოც თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუები მართლები იყვნენ, არის ის, რომ ფულით ბედნიერებას მართლაც ვერ იყიდი.
კვლევები აჩვენებს, რომ თუ არ გავითვალისწინებთ მათ, ვინც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, ადამიანები ყოველთვის ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ ფული მათ უფრო ბედნიერს გახდის. „როგორც კი ადამიანები ცხოვრებისეულ აუცილებლობებს დაიკმაყოფილებენ, მათი შემოსავალი გასაოცრად ნაკლებმნიშვნელოვანი ხდება.“[279] როდესაც ადამიანების შემოსავალი იზრდება, ისინი მაშინვე იცვლიან სურვილებსა და მოლოდინებს — და კვლავ იმ დასკვნამდე მიდიან, რომ მეტი ფული მათ ბედნიერებას მოუტანს.[280] (ამ პროცესს ფსიქოლოგები ფილიპ ბრიქმენი და დონალდ კემპბელი კარგად აღწერენ, როგორც „ჰედონისტურ სარბენ ბილიკს“).[281] შესაბამისად, რადგან იურიდიული ფირმების შემთხვევაში მეტი ფული თითქმის ყოველთვის მეტ სამუშაოს გულისხმობს, ფულით არა მხოლოდ ბედნიერებას ვერ იყიდი, არამედ, რეალურად, ის უბედურებას ყიდულობს.[282] როგორც ადვოკატთა ერთმა კვლევამ აჩვენა, „გარკვეული ზღვრის გადალახვის შემდეგ (უმეტესად იმ ადამიანებისთვის, ვინც თვეში 225 საათზე მეტს მუშაობს), მაღალი შემოსავალიც კი ვეღარ აკომპენსირებს ცხოვრების ხარისხის გაუარესებას. ამის გამო შემოსავლის რეალური გავლენა კარიერულ კმაყოფილებაზე ნეგატიურია.“[283] მიაქციეთ ყურადღება, რომ საუბარია თვეში 225 სამუშაო საათზე და არა 225 აღრიცხულ საათზე.[284]
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა ადვოკატებს — განსაკუთრებით მათ, ვინც აკადემიურ წარმატებას მიაღწია საუკეთესო სამართლის სკოლებში — მართებთ თავიანთი პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. ძალიან მწყინს, რომ ჩემი სტუდენტების დიდი ნაწილის შურისა და მოწონების ობიექტები არ არიან ისეთი ადვოკატები, როგორებიც იყვნენ თურგუდ მარშალი ან ჩარლზ ჰამილტონი — ადვოკატები, რომლებმაც ბევრი პირადი მსხვერპლი გაიღეს საზოგადოებისთვის სასარგებლო მიზნით. ამის ნაცვლად, მათ მოსწონთ უსახელო, უსახო ადვოკატები, რომლებიც დიდ იურიდიულ ფირმებში მუშაობენ, აგროვებენ ათასობით ნამუშევარ საათს, ხშირად მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამდიდრდნენ და გადაწყვიტონ, უნდა გადაუხადოს თუ არა ერთმა დიდმა კორპორაციამ მეორე დიდ კორპორაციას თანხა.
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა და ახალგაზრდა ადვოკატებმა უნდა შეწყვიტონ სამუშაოზე დამოკიდებულების აღქმა, როგორც „ღირსების საქმე.“[285] მათ უნდა შეწყვიტონ აღტაცებით საუბარი ადვოკატებზე, რომლებიც წლიურად 2500 საათს მუშაობენ. ადვოკატები, რომელთა ცხოვრება მთლიანად მოცულია სამუშაოთი — რომლებიც ათასობით საათს უთმობენ თავიანთი და კლიენტების გამდიდრებას, ყველაფერი დანარჩენის, მათ შორის, პირადის შეწირვის ხარჯზე — არ არიან გმირები. და ეს ასეა იმის მიუხედავად, თუ რა მიზეზით არიან ადვოკატები სამუშაოზე დამოკიდებულები — ნამდვილად მოსწონთ სამუშაო, ცდილობენ გამდიდრდნენ, თუ თავს საშინლად დაუცველად გრძნობენ. უკეთეს შემთხვევაში, ეს ადვოკატები არიან ადამიანები ძალიან საეჭვო პრიორიტეტებით. უარეს შემთხვევაში — ისინი ამორალურები არიან. ნამდვილად არსებობენ სხვა ადვოკატები, რომელთა მაგალითზეც გაცილებით უკეთესია საკუთარი პროფესიული ცხოვრების აწყობა.
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა და ახალგაზრდა ადვოკატებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ფასი ისევე, როგორც სარგებელი, რასაც კერძო პრაქტიკა სთავაზობთ — და განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება დიდ იურიდიულ ფირმაში პრაქტიკას. დიდი იურიდიული ფირმის ცხოვრების უპირატესობები — ხელფასების დიდი მატება, კარგი ოფისები, ფულის უკონტროლო ხარჯვა — პირდაპირ ახალგაზრდა ადვოკატების თვალწინ დევს და ადვილი გასაგებია. იურიდიული ფაკულტეტის ყველა სტუდენტს შეუძლია 90,000 დოლარი გაყოს 12-ზე, გამოაკლოს 40% ფედერალური გადასახადებისთვის და წარმოიდგინოს, თუ როგორ დახარჯავს თვეში 4,500 აშშ დოლარს. ამისგან განსხვავებით, დიდი იურიდიული ფირმის საფასური ახალგაზრდა ადვოკატების თვალწინ გამოფენილი არ არის და არც სათანადოდ ფასდება, სანამ ადვოკატი რეალურად არ დაიწყებს დიდ ფირმაში მუშაობას. თუმცა, ეს ფასი ისეთივე რეალურია, როგორც სარგებელი.
როდესაც უფროსი პარტნიორის სახლში ბარბექიუზე ხართ, იმის ნაცვლად, რომ ძალით უთხრათ თქვენს თავს, „აი, ეს არის ცხოვრება“, დაუსვით უფროს იურისტს რამდენიმე შეკითხვა. (მე აქ მხოლოდ ფიგურალურად ვსაუბრობ: თქვენ, სავარაუდოდ, არ მოგინდებათ ამ შეკითხვების ხმამაღლა დასმა.) ჰკითხეთ, რამდენად ხშირად ატარებს დროს იმ გიგანტურ სახლში, რომელშიც ცხოვრობს. თუკი ის გულწრფელია, მაშინ უნდა გითხრათ, რომ დღის შუქზე სახლი უკვე ოთხი კვირაა, არ უნახავს და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დღეს სახლში გონივრულ დროს მოვიდა, ბარბექიუს მასპინძლობაა. ან ჰკითხეთ, რამდენჯერ დამჯდარა იმ ძვირადღირებულ სამეულზე, რომელიც ძვირფასად მორთულ მისაღებ ოთახში დგას. თქვენ აღმოაჩენთ, რომ ოთახი მხოლოდ სტუმრების გასართობად გამოიყენება. ან ჰკითხეთ მისი ლამაზი მეუღლის შესახებ. თქვენ აღმოაჩენთ, რომ ის უკვე მესამე ცოლია და რომ პირველი ორი ქორწინებიდან დარჩენილი ვალდებულებები ძალიან აწუხებს. ან ჰკითხეთ მას იმ ლამაზი ბავშვების შესახებ, რომელთა სურათებიც მთელ სახლშია მიმოფენილი. თქვენ აღმოაჩენთ, რომ ბავშვები დედასთან ცხოვრობენ და არა მასთან; რომ იგი არასოდეს ნახულობს ერთ-ერთ მათგანს, ვინაიდან ბავშვს მამა ეზიზღება; და რომ იგი დანარჩენ ორს მხოლოდ შაბათ-კვირას ნახულობს, ანუ მაშინ, როცა შაბათ-კვირას არ მუშაობს, რაც ხშირად არ ხდება. და შემდეგ ჰკითხეთ მას, ბოლოს როდის წაიკითხა კარგი წიგნი. ან უყურა ტელევიზორს. ან გავიდა სასეირნოდ. ან როდის ჩამოჯდა საკუთარ აივანზე დასასვენებლად. ან მოამზადა სადილი. ან წავიდა სათევზაოდ. ან იმუშავა მოხალისედ. ან წავიდა ეკლესიაში. ან გააკეთა რაიმე, რაც სამუშაოსთან არ არის დაკავშირებული.
ეს არის საუკეთესო რჩევა, რისი მოცემაც შემიძლია: ახლა, როცა თქვენ ჯერ კიდევ იურიდიულ ფაკულტეტზე ხართ, დადეთ პირობა — არა მხოლოდ გონებაში, არამედ გულითაც — რომ, მიუხედავად იმისა, რომ მზად ხართ, ბევრი იმუშაოთ და კარგი შემოსავალი გქონდეთ, თქვენ არ მისცემთ ფულს უფლებას, იბატონოს თქვენს ცხოვრებაში სხვა ყველაფრის უგულებელყოფის ხარჯზე. და ნუ ააწყობთ თქვენს ცხოვრებას მხოლოდ ამ ნეგატივის ირგვლივ; მიიღეთ პოზიტივი. ირწმუნეთ რამის, იზრუნეთ რამეზე — რადგან, როდესაც სიხარბის კულტურა ყველა მხრიდან შემოგიტევთ, თქვენში იქნება რაღაც, რაც წინააღმდეგობას გაგიწევთ. მიიღეთ გადაწყვეტილება ახლა, რომ თქვენს წარმატებას განსაზღვრავთ თქვენ — და არა თქვენი კურსელები, დიდი იურიდიული ფირმები და „National Law Journal“. შედეგად, თქვენ იქნებით უფრო ბედნიერი, ჯანმრთელი და ეთიკური ადვოკატი.[286]
B. კონკრეტული რჩევები („პატარა სურათი“)
მე მაქვს ოთხი „პატარა სურათის“ რჩევა თქვენთვის.
1. თავი აარიდეთ დიდ იურიდიულ ფირმაში მუშაობას — ან ისეთ ფირმაში მუშაობას, რომელიც დიდი ფირმის მსგავსად მოქმედებს.
სამი წლის წინ მე დიდი ფირმის პარტნიორი ვიყავი. ჩემი ნაცნობების უმრავლესობა დიდი იურიდიული ფირმის ადვოკატია და მათი უმრავლესობა არ არის ბედნიერი. მე ამ ადამიანებთან ბევრი დიალოგი მქონია, რა დროსაც განვიხილავდით ჩვენს არანორმალურ სამუშაო მოცულობას, დაუსრულებელ წნეხს, რომ ფირმაში ახალი კლიენტები მოგვეზიდა, ჩვენს ცხოვრებაზე კონტროლის ნაკლებობასა და ჩვენს მოსაწყენ სამუშაოს. როდესაც მე პარტნიორობაზე უარი ვთქვი, რათა სწავლება დამეწყო, ბევრმა მეგობარმა ადვოკატმა მითხრა, რომ შურდათ ჩემი და მათაც ძალიან სურდათ, გაქცეოდნენ დიდი იურიდიული ფირმის პრაქტიკას.
ძალიან საინტერესო რამ მოხდა. მე ნოტრ-დამში მოვედი და აღმოვაჩინე, რომ ჩემი სტუდენტების ძალიან დიდ ნაწილს მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა: დაეწყოთ მუშაობა იმ დიდ იურიდიულ ფირმებში, რომლებიდანაც თავის დაღწევას ჩემი მეგობრები ცდილობდნენ. სანამ ჩემს პირველ გაკვეთილს ჩავატარებდი, სტუდენტები კაბინეტის კართან მელოდებოდნენ, რათა გაეგოთ, თუ როგორ უნდა დაეწყოთ მუშაობა დიდ იურიდიულ ფირმაში. ეს მახსენებს საცობს, რომელიც ხშირად იქმნება ხოლმე გაღებული ლიფტის კართან: ლიფტის შიგნით ჩემი ადვოკატი მეგობრები იყვნენ, რომლებიც გარეთ გამოსვლას ცდილობდნენ, გარეთ კი ჩემი სტუდენტები იდგნენ, რომლებიც შიგნით შეღწევას ლამობდნენ.
თქვენ ძალიან ბევრი უნდა იფიქროთ, სანამ როგორმე ლიფტში შეღწევას შეეცდებით — ან სანამ თქვენი ცხოვრების დროს იმაზე ნერვიულობაში დაკარგავთ, რომ ლიფტში შეღწევა ვერ მოახერხეთ. მე სრულად ვაცნობიერებ, თუ რამხელა წნეხს განიცდიან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, რომ წავიდნენ დიდ იურიდიულ ფირმებსა და დიდ ქალაქებში. ბევრ სამართლის სკოლაში — განსაკუთრებით პრესტიჟულ სამართლის სკოლებში — დიდ იურიდიულ ფირმაში მუშაობის დაწყება „მაგარ საქმედ“ მიიჩნევა.[287] საუკეთესო სამართლის სკოლებში გავრცელებულია აზრი, რომ „ყველა თავიდან ამბობს, რომ საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებით არის დაინტერესებული, საბოლოოდ კი ყველა გვტოვებს და დიდი კორპორაციული ფირმისთვის მუშაობს“.[288] იურიდიული ფაკულტეტის კამპუსებში ინტერვიუებზე მხოლოდ დიდი იურიდიული ფირმები მოდიან, დიდი ფირმები იწვევენ სტუდენტებს ძვირადღირებულ გასაუბრებებზე, სტუდენტურ ლაუნჯებში დიდ იურიდიულ ფირმებზე საუბრობენ, დიდ იურიდიულ ფირმებზე წერენ ჟურნალში „The American Lawyer“.[289] „იურიდიული ფაკულტეტის მთელი სწავლების დედააზრი სტუდენტების უმრავლესობისთვის კარგად არის გასაგები: „ნამდვილი“ ადვოკატი დიდ იურიდიულ ფირმაში მუშაობს და კორპორაციულ და მდიდარ კლიენტებს წარმოადგენს.“[290]
მე მესმის, როგორი ადვილია დიდი იურიდიული ფირმის შემოთავაზების მიღება. მახსოვს, როგორი გრძნობა იყო, როცა იურიდიული ფაკულტეტი დიდი სტუდენტური ვალით დავასრულე და უკვე აღარ შემეძლო „ზომიერ სიღარიბეში“ ცხოვრება.[291] მახსოვს, როგორ ველოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში პირველად გამოვიმუშავებდი რეალურ თანხას — ვიყიდდი ავეჯს, რომელიც იაფფასიანი ხისგან არ იყო დამზადებული, ვიყიდდი ბესტსელერებს, სანამ ისინი მყარი ყდით გამოვიდოდა, ვიყიდდი ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებულ ტანსაცმელს. მეტიც, იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა უმრავლესობის მსგავსად, მეც არავითარი ოჯახური ვალდებულება არ მქონდა, ძალიან ენერგიული ვიყავი და წარმოდგენა არ მქონდა, რას ნიშნავდა წელიწადში 2000-საათიანი მუშაობა.[292] ძალიან რთული იყო, არ წავსულიყავი დიდ იურიდიულ ფირმაში.
მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ დიდ იურიდიულ ფირმაში მუშაობის დაწყების ცდუნებას, მაინც მსურს დაგარწმუნოთ, რომ ეს არ გააკეთოთ. თუკი უკვე დათანხმდით დიდი იურიდიული ფირმის შემოთავაზებას, მოგიწოდებთ, რომ სხვა დიდ იურიდიულ ფირმაში აღარ გადახვიდეთ, როდესაც სამსახურის შეცვლას გადაწყვეტთ — რაც, როგორც წესი, უფრო ადრე ხდება, ვიდრე გვიან.[293] როდესაც სამსახურს ეძებთ (ან მეორე სამსახურს ეძებთ), კარგად აწონ-დაწონეთ დიდ ფირმაში პრაქტიკის დანახარჯი და სარგებელი. დანახარჯები მე უკვე საკმაოდ ვრცლად აღვწერე. გთხოვთ, მომცეთ საშუალება, მცირე განმარტება გავაკეთო სარგებლის თაობაზე. ყველა თანხმდება, რომ დიდ ფირმაში პრაქტიკის ძირითადი სარგებელი ფულია, მაგრამ დიდი ფირმები ყოველთვის გამოთქვამენ „იმედს, რომ ახალი იურისტები მათ ფულის გარდა სხვა მიზეზითაც შეუერთდებიან.“[294] მაინც, რა მიზეზებზეა საუბარი? სხვებს შორის მუდმივად სახელდება ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებები:
a. პროფესიული მომზადება
ბევრი სტუდენტი აცხადებს, რომ ისინი უკეთეს გამოცდილებას დიდ ფირმებში მიიღებენ, ვიდრე საშუალო ან პატარა ფირმებში, კორპორაციებში ან სამთავრობო უწყებებში.[295] დიდი ფირმები ამას ეთანხმებიან.[296] დიდი ფირმები ამას იმით ხსნიან, რომ მათთან მუშაობა ახალგაზრდა ადვოკატებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ საქმის სწორად კეთება. ადვოკატი, რომელსაც პატარა ფირმაში ან სამთავრობო უწყებაში საპროცესო დოკუმენტის შედგენას სთხოვენ, ამას, როგორც წესი, ძალიან სწრაფად და მინიმალური ზედამხედველობით აკეთებს; ის საქმეს „გზადაგზა“ სწავლობს. დიდ ფირმაში კი, ამისგან განსხვავებით, ადვოკატს შეუძლია არ იჩქაროს, ან იმიტომ, რომ ფირმის მდიდარი კლიენტები არ აპროტესტებენ დამატებითი ხარჯების გაღებას, ან იმიტომ, რომ თავად მდიდარ იურიდიულ ფირმას შეუძლია, თვალი დახუჭოს ადვოკატის მიერ დახარჯულ ზედმეტ დროზე.
ამ არგუმენტს აქვს გარკვეული წონა, თუმცა ის ბოლომდე დამაჯერებელი არ არის. დიდი ფირმები მართლაც მუშაობენ დიდ საქმეებზე, რომლებშიც ათობით ან ასობით მილიონი დოლარია დავის საგანი, კლიენტებს სურთ მიზნის მისაღწევად ყველა გზა გამოიყენონ და ადვოკატების სწავლების ხარჯი მარტივად იკარგება იურიდიული მომსახურების დიდ საფასურში. თუმცა, ასეთი შემთხვევები გამონაკლისია და, რაც უფრო კონკურენტული ხდება იურიდიული ბაზარი, ასეთი შემთხვევებიც სულ უფრო იშვიათდება.[297]
რაც უფრო მნიშვნელოვანია, დიდი ფირმების ეს თვითქება რამდენიმე არსებით გარემოებას არ ითვალისწინებს. პირველ რიგში, სწავლების სიღრმე ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისი მრავალფეროვნება. ძალიან კარგია, თუკი ადვოკატებს ეძლევათ საშუალება, გამოიყენონ დრო და ისწავლონ საპროცესო დოკუმენტების შედგენა თავიდან ბოლომდე. მაგრამ ისიც კარგია, თუ ადვოკატი მხოლოდ საპროცესო დოკუმენტების შედგენით არ შემოიფარგლება. დიდი ფირმის სასამართლო დავების განყოფილებაში ადვოკატის ცხოვრებაში დომინირებს კვლევა ბიბლიოთეკაში, სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის წერა, მტკიცებულებათა გამოთხოვის შუამდგომლობებისა და ამგვარ მოთხოვნებზე პასუხების მომზადება. ტიპურ უმცროს ადვოკატს იშვიათად აქვს კონტაქტი კლიენტთან, იშვიათად აწარმოებს მოლაპარაკებას მოწინააღმდეგე ადვოკატთან, სიტყვით არ გამოდის შუამდგომლობების ან საჩივრების განხილვისას და მონაწილეობას არ იღებს არცერთ სასამართლო პროცესში.[298] ის ფაქტი, რომ დიდი ფირმები ამდენ დიდ საქმეზე მუშაობენ, სადაც მხარეებს ბევრი აქვთ დასაკარგი — ძირითადი მიზეზი, რის გამოც ადვოკატებს ეძლევათ დრო, სწორად განახორციელონ თავიანთი საქმე — ამავდროულად არის მიზეზი იმისა, რომ მათ არ ეძლევათ მნიშვნელოვანი საქმეების კეთების საშუალება. AT&T მზად არის, იურიდიულ ფირმას ათობით მილიონი დოლარი გადაუხადოს მილიარდ დოლარიან ანტიმონოპოლიურ დავაში თავის დასაცავად, მაგრამ ის არასდროს დაუშვებს, რომ მესამე წლის ასოცირებულმა იურისტმა მოწმეთა ძირითადი დაკითხვები აწარმოოს ან გადამწყვეტი შუამდგომლობების განხილვაში მიიღოს მონაწილეობა.
მეორე, ყველაზე ღირებული გამოცდილება, რომელიც ახალგაზრდა ადვოკატმა შეიძლება მიიღოს, არის გამოცდილ ადვოკატზე დაკვირვება და, თავის მხრივ, მისგან ზედამხედველობა. ადვოკატები წიგნებიდან, კომპანიის შიდა ტრენინგებიდან ან განგრძობითი იურიდიული განათლების სემინარებიდან მხოლოდ გარკვეულ ინფორმაციას იღებენ. ადვოკატი სწავლობს, თუ როგორ გამოიჭიროს მატყუარა მოწმე ჩვენების ჩამორთმევისას, როგორ შეათანხმოს პირობები არაგონივრულ მოწინააღმდეგესთან ან როგორ დაამშვიდოს კლიენტი, რომელიც ძალიან გაბრაზებულია დიდი იურიდიული საფასურის გამო — ამ ყველაფერს ის მხოლოდ გამოცდილი ადვოკატის რჩევა-დარიგებით სწავლობს. უშუალო მენტორობის ეს კულტურა დიდ ფირმებში რამდენიმე მიზეზის გამო ქრება, მათ შორისაა გაზრდილი წნეხი კლიენტებისთვის მეტი თანხის ჩაწერაზე, კლიენტების მოზიდვასა და შენარჩუნებაზე, იურიდიული ხარჯების შემცირებაზე, ასევე იურიდიული ფირმების ზომის ზრდა და ადვოკატთა მომატებული მობილობა.[299] დღესდღეობით, „ტრენინგი“ დიდ ფირმებში ხშირად არაფორმალურ შიდა სემინარებს ან განგრძობითი იურიდიული განათლების კურსის საფასურის ანაზღაურებას ნიშნავს; უშუალო სწავლების ის სახე, რომელიც ყველაზე ეფექტურია, დიდ ფირმებში უფრო ნაკლებად არის ხელმისაწვდომი, ვიდრე პატარა ფირმებსა და სხვაგან. მართლაც, დიდი იურიდიული ფირმის ადვოკატების უმეტესობის ყველაზე გავრცელებული ჩივილი სწავლებისა და ზედამხედველებისგან უკუკავშირის ნაკლებობაა.[300]
b. საინტერესო ან გამოწვევებით სავსე სამუშაო
დიდ იურიდიულ ფირმაში მუშაობა, რა თქმა უნდა, მოგცემთ ისეთ საინტერესო საქმეებზე მუშაობის შესაძლებლობას, რასაც სხვაგან ვერ ნახავთ. დიდი ფირმები ბევრ დიდ ტრანზაქციასა და კომპლექსურ სასამართლო საქმეზე მუშაობენ; AT&T არ დაიქირავებს ოთხკაციან იურიდიულ ფირმას ბოსიდან, რათა თავი დაიცვას მილიარდდოლარიანი სარჩელისგან კონკურენციის წესების დარღვევის გამო. როდესაც იურიდიულ პრაქტიკას ვეწეოდი, ვმუშაობდი ეროვნული საფეხბურთო ლიგის კონკურენციის საქმეზე და მცირედით — Exxon Valdez-ის ნავთობის გაჟონვის სასამართლო დავაშიც. მონაწილეობა მივიღე არაერთ ძალიან საინტერესო საქმეში, რომლებიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეხებოდა და გაზეთებისა და რელიგიური ორგანიზაციების ინტერესებს ვიცავდი. ვყოფილვარ სატელევიზიო გადაცემებსა და რადიოშოუებში. დიდ ფირმაში მუშაობამ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა. მიუხედავად ამისა, გაზვიადებულია მოსაზრება, რომ დიდ ფირმაში მუშაობა უფრო საინტერესო ან კომპლექსურია, ვიდრე ნებისმიერ სხვა გარემოში.
პირველ რიგში, დიდი ფირმების ადვოკატების უმეტესობა — განსაკუთრებით რიგითი იურისტები — თავიანთი პროფესიული ცხოვრების დიდ ნაწილს ადმინისტრაციული დავალებების შესრულებაში ატარებს.[301] ამავდროულად, ადვოკატები, რომლებიც დიდ ფირმებში არ მუშაობენ, ძალიან საინტერესო საქმეებით არიან დაკავებულები. როდესაც მიჩიგანის სამართლის სკოლამ 1990 და 1991 წლის კურსდამთავრებულებს შორის ფაკულტეტის დასრულებიდან 5 წლის შემდეგ გამოკითხვა ჩაატარა, აღმოჩნდა, რომ კერძო პრაქტიკაში მყოფი კურსდამთავრებულების მხოლოდ 42% არის „არსებითად კმაყოფილი“ თავისი სამუშაოს ინტელექტუალური სირთულით, რაც ჩამორჩება 55%-იან მაჩვენებელს კორპორაციულ იურისტებში, 68%-იან მაჩვენებელს სამთავრობო იურისტებში და 72%-იან მაჩვენებელს საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში მოღვაწე ადვოკატებში.[302] ეს არ უნდა იყოს გასაკვირი. ბოლოს და ბოლოს, ვისთან იმუშავებდით სტაჟიორად ჩამოთვლილთაგან: იურიდიული ფირმა Baker & McKenzie-ის პარტნიორთან, ილინოისის ჩრდილოეთი რაიონის აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილესთან, კომპანია Time-Warner-ის შიდა იურისტთან, კომპანია Sierra Club-ის ადვოკატთან, თუ წარმატებულ კერძო ადვოკატთან, რომელიც შრომით-სამართლებრივ საკითხებზე სპეციალიზდება? დიდი იურიდიული ფირმის პარტნიორი ჩემს სიაში მეხუთე ადგილზე იქნებოდა.
მეორეც, რა არის „საინტერესო“ და „კომპლექსური“, ეს შეფასების საგანია. თუკი თქვენთვის კომპლექსურ სამუშაოდ ფასიანი ქაღალდების სამართლის რთული პრობლემის კვლევა ითვლება, მაშინ დიდ იურიდიულ ფირმაში მუშაობა უფრო საინტერესო იქნება. მაგრამ, თუკი ფიქრობთ, რომ უფრო კომპლექსური სამუშაოა, დაეხმარო კლიენტს, განქორწინდეს ისე, რომ არ დაკარგოს შვილები, ან გისოსებს მიღმა გაისტუმრო ჭკვიანი დამნაშავე, ან დაეხმარო კლიენტს, განახორციელოს საკუთარი ოცნება და გახსნას მცირე ბიზნესი, მაშინ თქვენ აუცილებლად მოიწყენთ დიდ იურიდიულ ფირმაში. ძალიან ბევრი ადვოკატი ყველაზე დიდ სიამოვნებას იღებს იმით, რომ ჩვეულებრივი ადამიანები თავიანთი პრობლემებით მათ ოფისებში მიდიან და შემდეგ ეს ადვოკატები, თავიანთი ძალისხმევის შედეგად, ხედავენ, თუ როგორ ხელშესახებად უმჯობესდება ამ ადამიანების ცხოვრება. ასეთი ადვოკატები დიდ ფირმებში მუშაობას არც საინტერესოდ განიხილავენ და არც ინტელექტუალურად რთულად.
და ბოლოს, მოგეჩვენებათ თუ არა დიდ ფირმაში პრაქტიკა საინტერესოდ, ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ადამიანი ხართ თქვენ: ისეთი, ვისაც სურს, იცოდეს ცოტ-ცოტა ყველაფერზე, თუ ისეთი, ვისაც სურს, იცოდეს ყველაფერი რაღაც კონკრეტულის შესახებ. დიდი იურიდიული ფირმები ძალიან სპეციალიზებულია და კიდევ უფრო მეტად ასეთები ხდებიან;[303] „სპეციალიზაცია დღეს თამაშის მთავარი წესია.“[304] კომპანიების შიდა იურიდიული დეპარტამენტების ზრდასთან ერთად, ისინი სულ უფრო ხშირად ითავსებენ კორპორაციების „რუტინულ“ სამუშაოს, ხოლო დიდი ფირმებისთვის გადაცემული სამუშაო „სულ უფრო და უფრო კონკრეტული და სიტუაციური ხდება.“[305] მაიკლ კელი „ფოკუსის ამგვარ დავიწროებას, ადვოკატების შებოჭვას სამართლის ტექნიკური საკითხებით“ შემდეგნაირად ხსნის:
რაც კორპორაციების იურიდიული დეპარტამენტები უფრო პროფესიონალური გახდა, ანუ უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე და მენეჯმენტისგან უფრო დიდი პატივისცემით მოსარგებლე, ისინი გაცილებით უფრო მნიშვნელოვან რამეს აკეთებენ, ვიდრე რუტინული საქმეების დიდი იურიდიული ფირმებიდან წამოღებაა. ისინი გეგმავენ ზოგად სტრატეგიას, კლიენტს აძლევენ ზოგად კონსულტაციას, ეხმარებიან მას საკუთარი რეალური ინტერესების მიგნებაში და გარე იურისტის საქმიანობას მხოლოდ უაღრესად სპეციალიზებული მიმართულებებით შემოსაზღვრავენ... რომელშიც კომპანიის შიდა იურისტს ნაკლები ტექნიკური ცოდნა გააჩნია.[306]
თუკი მუშაობას დიდ ფირმაში დაიწყებთ, თქვენ მოგიწევთ, იპოვოთ თქვენი ნიშა, და რაც უფრო დიდია იურიდიული ფირმა, მით უფრო პატარა იქნება თქვენი ნიშაც. თუკი ექსპერტი გახდებით ბანკების დაფუძნებაში, თქვენ ყოველდღიურად მოგიწევთ ბანკების რეგისტრაცია. თუკი დაგევალათ კომპანია AT&T-ს დაცვა მილიარდი დოლარის ღირებულების ანტიკონკურენტულ დავაში, თქვენ, შესაძლოა, ცხოვრების 5 ან 6 წელი დახარჯოთ მხოლოდ ამ ერთ საქმეზე მუშაობაში და ამას გააკეთებთ, როგორც ხუთკაციანი ადვოკატთა გუნდის რიგითი, მეხუთე წევრი. ზოგიერთ ადვოკატს მოსწონს სპეციალიზაცია, სხვებს — ნაკლებად. ადვოკატს გააჩნია. მე მთელი ქვეყნის მასშტაბით მქონდა რეპუტაცია რელიგიური ორგანიზაციების დაცვაში სასულიერო პირების მიერ ჩადენილი სექსუალური ხასიათის გადაცდომების საქმეებში. მე მიმუშავია ასობით ასეთ საქმეზე, რა დროსაც მიწევდა თითქმის ერთი და იმავე საპროცესო დოკუმენტების მომზადება, რომლებზეც ვიღებდი იგივე პასუხებს, ვკითხულობდი ერთი და იმავე სამედიცინო ისტორიებს, მეორე მხარეს ვუსვამდი თითქმის იგივე შეკითხვებს და სასამართლოში წარვადგენდი თითქმის იგივე შუამდგომლობებს. სამუშაო თავიდან ძალიან საინტერესო იყო, თუმცა ორმოცდამეათე საქმე ისეთივე საინტერესო არ იყო, როგორც პირველი, და მეასე საქმე ისეთივე საინტერესო არ იყო, როგორც ორმოცდამეათე.
მოკლედ რომ ვთქვათ, ზოგიერთი ადამიანი აუცილებლად ჩათვლის, რომ დიდ ფირმებში სამუშაო საინტერესო და ინტელექტუალურად რთულია. თუმცა, ძალიან ბევრი სხვა ადამიანი ამ სამუშაოს გაცილებით ნაკლებად საინტერესოდ მიიჩნევს, ვიდრე სამუშაოს სხვაგან. დიდ ფირმაში მუშაობას, თავისთავად, არ გააჩნია უპირატესობა სხვაგან მუშაობასთან შედარებით.
c. კოლეგიალობა
ზოგიერთ სტუდენტს დიდ ფირმაში მუშაობა იმიტომ სურს, რომ ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი ადვოკატების გარემოცვაში იყოს. ისინი დიდ ფირმებს უყურებენ, როგორც ადგილს, სადაც ახალგაზრდა ადვოკატს შეუძლია, გახდეს შესანიშნავი გუნდის წევრი, დაეხმაროს სხვებს და თავადაც მიიღოს რჩევები პროფესიის საუკეთესო წარმომადგენლებისგან. ერთმა სტუდენტმა მითხრა, რომ მას დიდ ფირმაში მუშაობა სურს იმავე მიზეზით, რის გამოც ბეისბოლის ნებისმიერ მოთამაშეს ურჩევნია, ნიუ-იორკ იანკისში ითამაშოს, ვიდრე მონრეალ ექსპოში.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამაში არის გარკვეული სიმართლის მარცვალი. დიდ ფირმაში თქვენ გვერდით იქნებიან ადვოკატები, რომლებმაც კარგი სამართლის სკოლები წარჩინებით დაამთავრეს. მათი უმეტესობა, როგორც წესი, კარგი ადვოკატია. და, მართლაც, ძალიან სასიამოვნოა, გაისეირნო კორიდორში ქალაქში საუკეთესო საგადასახადო ადვოკატის გვერდით ან დავალება მისცე ახალგაზრდა იურისტს, რომელმაც სულ ახლახან დაასრულა მოსამართლის თანაშემწის პროგრამა მეორე ოლქის სააპელაციო სასამართლოში. მე დიდ ფირმებს სხვებზე ნაკლებად არ ვაკრიტიკებ, მაგრამ, ვფიქრობ, ძნელია უარყო, რომ დიდი ფირმების ადვოკატები, საშუალოდ, უფრო ნიჭიერები არიან და თავიანთ სამუშაოს უკეთ ასრულებენ, ვიდრე სხვაგან მომუშავე ადვოკატები. რა თქმა უნდა, არსებობს ათიათასობით გამორჩეული ადვოკატი, რომელიც დიდ ფირმაში არ საქმიანობს და თავის საქმეში უბადლოა, ისევე, როგორც არსებობენ არაკომპეტენტური ადვოკატები დიდ ფირმებში. თუმცა, თუკი არჩევანი უნდა გავაკეთო ორ იურიდიულ ფირმას შორის, რათა წარმომადგინონ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში, და თუკი ორივე ფირმის შესახებ სხვა არაფერი მეცოდინებოდა, გარდა იმისა, რომ ერთში 250 ადვოკატია დასაქმებული, მეორეში კი — 5, მე უყოყმანოდ ავირჩევდი დიდ იურიდიულ ფირმას. იმავეს გააკეთებდა სხვა ადვოკატების უმრავლესობაც.
თუმცა, ამ ისტორიას მეორე მხარეც აქვს, რომელიც ამ უპირატესობებს დიდწილად აბათილებს. ერთის მხრივ, როგორც უკვე ვთქვი, გამორჩეული ადვოკატები იურიდიული პროფესიის ყველა მიმართულებით მუშაობენ. მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებთ და სად მუშაობთ, თქვენ ყველგან შეხვდებით ძალიან კარგ ადვოკატებს. ისინი თქვენ დაგეხმარებიან, თქვენ დაეხმარებით მათ და თქვენ მათ საქმეებსაც გაუგზავნით. თუნდაც დამოუკიდებელი პრაქტიკა დაიწყოთ, დროთა განმავლობაში აუცილებლად შექმნით „დიდ ფირმას“ თქვენს მეგობრებთან და პროფესიულ კოლეგებთან ერთად.
გარდა ამისა, იყო დიდი ფირმის წევრი, სადაც ბევრი შესანიშნავი ადვოკატი მუშაობს, ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ ეს ადვოკატები არ გიცნობენ ან თქვენდამი გულგრილები არიან. დიდი ფირმის იურისტთა დიდი ნაწილი თავის პარტნიორსაც კი არ იცნობს,[307] არაფერს ვამბობთ ათასობით ისეთ იურისტზე, რომლებიც „დღეს აქ არიან, ხვალ კი სხვაგან წავლენ.“ კიდევ უფრო უარესია, თუ თქვენი კოლეგები აქტიურად ცდილობენ, გზიდან ჩამოგიშორონ. დიდი ფირმების პარტნიორებს შორის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათი პარტნიორების 58% იყო „დამხმარე“, მაშინ, როცა თითქმის 33% — „კონკურენტული“, 10% კი „გზიდან ჩამოშორებას ცდილობდა.“[308] ჟურნალმა, რომელმაც გამოკითხვა ჩაატარა, განაცხადა, რომ კლიენტების მოზიდვის წნეხი „პარტნიორებს უბიძგებდა, სხვა პარტნიორის წარუმატებლობით ყოფილიყვნენ დაინტერესებულები.“[309] ვითარება არ არის უკეთესი რიგითი ადვოკატების დონეზე. „იურისტების ჩანაცვლების პრაქტიკა ქმნის კონკურენციას, სტრესს, უკარგავს ადვოკატებს ინსტიტუციური ლოიალობისა და კუთვნილების შეგრძნებას. კოლეგები აღიქმებიან, როგორც კონკურენტები პარტნიორის პოზიციისთვის ბრძოლაში.“[310] მოსაზრება, რომ დიდ ფირმებს „კოლეგიალობის“ თვალსაზრისით უპირატესობა აქვს, ილუზიაა. მართლაც, ერთ-ერთმა მკვლევარმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ABA-ს დიდ ფირმებთან დაკავშირებულ უახლეს კვლევაში,[311] აღნიშნა, რომ „იურისტებს განსაკუთრებით აღენიშნებათ იზოლაციის მზარდი განცდა.“[312]
d. სამომავლო პერსპექტივების შენარჩუნება
ხანდახან სტუდენტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რჩევას, განიხილონ დიდი ფირმების ალტერნატივები, ამბობენ, რომ არ არიან დარწმუნებულები, რისი კეთება სურთ. ისინი ფიქრობენ, რომ თუ კარიერას დიდ ფირმაში დაიწყებენ, ყველა კარი ღია დარჩება, ხოლო თუ სხვაგან დასაქმდებიან, დიდი ფირმები და სხვა ელიტური დამსაქმებლები მათ მიმართ ინტერესს დაკარგავენ. არ ვიცი, რამდენად მართებულია ეს არგუმენტი, თუმცა ეჭვი მეპარება მის მართებულობაში.
ეჭვგარეშეა, რომ ადვოკატებს, რომლებიც დიდი ფირმებიდან მიდიან, ბევრად მეტი არჩევანი და შესაძლებლობა აქვთ, მათ შორის სხვა დიდ ფირმებში მუშაობის გაგრძელების, ვიდრე მათ, ვინც პატარა ფირმებს ან სხვა დამსაქმებლებს ტოვებს. თუმცა გახსოვდეთ, რომ ადვოკატებს, რომლებიც დიდ ფირმებს ტოვებენ, როგორც წესი, თავიდანვე მეტი არჩევანი ჰქონდათ. ადვოკატებს, რომლებსაც სამსახურში დიდი ფირმები იყვანენ, უკეთესი რეზიუმე აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც პატარა ფირმები ქირაობენ. ამიტომ, ბუნებრივია, ისინი უფრო მოთხოვნადი იქნებიან მეორე სამსახურის ძებნისას. ეს არ ნიშნავს, რომ ადვოკატები უფრო მოთხოვნადები იმიტომ არიან, რომ დიდ ფირმაში მუშაობდნენ.
წარმოვიდგინოთ, რომ „სტენფორდის სამართლის ჟურნალის“ ორმა სტუდენტმა-რედაქტორმა ერთსა და იმავე წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და შემდეგ მოსამართლის თანაშემწედ იმუშავა აშშ-ის მე-9 ოლქის სააპელაციო სასამართლოში. წარმოვიდგინოთ, რომ თანაშემწეობის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი მათგანი სან-ფრანცისკოში დიდ ფირმას შეუერთდა, მეორე კი — სან-ხოსეს პატარა ფირმას. დავუშვათ, სამი წლის შემდეგ ორივე ადვოკატმა ახალი სამსახურის ძებნა გადაწყვიტა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სან-ხოსეს პატარა ფირმის ადვოკატს უფრო ნაკლები არჩევანი ექნება, ვიდრე სან-ფრანცისკოს დიდი ფირმის ადვოკატს. სინამდვილეში, იმის მიხედვით, თუ რა გამოცდილება დააგროვეს ადვოკატებმა სამი წლის განმავლობაში, სან-ხოსეს ადვოკატს, შესაძლოა, გარკვეული უპირატესობაც კი ჰქონდეს სან-ფრანცისკოს ადვოკატთან შედარებით.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს: მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფირმის დატოვების შემდეგ ადვოკატები თითქმის ყოველთვის პოულობენ ახალ სამსახურს, მათ, შესაძლოა, იმაზე ნაკლები მობილურობა ჰქონდეთ, ვიდრე ეს ზოგადად მიიჩნევა. ჩემი ფირმა მინეაპოლისში ასობით რეზიუმეს იღებდა ადვოკატებისგან, რომლებმაც დიდი ქალაქების დიდ ფირმებში რამდენიმე წელი იმუშავეს. ჩვენ ძალიან იშვიათად ვნიშნავდით მათთან ინტერვიუს და თითქმის არასდროს აგვყავდა სამსახურში. ამ ადამიანებს, როგორც წესი, არ ჰქონდათ ისეთი უნარები, რომლებიც ჩვენს ფირმას გამოადგებოდა. მათ ხშირად წლები ჰქონდათ გატარებული ბიბლიოთეკებში დოკუმენტების კითხვაში ან ერთ გიგანტურ საქმეზე მუშაობაში. ამავდროულად, ეს ადამიანები, ზოგადად, პრობლემას წარმოადგენდნენ. ისინი მიჩვეულები იყვნენ უფრო მაღალ ანაზღაურებას, ვიდრე ჩვენ შეგვეძლო შეგვეთავაზებინა. ისინი მიჩვეულები იყვნენ მუშაობის ისეთ სტილს, რომელიც ჩვენი კლიენტების უმრავლესობისთვის მიუღებელი იყო. და ისინი მიჩვეულები იყვნენ ისეთ კორპორატიულ კულტურას, რაც ჩვენთვის საზიანო იქნებოდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყოველთვის გვერჩივნა, იურისტები პირდაპირ სამართლის სკოლებიდან აგვეყვანა, ვიდრე სხვა დიდი ფირმებიდან გადმოგვებირებინა.
ამიტომ, როდესაც საკითხს ყოველმხრივ განვიხილავთ, აშკარა ხდება, რომ დიდ ფირმაში მუშაობას მხოლოდ ერთი უპირატესობა აქვს: ფული. ეს ჩემთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა, როცა ახლახან ბოსტონის ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული კმაყოფილების შემსწავლელი ჯგუფის დასკვნას გავეცანი.[313] შემსწავლელი ჯგუფის შექმნა იყო პასუხი „მზარდ მტკიცებულებებზე, რომ ადვოკატთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა თავისი პროფესიული ცხოვრებით“.[314] შემსწავლელ ჯგუფს დაევალა „იურიდიულ პროფესიაში არსებული უკმაყოფილების მიზეზების იდენტიფიცირება და იმ გზების შეთავაზება, რომლებიც ადვოკატებს პროფესიული უკმაყოფილების რისკების შემცირების საშუალებას მისცემდა“.[315] შემსწავლელმა ჯგუფმა შექმნა რამდენიმე ქვეკომიტეტი, რომელთაგან თითოეულს პროფესიის კონკრეტული სფეროს შესწავლა დაევალა. თითოეული ქვეკომიტეტი აქტიურად იყენებდა ფოკუსჯგუფებსა და ინდივიდუალურ ინტერვიუებს. ქვეკომიტეტების ანგარიშები ძალიან საინტერესოა, შესაძლოა, იმ კუთხითაც კი, რასაც თავად ქვეკომიტეტები არ ელოდნენ.
მაგალითად, დიდი იურიდიული ფირმების ქვეკომიტეტმა დაადგინა, რომ სამი „უმნიშვნელოვანესი ასპექტი, რომელიც დიდი ფირმების პარტნიორების პროფესიულ კმაყოფილებას განსაზღვრავს“, არის: „ინტელექტუალური სტიმული და რთული ამოცანები, პროფესიულ წრეებში ჩართულობის შესაძლებლობა და საზოგადოების დიდ ნაწილთან შედარებით უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა“.[316] როგორც უკვე ავხსენი, პირველი მათგანი სულაც არ არის დიდი ფირმის უპირატესობა; მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფირმების პარტნიორები, უდავოდ, საინტერესო და ინტელექტუალურად რთულ საქმეებს ასრულებენ, არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მათი სამუშაო, საბოლოო ჯამში, უფრო საინტერესო და რთულია, ვიდრე ის, რასაც სხვაგან მომუშავე ადვოკატები აკეთებენ. მეორე უბრალოდ სასაცილოა; თუ შეიძლება ერთი რამით დავახასიათოთ დიდი ფირმის პარტნიორის ცხოვრება, ეს არის იმდენად ხანგრძლივი სამუშაო საათები, რომ ისინი ვეღარ ახერხებენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას ან სამსახურის გარეთ რაიმეს კეთებას (თუ „საზოგადოებრივ ჩართულობად“ არ ჩავთვლით ბონუსის მიღებას ან კორპორატიულ გასართობ ღონისძიებაზე დასწრებას). მხოლოდ მესამე არგუმენტს აქვს გარკვეული წონა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთადერთი უპირატესობა, რომელზეც დიდ ფირმაში მომუშავე პარტნიორებს შეუძლიათ პრეტენზია განაცხადონ, ფულია.
კიდევ უფრო საინტერესოა, თუ რას მიიჩნევენ დიდი იურიდიული ფირმების პარტნიორები იმ უპირატესობებად, რასაც დიდი ფირმა თავის თანამშრომელ იურისტებს სთავაზობს. პარტნიორებმა, პირველ რიგში, აღნიშნეს, რომ არავინ უნდა დაიწყოს დიდ ფირმაში მუშაობა იმ იმედით, რომ პარტნიორი გახდება,[317] რადგან იურისტების უმრავლესობის პარტნიორობა დაარღვევდა იმ ბალანსს, რომელიც დიდი ფირმების პარტნიორების სიმდიდრეს განაპირობებს.[318] თუმცა, მათი თქმით, „დიდ ფირმაში მუშაობა იურისტებს აძლევს: (1) შესაძლებლობას, მაქსიმალურად განავითარონ თავიანთი, როგორც ადვოკატების, პოტენციალი, გამოცდილებისა და პროფესიული ზრდის გზით; (2) პარტნიორობის შანსების რეალურად შეფასების საშუალებას; და (3) დახმარებას ალტერნატიული კარიერული გზის მოძებნაში, თუკი პარტნიორობა გამოირიცხება“.[319]
ეს უბრალოდ სასაცილოა. „ტრენინგი და განვითარება“, რასაც დიდი ფირმები გპირდებიან, როგორც უკვე ავხსენი, მეტწილად ილუზიაა. ეს ნიშნავს, რომ დიდი ფირმის ერთადერთი თეორიული უპირატესობა არის იმის რეალურად შეფასება, მოხვდებით თუ არა იურისტთა იმ 10%-ში, რომლებიც პარტნიორები ხდებიან,[320] და ახალი სამსახურის მოძებნაში დახმარება, თუ ამ 10%-ში ვერ მოხვდებით. უარესი ისაა, რომ ამ ორი უპირატესობიდან ერთი ისეთივე ილუზორულია, როგორც ტრენინგი და განვითარება: იმ იურისტების რიცხვი, რომლებმაც თავიანთი კარიერული წინსვლის შესახებ რეალური შეფასება მიიღეს, ისევე მცირეა, როგორც იმ იურისტებისა, რომლებსაც დაბალანსებული ცხოვრება აქვთ.[321]
თუმცა, მხოლოდ ჩემს სიტყვას ნუ ენდობით. იმავე სამუშაო ჯგუფის, დიდი იურიდიული ფირმების იურისტთა ქვეკომიტეტმა დაადგინა, რომ ორი მთავარი საწუხარი, რასაც ამ ფირმების იურისტები გამოთქვამენ, არის ის, რომ დიდი ფირმები არ აძლევენ მათ „პარტნიორობის შანსების რეალურ შეფასებას“ და რომ „ფირმებს საერთოდ არ აინტერესებთ იურისტების პროფესიული განვითარება“.[322] სხვა სიტყვებით, ის, რის არქონასაც იურისტები უჩიოდნენ, ზუსტად ის იყო, რასაც, პარტნიორების თქმით, ისინი იღებდნენ. (ამ და სხვა მრავალი თვალსაზრისით, დიდი ფირმების იურისტები და პარტნიორები იურიდიულ პრაქტიკას სრულიად განსხვავებულად აღიქვამენ).[323] საბოლოო ჯამში, ერთადერთი, რაშიც დიდი ფირმების იურისტები და პარტნიორები თანხმდებიან, მაღალი ანაზღაურებაა.
და სწორედ ეს არის ჩემი მთავარი არგუმენტიც: საბოლოო ჯამში, არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი, რის გამოც დიდ ფირმაში მუშაობის დაწყება ღირს: ფული.[324] „ძველი სტილის იურიდიული ფირმა, რომელიც ხასიათდებოდა კოლეგიალობით, ინტელექტუალური გამოწვევებითა და ინსტიტუციური კლიენტებით, წარსულს ჩაჰბარდა“.[325] რა დარჩა? „ფული, ფული, ფული“.[326] მარკ ბაიერსმა, ჰარვარდის სამართლის სკოლის სტუდენტთა მხარდაჭერის ოფისის დირექტორმა, კარგად აღნიშნა: დიდი ფირმები „ტრადიციულად განასახიერებდნენ დამოუკიდებლობის, ინტელექტუალური კმაყოფილებისა და ელეგანტური ცხოვრების იდეალებს... დღეს ელეგანტური ცხოვრების გარდა ბევრი არაფერია დარჩენილი“.[327] შესაბამისად, თუ სიმდიდრის დაგროვება თქვენი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა და კვირაში 60-70 საათი მუშაობა კარგ ცხოვრებად მიგაჩნიათ,[328] მაშინ, უდავოდ, დიდ ფირმაში უნდა დაიწყოთ მუშაობა. მაგრამ ნუ წახვალთ იქ ისეთი „უპირატესობების“ იმედით, როგორებიცაა ტრენინგი, ინტელექტუალურად საინტერესო სამუშაო, კოლეგიალობა ან გაზრდილი მობილურობა. ეს უპირატესობები უბრალოდ არ არსებობს.
ასევე, არ დაიწყოთ დიდ ფირმაში მუშაობა იმ სხვა მიზეზებით, რომლებსაც სტუდენტები ასახელებენ. მაგალითად, ისინი ხშირად ამბობენ, რომ დიდ ფირმაში მუშაობას იმიტომ აპირებენ, რომ სტუდენტური ვალი სხვა არჩევანს არ უტოვებთ.[329] ეს, შესაძლოა, სტუდენტების ნაწილისთვის სიმართლე იყოს. მე მყოლია სტუდენტები ოთხი ან ხუთი შვილით, უმუშევარი მეუღლით და 60,000 აშშ დოლარზე მეტი ვალით. მათთვის დიდი ფირმის ხელფასი მართლაც გადამწყვეტია. თუმცა, იმ სტუდენტების რიცხვი, რომლებსაც ეკონომიკური მდგომარეობა რეალურად აიძულებს დიდ ფირმაში მუშაობას, გაცილებით მცირეა, ვიდრე იმ სტუდენტებისა, რომლებიც ამას ამტკიცებენ.[330]
საშუალოდ, ყოველი მესამე სტუდენტი უნივერსიტეტს ვალის გარეშე ამთავრებს.[331] დანარჩენი ორი მესამედისთვის კი საშუალო სტუდენტური ვალი 40,000 აშშ დოლარს შეადგენს.[332] მოდით, განვიხილოთ ტიპური სტუდენტის შემთხვევა, რომელსაც ჰგონია, რომ შიმშილით მოკვდება, თუ დიდ ფირმაში არ იმუშავებს: მაგალითად, დაუოჯახებელი სტუდენტი 50,000 აშშ დოლარის ვალით. თუ ვივარაუდებთ, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი წლიური 8%-ია და სტუდენტმა ვალი თხუთმეტ წელში უნდა დაფაროს (დავივიწყოთ, რომ მას, სავარაუდოდ, შეუძლია ვადის ოცდაათ წლამდე გახანგრძლივება),[333] მას სესხის დასაფარად წლიურად დაახლოებით 5,840 აშშ დოლარი, ანუ თვეში 487 აშშ დოლარი მოუწევს.[334] დღესდღეობით არსებობს ათასობით სამუშაო ადგილი კორპორაციებში, ფედერალურ, შტატისა და ადგილობრივ მთავრობებში, სადაც კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს და წლიური ანაზღაურება 40,000–60,000 აშშ დოლარია.[335] დაუოჯახებელი ადვოკატი, რომელიც წელიწადში 50,000 აშშ დოლარს გამოიმუშავებს, გადასახადების შემდეგ ხელზე აიღებს დაახლოებით 36,000 აშშ დოლარს, ანუ თვეში 3,000 აშშ დოლარს.[336] სტუდენტური სესხის დასაფარად 487 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ, ადვოკატს თვიურად დაახლოებით 2,500 აშშ დოლარი დარჩება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ადვოკატი თხუთმეტი წლის განმავლობაში ხელფასის ზრდის გარეშე იმუშავებს და არასოდეს მოახდენს სესხის რეფინანსირებას, მას ყოველთვიურად, ვალის დაფარვის შემდეგ, მაინც დარჩება თანხა, რომელიც თითქმის უტოლდება ამერიკელი კაცის საშუალო შემოსავალს და მნიშვნელოვნად აღემატება ამერიკელი ქალის საშუალო შემოსავალს.[337] ადვოკატი, რომელიც ამერიკელების უმრავლესობის შემოსავალზე მეტს ხარჯავს, სიღარიბეში არ ცხოვრობს.
მე უკვე ვახსენე მეორე მიზეზი, რასაც სტუდენტები დიდი ფირმის სასარგებლოდ ასახელებენ. ბევრი ამბობს, რომ სურს, იურიდიული პრაქტიკა ჰქონდეს სიეტლში, ფინიქსში ან მაიამიში, ან უნდა, პროკურორი ან საზოგადოებრივი ინტერესების დამცველი ადვოკატი გახდეს. თუმცა, ისინი ჯერ ნიუ-იორკის ან ვაშინგტონის რომელიმე დიდ ფირმაში აპირებენ მუშაობას გამოცდილების მისაღებად და ვალების დასაფარად საკმარისი ფულის დასაგროვებლად. მათი თქმით, დიდ ფირმაში სამი-ოთხი წლის მუშაობის შემდეგ გადავლენ საცხოვრებლად ქალაქში, სადაც სურთ, და სასურველ საქმეს წამოიწყებენ.[338]
ეს თვითმოტყუებაა. პირველ რიგში, როგორც უკვე ავხსენი,[339] დიდი ფირმების სანაქებო ტრენინგი სინამდვილეში არ არსებობს. მეორე, დიდი იურიდიული ფირმიდან წამოსვლა არც ისე მარტივია, როგორც სტუდენტებს ჰგონიათ. ინერცია ძლიერი ფაქტორია, ადვოკატები კი სწრაფად ეჩვევიან დიდი ფირმის ხელფასს. უფრო მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდა ადვოკატები იძულებით დატოვებენ დიდ ფირმებს, ვიდრე საკუთარი ნებით. და მესამე, როცა დიდი ფირმის დატოვების დრო დგება, დამაკმაყოფილებელი ალტერნატივის პოვნა არც ისე ადვილია, როგორც სტუდენტები ფიქრობენ. მართალია, დიდი ფირმების ყოფილი თანამშრომლები ყოველთვის პოულობენ სადმე სამსახურს, მაგრამ ეჭვი მეპარება, ჩემი ფირმა ერთადერთი ყოფილიყო, რომელიც ასეთ ადვოკატებს არასაკმარისი გამოცდილების მქონედ და ზედმეტ ტვირთად მიიჩნევდა.
ერთი ბოლო არგუმენტი, რომელსაც დიდ ფირმებში წასვლის მსურველი სტუდენტები ასახელებენ, არის ის, რომ ისინი გეგმავენ, შეეწინააღმდეგონ დიდი ფირმის კულტურას. ისინი აპირებენ, შეცვალონ თავიანთი ფირმა შიგნიდან და იცხოვრონ დაბალანსებული ცხოვრებით, მიუხედავად კომპანიის მოთხოვნებისა. ეს ყველაფერი შესანიშნავია და თუ ოდესმე დიდ ფირმაში აღმოჩნდებით, რეფორმებს ნამდვილად უნდა დაუჭიროთ მხარი. თუმცა, დიდი ფირმის კულტურასთან გამკლავება გაცილებით რთულია, ვიდრე სტუდენტებს წარმოუდგენიათ. ჩემი პირადი გამოცდილება ამის კარგი მაგალითია.
მე შემეძლო, 1987 წელს, როცა უზენაეს სასამართლოში თანაშემწედ მუშაობას ვასრულებდი, დიდი ქალაქი და დიდი ფირმა ამერჩია. იმ დროს ბევრი იურიდიული ფირმა ცდილობდა, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თანაშემწეები ასტრონომიული ბონუსებით მოეზიდა. მე გადავწყვიტე, დიდ ფულზე უარი მეთქვა და მინესოტაში დავბრუნებულიყავი, სადაც შევუერთდი დიდ ფირმას, რომელსაც თანამშრომლებზე მზრუნველის რეპუტაცია ჰქონდა. რამდენიმე წელში დავქორწინდი და მალე პირველ შვილს ველოდებოდით.
ძალიან მინდოდა, დაბალანსებული ცხოვრება მქონოდა. ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის სტანდარტებით, ვფიქრობ, ეს გამომივიდა. ყველა სხვა სტანდარტით კი — ვერა. კვირაში, სულ მცირე, სამ-ოთხ ღამეს და შაბათ-კვირიდან ერთ ან ორივე დღეს ვმუშაობდი. როდესაც სასამართლო პროცესისთვის, არბიტრაჟისთვის ან სააპელაციო განხილვისთვის ვემზადებოდი, თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიწევდა მუშაობა. ასობით საათი დავხარჯე ბიზნესის განვითარებაზე და დაახლოებით სამ წელიწადში დამოუკიდებელი პრაქტიკა შევქმენი. გამუდმებით ვმოგზაურობდი. მახსოვს, როცა ჩემმა შვილმა პირველი ნაბიჯები გადადგა, პირველი სიტყვები თქვა ან ქოთანზე დაჯდა, ამის შესახებ ცოლმა ტელეფონით მომიყვა, როცა სასტუმროს ნომერში ვიჯექი. სიეტლში ვიყავი, ბებია რომ გარდაიცვალა. პიტსბურგში ვიყავი, როცა საუკუნის უძლიერესმა თოვლმა ჩემი ოჯახი ორი დღით სახლში გამოკეტა. უილიამსბურგში ვიყავი, როცა ჩემმა მეუღლემ შეიტყო, რომ ჩვენს მესამე შვილს, რომელზეც ოთხი თვის ორსული იყო, დაუნის სინდრომი ჰქონდა. მე სრული კრახი განვიცადე დაბალანსებული ცხოვრების მოწყობის მცდელობაში და ვერც მე და ვერც ჩემი ოჯახი ვერასდროს დავიბრუნებთ იმას, რაც ამის გამო დავკარგეთ.
თქვენ, შესაძლოა, ჩემზე უკეთ გაართვათ თავი, მაგრამ ზედმეტად თავდაჯერებულები ნუ იქნებით. როგორი წრფელიც არ უნდა იყოს თქვენი განზრახვა და როგორი მტკიცეც — თქვენი გადაწყვეტილება, როცა დიდ ფირმაში დაიწყებთ მუშაობას, მისი კულტურა შეუმჩნევლად შემოიპარება თქვენს ცხოვრებაში. მე საშუალოზე დაბალი ფენის უბანში გავიზარდე. არასდროს შევხვედრივარ ადამიანს, რომელსაც მდიდარს ვუწოდებდით. თითქმის არასდროს ვსაუბრობდი ან ვფიქრობდი ფულზე. ეს ყველაფერი შეიცვალა, როცა იურიდიული პრაქტიკა დავიწყე, ჩემი საუკეთესო განზრახვების მიუხედავად. თანდათან, შეუმჩნევლად, შეიცვალა ის, რაზეც ვზრუნავდი და როგორც ვუყურებდი სხვებსა და საკუთარ თავს. მე თამაშში ჩავერთე და დღესაც, იურიდიული ფირმის დატოვებიდან სამი წლის შემდეგ, ვამჩნევ, რომ დროდადრო კვლავ ამ თამაშს ვთამაშობ. თუ დიდ ფირმაში მუშაობას იმ განზრახვით დაიწყებთ, რომ იქ რამდენიმე წელი გაატაროთ, სამუშაო, რომელსაც აირჩევთ, შესაძლოა, დროებითი აღმოჩნდეს, მაგრამ მისი გავლენა თქვენზე — დროებითი არ იქნება.
2. მოძებნეთ დიდი იურიდიული ფირმის ალტერნატივები
როდესაც პირველი სამუშაოს ძებნას დაიწყებთ, თავს ნუ შეიზღუდავთ კერძო პრაქტიკით. ათიათასობით სამუშაო ადგილია იურისტებისთვის სამთავრობო სტრუქტურებში, კორპორაციებსა და არაკომერციულ სექტორში. ბევრი ამ სამსახურებიდან გთავაზობთ შესანიშნავ სამუშაო პირობებს: მინიმალურ სტრესს, პროგნოზირებად სამუშაო საათებს და ნორმალურ ხელფასს — თუმცა, რა თქმა უნდა, არა ისეთ მაღალს, როგორსაც დიდ ფირმებში იხდიან. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ სამუშაოების უმეტესობა გაძლევთ საშუალებას, სამსახურის მიღმა პირადი ცხოვრებაც გქონდეთ. „ოჯახისა და საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა კერძო პრაქტიკაში დასაქმებული ადვოკატებისთვის დიდი პრობლემაა. კორპორაციებსა და სამთავრობო უწყებებში მომუშავე ადვოკატების გაცილებით მცირე ნაწილს აქვს დროის პრობლემა.“[340]
დააკვირდით მიჩიგანის სამართლის სკოლის კვლევის შედეგებს. 1990 და 1991 წლების გამოშვების სტუდენტებს უნივერსიტეტის დამთავრებიდან ხუთი წლის შემდეგ ჰკითხეს, რამდენად კმაყოფილები იყვნენ ცხოვრების სხვადასხვა ასპექტით. კურსდამთავრებულები ოთხ ჯგუფად დაიყვნენ: სამთავრობო იურისტები; იურიდიული დახმარების ორგანიზაციებსა და საჯარო ინტერესების სფეროში მომუშავე იურისტები; კერძო პრაქტიკოსი ადვოკატები; და კორპორაციების შიდა იურისტები. თითოეულ ჯგუფში კმაყოფილების დონე შემდეგნაირად გადანაწილდა:[341]
დასაქმების სექტორი | მთავრობა | იურიდიული სერვისები | კერძო პრაქტიკა | კორპორაციული იურისტი |
პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსი | 45% | 50% | 20% | 35% |
სამუშაოს ინტელექტუალური სირთულე | 68% | 72% | 42% | 55% |
ამჟამინდელი შემოსავალი | 21% | 11% | 55% | 31% |
სამუშაოს საზოგადოებრივი ღირებულება | 66% | 89% | 14% | 22% |
კარიერა მთლიანობაში | 67% | 78% | 32% | 48% |
შედეგები საგულისხმოა: კერძო პრაქტიკაში მომუშავე ადვოკატები ბოლო ადგილზე აღმოჩნდნენ შემდეგი კრიტერიუმებით: კარიერული კმაყოფილება, სამუშაოს ინტელექტუალური სირთულით კმაყოფილება, პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსი და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განცდა. კერძო პრაქტიკოსები პირველ ადგილზე მხოლოდ ხელფასით კმაყოფილების ნაწილში გავიდნენ — თუმცა, შემოსავლის კუთხითაც კი, მათი ნახევარზე ოდნავ მეტი აღმოჩნდა „საკმაოდ კმაყოფილი“. უკანასკნელი თექვსმეტი წლის განმავლობაში, მიჩიგანის სამართლის სკოლის კვლევამ აჩვენა, რომ მისი კურსდამთავრებულების კარიერული კმაყოფილება კერძო პრაქტიკაში საგრძნობლად შემცირდა, მაშინ როცა მთავრობასა და საჯარო ინტერესების ორგანიზაციებში დასაქმებულთა კმაყოფილება მნიშვნელოვნად გაიზარდა.[342]
თუ კერძო სექტორში გსურთ პრაქტიკის გავლა — და არა მთავრობაში, საჯარო ინტერესების სფეროში ან კორპორაციაში — გირჩევდით, არჩევანი მცირე იურიდიულ ფირმებზე შეაჩეროთ. რა თქმა უნდა, ყველა პატარა იურიდიული ფირმა ერთნაირი არ არის.[343] ზოგიერთი მათგანი ისევეა სტრუქტურირებული, როგორც დიდი ფირმები: „იურისტები წელებზე ფეხს იდგამენ, რათა პარტნიორებმა დიდი მოგება მიიღონ“.[344] იმ მცირე ფირმებსაც კი, რომლებიც დიდი ფირმების პრინციპით არ მუშაობენ, თავიანთი პრობლემები აქვთ.[345]
მიუხედავად ამისა, მცირე ფირმებს მაინც აქვთ გარკვეული უპირატესობები დიდ ფირმებთან შედარებით.
პირველი, მცირე ფირმები ზომით პატარაა, ამიტომ კოლეგებთან უფრო ახლო ურთიერთობა გექნებათ.[346] გექნებათ ინდივიდუალური მენტორინგის უკეთესი შესაძლებლობა, რაც დიდი ფირმებიდან თანდათან ქრება.
მეორე, პატარა ფირმებში კადრების დენადობა ნაკლებია,[347] რაც იურისტებს შორის ნაკლებ კონკურენციასა და პარტნიორობის გაზრდილ შანსებს ნიშნავს.
მესამე, პატარა ფირმებს უფრო მოქნილი სტრუქტურა აქვთ. ისინი იურისტებს საშუალებას აძლევენ, ჰქონდეთ მოქნილი სამუშაო გრაფიკი, პარტნიორობას შვიდ-რვა წელზე მეტი მოანდომონ ან საერთოდ უარი თქვან მასზე.
მეოთხე, კადრების დენადობა პატარა ფირმებში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დიდ ფირმებში; ახალგაზრდა ადვოკატები პატარა ფირმებში უფრო დიდხანს რჩებიან.[348]
მეხუთე, პატარა ფირმებს მეტი თავისუფლება აქვთ, აირჩიონ კლიენტები და საქმეები. თუ პატარა ფირმა მოისურვებს, მას შეუძლია ფერმერს ანდერძი ბოსტნეულის სანაცვლოდ შეუდგინოს ან ბენზინგასამართი სადგურის მფლობელს დაფუძნებაში უფასო ავტოსერვისის სანაცვლოდ დაეხმაროს.
მეექვსე, ახალგაზრდა ადვოკატებს პატარა ფირმებში მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, თანაც — გაცილებით სწრაფად.
მეშვიდე, მუშაობის პირველივე დღიდან პატარა ფირმის ადვოკატებს კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ.
მერვე, პატარა ფირმები ნაკლებ სამუშაო საათებს მოითხოვენ; შედეგად, იქ მომუშავე ადვოკატებს უფრო დაბალანსებული ცხოვრება აქვთ.[349]
და მეცხრე, რაც გასაკვირი არ არის, მცირე ფირმების ადვოკატები უფრო მეტად კმაყოფილები არიან თავიანთი კარიერით.[350]
უდავოდ, ადვოკატები, რომლებსაც მე ვიცნობ და რომელთაც ყველაზე დაბალანსებული, საინტერესო და დამაკმაყოფილებელი პრაქტიკა ჰქონდათ, პატარა ქალაქებში მუშაობდნენ (პატარა ფირმებში ან, რაც თქვენთვის კიდევ ერთი ვარიანტია, დამოუკიდებლად). მაგრამ თუ დიდ ქალაქში აპირებთ მუშაობას, შეეცადეთ, პატარა ფირმებიც გამოიკვლიოთ. დიდ ქალაქებში უამრავი ფირმაა, სადაც სამიდან ათამდე ადვოკატი მუშაობს და რომლებიც დააფუძნეს ადამიანებმა, რომლებმაც მიატოვეს კარიერული რბოლა — მათ, ვინც მზად იყო, უარი ეთქვა გარკვეულ თანხაზე საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დასაბრუნებლად. ასევე, განიხილეთ მთავრობაში ან საზოგადოებრივი ინტერესების დამცველ ორგანიზაციებში მუშაობა. სამთავრობო და საზოგადოებრივი ინტერესების დამცველი ადვოკატების ენთუზიაზმი საკუთარი სამუშაოს მიმართ შეუდარებელია და ის „ცეცხლით ნათლობა“, რასაც ბევრი მათგანი გადის, გაცილებით უკეთესი ტრენინგია, ვიდრე დიდი ფირმების საკონფერენციო დარბაზებში გამართული ფორმალური შეხვედრები.
მთავრობაში, საჯარო ინტერესების ჯგუფებსა და პატარა ფირმებში სამსახურის პოვნა რთულია, რადგან ისინი არ ატარებენ გასაუბრებებს უნივერსიტეტების კამპუსებში და არ აქვეყნებენ განცხადებებს წამყვან პროფესიულ ჟურნალებში. ასევე, დიდი ფირმებისგან განსხვავებით, მათ არ შეუძლიათ კადრების ერთი წლით ადრე აყვანა. სტუდენტისთვის დიდი ძალისხმევაა, დაელოდოს სამუშაოს პატარა ფირმაში, მაშინ როცა მისი მეგობრები ერთმანეთის მიყოლებით საქმდებიან დიდ იურიდიულ ფირმებში. თუმცა, შედეგი ნამდვილად ღირს ლოდინად.
3. თუ დიდ ფირმაში იწყებთ მუშაობას, გააკეთეთ გონივრული არჩევანი
როგორც უკვე ვთქვი,[351] ყველა დიდი ფირმა ერთნაირი არ არის. ზოგიერთი სხვებზე უკეთესია. თუმცა, თუ ჩემი რჩევის მიუხედავად მაინც გადაწყვეტთ დიდ ფირმაში მუშაობას, მაშინ, სულ მცირე, კონკრეტული ფირმა მაინც შეარჩიეთ გონივრულად. ამით თქვენს თავსაც დაეხმარებით და მთლიანად პროფესიასაც.
a. პროფესიის დახმარება
რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, თქვენ და სამართლის სკოლის სხვა კურსდამთავრებულებს დიდი გავლენის მოხდენა შეგიძლიათ იურიდიულ პროფესიაზე. იურიდიული ფირმები ვერ გადარჩებიან, თუ ახალგაზრდა ტალანტების მუდმივი ნაკადი არ ექნებათ,[352] და ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან პერსპექტიული ახალგაზრდა ადვოკატების სურვილების მიმართ. ბაზრის კანონები აქაც მოქმედებს. როდესაც უახლოეს წარსულში სტუდენტებმა, სამუშაო საათების უგულებელყოფით, ფირმების არჩევა ხელფასებში მცირე სხვაობის მიხედვით დაიწყეს, ფირმებმა საპასუხოდ ასტრონომიულად გაზარდეს როგორც ხელფასები, ისე სამუშაო საათები. თუ სამართლის სტუდენტები შეცვლიან თავიანთ მოთხოვნებს, იურიდიული ფირმებიც შეცვლიან თავიანთ შეთავაზებებს.
ნუ მისცემთ უფლებას, ბაზრობის აუქციონზე გამოყვანილი საპრიზო გოჭივით გაგყიდონ. ნუ აირჩევთ ერთ ფირმას მეორის ნაცვლად მხოლოდ იმიტომ, რომ მათ საწყის ხელფასებს შორის 3,000 აშშ დოლარის სხვაობაა. ამის ნაცვლად, აუხსენით მომავალ დამსაქმებლებს, რომ ფირმის არჩევისას ხელფასი იმ მრავალ ფაქტორს შორის მხოლოდ ერთ-ერთია, რომელსაც ითვალისწინებთ. და თქვენი სიტყვები საქმით დაამტკიცეთ. ბოლო ოცი წლის განმავლობაში, სამართლის სკოლის იმდენივე სტუდენტს რომ ეცადა დაბალანსებული ცხოვრების მოწყობა, რამდენიც მაღალი ხელფასის მიღებას ცდილობდა, დიდი ფირმები დღეს სრულიად განსხვავებული ადგილი იქნებოდა.[353]
ნებისმიერ იურიდიულ ფირმას — ან ნებისმიერ დამსაქმებელს — აქვს უფლება, თქვენგან კარგი მუშაობა მოითხოვოს. მიუხედავად იმისა, სამართლის რომელ დარგში მოღვაწეობთ, წარმატებას ვერ მიაღწევთ ოფისში საათობით მუშაობის გარეშე, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ სასამართლო პროცესისთვის ან მნიშვნელოვანი გარიგებისთვის ემზადებით. მხოლოდ მცირე რაოდენობის დამსაქმებელს — და კიდევ უფრო ნაკლებ იურიდიულ ფირმას — შეუძლია შემოგთავაზოთ გარანტირებული ცხრიდან ხუთამდე, ხუთდღიანი სამუშაო გრაფიკი. თქვენი მხრიდან ამგვარი გრაფიკის მოთხოვნა არც იქნებოდა გონივრული.
მიუხედავად ამისა, სულ მცირე, უნდა აგრძნობინოთ მომავალ დამსაქმებელს, რომ თქვენ, მართალია, გეგმავთ კარგად მუშაობას და წარმატების მიღწევას, მაგრამ ცხოვრებაში მეტი რამ გსურთ, ვიდრე უბრალოდ კლიენტებისთვის საათების ჩაწერაა. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, და უნდა გამოიყენოთ კიდეც, რომ მომავალ დამსაქმებლებს უთხრათ, რომ არ მისცემთ სამსახურს თქვენი ცხოვრების მთლიანად ჩაყლაპვის უფლებას და რომ მზად ხართ, უარი თქვათ შემოსავლის ნაწილზე ოფისს მიღმა ცხოვრების სანაცვლოდ. ამ გზავნილის მიწოდება სარისკოა; თუ ფრთხილად არ იქნებით, საუკეთესო დამსაქმებელმაც კი შეიძლება იფიქროს, რომ ზარმაცი ხართ. თუმცა, თუ საკმარისად ბევრი სტუდენტი გაუგზავნის იურიდიულ ფირმებს ამ გზავნილს — და ნათქვამს საქმით გაამყარებს — ერთ დღეს, შესაძლოა, ახალგაზრდა იურისტებმა დიდ ფირმებში ისე იმუშაონ, რომ საკუთარ ბედნიერებაზე, ჯანმრთელობასა და ეთიკაზე უარის თქმა არ მოუწიოთ.
b. საკუთარი თავის დახმარება
მოკლედ, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ნოტრ-დამის სამართლის სკოლის მესამე კურსზე, ადვოკატთა ეთიკის კურსის ფარგლებში, პრეზენტაციით გამოვდივარ. ამ პრეზენტაციაში ვცდილობ, დიდ ფირმაში მუშაობის რეალური სურათი ვაჩვენო, ისევე, როგორც ამას წინამდებარე სტატიაში ვაკეთებ. ყოველთვის, ლექციის შემდეგ, რომელიმე სტუდენტი მოდის და მეუბნება: „დიდი ფირმა, სადაც მუშაობას ვიწყებ, ისეთი არ არის, როგორიც თქვენ აღწერეთ“. როდესაც ვეკითხები, „საიდან იცით?“, სტუდენტი მპასუხობს ფირმის სარეკლამო ბროშურებზე, იქ გავლილ გასაუბრებაზე ან ზაფხულის სტაჟირების სამთვიან გამოცდილებაზე დაყრდნობით.
ერთი რამ გაიგეთ: ფირმები იტყუებიან. ისინი იტყუებიან თავიანთ ბროშურებში. ისინი იტყუებიან გასაუბრებებზე.[354] ისინი ატყუებენ თავიანთ საზაფხულო სტაჟიორებს. მაგრამ ტყუილსა და ტყუილს შორის განსხვავებაა. როდესაც სტუდენტს ეუბნებიან, რომ ფირმა მისგან წელიწადში 1800 საათს მუშაობას მოელის, სინამდვილეში კი სხვა იურისტს სამსახურიდან ათავისუფლებენ 2200 საათზე ნაკლების მუშაობისთვის, ეს პირდაპირი, აშკარა სიცრუეა. საზაფხულო სტაჟიორებისთვის მარტივი და საინტერესო დავალებების მიცემა, მათი განებივრება უფასო სადილებითა და წვეულებებით, ასევე შეცდომაში შეყვანაა.[355] ნებისმიერ შემთხვევაში, ფირმა ისეთად წარმოაჩენს თავს, როგორიც სინამდვილეში არ არის.
იურიდიულმა ფირმებმა საუკეთესო სტუდენტები უნდა მიიზიდონ და, როგორც ნებისმიერი პროდუქტის გამყიდველები, ისინიც ბევრს ცდილობენ, რომ კარგად წარმოაჩინონ თავი — ზოგჯერ სიმართლის ხარჯზეც. დიდი ნაწილი იმისა, რასაც იურიდიული ფირმა ამბობს, არის „ცარიელი სიტყვები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს ფირმაში არსებულ რეალობასთან“.[356] მიუხედავად ამისა, „სამართლის სკოლის სტუდენტებსა და იურისტებს ხშირად გასაოცარი სიჯიუტით არ სურთ, გაიხედონ მაღალი ხელფასებისა და იმ ცარიელი დაპირებების მიღმა, რასაც ფირმები ასე გულმოდგინედ სთავაზობენ“.[357] იურიდიული ფირმის არჩევას ისევე უნდა მიუდგეთ, როგორც სახლის, მანქანის ან მნიშვნელოვანი მომსახურების შეძენას. პირველ რიგში, კარგად უნდა შეისწავლოთ შემოთავაზება, შემდეგ კი იმ ადამიანს, რომელიც მის „მოყიდვას“ ცდილობს, კრიტიკული კითხვები უნდა დაუსვათ.
სანამ ფირმის შეთავაზებას დათანხმდებით — და სანამ გასაუბრებაზე მიხვალთ — საფუძვლიანად გამოიკვლიეთ იურიდიული ფირმები. გამოიყენეთ American Lawyer ან National Law Journal, რათა გაიგოთ ფირმაში პარტნიორის საშუალო შემოსავალი. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო დაბალია პარტნიორის საშუალო შემოსავალი, მით უკეთესია სამუშაო პირობები. გარკვეული აზრით, ოპტიმალური დიდი იურიდიული ფირმა ისაა, რომელიც ყველაზე პრესტიჟულია და პარტნიორების დაბალი საშუალო შემოსავალი აქვს. ასეთ ფირმაში, სავარაუდოდ, დიდი ფირმის უპირატესობებს მინიმალური ექსპლუატაციის ფასად მიიღებთ. აღმოაჩენთ, რომ ასეთი ოპტიმალური დიდი ფირმები, როგორც წესი, მდებარეობს ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა პორტლენდი, დენვერი და მილუოკი, და არა ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ჩიკაგოში.
ფირმის ადვოკატების ბიოგრაფიები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ გამოცემებში: Martindale-Hubbell Law Directory,[358] West Legal Directory,[359] The Best Lawyers in America,[360] და The American Bar.[361] ფირმების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ისეთ წიგნებში, როგორებიცაა The Insider's Guide to Law Firms[362] და National Directory of Legal Employers,[363] ან ესტუმროთ ფირმის ვებსაიტს.[364] შეგიძლიათ გამოიყენოთ Westlaw ან LEXIS, რათა ნახოთ ფირმის ხსენება სასამართლო გადაწყვეტილებებში, ისეთ იურიდიულ გამოცემებში, როგორიცაა National Law Journal და American Lawyer, და ზოგად გამოცემებში, როგორებიცაა Wall Street Journal და New York Times.[365] შეგიძლიათ ფირმის შესახებ ინფორმაცია მოიძიოთ ინტერნეტში, ისეთი საძიებო სისტემებით, როგორიცაა AltaVista[366] ან MetaCrawler.[367] მაგრამ საუკეთესო ინფორმაციას ფირმის შესახებ შეიტყობთ იმ ადვოკატებისგან, რომლებიც იმავე ქალაქში საქმიანობენ, მაგრამ არა იმავე ფირმაში.
თუ, მაგალითად, სენტ-ლუისის დიდ ფირმაში მუშაობა გაინტერესებთ, მაშინ სენტ-ლუისში რამდენიმე ადვოკატს უნდა გაესაუბროთ. ესაუბრეთ არა მხოლოდ სხვა დიდი ფირმების ადვოკატებს, არამედ მათაც, ვინც პატარა ფირმებში, კორპორაციებსა და სამთავრობო უწყებებში მუშაობს. თითქმის ყველა, ვისაც დაელაპარაკებით, იცნობს ვინმეს ამ ფირმიდან ან იცნობს ისეთს, ვინც იცნობს. ინფორმაციის საუკეთესო წყარო კი ის ადვოკატები იქნებიან, რომლებმაც ახლახან დატოვეს ეს ფირმა. მათი მოძიება მარტივად შეიძლება Martindale-Hubbell-ის მეშვეობით ან უბრალოდ, მოკითხვით. რა თქმა უნდა, ადვოკატი, რომელთანაც რეკომენდაციის გარეშე მიხვალთ, ნაკლებად გულახდილი იქნება, ვიდრე ის, ვისთანაც ვინმემ დაგაკავშირათ — ანუ, „კავშირები“ მნიშვნელოვანია. დაურეკეთ ადვოკატს, რომელსაც იცნობთ, და სთხოვეთ, სხვა ორ ადვოკატთან დაგაკავშიროთ. შემდეგ იგივე სთხოვეთ იმ ორს და მათ მიერ გაცნობილ სხვებსაც. ძალიან მალე, იურიდიულ ფირმაზე საკმაოდ ზუსტი წარმოდგენა შეგექმნებათ.
რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა იყოთ და ბრმად არ უნდა დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც ფირმის შესახებ გეტყვიან. მოსმენილი ინფორმაცია შეიძლება ასახავდეს შურს, სხვაგან დასაქმებისკენ წაქეზების მცდელობას, ან წყენას იმის გამო, რომ ესა თუ ის ადვოკატი ფირმაში არ აიყვანეს ან იქიდან გაათავისუფლეს. რაც უფრო მეტ კონკრეტიკას მოსთხოვთ ადამიანებს, მით უფრო გაგიადვილდებათ მათი მოსაზრებების შეფასება. ადვოკატი, რომელიც გეტყვით, რომ სმენია, „იქ ხალხი ბედნიერი არ არის“, იმდენ ინფორმაციას არ გაწვდით, რამდენსაც ის, ვინც ამბობს: „ჩვენი იურიდიული მრჩევლის მეუღლე მაგ ფირმაში მუშაობს. მითხრა, რომ ქმარს გასულ თვეს მხოლოდ ორჯერ ესადილა. თქვა, რომ შარშან 2500 საათი იმუშავა, წელს კი, როგორც ჩანს, 3000-ის შესრულება მოუწევს“.
როდესაც ფირმასთან გასაუბრებაზე ხართ, ბრმად ნუ ენდობით ცარიელ განცხადებებს. ყველა დიდი ფირმა ამტკიცებს, რომ ის განსხვავებულია. ყველა დიდი ფირმა უარყოფს, რომ თანამშრომლებს მონურად ამუშავებს. ყველა დიდი ფირმა ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი იურისტები ბევრს მუშაობენ, მათ დაბალანსებული ცხოვრება აქვთ.[368] ეს თითქმის ყოველთვის სიცრუეა. არც შეიძლება, სიმართლე იყოს. უფასო სადილი არ არსებობს. ვიღაცამ ხომ უნდა გადაიხადოს თქვენი $80,000-იანი საწყისი ხელფასი. ვიღაცამ უნდა გადაიხადოს ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ცათამბჯენში მდებარე ოფისის ქირა. და ვიღაცამ უნდა გადაიხადოს იმ მუხის პანელების საფასური, რომლითაც საკონფერენციო დარბაზია მოპირკეთებული. თქვენ ვერ მიიღებთ დიდი ფირმის სარგებელს დიდი ფირმის საფასურის გადახდის გარეშე. ფირმა, რომელიც საპირისპიროს გიმტკიცებთ, იტყუება.
დიდი ფირმა რომ მართლა განსხვავებული იყოს, მის პარტნიორებს ნაკლებ შემოსავალზე მოუწევდათ დათანხმება, ეს კი ისაა, რაც მათ განსაკუთრებით არ სურთ. მარკ გალანტერი და თომას პალაი აღწერენ, თუ რატომ აფასებენ დიდი ფირმები ფულს ყველაფერზე მეტად: „ფული არ არის ერთადერთი, რაც პარტნიორებს სურთ,“ — წერენ ისინი.
თუმცა, რაც უფრო იზრდება ფირმა, მით უფრო რთულდება შეთანხმების მიღწევა მის პრიორიტეტებზე, ღირებულებებსა და იმ სიკეთეებზე, რომელთა მიღებაც სურთ. რადგან „ფული“ ყველას შეფასების შკალაზე წამყვანია (თუ უპირველესი არა), თითქმის ყოველთვის უფრო ადვილია მეტი ფულის მიღებაზე შეთანხმება, ვიდრე სხვა რამეზე. ფირმის ზრდასთან ერთად შეთანხმების მიღწევა სულ უფრო რთულდება. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როცა ფირმები ამავდროულად უფრო მრავალფეროვანი ხდებიან სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური ფენისა და განათლების კუთხით.[369]
ამ ფენომენის გამო, „დიდი ფირმების ადვოკატები მოითხოვენ, რომ ფირმის ზრდით მიღებული სარგებელი მათზე ფულადი ფორმით აისახოს, ნაცვლად იმისა, რომ მიიღონ მეტი დასვენების დრო, დრო ბავშვების მოსავლელად, პოლიტიკური აქტივობისთვის, მეტი სამუშაო კმაყოფილება ან სხვა რამ“.[370] უნდა ვივარაუდოთ, რომ როდესაც კულტურა, რომელიც ახალგაზრდა ადვოკატებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს, იურიდიული ფირმების ინდივიდუალური კულტურიდან (შექმნილი რამდენიმე ასეული ადვოკატის მიერ) უფრო განზოგადებულ „დიდი ფირმის“ კულტურაზე (შექმნილი ათასობით ადვოკატის მიერ) გადაინაცვლებს,[371] მხოლოდ მატერიალური სიმდიდრის დაფასების ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება.[372]
ისინიც კი, ვინც იურიდიულ პროფესიაში არიან და ყველაზე მეტად ადარდებთ ადვოკატთა კეთილდღეობა, ვერ ბედავენ, შესთავაზონ კოლეგებს, რომ პრობლემების გადაჭრის გზა, შესაძლოა, ნაკლებ შემოსავალზე დათანხმებაზე გადიოდეს. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს, თუ რას ვგულისხმობ:
1991 წელს, იურიდიულ პროფესიაში გაზრდილი უკმაყოფილებისა და გაუარესებული მდგომარეობის საპასუხოდ, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციამ სასწრაფოდ მოიწვია წამყვანი ადვოკატების კონფერენცია. კონფერენციის სახელწოდება დრამატული (და საკმაოდ გრძელი) იყო: „გადამწყვეტ მომენტში: ეროვნული კონფერენცია ადვოკატების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის მოსალოდნელი კრიზისის თაობაზე — მისი გავლენა იურიდიულ ფირმებსა და კლიენტთა მომსახურებაზე“. კონფერენციის მონაწილეები ადვოკატთა კეთილდღეობით დაინტერესებული და გათვითცნობიერებული ადამიანები იყვნენ, მაგრამ მათაც კი ვერ შეძლეს, გაეცნობიერებინათ, რომ ადვოკატები უბედურები და არაჯანსაღები დიდწილად იმიტომ არიან, რომ ფულთან დაკავშირებით არაგონივრული მოლოდინები აქვთ. ამის ნაცვლად, კონფერენციის ანგარიშის დიდი ნაწილი (ჩემი აზრით, არადამაჯერებლად) ამტკიცებდა, რომ ადვოკატებს შეუძლიათ, გამოიყენონ „გამართული მენეჯმენტი“ და „ღირებულებაზე დაფუძნებული ბილინგი და კომპენსაცია“, რათა ზეგანაკვეთური მუშაობის გარეშე მეტი ფული გამოიმუშაონ.[373] („გამართული მენეჯმენტი“ იურიდიული ფირმის კონსულტანტისთვის იგივეა, რაც „ფლანგვა, თაღლითობა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ — პოლიტიკოსისთვის).
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ბოსტონის ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული კმაყოფილების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფიც არ იყო მზად, რეალობისთვის თვალი გაესწორებინა. დიდი იურიდიული ფირმების პარტნიორთა ქვეკომიტეტმა, მას შემდეგ, რაც გამოყო დიდი ფირმის პრაქტიკის სამი „კმაყოფილების მომტანი ასპექტი“,[374] ასევე დაასახელა ათი „დაბრკოლება პროფესიული კმაყოფილების გზაზე“[375] — ყველა მათგანი შეიძლება გაქრეს ან შემცირდეს, თუ დიდი ფირმის პარტნიორები ნაკლები ფულის გამომუშავებას დათანხმდებიან. და მაინც, ყველაზე მეტი, რაც სამუშაო ჯგუფმა შეძლო, იყო ის, რომ ექვსიდან მეექვსე რეკომენდაციაში ყოყმანით ეღიარებინა, რომ, შესაძლოა, დიდი ფირმის პარტნიორების შემოსავლების ზრდის ტემპი უნდა შენელდეს: „სამუშაო ჯგუფი რეკომენდაციას იძლევა, რომ... იურიდიულმა ფირმებმა წაახალისონ პარტნიორები, მართონ თავიანთი მოლოდინები და აღიარონ, რომ ანაზღაურების წლიური პროცენტული ზრდა, რომელიც ბოლო წლებში ფიქსირდებოდა, აუცილებლად შემცირდება და რომ ფულადი კომპენსაცია არ არის პროფესიული კმაყოფილების ერთადერთი საზომი“.[376] სხვა რეკომენდაციები მეტწილად ბუნდოვანი და დიდაქტიკური იყო, მაგალითად: „დიდმა იურიდიულმა ფირმებმა... უნდა გადადგან ნაბიჯები იმ უკმაყოფილების საპასუხოდ, რომელიც არსებობს შემოსავლების ზრდისა და „პირადი ცხოვრების ქონას“ შორის ბალანსთან დაკავშირებით, და ეს უნდა გააკეთონ კორპორატიულ შეკრებებზე პროფესიული კმაყოფილების საკითხის მთავარ თემად ქცევით“.[377] და, ისევე, როგორც „გადამწყვეტი მომენტის“ კვლევისას, ბოსტონის ადვოკატთა ასოციაციის სამუშაო ჯგუფმაც კი მიანიშნა, რომ პრობლემა ის კი არ იყო, რომ ადვოკატები ისედაც მაღალ ხელფასებზე მსხვილ წლიურ ბონუსებს ითხოვდნენ, არამედ ის, რომ ისინი საკმარისად არ ფიქრობდნენ გზებზე, თუ როგორ მიეღოთ მეტი შემოსავალი დამატებითი მუშაობის გარეშე.[378]
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სკეპტიკურად უნდა შეხვდეთ დიდი ფირმის ნებისმიერ განცხადებას, რომ ის „განსხვავებულია“. ადვოკატებს, რომლებსაც შეხვდებით, რთული კითხვები უნდა დაუსვათ. როდესაც ფირმის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად საქმიან სადილზე ხართ, არ შემოიფარგლოთ კითხვით: „გაქვთ თუ არა პირადი ცხოვრება?“ ისინი ღიმილით გიპასუხებენ, რომ „რა თქმა უნდა“, და გკითხავენ, ღვინოს ხომ არ დაამატებდით.
ამის ნაცვლად, ჰკითხეთ, გასულ კვირას რამდენჯერ ისადილეს ოჯახთან ერთად. ჰკითხეთ, რომელ საათზე. და ჰკითხეთ, სადილის შემდეგ იმუშავეს თუ არა. ჰკითხეთ, რომელია მათი საყვარელი სატელევიზიო შოუ და რომელი კარგი ფილმი ნახეს ბოლოს. თუ მათი პასუხები, შესაბამისად, ოცი წლის წინანდელი სერიალი და ფილმია, უკვე გეცოდინებათ, რომ საქმე კარგად არ არის. ჰკითხეთ მათი ბოლო შვებულების შესახებ. სად წავიდნენ? რამდენი ხნით? რამდენი ფაქსი მიიღეს ან გაგზავნეს იქ ყოფნისას? შეიქმენით ზოგადი წარმოდგენა მათ ცხოვრებაზე.
ანალოგიურად, როდესაც ფირმაში გასაუბრებაზე ხართ, ადვოკატებს, რომლებსაც შეხვდებით, რთული კითხვები დაუსვით. როდესაც ადვოკატი გეუბნებათ, რომ მას ბევრი კლიენტი ჰყავს, ჰკითხეთ, რას გულისხმობს. დიდი განსხვავებაა კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის პერიოდულად წერილების გაგზავნასა და კლიენტის სათაო ოფისში მისვლასა და კომპანიის თანამშრომლებთან ერთად სტრატეგიის დაგეგმვაში მთელი დღის გატარებას შორის. როდესაც ადვოკატი გეუბნებათ, რომ ბევრ საინტერესო დავალებას იღებს, სთხოვეთ, მაგალითები დაგისახელოთ. შეიძლება გაკვირვებული დარჩეთ, თუ რას მიიჩნევენ ფირმაში „საინტერესოდ“. და როდესაც ადვოკატი გეუბნებათ, რომ ფირმაში დასაქმებული იურისტები ბედნიერები არიან, მეტი დეტალი მოსთხოვეთ. რამდენი იურისტი აიყვანეს სამსახურში ხუთი წლის წინ? მათგან რამდენი მუშაობს კვლავ ფირმაში? ვინ იყვნენ ბოლო სამი იურისტი, რომლებმაც ფირმა დატოვეს? რას აკეთებენ ისინი ახლა? როგორ შეიძლება მათთან დაკავშირება?
შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოთ სამუშაო საათების მოთხოვნების შესახებ. ბევრი ფირმა გეტყვით, რომ მათ არ აქვთ საათების დადგენილი ნორმა. ეს ფირმები, სავარაუდოდ, იტყუებიან. თითქმის ყველა ფირმას აქვს ეს „ციფრი“. ზოგიერთ ფირმაში ის ფორმალურია და „იკბინება“: თუ მას ვერ შეასრულებ, სამსახურიდან გაგათავისუფლებენ. სხვაგან ეს დაუწერელი კანონია და, ძირითადად, იურისტის პარტნიორობისკენ სვლის საზომად გამოიყენება: თუ დადგენილ ზღვარს ვერ მიაღწევთ, არ გაგაგდებენ, მაგრამ პარტნიორები თქვენ გამო შეწუხდებიან. შეეცადეთ, გაიგოთ ფირმის „ციფრი“ და რას ნიშნავს ის. ამ საკითხზე პასუხისგან თავის არიდება თითქმის ყოველთვის ცუდის ნიშანია. ასევე, გაარკვიეთ, რა იგულისხმება ამ საათებში. ზოგიერთი ფირმა თვლის ყველა ჩაწერილ საათს, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს, როგორიცაა ბიზნესის განვითარებაზე ან ახალი კადრების მოზიდვაზე დახარჯული დრო; ზოგიერთ ფირმაში — პრო-ბონო სამუშაოც კი. სხვა ფირმები თვლიან მხოლოდ იმ საათებს, რომლებიც კლიენტს წარედგინება. და არის ფირმები, რომლებიც მხოლოდ „რეალიზებულ“ საათებს თვლიან;[379] თუ პარტნიორი გადაწყვეტს, რომ კლიენტს თქვენ მიერ პროექტზე დახარჯული ათი საათიდან მხოლოდ ექვსის საფასური გადაახდევინოს (იქნება ეს თქვენი არაეფექტიანობის თუ კლიენტის წუწუნის გამო), თქვენ მხოლოდ ექვსი საათი ჩაგეთვლებათ. მოკლედ, შეიძლება დიდი განსხვავება იყოს ფირმებს შორის, რომლებსაც ნომინალურად ერთნაირი მიზანი — წელიწადში 2000 ანაზღაურებადი საათი — აქვთ.
ფრთხილად უნდა იყოთ, როცა მომავალ დამსაქმებლებს ჩემ მიერ შემოთავაზებულ კითხვებს დაუსვამთ — და რაც უფრო დაბალია თქვენი აკადემიური მოსწრება, მით უფრო ფრთხილი უნდა იყოთ. არ გაწყობთ, მომავალმა დამსაქმებლებმა იფიქრონ, რომ ზარმაცი ხართ. კითხვებს სამუშაოს მოცულობაზე, საათებსა და ფირმიდან ახლახან წასულ იურისტებზე, თან უნდა ახლდეს შეკითხვები ფირმის ცხოვრების სხვა ასპექტების შესახებაც. იყავით თავაზიანი და არა აგრესიული. გამოიყენეთ იუმორი — გარდა იმ შემთხვევისა, თუ კარგი იუმორის გრძნობა არ გაქვთ; ამ შემთხვევაში, გახსოვდეთ, რომ თავაზიანი და არააგრესიული უნდა იყოთ. ყველაზე რთული კითხვები მას შემდეგ შემოინახეთ, რაც ფირმისგან სამსახურებრივ შემოთავაზებას მიიღებთ. თუმცა, ადრე თუ გვიან, რაიმე ფორმით, ეს კითხვები უნდა დაისვას.
თუ გონიერი მომხმარებელი იქნებით, მაშინ გექნებათ შანსი, განასხვავოთ კარგი იურიდიული ფირმა ცუდისგან. თუმცა, ძალიან დიდი მოლოდინებიც ნუ გექნებათ. როგორც უკვე ვრცლად ვისაუბრე, დიდი ფირმები არ არიან ისე მოწყობილი, რომ იურისტებს სრულფასოვანი ცხოვრების საშუალება მისცენ. ერთადერთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, დიდი ფირმის შემოსავალი დიდი ფირმისთვის დამახასიათებელი სამუშაო საათების გარეშე გამოიმუშაონ, არიან უმაღლესი რანგის პარტნიორები, რომლებიც ამ პირამიდის ხარჯზე ცხოვრობენ. საბოლოო ჯამში, ფირმის ცხოვრება ნიშნავს, დაახლოებით რვა წელი სხვების სასტიკი ექსპლუატაციის ობიექტად იყო, რათა მომდევნო რვა წელი ნაკლები ექსპლუატაციის პირობებში გაატარო, შემდეგი რვა წელი — ექსპლუატაციის გარეშე, და კარიერა სხვების ექსპლუატაციით დაასრულო.
4. ეთიკური ქცევის ჩვევის გამომუშავება
როგორც უკვე ავხსენი,[380] შეძლებთ თუ არა ეთიკურად მუშაობას, დიდწილად ასობით, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალზეა დამოკიდებული, რომლებსაც ყოველდღიურად, თითქმის დაუფიქრებლად აკეთებთ. იმისთვის, რომ ყოველდღიურად ეთიკურად მოიქცეთ, ამის ჩვევად ქცევაა საჭირო. ეთიკური ქცევის ჩვევის გამომუშავება არაფრით განსხვავდება ღვედის შეკვრისა და თითების ტკაცუნის ჩვევებისგან: ეს ძალიან ბევრჯერ უნდა გააკეთოთ. თუ ეთიკური იურიდიული პრაქტიკის განხორციელება გსურთ, ჯერ კიდევ სამართლის სკოლაში სწავლისას უნდა გადაწყვიტოთ, როგორი ადვოკატი გინდათ იყოთ, და შემდეგ ყოველთვის ისე უნდა მოიქცეთ, როგორც ეს ადვოკატი მოიქცეოდა. ყველგან. დიდ საქმეებშიც და პატარებშიც. არ გადადგათ პირველი ნაბიჯი არაეთიკურობისკენ. გარწმუნებთ — და გპირდებით — რომ პრაქტიკის პირველ წლებში, როდესაც მაგიდასთან, კალმით ხელში, ნამუშევარი საათების აღრიცხვას შეუდგებით, გაგიჩნდებათ ცდუნება, საათები გაბეროთ.[381] ნამუშევარი საათების გაბერვა „იდეალური დანაშაულია“;[382] ეს თქვენთვისაც და ფირმისთვისაც მომგებიანია და, პრაქტიკულად, არ არსებობს შანსი, რომ ვინმემ ეს გაიგოს.[383] ერთადერთი, რაც საათების გაბერვისგან შეგაკავებთ, თქვენი პირადი ღირსებაა.[384]
არასდროს გაბეროთ საათები — არც ერთხელ. და არ უთხრათ ტყუილები პარტნიორებს, კლიენტებს ან მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატებს. და არ მოატყუოთ მოსამართლეები თქვენი უფლებამოსილების თაობაზე. და არ დაარღვიოთ დანაპირები. და არ გააკეთოთ არაფერი, რაც ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებიც ახლა გაქვთ. და ბოლოს, როდესაც შეცდომას დაუშვებთ — როგორც მე დამმართნია და როგორც ყველა ადვოკატს მოსდის — ხელში აიყვანეთ თავი, წელში გაიმართეთ და ორმაგი მონდომებით განაგრძეთ ეთიკურად მოქცევის ჩვევის გამომუშავება.
V. დასკვნის ნაცვლად
სამწუხაროდ, ეს სტატია ილუსტრაციაა ნათქვამისა: „მოიქეცი ისე, როგორც გეუბნები და არა ისე, როგორც მე ვიქცევი“. როგორც ვთქვი, მოსამართლის თანაშემწედ მუშაობის დასრულების შემდეგ, კარიერა დიდ იურიდიულ ფირმაში დავიწყე და, ჩემი საუკეთესო განზრახვების მიუხედავად, მალევე აღმოვჩნდი ამ თამაშში ჩათრეული. ძალიან რთულია, წინააღმდეგობა გაუწიო იმ წნეხსა და ცდუნებას, რომელიც დიდი ფირმისკენ გიბიძგებს; ძალიან რთულია, თავიდან აიცილო ეს თამაში, როცა უკვე იქ მუშაობ; და ძალიან რთულია, თამაშს თავი დაანებო მას შემდეგ, რაც დიდ ფირმას დატოვებ. მე პირველ ორ ბრძოლაში დავმარცხდი და მესამეშიც დროდადრო ვმარცხდები. თუმცა, იმის საილუსტრაციოდ, რომ ცვლილებებისთვის არასდროს არის გვიან, თუნდაც იმდენჯერ დამარცხდე, რამდენჯერაც მე, მინდა ერთი რამ დაგიტოვოთ.
ჩემი ფირმა მოსარჩელის მთავარი წარმომადგენელი იყო Exxon Valdez-ის ნავთობის დაღვრის სასამართლო პროცესზე. 1994 წელს, როდესაც ჯერ კიდევ პარტნიორი ვიყავი, დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მოვიპოვეთ.[385] ჩვენ, პარტნიორებმა, ყველამ ვიცოდით, რომ თუ და როდესაც ამ თანხას მივიღებდით, ყველაზე უმცროსი პარტნიორის წილიც კი რამდენიმე ასეული ათასი დოლარი იქნებოდა. პარტნიორების უმეტესობა კი მილიონერი გახდებოდა.[386] რადგან მე და ჩემი მეუღლე ორივე პარტნიორები ვიყავით, ამ უზარმაზარი ნამცხვრიდან ორი ნაჭერი გვერგებოდა.
დაახლოებით იმ დროს, როდესაც Exxon Valdez-ის გადაწყვეტილება გამოცხადდა, მე და ჩემი მეუღლე ვგრძნობდით, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ისე არ მიდიოდა, როგორც გვსურდა. გამუდმებით ვმუშაობდით. მუდმივი წნეხის ქვეშ ვიყავით. მუდამ ვგრძნობდით დანაშაულს იმ სირთულეების გამო, რასაც ერთმანეთსა და ჩვენს შვილებს ვუქმნიდით. ჩვენი ცხოვრება არ ჰგავდა იმას, რაც წარმოგვედგინა. ჩვენ დავშორდით იმ პრინციპებს, რომლებზეც გავიზარდეთ.
1995 წლის დასაწყისში გადავწყვიტე, დამეტოვებინა დიდი ფირმის პრაქტიკა და უარი მეთქვა Exxon-ის ფულზე.[387] ჩვენ გადავწყვიტეთ, უარი გვეთქვა დიდ ფულზე უფრო სასიამოვნო და ნაკლებად სტრესული სამუშაოს, და ერთმანეთისა და ჩვენი შვილებისთვის მეტი დროის სანაცვლოდ.[388] ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ფული — თუნდაც ძალიან დიდი ფული.
მე არ ვამტკიცებ, რომ უდიდესი მსხვერპლი გავიღეთ. ჩვენ უარი ვთქვით დიდ ფულზე, მაგრამ მაინც სოლიდური ჰონორარი მივიღეთ და ძალიან კარგი სამსახური გვქონდა. არც იმას ვამტკიცებ, რომ თამაშს თავი დავანებეთ — რომ არაფერს ვნანობთ, რომ უკან არასდროს ვიხედებით და რომ ფულზე უკვე აღარ ვდარდობთ. არცერთი არ იქნებოდა სიმართლე. დაბალანსებული ცხოვრება და საკუთარი თავის წარმატების საკუთარი საზომით განსაზღვრა ცხოვრებისეული ბრძოლაა, და ის არ მთავრდება მხოლოდ იმიტომ, რომ დიდ ფირმას ტოვებ. ერთი რამ შემიძლია დაგპირდეთ, და ამაში ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ეს ის ბრძოლაა, რომელიც ნამდვილად ღირს.
სქოლიო
[231] იხ. Roger C. Cramton & Susan P. Koniak, Rule, Story, And Commitment In The Teaching Of Legal Ethics, 38 Wm. & Mary L. Rev. 145, 146-47 (1996) („იურიდიული ეთიკა რჩება იურიდიული განათლების ამოუხსნელ ამოცანად... ბევრი სამართლის სკოლის პროფესურა კვლავ დარწმუნებულია, რომ ამ საგნის სწავლება შეუძლებელია ან მისი სწავლება არ ღირს.“); David Luban & Michael Millemann, Good Judgment: Ethics Teaching In Dark Times, 9 Geo. J. Legal Ethics 31, 37-38 (1995) („იურიდიული ეთიკის კურსი არის — რეალურად რომ ვთქვათ — სასწავლო პროგრამის სუსტი წერტილი, ის სტუდენტებს ეზიზღებათ, მას ასწავლიან გადატვირთული დეკანები ან დაბალანაზღაურებადი დამხმარე პერსონალი და, ზოგადად, უგულებელყოფილია პროფესურის მიერ.“) (ციტირება გამოტოვებულია).
[232] იხ. ზოგადად Commission on Professionalism, ზემოთ ციტირებული 118; Section of Legal Educ. & Admissions to the Bar, American Bar Ass'n, Teaching And Learning Professionalism 2-5 (1996); Young Lawyers Div., ზემოთ ციტირებული 60, გვ. 33-34; Lawrence J. Fox et al., Report, Ethics: Beyond The Rules, Historical Preface, 67 Fordham L. Rev. 691, 691 (1998); Gordon, ზემოთ ციტირებული 125, გვ. 719, 736; McCarthy, ზემოთ ციტირებული 69, გვ. 1.
[233] იხ. Gary A. Hengstler, Vox Populi: The Public Perception Of Lawyers: ABA Poll, A.B.A. J., Sept. 1993, გვ. 60, 60-65 (ABA Poll); Chris Klein, Poll: Lawyers Not Liked, Nat'l L.J., Aug. 25, 1997, გვ. A6, A6 (Harris Poll); Leslie Mcaneny & Lydia Saad, Honesty & Ethics Poll: Pharmacists Strengthen Their Position As The Most Highly Rated Occupation, Gallup Poll Monthly, Dec. 1997, გვ. 21, 21 (Gallup Poll); Randall Samborn, Anti-Lawyer Attitude Up, Nat'l L.J., Aug. 9, 1993, გვ. A1, A1 (National Law Journal/West Publishing Co. Poll).
[234] Hengstler, ზემოთ ციტირებული 233, გვ. 62.
[235] წინა ციტირება.
[236] მოსამართლე ლორენს სილბერმანი ამტკიცებს, რომ იურიდიული ფირმები ფულის მოხვეჭით არიან შეპყრობილნი, რადგან საზოგადოება ადვოკატებზე დაბალი წარმოდგენისაა. იგი იმოწმებს ანთროპოლოგ რობერტ არდრის ნაშრომს, რომლის „თეზისიც ის იყო, რომ ადამიანებს, როგორც ძუძუმწოვრებს, ორი მამოძრავებელი ძალა აქვთ (ძირითადი ინსტინქტების გარდა): ქონების დაგროვებისა და სტატუსის მოპოვების სურვილი. ერთ-ერთის მოპოვების შესაძლებლობის შეზღუდვა მეორეს გაცილებით მნიშვნელოვანს გახდის.“ Silberman, ზემოთ ციტირებული 7, გვ. 615. მოსამართლე სილბერმანის მოსაზრებით, „როგორც კი საზოგადოებაში ადვოკატის როლი შემცირდა... ისინი უფრო მეტად გადაერთნენ ფულის კეთებაზე.“ იხ. წინა ციტირება.
[237] იმის გამო, რომ ბევრმა „წამყვანი იურიდიული ფირმის ნიჭიერმა პარტნიორმა“ იმდენი აშკარა ეთიკური დარღვევა ჩაიდინა, რომ ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის სასამართლო დავების სექციამ მოიწვია სამართლისა და სოციალური მეცნიერებების მკვლევართა სამუშაო ჯგუფი, ცნობილი, როგორც სამუშაო ჯგუფი „Ethics: Beyond The Rules“ — რათა შეესწავლათ დიდი იურიდიული ფირმების სასამართლო დავებზე მომუშავე იურისტები. Fox et al., ზემოთ ციტირებული 232, გვ. 691-92; იხ. ასევე Sarat, ზემოთ ციტირებული 123, გვ. 813-14. სამუშაო ჯგუფის წევრებმა გამოიყენეს „ფოკუსჯგუფების სერიები, ღია საუბრები და ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუები“, რათა შეეგროვებინათ ემპირიული მტკიცებულებები ქვეყნის უმსხვილესი იურიდიული ფირმების პარტნიორებისა და იურისტების დამოკიდებულებებისა და ქცევის შესახებ, რომლებიც სასამართლო დავებზე მუშაობენ. Suchman, ზემოთ ციტირებული 172, გვ. 838. სამუშაო ჯგუფის თითოეულმა წევრმა თავისი წინასწარი დასკვნები ცალკე ნაშრომის სახით წარმოადგინა და ეს ნაშრომები გამოქვეყნდა Fordham Law Review-ში. იხ. ზოგადად Report, Ethics: Beyond The Rules, 67 Fordham L. Rev. 691 (1998).
[238] Model Rules Of Professional Conduct (1983).
[239] Model Code Of Professional Responsibility (1969).
[240] მოდელის წესები მიღებულ იქნა შტატების თითქმის 4/5-ში (ხშირად მოდიფიკაციებით), მაშინ, როცა მოდელის კოდექსი ძალაშია შტატების თითქმის 1/5-ში (აქაც, ხშირად გარკვეული მოდიფიკაციებით). იხ. Law. Man. on Prof. Conduct (ABA/BNA), გვ. 01:101, 01:301 (1997).
[241] იხ. Frenkel et al., ზემოთ ციტირებული 120, გვ. 705-06.
[242] თუ მათი დაწერილი წიგნებითა და სტატიებით ვიმსჯელებთ, აკადემიური წრეების წამყვანი მკვლევარები იურიდიული ეთიკის სფეროში ეწინააღმდეგებიან ზეწოლას, რომ სტუდენტებს მხოლოდ ეთიკის წესები ასწავლონ. თუმცა, ბევრ სამართლის სკოლაში პროფესიული პასუხისმგებლობის კურსს არ ასწავლიან წამყვანი სპეციალისტები — ამის ნაცვლად, კურსები მიჰყავთ „გადატვირთულ დეკანებს ან დაბალანაზღაურებად დამხმარე პერსონალს“. Luban & Millemann, ზემოთ ციტირებული 231, გვ. 37-38.
[243] „იმ მმართველობითი სტრუქტურისგან განსხვავებით, რომელიც სხვა ქვეყნებსა და სხვა პროფესიებში არსებობს, ამერიკის იურიდიულ პროფესიაში რეგულირება თითქმის ექსკლუზიურად თავად რეგულირებადი ჯგუფის ხელში რჩება... კომიტეტს, რომელმაც პროფესიული პასუხისმგებლობის კოდექსი შეიმუშავა, არც ერთი გარეშე პირი არ ჰყოლია წევრად; 13-კაციან კომისიას, რომელმაც მოდელის წესები შეიმუშავა — მხოლოდ ერთი ჰყავდა.“ Rhode, ზემოთ ციტირებული 137, გვ. 687.
[244] Hengstler, ზემოთ ციტირებული 233, გვ. 62.
[245] იხ. ქვემოთ ციტირებული 251-52 და თანმხლები ტექსტი. მე ვეთანხმები დებორა როუდს, რომ:
„ადვოკატების უმრავლესობას სურს პროცესი, რომელიც საკმარისად განმარტებითია იმისთვის, რომ დაიცვას კლიენტის ინტერესები და პროფესიის საჯარო იმიჯი, და შეაჩეროს უფრო მეტად შემზღუდავი სახელმწიფო რეგულაციები. თუმცა, ძალიან ცოტა ადვოკატი უჭერს მხარს სისტემას, რომელიც არსებითად გაზრდიდა პასუხისმგებლობის ხარისხს, გააფართოებდა საკუთარ ქმედებებზე ზედამხედველობას, ან სერიოზული სანქციის მნიშვნელოვან რისკს შექმნიდა.“
Rhode, ზემოთ ციტირებული 137, გვ. 694.
[246] Rhode, ზემოთ ციტირებული 137, გვ. 730.
[247] Frenkel et al., ზემოთ ციტირებული 120, გვ. 703; იხ. ასევე Gordon, ზემოთ ციტირებული 125, გვ. 710, 732; Messikomer, ზემოთ ციტირებული 118, გვ. 743.
[248] Rhode, ზემოთ ციტირებული 137, გვ. 675.
[249] Messikomer, ზემოთ ციტირებული 118, გვ. 760.
[250] Margaret Steinfels, The Catholic Intellectual Tradition, 25 Origins 169, 173 (1995).
[251] იხ. Gordon, ზემოთ ციტირებული 125, გვ. 711.
[252] იხ. Cramton & Koniak, ზემოთ ციტირებული 231, გვ. 172.
[253] იხ. Frenkel et al., ზემოთ ციტირებული 120, გვ. 706 („იმ პირობებში, რომლებშიც ადვოკატები ყოველდღიურად იღებენ გადაწყვეტილებებს, სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება მშვიდი და დაფიქრებული ანალიზი.“); Gordon, ზემოთ ციტირებული 125, გვ. 717 („დიდ ფირმაში ყველა გრძნობს წნეხს გაზრდილი სამუშაო საათებისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების გამო, რომლებიც ხშირად შესაბამისი დასვენებისა და ფიქრის გარეშე კეთდება: ძალიან ბევრი საქმეა და ფიქრის დრო არ რჩება.“) (ციტირება გამოტოვებულია); Nelson, ზემოთ ციტირებული 118, გვ. 783 („ადვოკატები თანხმდებიან, რომ სასამართლო დავების ბევრი სპეციალისტი დიდ წნეხში ცხოვრობს დროის ნაკლებობის გამო და, შესაბამისად, ხშირად არ აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ გააანალიზონ თავიანთი მოქმედებები.“).
[254] მე ამ იდეას უფრო ვრცლად ვიცავ ნაშრომში Schiltz, ზემოთ ციტირებული 5, გვ. 713-20.
[255] Kelly, ზემოთ ციტირებული 7, გვ. 18 („სააგენტოს, დეპარტამენტის ან ფირმის კულტურა ან შიდა წესები დომინანტურ როლს ასრულებს იმაში, თუ როგორ მუშაობენ მისი იურისტები. ორგანიზაცია ძალიან დიდ გავლენას ახდენს იურისტების ცხოვრებაზე.“); იხ. ასევე Frenkel et al., ზემოთ ციტირებული 120, გვ. 698 (აღწერს კვლევის შედეგებს, რომ „გარემო, რომელშიც ადვოკატები საქმიანობენ, არის ყველაზე ძლიერი, კონტექსტუალური ფაქტორი პროფესიონალიზმის გამოვლენისთვის“).
[256] რეალურად, ვიღაცამ შეიძლება ეს გითხრათ კიდეც. იხ. Gordon, ზემოთ ციტირებული 125, გვ. 718:
„იურისტი, რომელიც პროტესტს გამოხატავს ეთიკური საკითხების გამო, ან უბრალოდ შეკითხვას სვამს იმასთან დაკავშირებით, რაც პარტნიორს ან კლიენტს სურს, რისკავს, რომ რთულ და კონფლიქტურ პიროვნებად ჩაითვალოს... იურისტი, რომლის ეთიკური შეხედულებებიც კლიენტის წყენის ან მისი დაკარგვის საფრთხეს ქმნის, ფირმაში დიდხანს ვერ ძლებს.“
[257] იხ. Messikomer, ზემოთ ციტირებული 118, გვ. 759 (აღწერს, თუ როგორ იძენენ და სწავლობენ დიდი ფირმის იურისტები „ცოდნას, ტექნიკას, ნორმებს, წესებსა და ქცევით ჩვევებს“ „ოსმოსის“ პროცესის მეშვეობით“) (ციტირება გამოტოვებულია).
[258] Galanter & Palay, ზემოთ ციტირებული 1, გვ. 69 (ციტირებს Paul Hoffman, Lions In The Street: The Inside Story Of The Great Wall Street Firms 71 (1973)).
[259] Kelly, ზემოთ ციტირებული 7, გვ. 170.
[260] იხ. მაგალითად, Edward A. Adams, Have Go-Go '80s Returned?, Nat'l L.J., Sept. 1, 1997, გვ. A4, A4; Harvey Berkman, Starr Keeps Going And Going, Nat'l L.J., Sept. 29, 1997, გვ. A4, A4; Lisa Brennan, N.Y. Firms Grab Jersey Lawyers, Nat'l L.J., June 22, 1998, გვ. A6, A6; Cynthia Cotts, How Firms Keep Their Associates On The Job, Nat'l L.J., June 8, 1998, გვ. A1, A1; Eric Herman, The Stealth Firm, Am. Law., Sept. 1997, გვ. 59, 59; Morris, ზემოთ ციტირებული 198, გვ. 13; Amy Schroeder, For Top GCs, 1996 Was A Lucrative Year, Am. Law., July/Aug. 1997, გვ. 36, 36; Amy Singer, The Next Face Of Cravath?, Am. Law., May 1997, გვ. 45, 45; Darryl Van Duch, Merrill Deal Paves Way For New ADR, Nat'l L.J., May 18, 1998, გვ. B1, B1; Bob Van Voris, Secondhand Smoke Deal Draws Fire, Nat'l L.J., Oct. 27, 1997, გვ. A7, A7; Nicholas Varchaver, What Have You Done For Me Laterally?, Am. Law., June 1996, გვ. 74, 74.
[261] იხ. მაგალითად, Fisk, ზემოთ ციტირებული 177, გვ. B11; The Am Law 100, Am. Law., July/Aug. 1998 (ჩანართი); The NLJ 250: 20th Annual Survey, Nat'l L.J., Nov. 10, 1997, გვ. C5.
[262] იხ. Fisk, ზემოთ ციტირებული 177, გვ. B11.
[263] იხ. წინა ციტირება.
[264] იხ. წინა ციტირება, გვ. B10.
[265] რამდენიმე მკვლევარმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროექტში Ethics: Beyond The Rules (იხ. ზემოთ ციტირებული 237), აღნიშნა, რომ „კავშირის ნაკლებობაა“ დიდი ფირმის სასამართლო დავებზე მომუშავე ადვოკატების ყოველდღიურ საქმიანობასა და „ადვოკატების მორალურ შეხედულებებს შორის.“ Frenkel et al., ზემოთ ციტირებული 120, გვ. 706. სხვა სიტყვებით, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვეულებრივ „მორალის შეგრძნებას“, რომელსაც ადვოკატები თავიანთ პირად ცხოვრებაში იყენებენ, ძალიან მცირე გავლენა აქვს მათ პროფესიულ ცხოვრებაზე, და — როგორც ზემოთ აღვნიშნე, დიდი ფირმების კულტურა ახალგაზრდა ადვოკატებს დროთა განმავლობაში აიძულებს, საკუთარი ღირებულებები სისტემის ღირებულებებით ჩაანაცვლონ — მკვლევარებმაც აღმოაჩინეს, რომ „მორალური პასუხისმგებლობა ფორმალური წესების დაცვის მიღმა... უფრო მეტად ასოცირებულ იურისტებში გვხვდება, ვიდრე პარტნიორებში.“ იხ. წინა ციტირება.
[266] Nielsen, ზემოთ ციტირებული 64, გვ. 371.
[267] ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ მუდმივი მუშაობის წნეხი ყველაზე მძაფრია იმ იურისტებისთვის, რომლებიც 30-დან 40 წლამდე ასაკის არიან. ეს, რა თქმა უნდა, ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ადამიანების უმრავლესობა ცდილობს დაქორწინებასა და ოჯახის შექმნას. ეს არის, გარკვეული გაგებით, ადვოკატის „ფორმაციული წლები“, რაც განსაზღვრავს მის მთელ დარჩენილ კარიერასა და ცხოვრებას. ეს განსაკუთრებით ცუდი დროა პირადი ცხოვრების უგულებელყოფისთვის. უნდა აღვნიშნო ერთი სხვა ფაქტიც: ეს პერიოდი, ფაქტობრივად, ერთადერთი დროა, როდესაც ქალ ადვოკატებს შეუძლიათ შვილების გაჩენა. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაც ადვოკატებს ისევე კარგად შეუძლიათ შვილების აღზრდა, როგორც ქალ ადვოკატებს, „ბავშვების მოვლა კვლავ უპირატესად დედების საქმედ რჩება, თუნდაც დედა ადვოკატი იყოს.“ Rebecca Korzec, Working On The „Mommy-Track“: Motherhood And Women Lawyers, 8 Hastings Women's L.J. 117, 117 (1997); იხ. ასევე Robert L. Nelson, The Futures Of American Lawyers: A Demographic Profile Of A Changing Profession In A Changing Society, 44 Case W. Res. L. Rev. 345, 380 (1994) („არაერთი კვლევა ადგენს, რომ დაქორწინებული ქალი ადვოკატები, რომლებსაც შვილები ჰყავთ, უმთავრესად თავად არიან პასუხისმგებელნი ბავშვის მოვლაზე.“). შედეგად, დიდი ფირმის ცხოვრება ქალ ადვოკატებს აიძულებს იმას, რასაც იგი არ აიძულებს მამაკაცებს: მათ შეუძლიათ განაგრძონ სვლა პარტნიორობისკენ მიმავალ გზაზე, ან გაზარდონ შვილები, თუმცა მათ არ შეუძლიათ ორივეს გაკეთება. იხ. University of Michigan Law School, ზემოთ ციტირებული 73, გვ. 13 (იტყობინება, რომ სწავლის დასრულებიდან 5 წლის შემდეგ, მიჩიგანის სამართლის სკოლის ქალი კურსდამთავრებულების თითქმის 50% ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა ან საერთოდ არ მუშაობდა, მაშინ როცა „შვილებიან მამაკაცებს შორის არც ერთი არ მუშაობდა ნახევარ განაკვეთზე ან არ იყო დაუსაქმებელი ბავშვის მოვლის გამო“). ამ და მრავალი სხვა მიზეზით, ის საშინელი ფასი, რასაც დიდი ფირმის პრაქტიკა ახდევინებს ახალგაზრდა ადვოკატებს, რამდენჯერმე უფრო მძიმეა ქალი ადვოკატებისთვის. იხ. ზოგადად Epstein, ზემოთ ციტირებული 172; Mona Harrington, Women Lawyers: Rewriting The Rules (1994); Leslie Bender, Sex Discrimination or Gender Inequality?, 57 Fordham L. Rev. 941 (1989); Cynthia Fuchs Epstein et al., Glass Ceilings And Open Doors: Women's Advancement In The Legal Profession, 64 Fordham L. Rev. 291 (1995); S. Elizabeth Foster, The Glass Ceiling In The Legal Profession: Why Do Law Firms Still Have So Few Female Partners?, 42 UCLA L. Rev. 1631 (1995); Kaye, ზემოთ ციტირებული 136; Note, ზემოთ ციტირებული 127.
[268] რამდენადაც დიდი ფირმის კულტურა პასუხისმგებელია ადვოკატების ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის გაუარესებაზე, მით უფრო სავარაუდოა, რომ ადვოკატები არაეთიკურად მოიქცევიან, ამ სიტყვის ყველაზე ვიწრო გაგებით — ვერ დაიცავენ პროფესიული პასუხისმგებლობის ფორმალურ წესებს. ადვოკატების წინააღმდეგ დისციპლინური ზომების დიდი უმრავლესობა გამოწვეულია ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკების მოხმარებით ან ფსიქიკური დაავადებებით. იხ. Michael A. Bloom & Carol Lynn Wallinger, Lawyers And Alcoholism: Is It Time For A New Approach?, 61 Temp. L. Rev. 1409, 1413 (1988) (ითვლის, რომ ადვოკატების წინააღმდეგ დისციპლინური ზომების 50-70% დაკავშირებულია ალკოჰოლიზმთან); John Mixon & Robert P. Schuwerk, The Personal Dimension Of Professional Responsibility, 58 Law & Contemp. Probs. 87, 96 (1995) (ითვლის, რომ ქვეყნის მასშტაბით ადვოკატების წინააღმდეგ მიმართული დისციპლინური საჩივრები და სარჩელები დაკავშირებულია ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასთან და ფსიქიკურ დაავადებებთან); Patricia Sue Hell, Comment, Tending The Bar In Texas: Alcoholism As A Mitigating factor In Attorney Discipline, 24 St. Mary's L.J. 1263, 1265 & n.6 (1993) (იტყობინება, რომ არაერთი შტატის ადვოკატთა ასოციაციის კვლევის მიხედვით, დისციპლინური საქმეების უმრავლესობა გამოწვეულია ალკოჰოლიზმითა და ქიმიური დამოკიდებულებით).
[269] Gordon, ზემოთ ციტირებული 125, გვ. 735; იხ. ასევე Suchman, ზემოთ ციტირებული 172, გვ. 860 (იტყობინება, რომ დიდი ფირმის სასამართლო პროცესებზე მომუშავე იურისტების თქმით, ფირმის შიდა სამოტივაციო სისტემების ბევრი დეტალი, როგორიცაა „ფინანსური წნეხი, კონკურენტული კომპენსაცია, უფრო დიდი აქცენტი შედეგებზე და შეფასებისას უპირატესობის მინიჭება აგრესიულობისთვის“, „შექმნილია იმისთვის, რომ დააჯილდოვოს ისეთი ქმედება, რაც, საუკეთესო შემთხვევაში, ეთიკურობასთან კავშირში არ არის, ხოლო უარეს შემთხვევაში — ანადგურებს მას.“).
[270] Bogus, ზემოთ ციტირებული 68, გვ. 922.
[271] იხ. Rhode, ზემოთ ციტირებული 137, გვ. 679 (მიუთითებს, რომ „ზოგიერთი თვისებრივი კვლევა აჩვენებს, რომ ადვოკატების „კრეატიული ანაზღაურების“ პრაქტიკა ხშირად თაღლითობაა ან უახლოვდება თაღლითობის ზღვარს: საათების გაბერვა, ერთი და იმავე სამუშაოსთვის ორი კლიენტისგან თანხის აღება, ანგარიშ-ფაქტურებში ბუნდოვანი აღწერილობა და სხვა.“). ადვოკატების მიერ ნამუშევარი საათების გაბერვაზე სახალისო არგუმენტები იხილეთ ზოგადად The Rodent, ზემოთ ციტირებული 177, გვ. 89-115. ნაკლებად სახუმარო, თუმცა არსებითი არგუმენტები იხილეთ ზოგადად Symposium, Unethical Billing Practices, 50 Rutgers L. Rev. 2151 (1998).
[272] იხ. Lisa G. Lerman, Lying To Clients, 138 U. Pa. L. Rev. 659, 706-07, 710, 716-17 (1990).
[273] იხ. ზემოთ ციტირებული 237.
[274] Frenkel et al., ზემოთ ციტირებული 120, გვ. 705; იხ. ასევე Gordon, ზემოთ ციტირებული 125, გვ. 717; Nelson, ზემოთ ციტირებული 118, გვ. 792; Sarat, ზემოთ ციტირებული 123, გვ. 824-25, 827-28; Suchman, ზემოთ ციტირებული 172, გვ. 857, 864.
[275] Frenkel et al., ზემოთ ციტირებული 120, გვ. 705.
[276] იხ. წინა ციტირება; Douglas N. Frenkel, Ethics: Beyond The Rules — Questions And Possible Responses, 67 Fordham L. Rev. 875, 880 (1998); Suchman, ზემოთ ციტირებული 172, გვ. 868.
[277] იხ. ზოგადად, მაგალითად, Jonathan L. Freedman, Happy People: What Happiness Is, Who Has It, And Why 133-51 (1978); David G. Myers, The Pursuit Of Happiness (1992); David Lykken & Auke Tellegen, Happiness Is A Stochastic Phenomenon, 7 Psychol. Sci. 186 (1996); Myers & Diener, ზემოთ ციტირებული 37; Rhode, ზემოთ ციტირებული 136, გვ. 310-11; Daniel Goleman, Forget Money; Nothing Can Buy Happiness, Some Researchers Say, N.Y. Times, July 16, 1996, გვ. C1; Lane, ზემოთ ციტირებული 167; Dan Seligman, Why More Money Won't Buy You Happiness, Med. Econ., Sept. 8, 1997, გვ. 207, 207.
[278] იხ. ზოგადად Lykken & Tellegen, ზემოთ ციტირებული 277; Goleman, ზემოთ ციტირებული 277; Lane, ზემოთ ციტირებული 167, გვ. 58-59; Seligman, ზემოთ ციტირებული 277, გვ. 214.
[279] Myers & Diener, ზემოთ ციტირებული 37, გვ. 13.
[280] იხ. წინა ციტირება; Rhode, ზემოთ ციტირებული 136, გვ. 310-11; Lane, ზემოთ ციტირებული 167, გვ. 61; Seligman, ზემოთ ციტირებული 277, გვ. 207-08.
[281] Philip Brickman & Donald T. Campbell, Hedonic Relativism And Planning The Good Society, In Adaptation-Level Theory: A Symposium 287, 289 (M.H. Appley ed., 1971).
[282] იხ. Task Force on Professional Fulfillment, ზემოთ ციტირებული 101, გვ. 2-3:
„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ირონიული დასკვნა, რაც სამუშაო ჯგუფმა გააკეთა, იყო იმ ჭეშმარიტების ხელახლა დადასტურება, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი. სამუშაო ჯგუფის რვა ქვეკომიტეტიდან, დიდი ფირმების იურისტებმა გამოთქვეს ყველაზე დიდი უკმაყოფილება... ირონიულია, რომ დიდი ფირმის მაღალანაზღაურებადი, მაგრამ უბედური იურისტებისგან განსხვავებით, პატარა ფირმებისა და ინდივიდუალური პრაქტიკოსები პროფესიულად ყველაზე კმაყოფილები არიან, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში ხშირად ფინანსურ სირთულეებს აწყდებიან.“
[283] North Carolina Bar Ass'n, ზემოთ ციტირებული 23, გვ. 11.
[284] ადვოკატი, რომელიც მუშაობს თვეში 225 საათს, დაახლოებით 150 საათის დარიცხვას მოახერხებს თვეში, ანუ 1800 საათისას წელიწადში. იხ. ზემოთ ციტირებული 166 და თანმხლები ტექსტი.
[285] გვ. 369.
[286] იხ. Brickman & Campbell, ზემოთ ციტირებული 281, გვ. 300 („შესაძლოა, ადამიანის ბედნიერების დონის ამაღლების სხვა გზა არც არსებობს, გარდა კომფორტის ზონიდან კოლექტიური გამოსვლისა. ეს, რა თქმა უნდა, არის სტოიკოსების, ეპიკურელების, ბუდას, ქრისტეს, თოროსა და ყველა დროის ბრძენკაცების ისტორიული გაკვეთილი.“).
[287] NALP Found. for Research & Educ., ზემოთ ციტირებული 127, გვ. 21-22.
[288] Granfield, ზემოთ ციტირებული 179, გვ. 147; იხ. ასევე Richard D. Kahlenberg, Broken Contract: A Memoir Of Harvard Law School 118 (1992) („ყველა აპირებდა ფირმაში წასვლას, მათ შორის ყველაზე რადიკალურებიც კი. და თუ ყველა ასე იქცევა, ესე იგი, ეს სწორია, არა?“).
[289] იხ. Granfield, ზემოთ ციტირებული 179, გვ. 141-42, 143-67; Kahlenberg, ზემოთ ციტირებული 288, გვ. 93-118; North Carolina Bar Ass'n, ზემოთ ციტირებული 23, გვ. 23; D'alemberte, ზემოთ ციტირებული 6, გვ. 4, 7, 11, 13; Duncan Kennedy, Legal Education And The Reproduction Of Hierarchy, 32 J. Legal Educ. 591, 601-02 (1982); Frank J. Macchiarola & Joseph Scanlon, Lawyers In The Public Service And The Role Of Law Schools, 19 Fordham Urb. L.J. 695, 701-03 (1992); Schechter, ზემოთ ციტირებული 175, გვ. 385-86; James M. Wakefield, Note, Attitudes, Ideals, And The Practice Of Environmental Law, 10 UCLA J. Envtl. L. & Pol'y 169, 187-88 (1991); Note, ზემოთ ციტირებული 229, გვ. 2032-33, 2034-35.
[290] Henry Rose, Law Schools Are Failing To Teach Students To Do Good, Chi. Trib., July 11, 1990, გვ. 17.
[291] Rhode, ზემოთ ციტირებული 136, გვ. 309.
[292] იხ. წინა ციტირება.
[293] კვლევა, რომელიც National Association for Law Placement-მა მოამზადა და რომელმაც 1988-1996 წლებში 150 სხვადასხვა ზომის ფირმის მიერ დაქირავებული 10,000-მდე იურისტი შეისწავლა, მიუთითებს, რომ:
„თითქმის ყოველი მეთერთმეტე (9.2%) ტოვებდა ფირმას სამუშაოს დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში. კადრების გადინების ტემპი გაორმაგდა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, შედეგად, სამ წელიწადში ფირმის ახალი იურისტების 43%-მა ის დატოვა... ახალი იურისტების დაახლოებით ორმა მესამედმა ფირმა ხუთ წელიწადში დატოვა, სამმა მეოთხედმა კი — შვიდ წელიწადში.“
NALP Found. for Research & Educ., ზემოთ ციტირებული 127, გვ. 53. ჩიკაგოში დიდი ფირმების შესახებ ჩატარებულმა კვლევამ კიდევ უფრო დრამატული შედეგები აჩვენა: დიდი ფირმების იურისტების 18%-მა სამსახური 1 წელიწადში დატოვა, 30%-მა — ორ წელიწადში, 50%-ზე მეტმა კი — ოთხ წელიწადში. იხ. Nelson, ზემოთ ციტირებული 110, გვ. 137. მიჩიგანის სამართლის სკოლის კვლევამ აჩვენა, რომ 1996 წლისთვის, 1991 წლის კურსდამთავრებულთა შორის მხოლოდ 38% დარჩა იმავე სამსახურში, რომელშიც სწავლის (ან, შესაბამის შემთხვევაში, მოსამართლის თანაშემწედ მუშაობის) დასრულების შემდეგ დაიწყო მუშაობა. ამავდროულად, კურსდამთავრებულების 30% უკვე მესამე ან უფრო მეტ სამსახურში მუშაობდა სწავლის დამთავრებიდან ხუთი წლის განმავლობაში. იხ. University of Michigan Law School, ზემოთ ციტირებული 73, გვ. 6. იურიდიული პროფესია, საერთო ჯამში, განიცდის ლატერალური გადაადგილებების ზრდას, იხ. Galanter & Palay, ზემოთ ციტირებული 1, გვ. 54-55; Kronman, ზემოთ ციტირებული 127, გვ. 277-78; Holmes, ზემოთ ციტირებული 127, გვ. 23; Chris Klein, Associate Job 1: Land Clients, Nat'l L.J., Mar. 31, 1997, გვ. A1, A25, და იურისტების კადრების გადინების მაჩვენებელი — განსაკუთრებით დიდ ფირმებში — ძალიან მაღალია, იხ. Galanter & Palay, ზემოთ ციტირებული 1, გვ. 54-55; Nelson, ზემოთ ციტირებული 110, გვ. 139; Holmes, ზემოთ ციტირებული 127, გვ. 23.
[294] Hansen, ზემოთ ციტირებული 177, გვ. 25.
[295] იხ. მაგალითად, Granfield, ზემოთ ციტირებული 179, გვ. 160-61.
[296] იხ. Wilkins & Gulati, ზემოთ ციტირებული 152, გვ. 1642 („ბევრ იურიდიულ ფირმაში ამჟამად მიღებული პრაქტიკაა, რომ ინტერვიუერები ახალგაზრდა ადვოკატებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ ისინი ფირმას უნდა შეუერთდნენ „ტრენინგისთვის“, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე წლით დარჩენას გეგმავდნენ.“).
[297] იხ. Gordon, ზემოთ ციტირებული 125, გვ. 726; Nelson, ზემოთ ციტირებული 118, გვ. 802.
[298] იხ. Messikomer, ზემოთ ციტირებული 118, გვ. 765.
[299] იხ. Schiltz, ზემოთ ციტირებული 5, გვ. 739-46; იხ. ასევე Frenkel, ზემოთ ციტირებული 276, გვ. 878, 881; Messikomer, ზემოთ ციტირებული 118, გვ. 752; Nelson, ზემოთ ციტირებული 118, გვ. 784; Sarat, ზემოთ ციტირებული 123, გვ. 824-25; Suchman, ზემოთ ციტირებული 172, გვ. 864.
[300] იხ. NALP Found. for Research & Educ., ზემოთ ციტირებული 127, გვ. 105-06; Task Force on Professional Fulfillment, ზემოთ ციტირებული 101, გვ. 9-10; Holmes, ზემოთ ციტირებული 127, გვ. 16; Suchman, ზემოთ ციტირებული 172, გვ. 862; Ruth Hochberger, Money Can't Buy Job Satisfaction, Nat'l L.J., Sept. 1, 1986, გვ. 13, 13.
[301] დევიდ უილკინსი და მიტუ გულატი აღწერენ, რომ დიდი ფირმები იურისტებისთვის ორგვარ დავალებებს ამზადებენ: „სასწავლო სამუშაო“ (ეს არის სამუშაო, რომელიც საინტერესოა, ავითარებს ადვოკატის უნარ-ჩვევებსა და განსჯის უნარს და ეხმარება ადვოკატებს, ჩამოაყალიბონ ძლიერი ურთიერთობები უფროს კოლეგებთან) და „ქაღალდის სამუშაო“ (ეს არის მოსაწყენი დავალება, რომელიც თითქმის არაფერს აკეთებს ახალგაზრდა ადვოკატების უნარ-ჩვევებისა და განსჯის უნარის განსავითარებლად და რომელიც პარტნიორებთან კონტაქტის ნაკლებ შესაძლებლობას იძლევა). იხ. Wilkins & Gulati, ზემოთ ციტირებული 152, გვ. 1608-10. უილკინსი და გულატი ასევე აღწერენ, თუ როგორ ნაწილდება დიდ ფირმებში მოსაწყენი სამუშაო ბევრ იურისტზე, რომლებსაც პარტნიორობა არ უწერიათ, მაშინ, როცა საინტერესო სამუშაო იმ იურისტებისკენ მიემართება, რომლებსაც პარტნიორად გახდომის შანსი აქვთ. იხ. წინა ციტირება, გვ. 1610-13.
[302] იხ. University of Michigan Law School, ზემოთ ციტირებული 73, გვ. 9, ცხრილი 3.
[303] იხ. Kronman, ზემოთ ციტირებული 127, გვ. 275-76; Section of Legal Educ. & Admissions to the Bar, ზემოთ ციტირებული 191, გვ. 40-46; Young Lawyers Div., ზემოთ ციტირებული 60, გვ. 14; Roger C. Cramton, Delivery Of Legal Services To Ordinary Americans, 44 Case W. Res. L. Rev. 531, 608 (1994) (აღნიშნავს, რომ „ინდივიდუალური ადვოკატები სულ უფრო მეტს იგებენ სულ უფრო ნაკლებზე“); Rhode, ზემოთ ციტირებული 137, გვ. 680 (აღწერს „ერას, რომელიც სულ უფრო სპეციალიზებული ხდება, სადაც ადვოკატებმა იციან სულ უფრო მეტი სულ უფრო ნაკლებზე“).
[304] Hildebrandt, ზემოთ ციტირებული 104, გვ. 5.
[305] Galanter & Palay, ზემოთ ციტირებული 1, გვ. 50.
[306] Kelly, ზემოთ ციტირებული 7, გვ. 175. კელის თანახმად, ეს „ნაწილობრივ არის მიზეზი იმისა, თუ რატომ გახდა კორპორაციული იურისტის პოზიცია ასეთი პოპულარული [დიდი ფირმის სამსახურთან შედარებით]: რადგან ის კლიენტთან თანამშრომლობას გულისხმობს, ეპიზოდური ხანძრების ჩაქრობისა და ტექნიკური მომსახურებისგან განსხვავებით.“ წინა ციტირება, გვ. 177.
[307] იხ. Suchman, ზემოთ ციტირებული 172, გვ. 868 (იტყობინება, რომ „ამჟამინდელი ტენდენცია“ დიდი ფირმების სასამართლო დავებზე მომუშავე იურისტებს შორის კარგად აისახება დიდი ფირმის პარტნიორის ერთ განცხადებაში: „მე ძალიან ცოტა ვიცი ჩემი პარტნიორების შესახებ, გარდა იმისა, რაც მათზე სხვა ფირმებიდან მესმის.“).
[308] Klein, ზემოთ ციტირებული 112, გვ. A24.
[309] წინა ციტირება, გვ. A25.
[310] North Carolina Bar Ass'n, ზემოთ ციტირებული 23, გვ. 19.
[311] იხ. ზემოთ ციტირებული 237.
[312] Suchman, ზემოთ ციტირებული 172, გვ. 863.
[313] იხ. Task Force on Professional Fulfillment, ზემოთ ციტირებული 101.
[314] წინა ციტირება, გვ. iii.
[315] წინა ციტირება.
[316] წინა ციტირება, გვ. 5.
[317] იხ. წინა ციტირება, გვ. 6.
[318] იხ. Holmes, ზემოთ ციტირებული 127, გვ. 15.
[319] Task Force on Professional Fulfillment, ზემოთ ციტირებული 101, გვ. 6.
[320] იხ. Wilkins & Gulati, ზემოთ ციტირებული 152, გვ. 1603.
[321] იხ. წინა ციტირება, გვ. 1592 („იურისტების შეფასება დიდ ფირმაში ძალიან იშვიათია და, როდესაც ხდება, ძალიან ზედაპირულია.“); წინა ციტირება, გვ. 1666 („ახალგაზრდა ადვოკატების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს თავიანთ პარტნიორობის შანსებზე.“).
[322] Task Force on Professional Fulfillment, ზემოთ ციტირებული 101, გვ. 8-9.
[323] ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის „Ethics: Beyond The Rules“ პროექტში მონაწილე ყველა მკვლევარმა აღნიშნა „უფროსი და უმცროსი იურისტების ძალიან განსხვავებული წარმოდგენები იმ გარემოსთან დაკავშირებით, რაც მათ ფირმაშია, და ასევე წარმოდგენები პრობლემების გადაჭრის გზებზე.“ Frenkel et al., ზემოთ ციტირებული 120, გვ. 705; იხ. ასევე Messikomer, ზემოთ ციტირებული 118, გვ. 747-48; Nelson, ზემოთ ციტირებული 118, გვ. 794; Sarat, ზემოთ ციტირებული 123, გვ. 826; Suchman, ზემოთ ციტირებული 172, გვ. 844-45.
[324] მიჩიგანის სამართლის სკოლის კვლევა იტყობინება შემდეგს: ფირმებში მომუშავეთათვის, და განსაკუთრებით დიდ იურიდიულ ფირმებში, შემოსავლით კმაყოფილება არ შემცირებულა. რეალურად, ეს მაჩვენებელი მაღალი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ საერთო კმაყოფილებამ იკლო. (ფული, როგორც ჩანს, ბედნიერებას ვერ ყიდულობს.) მეორე მხრივ, ამ პერიოდში, სწავლის დასრულებიდან ხუთი წლის შემდეგ კურსდამთავრებულებისთვის სწრაფი ტემპით შემცირდა სამუშაოს ინტელექტუალური სირთულით კმაყოფილება, პირადი და პროფესიული ცხოვრების ბალანსით კმაყოფილება და იმის აღქმა, თუ რამდენად სასარგებლოა მათი საქმიანობა საზოგადოებისთვის. ასევე მკვეთრად შემცირდა იმ იურისტების რიცხვი, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ხუთი წლის შემდეგაც იმავე ფირმაში იმუშავებენ. University of Michigan Law School, ზემოთ ციტირებული 73, გვ. 16.
[325] Klein, ზემოთ ციტირებული 112, გვ. A24.
[326] იხ. წინა ციტირება.
[327] იხ. წინა ციტირება.
[328] Roan, ზემოთ ციტირებული 152, გვ. 30.
[329] იხ. მაგალითად, Granfield, ზემოთ ციტირებული 179, გვ. 151-53; David L. Chambers, The Burdens of Educational Loans: The Impacts of Debt on Job Choice and Standards of Living for Students at Nine American Law Schools, 42 J. Legal Educ. 187, 193 (1992); Robert Granfield, Constructing Professional Boundaries In Law School: Reactions Of Students And Implications For Teachers, 4 S. Cal. Rev. L. & Women's Stud. 53, 74 (1994); Lewis A. Kornhauser & Richard L. Revesz, Legal Education And Entry Into The Legal Profession: The Role Of Race, Gender, And Educational Debt, 70 N.Y.U. L. Rev. 829, 832 (1995); Giovanni Anzalone, Note, AIDS and Mandatory Pro Bono: A Step Toward The Equal Administration Of Justice, 8 Geo. J. Legal Ethics 691, 718 (1995).
[330] იხ. Granfield, ზემოთ ციტირებული 179, გვ. 152-53.
[331] იხ. Cynthia Cotts, Largest Provider of Loans To Law Students Pushes New Frugality, Nat'l L.J., Jan. 12, 1998, გვ. A14, A14.
[332] იხ. წინა ციტირება.
[333] იხ. წინა ციტირება.
[334] იხ. Jack C. Estes, Handbook Of Interest And Annuity Tables 450, ცხრილი 6 (1976).
[335] იხ. Fisk, ზემოთ ციტირებული 177, გვ. B8, B13-B15.
[336] 1998 წლის განაკვეთების მიხედვით, მარტოხელა ადვოკატი, რომელსაც არ ჰყავს კმაყოფაზე მყოფი სხვა პირები, $50,000-იანი შემოსავლით მიიღებს $43,050 დასაბეგრ შემოსავალს (პერსონალური გათავისუფლების ($2,700) და სტანდარტული გამოქვითვის ($4,250) შემდეგ) და ვალდებული იქნება გადაიხადოს $8,758.5 ფედერალურ გადასახადებში და $3,825 სოციალური უზრუნველყოფის გადასახადს. იხ. Rev. Proc. 97-57, §§ 3.01 Tbl.3, 3.04(1), 3.08(1), 1997-52 I.R.B. 20, 21-23; 1998 U.S. Master Tax Guide (CCH) ¶49 (1997). შტატებისა და ადგილობრივი საშემოსავლო გადასახადი მნიშვნელოვნად განსხვავდება შტატების მიხედვით, იხ. Research Institute Of America, All States Tax Guide ¶114-20 (1998), მაგრამ შტატებისა და ადგილობრივი საშემოსავლო გადასახადი $1,800-ის ოდენობით ტიპური იქნება, რაც ადვოკატს დაუტოვებს თითქმის $36,000-ს სუფთა შემოსავალს.
[337] იხ. ზემოთ ციტირებული 218 და თანმხლები ტექსტი.
[338] იხ. Wilkins & Gulati, ზემოთ ციტირებული 152, გვ. 1606 („შეუძლებელია სამართლის სტუდენტებს ესაუბრო მათ კარიერულ მიზნებზე და არ დაასკვნა, რომ იმ ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებიც დიდ ფირმებში აპირებენ მუშაობას, არ გეგმავს იქ პარტნიორად გახდომამდე დარჩენას.“).
[339] იხ. ზემოთ ციტირებული 295-300 და თანმხლები ტექსტი.
[340] Young Lawyers Div., ზემოთ ციტირებული 60, გვ. 17; იხ. ასევე Elwork, ზემოთ ციტირებული 16, გვ. 20.
[341] იხ. University of Michigan Law School, ზემოთ ციტირებული 73, გვ. 9, ცხრილი 3. რესპონდენტი მიიჩნეოდა „საკმაოდ კმაყოფილად“, თუ იგი შემოხაზავდა 1-ს ან 2-ს შვიდქულიან შკალაზე. იხ. წინა ციტირება.
[342] იხ. წინა ციტირება, გვ. 15, ცხრილი 8.
[343] იხ. Galanter & Palay, ზემოთ ციტირებული 1, გვ. 108-10; Kelly, ზემოთ ციტირებული 7, გვ. 17.
[344] ზოგადად, რაც უფრო დიდია ქალაქი, რომელშიც პატარა ფირმაა განთავსებული, მით უფრო მეტად იქცევა პატარა ფირმა დიდი ფირმის მსგავსად.
[345] მაგალითად, პატარა ფირმები ხშირად ნაკლებად სტაბილურები არიან, ვიდრე დიდი ფირმები; თუ ექვსკაციანი ფირმის ბიზნესის ნახევარს ერთი პარტნიორი ქმნის, ფირმა, სავარაუდოდ, ვერ გადარჩება, თუ ამ პარტნიორს მანქანა დაეჯახება. ასევე, პიროვნული კონფლიქტი უფრო დიდი პრობლემაა პატარა ფირმაში, ვიდრე დიდში. თუ ექვსკაციან ფირმაში პარტნიორთან კარგი ურთიერთობა არ გაქვთ, თქვენ, სავარაუდოდ, დიდხანს ვერ გაძლებთ. თუ თქვენ 600-კაციან ფირმაში სულ მცირე ერთ პარტნიორთან მაინც არ გაქვთ ცუდი ურთიერთობა, მაშინ თქვენთან რაღაც რიგზე არ არის.
[346] იხ. Galanter & Palay, ზემოთ ციტირებული 1, გვ. 126.
[347] იხ. Abel, ზემოთ ციტირებული 197, გვ. 191; Altman Weil Pensa, ზემოთ ციტირებული 145, გვ. V-3.
[348] იხ. NALP Found. for Research & Educ., ზემოთ ციტირებული 127, გვ. 53 & 54, ცხრილი 1.
[349] იხ. Young Lawyers Div., ზემოთ ციტირებული 82, გვ. 15-16; University of Michigan Law School, ზემოთ ციტირებული 73, გვ. 12, ცხრილი 7.
[350] იხ. Task Force on Professional Fulfillment, ზემოთ ციტირებული 101, გვ. 3; University of Michigan Law School, ზემოთ ციტირებული 73, გვ. 12, ცხრილი 7; გვ. 15, ცხრილი 8.
[351] იხ. ზემოთ ციტირებული 270 და წინა ტექსტი.
[352] იხ. D'alemberte, ზემოთ ციტირებული 6, გვ. 10.
[353] იხ. Rhode, ზემოთ ციტირებული 137, გვ. 711 („თუ უფრო მეტი ნიჭიერი აპლიკანტი და იურისტი დატოვებს ფირმებს, ფირმებიც მალევე უპასუხებენ ამ პრობლემას.“).
[354] იხ. The Rodent, ზემოთ ციტირებული 177, გვ. 64 („ის, რასაც ფირმების უმეტესობა სამსახურის გასაუბრებაზე ამბობს, ტყუილია.“).
[355] საზაფხულო სტაჟიორად მუშაობა ფირმაში, სავარაუდოდ, კარგ წარმოდგენას არ შეგიქმნით იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ამავე ფირმაში მუდმივად მუშაობა. იხ. Amy M. Colton, Eyes To The Future, Yet Remembering The Past: Reconciling Tradition With The Future Of Legal Education, 27 U. Mich. J.L. Reform 963, 983 (1994); Talbot D'alemberte, Teaching About Justice And Social Contributions, 40 Clev. St. L. Rev. 363, 372-73 (1992); Johnson, ზემოთ ციტირებული 114, გვ. 1254-55 & n.99; Sukhjit Purewal, Ain't No Time For The Summertime Blues, Am. Law., June 1998, გვ. 16, 16.
[356] American Bar Ass'n, ზემოთ ციტირებული 108, გვ. 15; იხ. ასევე NALP Found. for Research & Educ., ზემოთ ციტირებული 127, გვ. 14.
[357] Wilkins & Gulati, ზემოთ ციტირებული 152, გვ. 1673.
[358] Martindale-Hubbell Law Directory (131st ed. 1999). Martindale-Hubbell-ის ბიოგრაფიები ასევე ხელმისაწვდომია Lexis-ზე (MARHUB library) და ინტერნეტში (http://www.martindale.com).
[359] The West Legal Directory ხელმისაწვდომია Westlaw-ს (WLD მონაცემთა ბაზა) მეშვეობით.
[360] Steven Naifeh & Gregory White Smith, The Best Lawyers In America (1997).
[361] The American Bar (Diane R. Irvine ed., 80th ed. 1998).
[362] The Insider’s Guide To Law Firms (Francis Walsh & Sheila V. Malkani eds., 4th ed. 1998).
[363] National Ass'n for Law Placement, National Directory Of Legal Employers (1998).
[364] იურიდიული ფირმების ვებსაიტების ბმულები იხილეთ: http://www.findlaw.com.
[365] The National Law Journal-ს ასევე აქვს ინტერნეტსაიტი (http://www.ljx.com/nlj). ზოგიერთ ადგილობრივ იურიდიულ ჟურნალს, როგორიცაა New York Law Journal, აქვს საკუთარი ვებსაიტი (http://www.nylj.com).
[366] იხ. http://www.altavista.com.
[367] იხ. http://www.go2net.com/search.html.
[368] იხ. American Bar Ass'n, ზემოთ ციტირებული 108, გვ. 5; NALP Found. for Research & Educ., ზემოთ ციტირებული 127, გვ. 14; Johnson, ზემოთ ციტირებული 114, გვ. 1252-53; Pay For Class Of '97, ზემოთ ციტირებული 175, გვ. 3.
[369] Galanter & Palay, ზემოთ ციტირებული 1, გვ. 128.
[370] იხ. წინა ციტირება; იხ. ასევე Sarat, ზემოთ ციტირებული 123, გვ. 826 („ერთადერთი საერთო ღირებულება, რაც 300-კაციან ფირმაშია, არის ფული. არანაირი სხვა საერთო ღირებულება არ იარსებებს.“ (ციტირება გამოტოვებულია)). გალანტერისა და პალაის აღმოჩენების საილუსტრაციოდ, მაიკლ კელის კვლევა ფულზე ორიენტირებული, საკმაოდ მრავალფეროვანი დიდი იურიდიული ფირმის, „Mckinnon, Moreland, And Fox“-ის შესახებ, შეადარეთ მის კვლევას, რომელიც ეხება ფულის გარდა სხვა რამეზე ორიენტირებულ, არც ისე მრავალფეროვან პატარა იურიდიულ ფირმას, „Mahoney, Bourne, And Thiemes.“ იხ. Kelly, ზემოთ ციტირებული 7, გვ. 25-52 (Mckinnon), 53-83 (Mahoney).
[371] იხ. ზემოთ ციტირებული 273-76 და თანმხლები ტექსტი.
[372] ბევრი ადვოკატისგან მსმენია ვარაუდი, რომ კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დიდი ფირმები სერიოზულად არ ფიქრობენ, დააჯილდოონ თავიანთი იურისტები სხვა რამით, გარდა ფულისა, არის ის, რომ ასეთი ფირმა კლიენტებს დაკარგავს. ამ თეორიის მიხედვით, კლიენტები პატივს სცემენ იმ ფირმებს, რომელთა იურისტებიც გამუდმებით მუშაობენ; კლიენტებმა იციან, რომ ასეთი ადვოკატი ყველაფერს გვერდზე გადადებს და კლიენტის საქმეზე იმუშავებს, დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე. ამიტომ, ფირმა, რომელშიც ადვოკატები წელიწადში 1800 საათს აღრიცხავენ, ბიზნესს დათმობს იმ ფირმასთან, რომელშიც ადვოკატები წელიწადში 2,200 საათს მუშაობენ. არანაირი მტკიცებულება არ მაქვს, რომელიც ამ თეორიის სისწორეს დაადასტურებდა.
[373] იხ. American Bar Ass'n, ზემოთ ციტირებული 108, გვ. 14-18.
[374] იხ. Task Force on Professional Fulfillment, ზემოთ ციტირებული 101, გვ. 5. როგორც უკვე განვმარტე, იხ. 316-ე ციტირების თანმხლები ტექსტი, დასახელებული „დიდი ეკონომიკური სარგებლიდან“ მხოლოდ ერთი იყო დამაჯერებელი.
[375] Task Force on Professional Fulfillment, ზემოთ ციტირებული 101, გვ. 5-6.
[376] იხ. წინა ციტირება, გვ. 6-7.
[377] იხ. წინა ციტირება, გვ. 6.
[378] მაგალითად, პირველი, რაც დიდი ფირმის პარტნიორებმა პროფესიული კმაყოფილების დაბრკოლებად დაასახელეს, იყო „პროდუქტიულობის გაზრდილი წნეხი, რაც გამომდინარეობს ნამუშევარი საათების ფირმის შემოსავლის მთავარ წყაროდ ქცევიდან“, წინა ციტირება, გვ. 5, მაშინ, როცა სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ „დიდმა ფირმებმა განიხილონ, როგორ შეიძლება უფრო მეტი გააკეთონ იმისთვის, რათა შემოსავლის წყარო საათობრივი დამოკიდებულებიდან სხვა სისტემაზე გადავიდეს,“ წინა ციტირება, გვ. 6-7. დიდი ფირმების ადვოკატების უბედურების სამუშაო საათებისთვის დაბრალების ტენდენცია ცოტა უცნაურია. „პროდუქტიულობის გაზრდილი წნეხის“ ძირითადი წყაროა პარტნიორების სავარაუდო მოლოდინი, რომ ჰქონდეთ მაღალი და მუდმივად მზარდი შემოსავალი. მართლაც, საათობრივი მუშაობა ამ მოლოდინების დაკმაყოფილების ცუდი საშუალებაა, მაგრამ საშუალების დადანაშაულება და მოლოდინების უგულებელყოფა არ არის გონივრული.
[379] ერთი საათი, რომელიც აღირიცხება ადვოკატის მიერ და შემდეგ ანაზღაურდება კლიენტის მიერ, ცნობილია, როგორც „რეალიზებული“. საათი, რომელიც ადვოკატის მიერ აღირიცხება, თუმცა კლიენტს არ ეგზავნება ანგარიშში (არამედ „ჩამოიწერება“), ან ეგზავნება, მაგრამ კლიენტი არ ანაზღაურებს, ცნობილია, როგორც „არარეალიზებული“. „რეალიზაციის მაჩვენებელი“ ადვოკატისთვის მიუთითებს ადვოკატის მიერ აღრიცხული დროის იმ ნაწილს, რომელიც კლიენტმა აანაზღაურა. ფირმის მენეჯერები რეალიზაციის მაჩვენებელს იყენებენ ადვოკატის ეფექტიანობისა და ფირმისთვის სარგებლიანობის გასაზომად.
[380] იხ. ტექსტი 253-ე ციტირებამდე.
[381] „საათების გაბერვის იდეა ყველას მოსვლია თავში, ვისაც კი საათების აღრიცხვა უწარმოებია.“ Stephanie B. Goldberg, The Ethics Of Billing: A Roundtable, A.B.A. J., Mar. 1991, გვ. 56, 57 (ციტირებს Geoffrey C. Hazard, Jr.).
[382] Ross, ზემოთ ციტირებული 138, გვ. 23.
[383] იხ. Wilkins & Gulati, ზემოთ ციტირებული 152, გვ. 1594.
[384] იხ. Gordon, ზემოთ ციტირებული 125, გვ. 716 (აღწერს, რომ დიდი ფირმის იურისტები, რომლებიც ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის სპეციალური სამუშაო ჯგუფის, Beyond The Rules-ის ფარგლებში გამოიკითხნენ, სტაბილურად აცხადებდნენ, რომ „ძალიან ცოტა პოზიტიური მოტივატორი არსებობს, გარდა საკუთარი თავის პატივისცემისა და მოსამართლეებისგან და ადვოკატებისგან კარგი შეფასების მიღებისა, რათა ადვოკატმა პრაქტიკა ეთიკურად განახორციელოს.“).
[385] იხ. David Lebedoff, Cleaning Up: The Story Behind The Biggest Legal Bonanza Of Our Time 291-93 (1997).
[386] იხ. წინა ციტირება, გვ. 314-15.
[387] ჩვენმა ფირმამ შეიმუშავა პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ადვოკატი, რომელიც ფირმას ნებით დატოვებდა, არ მიიღებდა წილს Exxon Valdez-ის საქმიდან. უნდა აღვნიშნო, რომ ამ სტატიის წერისას (გადაწყვეტილების მიღებიდან 4 წლის შემდეგ), Exxon Valdez-ის საქმე ჯერ კიდევ აპელაციაშია და $5-მილიარდიანი გადაწყვეტილება აღუსრულებელი რჩება. იხ. David Phelps, Big Payoff Comes With Even Bigger Wait For The Check, Star Trib. (Minneapolis), Mar. 16, 1999, გვ. D1.
[388] ჩემმა მეუღლემ მიიღო ნახევარგანაკვეთიანი, ტენუარის მქონე პოზიცია ნოტრ-დამის სამართლის სკოლის პროფესურაში, რამაც მას საშუალება მისცა, მეტი დრო გაეტარებინა ჩვენს შვილებთან და გამხდარიყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების უფრო აქტიური დამცველი.
Comments