top of page
Logo

სამმხრივი გაქვითვის შეთანხმებები (ნაწილი II): სახელშეკრულებო ორმხრივობა და სახელშეკრულებო პრიორიტეტი

ავტორი: რალფ ბრუბეიკერი

ინგლისურიდან თარგმნა გოჩა ოყრეშიძემ


Reprinted from Bankruptcy Law Letter and translated from English to Georgian with permission of Thomson Reuters. Copyright © 2019. Further use without the permission of Thomson Reuters is prohibited. For further information about this publication, please visit https://legal.thomsonreuters.com/en/products/law-books or call 800.328.9352.

 

შესავალი

 

გადახდისუუნარობის სამართლის წერილის წინამდებარე გამოცემა არის  სამი გავლენიანი სასამართლო გადაწყვეტილების, რომლებიც მიიღეს დიდი რეპუტაციის მქონე გადახდისუუნარობის სასამართლოებმა დელავერში (SemCrude[1] და, ყველაზე ახალი, Orexigen Therapeutics,[2] 2018 წლის ნოემბერში) და ნიუ იორკის სამხრეთ ოლქში (Lehman Brothers),[3]  ორ-ნაწილიანი ანალიზის მეორე ნაწილი. თითოეულმა ამ გადაწყვეტილებამ განმარტა, რომ გაქვითვა სახელშეკრულებო „სამმხრივი გაქვითვის“ შეთანხმების შესაბამისად არ არის დაშვებული გადახდისუუნარობაში.[4]

 

რა თქმა უნდა, “ფედერალური გაქვითვის ახალი უფლება გადახდისუუნარობის კოდექსით არ იქმნება;” არამედ, “553(a) სექცია ადგენს, რომ გარკვეული გამონაკლისებით, გაქვითვის რა უფლებაც უკვე არსებობს, ნარჩუნდება გადახდისუუნარობაში.”[5] შესაბამისად, “553(a) სექციის ზოგადი წესი [არის], რომ გადახდისუუნარობის კოდექსი გავლენას არ ახდენს გაქვითვაზე.”[6] დელავერის და ნიუ იორკის გადახდისუუნარობის სასამართლოებმა არ უარყვეს სამმხრივი გაქვითვა თითოეულ საქმეში იმ საფუძვლით, რომ გაქვითვა დაუშვებელი იყო სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართლის მიხედვით. ამის ნაცვლად, ამ სასამართლოებმა 553(a) სექციაში ამოიკითხეს დასაშვები გაქვითვის დამოუკიდებელი ფედერალური გადახდისუუნარობის „ორმხრივობის“  სტანდარტი ისე, რომ უგულებელყვეს სხვაგვარად გამოსაყენებელი სამართლის ორმხრივობის სტანდარტი და, მართლაც, შეეწინააღმდეგნენ (i) საყოველთაოდ აღიარებული ორმხრივობის მოთხოვნის ფართოდ მიღებულ გაგებას და (ii) ორმხრივობის ისტორიულად დამკვიდრებულ პრინციპებს, რომლებიც შეერწყა საერთო სამართლის გაქვითვის თანამედროვე დოქტრინას.

 

ნიუ იორკის და დელავერის სასამართლოთა მიერ სამმხრივი გაქვითვის შეთანხმებების უარყოფა არ ეფუძნება კოდექსის § 553(a) სექციას ან მის უკან მდგარ სამართლის მიზნებს. მართლაც, კანონის ტექსტი და საფუძვლად არსებული მიზნები საშუალებას იძლევა მოხდეს სამმხრივი გაქვითვის შეთანხმებების აღსრულება სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართლის მიხედვით.

 

გაქვითვის ორმხრივობის წინაპირობის (ვერ)გაგება 

 

წინამდებარე სტატიის პირველი ნაწილი, გადახდისუუნარობის სამართლის წერილის წინა თვის გამოცემაში, არ ეთანხმება დელავერის და ნიუ იორკის სასამართლოთა განმარტებას, რომ ვალდებულების ორმხრივობა ან სუბიექტობის წინაპირობა დასაშვები გაქვითვისათვის შეიძლება მხოლოდ წმინდად არასახელშეკრულებო გაქვითვის უფლებებისთვის არსებობდეს. ამ სასამართლოების მიხედვით „სახელშეკრულებო დანაწესები, რომლებიც მიზნად ისახავენ წარმოშვან ხელოვნური ორმხრივობა არ შეიძლება იყოს რეალური ორმხრივობის ჩამნაცვლებელი.”[7] მათი მოსაზრებით, ვალდებულების ორმხრივობის წინაპირობა უბრალოდ „არ შეიძლება ჩანაცვლდეს მრავალმხრივი შეთანხმებით, რომელიც ადგენს სამმხრივ გაქვითვას.”[8]

 

1. სახელშეკრულებო ორმხრივობა არის „რეალური“ ორმხრივობა 

 

ორმხრივობის მოთხოვნის წმინდად არასახელშეკრულებო კონცეფცია არ არის დასაბუთებული და, მართლაც, საკმაოდ ირონიულად და უადგილოდაც კი ჟღერს თუკი გავითვალისწინებთ საერთო სამართლის ისტორიას ორმხრივობის წინაპირობასთან დაკავშირებით. როგორც გამოკვლეულ იქნა ამ სტატიის პირველ ნაწილში, საერთო სამართლის გაქვითვის დოქტრინის ისტორიის უმეტეს ნაწილში ორმხრივობის მოთხოვნა მოიცავდა სახელშეკრულებო ორმხრივობის განზომილებასაც, მოითხოვდა რა მხარეთა შორის პირდაპირ ან ნავარაუდებ შეთანხმებას  (რომ მოთხოვნები შეიძლება ერთმანეთში გაიქვითოს), იმისათვის, რათა არსებულიყო გაქვითვის უფლება. რეალურად, ორმხრივი ვალდებულებების არსებობა „ორ მხარეს შორის, რომელთაგან თითოეული ... ვალდებულია მეორის წინაშე განსაზღვრული თანხით“[9], ძირითადად, მნიშვნელოვანი იყო იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ „ტრანზაქცია არის იმგვარი, რომელიც ქმნის პრეზუმფციას, რომ არსებობს გაქვითვის შეთანხმება.”[10]

 

ამიტომ, იმის თქმა, რომ მხარეთა შორის შეთანხმება (რომ მოთხოვნების შეიძლება ერთმანეთში გაიქვითოს) არ და ვერ შექმნის გაქვითვისათვის საჭირო ორმხრივობის წინაპირობას, წარმოადგენს გაქვითვის უარყოფას ზუსტად იმ საქმეებში, რომლებმაც შექმნეს თავდაპირველი და პარადიგმატული გამართლება მთლიანად საერთო სამართლის გაქვითვის დოქტრინისათვის. და ადრე არსებული წესები ყველა ფედერალურ გადახდისუუნარობის კანონში, რომელთაგან 553-ე სექცია წარმოიშვა, პირდაპირ აღასრულებდა სახელშეკრულებო გაქვითვის შეთანხმებებს გადახდისუუნარობაში, საკანონმდებლო დაშვების შესაბამისად, რომ ეღიარებინა „ორმხრივი კრედიტის შეთანხმება“ გადახდისუუნაროსა და კრედიტორს შორის[11] — რაც იმას ნიშნავს, რომ „სახეზეა ან ნავარაუდები ან პირდაპირი შეთანხმება გაქვითვის თაობაზე [ე.ი. stoppage[12]] pro tanto, ან ორმხრივი კრედიტის შეთანხმება.”[13]

 

2. ორმხრივობის უნიკალური ფედერალური გადახდისუუნარობის სტანდარტი?

 

დელავერის და ნიუ იორკის თითოეულ საქმეში, სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართალი დაადგენდა, რომ აღსრულებადი გაქვითვის უფლებებისათვის საჭირო სუბიექტობის ან ვალდებულების ორმხრივობის წინაპირობა იქმნება სამმხრივი გაქვითვის მრავალმხრივი შეთანხმებით. აღსრულებადი სამმხრივი  გაქვითვის შეთანხმება ადგენს სახელშეკრულებო ორმხრივობას, რაც წარმოშობს სახელშეკრულებო გაქვითვის უფლებებს. შესაბამისად, ამ საქმეებში გაქვითვის უარყოფით სასამართლოებმა შექმნეს ორმხრივობის ძალიან უცნაური ფედერალური გადახდისუუნარობის სტანდარტი.

 

ამგვარი უპრეცენდენტო რეზულტატი, სრულად წინააღმდეგობაში მოდის სხვაგვარად გამოსაყენებელ შტატის სამართალთან და იგი მაშინ იქნებოდა გამართლებული, თუკი ამას დაადგენდა გადახდისუუნარობის კოდექსის ტექსტი.  მართლაც, როდესაც სახეზეა ფედერალური გადახდისუუნარობისათვის სპეციფიკური მიზეზი, რომ გადავუხვიოთ სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართლის წინაპირობებს, 553(a) სექცია ამას პირდაპირ აკეთებს, მაგალითად, როდესაც პირდაპირ მოითხოვს, რომ გადახდისუუნარობის გაქვითვისათვის აუცილებელია ვალდებულებათა ორმხრივობა არსებობდეს პეტიციის შეტანამდე. კოდექსის 553(a) სექცია, არ შეიცავს ამგვარ პირდაპირ შეზღუდვას, რომელიც შემოფარგლავდა მხარეთა შტატის სამართლით არსებული გაქვითვის უფლებების აღიარებას და აღსრულებას მხოლოდ არასახელშეკრულებო გაქვითვის უფლებებით.

 

რეალურად, კოდექსის 553(a) სექცია ითვალისწინებს პირდაპირ და კარგად ფორმულირებულ ტექსტს ვალდებულების ან სუბიექტობის ორმხრივობის შესახებ, რაც ნიუ იორკის და დელავერის სასამართლოებმა ვერ აღმოაჩინეს SemCrude, Lehman Brothers, და Orexigen Therapeutics საქმეებში. მეტიც, ამ სასამართლოების დასკვნების საწინააღმდეგოდ, კოდექსის ტექსტი ადგენს იმ სახელშეკრულებო სამმხრივი გაქვითვის შეთანხმებების აღსრულებას, რომლებიც აღსრულებადია სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართლის მიხედვით.

 

კოდექსის 553(a) სექციის მიერ ვალდებულების ორმხრივობის წინაპირობის კოდიფიკაცია 

 

კოდექსის 553(a) სექცია აწესებს ვალდებულების ან სუბიექტობის ორმხრივობის წინაპირობას შემდეგნაირად (ხაზგასმა დამატებულია): 

 

გადახდისუუნარობის კოდექსი არ ეხება კრედიტორის უფლებას გაქვითოს ორმხრივი ვალდებულება, რომელიც მას მოვალის მიმართ გააჩნია და რომელიც წარმოიშვა გადახდისუუნარობის საქმის დაწყებამდე ... იმ მოთხოვნაში, რომელიც კრედიტორს აქვს მოვალის მიმართ და რომელიც საქმის დაწყებამდე წარმოიშვა . . . . 

 

კიდევ ერთხელ, სამმხრივი გაქვითვის საკანონმდებლო ანალიზი მცირედით განსხვავდება ერთ-კრედიტორიან და ორ-კრედიტორიან სამმხრივ გაქვითვაში, ამიტომ ნება მოგვეცით ანალიზი დავიწყოთ კოდექსის 553(a) სექციის მიერ დადგენილი სუბიექტობის ან ვალდებულების ორმხრივობის წინაპირობით, როგორც ეს გამოყენებულ იქნა ერთ-კრედიტორიან სამმხრივ გაქვითვაში, რაც იყო სადავო SemCrude  საქმეში.

 

1. ერთ-კრედიტორიანი სამმხრივი გაქვითვა: SemCrude 

 

სამმხრივი ვალდებულებები, რომლებიც სადავო იყო SemCrude-ს გადაწყვეტილებაში და რომელზეც ყველა მხარე ხელშეკრულებით შეთანხმდა მათი ურთიერთგაქვითვის შესახებ, შეიძლება გრაფიკულად გამოისახოს (თითოეული ისარი აჩვენებს პეტიციამდელ მოთხოვნას და საპასუხო პეტიციამდელ ვალდებულებას, რომელიც ამ მხარეს გააჩნდა იმის მიმართ, ვისაც ისარი აჩვენებს), შემდეგნაირად: 

 

ree

 

როგორც პირველ ნაწილში განვიხილეთ, სამმხრივ შეთანხმებას, რომლის აღსრულებასაც Chevron ცდილობდა, მხოლოდ SemCrude-ის გადახდისუუნარობის ქონების მასაზე ექნებოდა გავლენა. შესაბამისად, SemCrude არის დავაში რელევანტური მოვალე, რაც შეეხება კოდექსის 553(a) სექციის მოქმედებას მხარეთა სახელშეკრულებო სამმხრივი გაქვითვის შეთანხმებაზე. ვალდებულების ან სუბიექტობის ორმხრივობის წინაპირობა, რაც აუცილებელია გაქვითვისათვის, 553(a) სექციის პირდაპირი მითითებით მოქმედებს მაშინ, როცა გადახდისუუნარობის მოვალის „კრედიტორს“ აქვს პეტიციამდელი „მოთხოვნა ... მოვალის წინაშე.“ ეს „კრედიტორი“ უფლებამოსილია გაქვითოს ეს „მოთხოვნა“ „ურთიერთმოთხოვნაში“, რომელიც განიმარტება, როგორც პეტიციამდელი „ვალდებულება, რომელიც კრედიტორს გააჩნია მოვალის მიმართ.“

 

SemCrude-ის საქმეში ცალსახად სახეზე იყო პეტიციამდელი „ვალდებულება, რომელიც გააჩნდა Chevron-ს მოვალის მიმართ“, რომელიც იყო SemCrude. თუმცა, SemCrude-ის გადახდისუუნარობის სასამართლომ დაადგინა, რომ Chevron არ იყო SemCrude-ის „კრედიტორი“ (რომელსაც კოდექსის 101(10)(A) სექცია განმარტავს, როგორც სუბიექტი, რომელსაც პეტიციამდელი „მოთხოვნა გააჩნია მოვალის მიმართ“), ვინაიდან Chevron-ს არ გააჩნდა „მოთხოვნა“ SemCrude-ის მიმართ, კოდექსის 101(5) სექციის მიზნებისათვის.

 

კოდექსის 101(5) სექციის ნაცნობი დანაწესები ადგენენ, რომ „მოთხოვნა ნიშნავს (ა) გადახდის უფლებას ... ან (ბ) ვალდებულების დარღვევისას ექვითიში რაიმე უფლებას, თუკი ასეთი დარღვევა წარმოშობს გადახდის მოთხოვნის უფლებას.“ და SemCrude-ის გადახდისუუნარობის სასამართლოს მიხედვით:

 

მიუხედავად იმისა თუ ვალდებულებების ურთიერთგაქვითვის რა სახელშეკრულებო უფლება გააჩნია შტატის სამართლის მიხედვით, ფაქტია, რომ Chevron-ს ვალდებულება აქვს მხოლოდ ერთი მოვალის მიმართ, SemCrude, და SemCrude-ს არ გააჩნია რაიმე ვალდებულება Chevron-ს მიმართ. Chevron-ს „მოთხოვნაც“ კი არ აქვს SemCrude-ს მიმართ, ვინაიდან მოთხოვნისათვის აუცილებელია მას ქონდეს „გადახდაზე მოთხოვნის უფლება“ SemCrude-სგან. იხ. 11 U.S.C. § 101(5). . . . გაქვითვის უფლება არასდროს წარმოშობს „გადახდის მოთხოვნის უფლებას“, იგი მხოლოდ წარმოშობს იმაზე ნაკლების გადახდის უფლებას, რაც სხვაგვარად იქნებოდა. ამიტომ, Chevron-ს მიერ მოთხოვნილი გაქვითვა რჩება 553-ე სექციის მოქმედების ფარგლებს გარეთ და არ არის დაშვებული.[14] ამის მსგავსად, რაც შეეხება 101(5)(B) სექციას, მიუხედავად იმისა, რომ Chevron-ს შეიძლება ქონდეს შტატის სამართლის მიხედვით ექვითიში გაქვითვის უფლება, ეს უფლება არ ეფუძნება ვალდებულების დარღვევას, რაც წარმოშობს „გადახდის მოთხოვნის უფლებას“, როგორც ზემოთ აღინიშნა. გაქვითვის უფლება, როგორიც არის წინამდებარე საქმეში, ქმნის მხოლოდ უფლებას გადაიხადო ნაკლები ან საერთოდ არაფერი, თუმცა არ ქმნის უფლება მიიღო გადახდა.[15]

 

თუმცა, ამ არგუმენტაციას რამდენიმე პრობლემა აქვს.

 

2. გაქვითვა არის ორმხრივი ვალდებულებების „გადახდა“

 

თავდაპირველად, SemCrude-ის გადახდისუუნარობის სასამართლოს დასკვნა, რომ „გადახდის მოთხოვნის უფლება“ კოდექსის 101(5) სექციის მიზნებისთვის არ მოიცავს „უფლებას გადაიხადო უფრო ნაკლები, ვიდრე სხვაგვარად გადაიხდიდი“,[16] არის ძალიან უცნაური და ვიწრო განმარტება იმისა, თუ რას ნიშნავს ვალდებულების „გადახდა.“ განსაკუთრებით იმ დროში, როცა აბსოლუტურად ყველა „გადახდა“ (მათ შორის ისინიც, რომლებიც ბანკში ჩეკის გამოწერით ხდება) ხდება ბუღალტერიაში მოთხოვნებისა და ვალდებულებების ცვლილებით, ნაცვლად ნაღდი ანგარიშსწორებისა, ეს არის კონტექსტიდან ამოვარდნილი (თითქმის კაპრიზამდე მისული), რომ „გადახდის“ კონცეფციიდან კატეგორიულად გამორიცხო „საბუღალტრო შესწორებები, სადაც ერთი ვალდებულება იქვითება მეორეში.“[17]

 

როგორც მოსამართლე ლამარმა განმართა საკუთარ გადაწყვეტილებაში საქმეში Studley v. Boylston National Bank, ბანკსა და კლიენტს შორის ორმხრივი ვალდებულების არსებობისას „ბანკს შეეძლო გამოეყენებინა ... კუთვნილი გაქვითვის უფლება, ისე, რომ ... კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხები მიემართა კლიენტის ვალების გადასახდელად, რომლებიც იმ დროისათვის ვადამოსული იყო.”[18] და როგორც მოსამართლე დეიმ განმარტა საქმეში New York County National Bank v. Massey, „გაქვითვის უფლების შესაბამისად, რომელსაც აღიარებს და აღასრულებს სამართალი“, „გადახდისუუნარო მოვალის ყველა კრედიტორი, რომელსაც  მოთხოვნა გააჩნია გადახდისუუნარობის მასის მიმართ, რომელიც შეიძლება გაიქვითოს იმ ვალში, რომელიც მას გააჩნია მოვალის მიმართ, ... გაქვითვის ფარგლებში ეს კრედიტორი დაკმაყოფილებულია სრულად.”[19]

 

რეალურად, რომაული გაქვითვის დოქტრინის სახელიც კი - compensatio (კომპენსაცია), არის გადახდის სინონიმი. “კომპენსაცია [ანუ გაქვითვა], წერს პორტიე, არის გადახდა.“[20] და კომპენსაციის ცნება (რომ „შესაბამისი მოთხოვნები „კომპენსირებულია“ - გადახდილია, გაუქმებულია, შეწყვეტილია - უფრო მცირე ოდენობის ვალის ფარგლებში“),[21] ასევე, ცენტრალურია გაქვითვის ანგლო-ამერიკული კონცეფციისათვის.  როგორც მოსამართლე ლორდმა მენსფილდმა განმარტა: „ბუნებითი ექვითი მოითხოვს, რომ ურთიერთმოთხოვნებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთმანეთი, უფრო მცირე ვალის უფრო დიდ ვალში გაქვითვის გზით.”[22] შესაბამისად, თუნდაც მე-17 და მე-18 საუკუნის ინგლისელი იურისტებმაც კი ინტუიტიურად აღიარეს მიდგომა, რომ როდესაც გაქვითვის (ანუ stoppage) უფლება არსებობს “გაქვითვა მიიღება, როგორც გადახდის საშუალება.”[23] აღსრულებადი გაქვითვის უფლება “ვალდებულების შესამცირებლად ან ერთი ვალის მეორეში ჩასათვლელად, მას აქცევს გადახდად.”[24]

 

ამის მსგავსად, მეოცე საუკუნეში გადახდისუუნარობის და კომერციული სამართლის წამყვანმა მკვლევარმა, პროფესორმა ჯერარდ გლენმა განმარტა, რომ „ძველი ავტორები მართლები იყვნენ თავიანთ პოზიციაში, რომ გაქვითვა არის გადახდა“ „ვინაიდან ვალდებულებები გადაიხდება ამ გზით და მოვალეს უფლება აქვს გამოიყენოს გაქვითვა ისევე, თითქოს მას გადახდა თანხით განეხორციელებინოს.“[25] „გაქვითვა გადახდის ერთ-ერთი საშუალებაა“ და მხარეთა შეთანხმების შესაბამისად გაქვითვა (როგორიც არის სამმხრივი გაქვითვის შეთანხმებები) არის „გადახდის საშუალება, როგორც ეს დაადგინეს მხარეებმა.”[26]

 

გაქვითვის უფლება არის გადახდის უფლება, როგორც დადგენილია ჩვეულებრივი და დიდი ხნის დამკვიდრებული პრაქტიკით. შესაბამისად, შტატის სამართლის მიხედვით სახელშეკრულებო გაქვითვის უფლების მფლობელი, თუნდაც ისეთი, რომელსაც არ გააჩნია მოვალის მიმართ სხვა „მოთხოვნის უფლება გადახდაზე“ (როგორიც იყო Chevron, SemCrude-ის საქმეში), არის “კრედიტორი ” „მოთხოვნის უფლებით მოვალის მიმართ“, კოდექსის 101(5), 101(10)(A), და 553(a) სექციების უბრალოდ და ჩვეულებრივი მნიშვნელობით. ეს დასკვნა დამატებით გამყარებულია კოდექსის 102(2) სექციით, რომელიც პირდაპირ ადგენს (101(10)(A) სექციასთან ერთობლიობაში), რომ მხოლოდ უზრუნველყოფით შემოფარგლული მოთხოვნის უფლების მფლობელი არის „კრედიტორი“ „რომელსაც მოვალის მიმართ გააჩნია მოთხოვნა.“

 

3. ვალდებულების ორმხრივობა ერთ-კრედიტორიან სამმხრივ სახელშეკრულებო გაქვითვაში: მოვალის გარანტიით შემოფარგლული ვალდებულება 

 

იმის დასადგენად, შტატის სამართლის მიხედვით აღსრულებადი გაქვითვის უფლება სახელშეკრულებო სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე აკმაყოფილებს თუ არა ვალდებულების ან სუბიექტობის ორმხრივობის მოთხოვნას, როგორც ეს დადგენილია კოდექსის 553(a) სექციაში, კარგი იქნება გამოვიკვლიოთ როგორ კმაყოფილდება ვალდებულების ან სუბიექტობის ორმხრივობის წინაპირობა შტატის სამართლის მიხედვით. მართლაც, როგორც SemCrude-ის გადახდისუუნარობის სასამართლომ აღიარა, კოდექსის 553(a) სექცია ამ ორმხრივობას მოვალის და კრედიტორის, შესაბამისად, ორმხრივი „ვალის“ და „მოთხოვნის“ თვალსაზრისით განმარტავს. და „გადახდის მოთხოვნის უფლება“, რომელიც მიემართება ორივეს „მოთხოვნასაც“ და „ვალსაც“ (როგორც ეს განმარტებულია კოდექსის 101(5) & (12) სექციებში) გამომდინარეობს სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის და არა ფედერალური გადახდისუუნარობის სამართლიდან.[27]

 

სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართლის შესაბამისად, როგორც იგი მოქმედებს სამმხრივი ვალდებულებების მიმართ, რაც სადავო იყო  SemCrude-ის საქმეში, ვალდებულების ორმხრივობის წინაპირობა არ არსებობს, სამმხრივი მოთხოვნის გაქვითვის შეთანხმების გარეშე. თუმცა, სახელშეკრულებო სამმხრივი გაქვითვის შეთანხმება ანაცვლებს საჭირო სახელშეკრულებო ვალდებულებების ორმხრივობის წინაპირობას, რომელიც წარმოშობს აღსრულებად სამმხრივ გაქვითვის უფლებას შტატის სამართლის შესაბამისად. მაგალითად ავიღოთ SemCrude-ის საქმე.

 

ცალსახად, Chevron-ს გააჩნდა სახელშეკრულებო ვალდებულება SemCrude-ის მიმართ. დამატებით, როდესაც SemCrude ხელშეკრულებით შეთანხმდა Chevron-თან, რომ Chevron-ს შეეძლო გაექვითა ის ვალი, რაც მისთვის მართებდა SemFuel-ს და SemStream-ს, ყველა იმ ვალში, რომელიც არსებობდა SemCrude-ს მიმართ, ამით SemCrude-მა იკისრა სახელშეკრულებო გარანტია SemFuel-ს და SemStream-ს ვალდებულებებისათვის, რომელიც არსებობდა Chevron-ის მიმართ.

 

უნდა ვაღიაროთ, რომ SemCrude-ის გარანტირებული ვალდებულება Chevron-ის მიმართ არ იყო აბსოლუტური, შეუზღუდავი ვალის გარანტია - SemCrude-ის ერთადერთი აქტივი, რომელიც Chevron-ს შეეძლო გამოეყენებინა, რათა დაეკმაყოფილებინა SemCrude-ს საგარანტიო ვალდებულება, იყო ის თანხა, რაც Chevron-ს ემართა SemCrude-ის მიმართ და SemCrude-ს არ ქონდა დამატებითი პირადი პასუხისმგებლობა SemFuel/SemStream ვალებისათვის. თუმცა, SemCrude-ს გადახდისუუნარობის სასამართლოს განმარტების საპირისპიროდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „SemCrude-ს არ გააჩნდა Chevron-ის მიმართ რაიმე ვალდებულება“[28]  SemFuel/SemStream ვალებისათვის. SemCrude აშკარად იკისრა პასუხისმგებლობა Chevron-ის მიმართ SemFuel/ SemStream-ის ვალდებულებებისათვის; ეს იყო, უბრალოდ, უზრუნველყოფით შემოფარგლული გარანტირებული ვალდებულება, რაც ემსგავსება უზრუნველყოფით შემოფარგლულ ვალს.

 

ასე რომ, რეალურად, სახეზე იყო ზუსტად ექვივალენტური სახელშეკრულებო ვალდებულებების ორმხრივობა SemCrude-ს და Chevron-ს შორის: Chevron-ს გააჩნდა SemCrude-ის მიმართ $1.4 მილიონის ოდენობით ვალდებულება და  SemCrude-ს სახელშეკრულებო გარანტიის მიხედვით, რომელიც ეხებოდა SemFuel-ის და SemStream-ის ვალდებულებებს Chevron-ის მიმართ, SemCrude-ს ასევე ვალდებულება გააჩნდა Chevron-ის მიმართ $1.4 მილიონის ოდენობით, რომელიც გრაფიკულად შემდეგნაირად შეიძლება გამოისახოს:

 

ree

 

4. “კრედიტორი”, რომელიც ფლობს “მოთხოვნას მოვალის მიმართ” მოიცავს მოთხოვნას მოვალის ერთადერთი ქონების მიმართ

 

იმის გაანალიზება, რომ SemCrude-ს სახელშეკრულებო გარანტიას SemFuel/ SemStream-ს Chevron-ის მიმართ არსებული ვალისათვის აქვს ლიმიტირებული ბუნება, ავლენს SemCrude-ის გადახდისუუნარობის სასამართლოს მსჯელობაში აშკარა გამორჩენას. სასამართლო შეცდა კიდევ ერთხელ, როცა დაასკვნა, რომ  Chevron-ს მოთხოვნებმა SemCrude-ს მიმართ მხარეთა სახელშეკრულებო სამმხრივი გაქვითვის შეთანხმების საფუძველზე არ წარმოშვა „კრედიტორი Chevron-ს მოთხოვნა მოვალე SemCrude-ს მიმართ“ 553(a) სექციის მნიშვნელობით.

 

დიახ, “მოთხოვნა” განმარტებულია 101(5) სექციაში როგორც „გადახდის მოთხოვნის უფლება“ და ერთადერთი უფლება, რაც  Chevron -ს ქონდა SemCrude-თან მისი შეთანხმების საფუძველზე იყო SemCrude-სადმი არსებული ვალდებულების გაქვითვა, ანუ ეს იყო SemCrude-ის ერთადერთი ქონება, რომელზეც Chevron-ს შეეძლო SemCrude-ის გარანტიის აღსრულება, რომელიც მან იკისრა Chevron-სადმი SemFuel-ს და SemStream-დ ვალდებულებებისათვის. თუნდაც, იმ ფაქტის გარდა (როგორც ზემოთ იქნა განხილული) რომ ასეთი მოთხოვნის გაქვითვა არის „გადახდის მოთხოვნის უფლება“ გაქვითული ვალდებულებებისათვის, სასამართლოს ანალიზი ასევე არ ითვალისწინებს კოდექსის 102(2) სექციის მოთხოვნებს, როგორც ეს არაერთმა კომენტატორმა აღნიშნა.[29]

 

„მოთხოვნა მოვალის მიმართ“ (სარეზოლუციო და გადამწყვეტი ტექსტუალური ფრაზა 553(a) სექციაში) დამატებით განმარტებულია 102(2) სექციაში, რომ მოიცავს „მოთხოვნას მოვალის ქონების მიმართ.“ ეს დანაწესი შეგნებულად შეიქმნა, რომ პირდაპირ მოეცვა უზრუნველყოფით შემოფარგლული ვალდებულებები კოდექსის „ვალდებულების“ და „მოთხოვნების“ ფართო კონცეფციით,[30] და ეს არის ზუსტად ის, რაც SemCrude-მა გადასცა Chevron-ს მხარეთა სამმხრივი გაქვითვის შეთანხმებით - უზრუნველყოფით შემოფარგლული გარანტია Chevron-ის მიმართ SemFuel-ს და SemStream-ს ვალებისათვის, რომლისთვისაც SemCrude-ს ერთადერთი ქონება, რაზეც Chevron-ს შეეძლო აღსრულების მიქცევა იყო ის თანხა, რაც Chevron-ს ემართა SemCrude-სადმი.

 

შესაბამისად, კოდექსის ტექსტში არაფერია ისეთი, რაც რაიმე სახით ეწინააღმდეგება (და ცალსახად არ ქმნის ბათილად ცნობის საფუძველს) Chevron-ს აშკარა შტატის სამართლის მოთხოვნას, რომ სრულად აღასრულოს შეთანხმებული სამმხრივი გაქვითვა.  რეალურად, კოდექსის 553(a) სექციაში ორმხრივობის წინაპირობის ტექსტუალური ფორმულირებიდან ჩანს, რომ იგი არის არაფერი მეტი, ვიდრე უნივერსალური და ელემენტარული ვალდებულების და სუბიექტობის ორმხრივობის განზომილების უბრალო კოდიფიკაცია. სახელშეკრულებო ვალდებულებების ორმხრივობა, რომელიც წარმოშობს აღსრულებად სამმხრივ გაქვითვის უფლებას სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართლის მიხედვით, შესაბამისად (რაც არ არის გასაკვირი), ცალსახად ჯდება კოდექსის 552(a) სექციის მოქმედების ფარგლებში.

 

შედეგად და SemCrude-ს გადაწყვეტილების საპირისპიროდ, კოდექსის 553(a) სექცია აღიარებს გადახდისუუნარობისას ერთ-კრედიტორიან სახელშეკრულებო სამმხრივ გაქვითვის შეთანხმებებს, რომლებიც აღსრულებადია სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართლის მიხედვით. მეტიც (რაც არ არის გასაკვირი), მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ანალიზი მცირედით განსხვავებულია, იგივე შეიძლება ითქვას ორ-კრედიტორიანი სამმხრივი სახელშეკრულებო გაქვითვის შესახებ, როგორიც იყო სადავო Lehman Brothers-ს და Orexigen Therapeutics-ს საქმეებში.

 

5. ორკრედიტორიანი სამმხრივი გაქვითვა: Lehman Brothers და Orexigen Therapeutics 

 

ორივე Lehman Brothers და Orexigen Therapeutics საქმეები მოიცავდა ორკრედიტორიან სამმხრივ სახელშეკრულებო გაქვითვას, იმიტომ, რომ ორი ან მეტი დაკავშირებული კრედიტორი ვალდებული იყო და მოთხოვნასაც ფლობდა ერთი გადახდისუუნარო მოვალის მიმართ, პეტიიციის წარდგენის დროისათვის.

 

Lehman Brothers-ის საქმეში მოვალე იყო Lehman Brothers Inc. (LBI) და დაკავშირებული კრედიტორები იყვნენ (1) UBS AG, რომელსაც თანხა ემრთა  LBI-ს მიმართ, და (2) UBS Securities and UBS Financial Services, რომელთა მიმართაც LBI-ს გააჩნდა ფულადი ვალდებულება. UBS AG ცდილობდა გაექვითა თანხები, რომლებიც LBI-ს ემართა UBS-სთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ, იმ თანხმებში, რაც UBS AG-ს ემართა LBI-ს მიმართ, მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმების შესაბამისად, რომლის თანახმადაც თითოეულს ექნებოდა უფლება აღესრულებინა ამგვარი სამმხრივი გაქვითვა.

 

Orexigen Therapeutics-ის საქმეში მოვალე იყო Orexigen Therapeutics და დაკავშირებული კრედიტორები, რომელთა სამმხრივი სახელშეკრულებო გაქვითვის უფლებებიც სადავი იყო, იყვნენ (1) McKesson Corporation, რომელსაც მოვალის მიმართ გააჩნდა, დაახლოებით, $6.9 მილიონის ოდენობის დავალიანება, და (2) McKesson Patient Relationship Solutions (MPRS), რომლის მიმართაც მოვალეს გააჩნდა, დაახლოებით, $9.1 მილიონის ოდენობით ვალი. ეს სამმხრივი ვალდებულებები გრაფიკულად შეიძლება შემდეგნაირად გამოისახოს:

 

ree

 

მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმების შესაბამისად, რომ თითოეულს შეეძლო სამმხრივი გაქვითვის აღსრულება, McKesson შეეცადა მოეპოვებინა უფლება, რომ $6.9 მილიონი ვალებულება, რომელიც Orexigen Therapeutics-ს ემართა MPRS-ს მიმართ გაექვითა იმ $6.9 მილიონში, რომელიც McKesson-ს ემართა Orexigen Therapeutics-ს მიმართ, ისე, რომ ნეტი (გაქვითვის შემდგომ) (1)  McKesson-ს აღარ ექნებოდა Orexigen Therapeutics-ს მიმართ დავალიანება, და (2) MPRS-ს ექნებოდა მხოლოდ $2.2 მილიონი არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის უფლება Orexigen Therapeutics-ს გადახდისუუნარობის ქონების მასის მიმართ.[31]

 

6. ვალდებულების ორმხრივობა ორ-კრედიტორიან სამმხრივ სახელშეკრულებო  გაქვითვაში: მოვალის გადახდის ვალდებულების უზრუნველყოფით შემოფარგლული მესამე მხარე ბენეფიციარი

 

კვლავ, ორივე Lehman Brothers და Orexigen Therapeutics საქმეებში, სასამართლოებმა აღიარეს, რომ მხარეთა სამმხრივი სახელშეკრულებო გაქვითვის შეთანხმებები მხარეებს ანიჭებენ სრულად აღსრულებად სამმხრივი გაქვითვის უფლებას სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართლის შესაბამისად. და დაბრკოლება 553(a) სექციის ვალდებულების ან სუბიექტობის ორმხრივობისადმი, ორივე საქმის სასამართლოს მიხედვით, იყო იგივე, რაც SemCrude-ის საქმეში: მხარე, რომელსაც ემართა თანხა მოვალის მიმართ (მაგალითად McKesson, Orexigen Therapeutics-ის საქმეში) სავარაუდოდ არ იყო „კრედიტორი“ „მოთხოვნით მოვალის წინაშე“, როგორც ამას მოითხოვს 553(a) სექციის ფორმულირება, რაც დადგენილია ვალდებულების ან სუბიექტობის ორმხრივობის წინაპირობის მიმართ.

 

კიდევ ერთხელ, მიუხედავად ამისა, კარგი იქნება მხედველობაში მივიღოთ, თუ როგორ კმაყოფილდება ვალდებულების ან სუბიექტობის ორმხრივობის წინაპირობა შტატის სამართლის მიხედვით. და მხარეთა სახელშეკრულებო სამმხრივი გაქვითვის შეთანხმება თავად ანაცვლებს აუცილებელ სახელშეკრულებო ორმხრივობას, რომელიც წარმოშობს აღსრულებად სამმხრივ გაქვითვის უფლებას შტატის სამართლის შესაბამისად. განვიხილოთ, მაგალითად,  Orexigen Therapeutics.

 

ცალსახად, McKesson-ს გააჩნდა სახელშეკრულებო ვალდებულება Orexigen Therapeutics-ს მიმართ. დამატებით, როდესაც Orexigen Therapeutics ხელშეკრულებით დათანხმდა  McKesson-სთან, რომ McKesson-ს შეეძლო გაექვითა თანხა, რომელიც Orexigen-ს მართებდა MPRS-სადმი იმ თანხაში, რომელიც  McKesson-ს ემართა Orexigen-სადმი, McKesson გახდა განზრახული ბენეფიციარი Orexigen-ს გადახდის ვალდებულებისა MPRS-ს მიმართ,[32] იმ უფლებით, რომ აღესრულებინა MPRS-ს მოთხოვნა Orexigen-ს წინააღმდეგ, დადებული შეთანხმების შესაბამისად[33] — McKesson-ს ორმხრივი სახელშეკრულებო მოთხოვნა Orexigen Therapeutics-ს მიმართ.

 

McKesson-ს უფლება აღესრულებინა MPRS-ს მოთხოვნა Orexigen-ს მიმართ, რაც შეზღუდული იყო (მხარეთა შეთანხმებით) გაქვითვის აღსრულებაზე (იმ თანხაში, რომელიც  McKesson-ს ემართა Orexigen-ის მიმართ), არ უქმდება იმ ფაქტით, რომ Orexigen-მა იკისრა სახელშეკრულებო ვალდებულება, რომ ნება მიეცა McKesson-ისათვის, რომ აღესრულებინა Orexigen-ს ვალდებულება MPRS-ს მიმართ გაქვითვის გზით. ვინაიდან გაქვითვის უფლება არის „გადახდის მოთხოვნის უფლება“ (როგორც ზემოთ განვიხილეთ), McKesson იყო, რეალურად, „კრედიტორი“ რომელსაც გააჩნდა „მოთხოვნა“ (როგორც ეს განმარტებულია კოდექსის 101(5) სექციაში) Orexigen-ის მიმართ, რომ მომხდარიყო იმ თანხის, რომელიც McKesson-ს ემართა Orexigen-ის მიმართ გაქვითვა იმ ვალში, რომელიც  Orexigen-ს გააჩნდა MPRS-ს მიმართ (და McKesson-სადმი, როგორც მესამე პირი ბენეფიციარი).

 

მეტიც, ფაქტი, რომ McKesson-ს, საკუთარი მესამე პირი ბენეფიციარის უფლებების აღსრულებისას, აღსრულების მიქცევა შეეძლო Orexigen-ს ქონების მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე (თანხები, რაც McKesson-ს ემართა Orexigen-სადმი) ასევე არ აკნინებს McKesson-ს სტატუსს, როგორც „კრედიტორი“, რომელსაც აქვს ორმხრივი „მოთხოვნის უფლება მოვალის მიმართ“,  Orexigen, კოდექსის 553(a) სექციის მნიშვნელობით. კვლავ, კოდექსის 102(2) სექცია პირდაპირ ადგენს, რომ საკანონმდებლო ფრაზა „’მოთხოვნა მოვალის მიმართ’ მოიცავს მოთხოვნას მოვალის ქონების მიმართაც.”

 

შესაბამისად, სახეზე იყო სახელშეკრულებო ვალდებულებების ორმხრივობა Orexigen-სა და McKesson-ს შორის: McKesson-ს ემართა Orexigen-სადმი $6.9 მილიონი და, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, რომელმაც McKesson გახადა MPRS-ს მიმართ Orexigen-ს ვალის მესამე პირი ბენეფიციარი, McKesson-ს გააჩნდა $6.9 მილიონი უზრუნველყოფით შემოფარგლული მოთხოვნა Orexigen-სადმი, რომელიც შეიძლება გრაფიკულად შემდეგნაირად იქნეს გამოსახული:

 

ree

 

შესაბამისად, McKesson იყო, ფაქტობრივად, „კრედიტორი“, რომელსაც ქონდა ორმხრივი სახელშეკრულებო „მოთხოვნის უფლება მოვალის მიმართ“, Orexigen Therapeutics, კოდექსის 553(a) სექციის ფორმულირების მნიშვნელობით, რომელიც დადგენილი იყო ვალდებულების ან სუბიექტობის ორმხრივობის წინაპირობისათვის. იგივე სახელშეკრულებო ვალდებულებების ორმხრივობა, რომელიც აღსრულებადად აქცევს მხარეთა სახელშეკრულებო სამმხრივი გაქვითვის შეთანხმებას, სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართლის მიხედვით, ასევე (რაც არ არის გასაკვირი) ცალსახად ექცევა 553(a) სექციის მოქმედების სფეროში.

 

გადახდისუუნარობის პოლიტიკა და სახელშეკრულებო პრიორიტეტები 

 

553(a) სექციის ძირითადი ფუნქციის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს მხარეთა გადახდისუუნარობის გარეთ არსებული შტატის სამართლის გაქვითვის უფლების აღსრულება, არ არსებობს გადახდისუუნარობისათვის სპეციფიკური მიზეზი, რომ ვალდებულების ან სუბიექტობის ორმხრივობის წინაპირობა განვმარტოთ ისეთნაირად, რომ იგი ნიშნავდეს რაიმე სხვას, ვიდრე იგი ნიშნავს სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართლის მიხედვით. თუკი სამმხრივი გაქვითვის შეთანხმება სრულად აღსრულებადი იქნება შტატის სამართლის მიხედვით, ვალდებულების ორმხრივობის წინაპირობით (რომელიც იგი უეჭველად იყო), მაშინ არ არის ცხადი რატომ უნდა ჩაითვალოს, რომ გადახდისუუნარობაში არ არსებობს ორმხრივობის წინაპირობა.[34]

 

თუმცა, დელავერის და ნიუ იორკის სასამართლებმა, თავიანთი უნიკალური ფედერალური გადახდისუუნარობის ორმხრივობის სტანდარტის მხარდაჭერა იპოვეს (რომელიც ზღუდავს ნებადართულ გაქვითვას გადახდისუუნარობაში მხოლოდ წმინდად არასახელშეკრულებო გაქვითვის უფლებებით) სავარაუდო გადახდისუუნარობის მიზნებში. SemCrude-ის გადახდისუუნარობის სასამართლომ ეს მიზნები შემდეგნაირად განმარტა:

 

სასამართლოს დასკვნა ასევე შეესაბამება 553-ე სექციის მიზანს და კოდექსის ზოგად მიზნებს. ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი - თუკი არა უმთავრესი - კოდექსისა არის უზრუნველყოს, რომ მსგავს პოზიციაში მყოფი კრედიტორები იღებენ სამართლიან მოპყრობას და სარგებლობენ მოვალისგან თანაბარი დაკმაყოფილების უფლებით, თუკი არ არსებობს რაიმე საპატიო მიზეზი ამ პრინციპიდან გადასახვევად. თუკი მხარეებს მიეცემათ უფლება ხელშეკრულებით გვერდი აუარონ 553-ე სექციის ორმხრივობის მოთხოვნას, ერთი ან რამდენიმე კრედიტორი არასამართლიანად მიიღებენ მოვალისგან გადახდას, მოვალის სხვა კრედიტორების ხარჯზე, რითიც დაირღვევა ის პრიორიტეტის სქემა, რასაც კოდექსი აწესებს და შემცირდება ყველა კრედიტორისათვის განკუთვნილი საერთო თანხა. იხ. In re Bevill, Bresler & Schulman Asset Mgmt. Corp., 896 F.2d 54, 57 (3d Cir.1990) (“გაქვითვა ეწინააღმდეგება გადახდისუუნარობის ფუნდამენტურ პრინციპს, კრედიტორებს შორის თანაბრობას . . .”); BNY Fin. Corp. v. Masterwear Corp. (In re Masterwear Corp.), 229 B.R. 301, 311 (Bankr.S.D.N.Y.1999) (“გაქვითვა მუშაობს, რათა უპირატესობა მიანიჭოს ერთ კრედიტორს ყველა დანარჩენის მიმართ”). ასეთი რეზულტატი ცალსახად ეწინააღმდეგება ... სამართლიანი გადანაწილების პრინციპს, რაც არის კოდექსის ცენტრალური პრინციპი.[35]

 

ოლქის სასამართლომ აპელაციისას,[36] ისევე, როგორც გადახდისუუნარობის სასამართლოებმა ორივე Lehman Brothers[37] და Orexigen Therapeutics[38] საქმეებში, ყველამ დაადასტურა ეს მიზანზე დამყარებული არგუმენტაცია, რომლითაც უარი იქნა ნათქვამი გადახდისუუნარობაში სამმხრივი გაქვითვის შეთანხმებების აღსრულებაზე.

 

1. გაქვითვის ყველა უფლება ქმნის დისტრიბუციის პრიორიტეტს 

 

დელავერისა და ნიუ იორკის სასამართლოების მიერ გადახდისუუნარობის ზოგადი კრედიტორთა თანაბრობის პრინციპის გამოყენება არის ზედმეტად ფართო და არასაჭირო. 

 

მაშინ, როცა კრედიტორთა თანაბრობა ზოგადად მნიშვნელოვანია, გადახდისუუნარობის კოდექსი არ უჭერს მხარს კრედიტორთა აბსოლუტურ თანაბრობას.  ამის ნაცვლად, უპირატესობა ენიჭება წესს, რომ თანაბარი მოპყრობა უნდა მოხდეს მსგავს მდგომარეობაში მყოფი კრედიტორების მიმართ. შესაბამისად, მოწოდება კრედიტორთა თანაბრობის თაობაზე ბადებს კითხვებს: არიან ეს კრედიტორები ერთი და იმავე ტიპის, ან მათი უფლებრივი განსხვავება ხომ არ ქმნის საფუძველს მათი განსხვავებული მოპყრობისათვის?[39]

 

მართლაც, თუკი კრედიტორთა თანაბრობა უმთავრესი წესი იქნებოდა, გადახდისუუნარობაში არასოდეს მოხდებოდა გაქვითვის უფლების რეალიზება, ვინაიდან როგორც  SemCrude-ის გადაწყვეტილების ზემოთ მოყვანილი პასაჟი აღიარებს, გაქვითვა ყოველთვის „მოქმედებს რათა უპირატესობა მიანიჭოს ერთ კრედიტორს ყველა სხვასთან მიმართებით.“[40] SemCrude-ის სასამართლოს კრედიტორთა თანაბრობის კონცეპცია, შესაბამისად, აუცილებლად განიხილავს 553(a) სექციას და გადახდისუუნარობის გაქვითვის უფლებებს, მთლიანად, კარგი გადახდისუუნარობის პოლიტიკასთან შეუსაბამოდ.  ფაქტობრივად, ზემოთ ციტირებული პასაჟი არსებითად იგივეს აცხადებს: „გაქვითვა ეწინააღმდეგება გადახდისუუნარობის ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც არის კრედიტორთა შორის თანაბრობა.”[41]

 

თუმცა, ყველა კონგრესი, რომელსაც ოდესმე მიუღია ფედერალური გადახდისუუნარობის კანონი, არ ეთანხმებოდა ამ შეფასებას, აშკარად მიიჩნევდა რა, რომ კრედიტორი, რომელსაც აქვს გაქვითვის უფლებები არ არის იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ზოგადად არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არიან. ყველა ფედერალური გადახდისუუნარობის კანონი, რომელიც ოდესმე არსებულა ადგენდა, რომ კრედიტორის ყველა მოთხოვნა, რომელზეც გაქვითვის უფლება ვრცელდება უნდა იღებდეს პრიორიტეტს ზოგადად არაუზრუნველყოფილ მოთხოვნებთან შედარებით, ისე, როგორც ეს ხდება უზრუნველყოფილ მოთხოვნებთან მიმართებით. მართლაც, მოქმედი გადახდისუუნარობის კოდექსის ავტორებმა საკმაოდ პირდაპირ აღიარეს უზრუნველყოფილი კრედიტორების პრიორიტეტული უფლებები აუცილებლად თან სდევს გადახდისუუნარობაში გაქვითვის დაშვებას:

 

საკითხი იმის შესახებ გაქვითვა უნდა იყოს თუ არა დაშვებული ან უარყოფილი, რათა კრედიტორს, რომელიც იყენებს გაქვითვის უფლებას არ მიეცეს შესაძლებლობა საკუთარი მოთხოვნისათვის მოიპოვოს უფრო დიდი პროცენტული დაკმაყოფილება, ვიდრე ზოგადად არაუზრუნველყოფილმა კრედიტორებმა, შეიძლება დანახულ იქნეს იმ თვალსაზრისით, გაქვითვის უფლების მქონე კრედიტორი არის, ფაქტობრივად, უზრუნველყოფილი თუ არაუზრუნველყოფილი კრედიტორი. თუკი იგი უზრუნველყოფილია, მაშინ გაქვითვის დაშვებით იგი იმავე მოპყრობას მიიღებს, რასაც უზრუნველყოფილი კრედიტორები იღებენ.  თუკი იგი მიიჩნევა არაუზრუნველყილად, მაშინ გაქვითვის უფლების გაუქმება და მოთხოვნა, რომ მან მოვალის გადახდისუუნარობის მასას უნდა გადაუხადოს ვალი, მიანიჭებს მას იმავე მოპყრობას, რასაც იღეენ არაუზრუნველყოფილი კრედიტორები.[42]

 

თუმცა, ამ უკანასკნელ შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რაც ეხება ზოგადი არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სტატუსს, როგორც ლორდმა მენსფილდმა განმარტა „ეს ეწინააღმდეგებოდა ადამიანის ბუნებრივი სამართლიანობის განცდას, გადახდისუუნარობის საქმეებში“[43] და, შესაბამისად, გაქვითვის უფლებებს მიენიჭათ პრიორიტეტი (უზრუნველყოფილი მოთხოვნების ექვივალენტურად) ანგლო-ამერიკულ გადახდისუუნარობის სამართალში, როგორც მინიმუმ მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოდან.[44] და გადახდისუუნარობის კოდექსის ავტორებისათვის გაქვითვისათვის არსებითად დამახასიათებელი და დიდი ხნის დამკვიდრებული პრიორიტეტი „არის საკმარისი, რათა გაქვითვის უფლების მქონე კრედიტორს მიენიჭოს იგივე დაცვა, რაც ენიჭებათ უზრუნველყოფილ კრედიტორებს.“[45]

 

მხოლოდ იმ მარტივი ჭეშმარიტების თქმა, რომ სახელშეკრულებო სამმხრივი გაქვითვის დაშვება გადახდისუნარობაში გაქვითვის უფლების მქონე კრედიტორს მიანიჭებს პრიორიტეტს არ წარმოადგენს გაქვითვის უფლების უარყოფის დასაბუთებას, ისევე, როგორც ეს არ იქნებოდა საკმარისი დასაბუთება 553(a) სექციის დანაწესის უგულებელყოფისა და გადახდისუუნარობაში ყველა სახის გაქვითვის უარსაყოფად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი კრედიტორთა თანაბრობის ზოგადი პრინციპი ამართლებს გადახდისუუნარობაში სამმხრივი გაქვითვის უფლებების უარყოფას, მაშინ იგი ამართლებს გადახდისუუნარობაში ყველა სახის გაქვითვის უარყოფასაც.[46]

 

2. გადახდისუუნარობის კოდექსი აღიარებს სახელშეკრულებო პრიორიტეტებს 

 

იმისათვის, რათა სათანადოდ მოხდეს გადახდისუუნარობაში სამმხრივი სახელშეკრულებო გაქვითვის უფლების უარყოფის რაციონალიზაცია, აუცილებელია სახელშეკრულებო სამმხრივი გაქვითვის უფლება განვასხვავოთ გაქვითვის ყველა სხვა უფლებისაგან. განმასხვავებელი ნიშანი, დელავერის და ნიუ იორკის სასამართლოთა თვალში, არის მხოლოდ სამმხრივი გაქვითვის შეთანხმებების წმინდად სახელშეკრულებო ბუნება, როგორც ეს ჩანს მათ მიერ გამუდმებული მითითებით გაქვითვის პრიორიტეტის აუცილებელ ორმხრივობის წინაპირობის „ხელშეკრულებით გვერდის ავლაზე“ (contracting around) (ან უფრო ზუსტად,  contracting into). თუმცა, ეს არ არის სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართლის ორმხრივობის სტანდარტზე უარის თქმის საფუძველი.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი და შედეგობრივი პრიორიტეტი, რასაც გადახდისუუნარობაში ვაღიარებთ არის შტატის სამართლის მიხედვით შეთანხმებით წარმოშობილი პრიორიტეტი, რომლითაც კონკრეტულ კრედიტორს ნებაყოფლობით ენიჭება უზრუნველყოფა მოვალის ქონებაზე.  და როგორც ჩვენ ვიხილეთ, სამმხრივი გაქვითვის შეთანხმება არის უბრალოდ ასეთი შეთანხმება, რომელიც ქმნის სახელშეკრულებო პრიორიტეტს იმ ოდენობაზე, რაც კონკრეტულ კრედიტორს მართებს მოვალის მიმართ. შესაბამისად, თუკი ამას რაიმე მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, სამმხრივი გაქვითვის შეთანხმების სახელშეკრულებო ბუნება გადახდისუუნარობაში პრიორიტეტის სასარგებლო არგუმენტს წარმოადგენს.[47]

 

არც ზოგადად კრედიტორთა თანაბრობის და არც გადახდისუუნარობაში აღიარებული რომელიმე სხვა პრინციპი ქმნის საფუძველს უარვყოთ სხვაგვარად აღსრულებადი სახელშეკრულებო გაქვითვის პრიორიტეტი იმ ოდენობით, რა ვალდებულებაც არსებობს მოვალის მიმართ. მართლაც, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რასაც გვასწავლის მონუმენტური მნიშვნელობის საქმე  Chicago Board of Trade v. Johnson[48] არის ის, რომ მოვალის გადახდისუუნარობის ქონების მასა, როგორც მოვალის უფლებამონაცლე, იღებს „არა იმაზე უფრო მეტ უფლებებს, რაც თავად მოვალეს გააჩნდა.“[49] შესაბამისად, ქონება, რომელიც დატვირთულია ნამდვილი სანივთო უფლებით (როგორიც არის სახელშეკრულებო პრიორიეტის უფლება, რაც განხილვის საგანი იყო  Chicago Board of Trade[50] საქმეში) რჩება დატვირთული შტატის სამართლის პრიორიეტით გადახდისუუნარობის საქმეშიც. თუ რა ფარგლებში მოქმედებს მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილების უფლება სხვა კონკურენტი მოსარჩელეების მიმართ უნდა დადგინდეს გადახდისუუნარობის გარეთ არსებული შტატის სამართლის შესაბამისად, რომლისგანაც მომდინარეობს მოვალის უფლებები. „კონგრესმა ზოგადად გადახდისუუნარობის მასაში სანივთო უფლებების განსაზღვრა შტატის სამართალს მიანდო“, ვინიდან „სანივთო უფლებები იქმნება და განისაზღვრება შტატის სამართლით.”[51]

 

შესაბამისად, კოდექსის § 553(a) სექციის ზოგადი წესი, რომელიც ცნობს შტატის სამართლით დადგენილ გაქვითვის პრიორიტეტს, არის უბრალოდ გადახდისუუნარობის სამართალში ფართოდ მიღებული მიდგომის კოდიფიკაცია, რომლის მიხედვითაც გადახდისუუნარობაში მოთხოვნათა პრიორიტეტის განსაზღვრა ხდება შტატის სამართლის მიხედვით. მეტიც, იგივე პრინციპი მიუთითებს იმისკენ, რომ ვალდებუების ორმხრივობის წინაპირობის განსაზღვრა გადახდისუუნარობაში სამმხრივი გაქვითვის შეთანხმებების აღსასრულებლად უნდა მოხდეს სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართლის მიხედვით.

 

3. გაქვითვის უფლებები უპირატესია ტრასტის ან მფლობელი მოვალის ძლიერი-მკლავის უფლებებთან შედარებით

 

იმ საკითხის სრულფასოვანი გამოკვლევისას, უნდა მიენიჭოს თუ არა სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართლით დადგენილ გაქვითვის უფლების პრიორიტეტის ძალა გადახდისუუნარობაში, ასევე უნდა განვიხილოთ 544(a) სექციაში დადგენილი ძლიერი-მკლავის უფლებები.[52] „ძლიერი-მკლავის უფლებები არის კოდექსის სქემის არსებითი ნაწილი, რომლის მიხედვითაც იგი ცდილობს გაყინოს კრედიტორის შედარებითი პრიორიტეტული უფლებები გადადისუუნარობის პეტიციის შეტანის თარიღისათვის.”[53]

 

ფართოდ აღიარებული მოსაზრება არის „რომ მას შემდეგ, რაც დადგინდება მისი არსებობა, 553-ე სექციაში დადგენილი გამონაკლისების გარდა, ... გაქვითვის უფლება არ არის შეზღუდული გადახდისუუნარობის რომელიმე სხვა დანაწესით, მათ შორის 544-ე სექცია.“[54] მიუხედავად ამისა, იმის დასადგენად, თუ რამდენად გამართლებულია გაქვითვის უფლებებისათვის გადახდისუუნარობაში უზრუნველყოფილი კრედიტორების ექვივალენტური პრიორიტეტის მინიჭება, სასარგებლო გონებრივი ექპსერიმენტი იქნება დავსვათ კითხვა შეესაბამება თუ არა ეს გაქვითვის უფლებების შტატის სამართლის პრიორიტეტს ზოგად არაუზრუნველყოფილ კრედიტორებთან შედარებით.  და გადახდისუუნარობა ამის ანალიზს ახდენს ძლიერი-მკლავის უფლებების მეშვეობით:

 

„უზრუნველყოფის“ პრიორიტეტი მოვალის ქონებაში საბოლოოდ ნარჩუნდება თუ არა გადახდისუუნარობაში ... უნდა გადაწყდეს კოდექსის 544(a) სექციის ძლიერი-მკლავის უფლებების მეშვეობით, რაც წარმოადგენს გადახდისუუნარობის კონსტრუქციას, რომლითაც ვზომავთ კრედიტორის შედარებით არაგადახდისუუანრობის პრიორიტეტულ უფლებებს. ძლიერი-მკლავის უფლებები ტრასტს ან მფლობელ მოვალეს ანიჭებს, პეტიციის მომენტისათვის და ზოგადად არაუზრუნველყოფილი კრედიტორების სასარგებლოდ, ზოგად სასამართლო უზრუნველყოფას მოვალის მთლიან ქონებაზე. შესაბამისად, თუკი კრედიტორს მოვალის ქონებაში აქვს არაგადახდისუუნარობის პრიორიტეტი, რომელსაც უპირატესობა აქვს ტრასტის/მფლობელი მოვალის ჰიპოთეტურ სასამართლო უზრუნველყოფაზე, მაშინ კრედიტორის პრიორიტეტული უფლება ხელშეუხებლად შენარჩუნდება გადახდისუუნარობაშიც. თუმცა, თუკი ტრასტის/მფლობელი მოვალის ჰიპოთეტურ სასამართლო უზრუნველყოფას კრედიტორის უფლებაზე უპირატესი მოქმედების ძალა აქვს, ტრასტს უფლება აქვს გააუქმოს კრედიტორის უფლება, რითიც კრედიტორს წაართმევს ზოგადი არაუზრუნველყოფილი კრედიტორის პრიორიტეტის სტატუსს.[55]

 

მაგალითად, განვიხილოთ SemCrude-ს საქმის ფაქტები. სადავო მოვალის ქონება არის პეტიციის დღისთვის არსებული $1.4 მილიონი, რომელიც Chevron-ს მართებდა SemCrude-სადმი. ამ კონკრეტულ ქონებასთნ დაკავშირებით პეტიციის დღისთვის არსებული ჰიპოთეტური სასამართლო უზრუნველყოფა, რომელიც გააჩნია გადახდისუუნარობის ქონების მასას (ზოგადი არაუზრუნველყოფილი კრედიტორიების სასარგებლოდ) 544(a) სექციის მიხედვით არის Chevron-ს ვალის, რომელიც მას მართებს მოვალის SemCrude-ის მიმართ, ყადაღა (garnishment lien). რელევანტური პრიორიტეტის შეკითხვა, შესაბამისად, არის: შტატის სამართლის პრიორიტეტის დავაში შემდეგ მხარეებს შორის (1) SemCrude-ის კრედიტორი, რომელმაც დააყადაღა (და შესაბამისად შეეცადა ეიძულებინა Chevron გადაეხადა კრედიტორისათვს) $1.4 მილიონი, რომელიც Chevron-ს ემართა SemCrude-ს მიმართ და (2) Chevron, რომელიც აცხადებდა სახელშეკრულებო სამმხრივ გაქვითვის უფლებებს, როგორც $1.4 მილიონის გადახდისგან თავდაცვის საშუალება, მიენიჭეობოდა თუ არა უპირატესობა კრედიტორს და შესაბამისად დაამარცხებდა თუ არა იგი Chevron-ს სახელშეკრულებო სამმხრივი გაქვითვის უფლებებს?

 

პასუხი, რა თქმა უნდა, არის - არა. Chevron უეჭველად ექნებოდა ვალიდური შესაგებელი, ვინაიდან  Chevron-ს  გააჩნდა ნამდვილი და სრულად აღსრულებადი შტატის სამართლის გაქვითვის უფლება იმ ოდენობაზე, რომელიც Chevron-ს მიმართ მართებდა SemFuel-ს და SemStream-ს სასამართლო უზრუნველყოფის წარმოშობის მომენტისათვის (აქ, პეტიციის დღე). შტატის „სასამართლოები თითქმის ერთიანად განმარტავენ, რომ უზრუნველყოფის ადრესატის (garnishee) (როგორც Chevron) უფლებები უპირატესია მეორე მხარის (garnishor) უფლებებთან მიმართებით“,[56] და ზოგიერთი შტატის უზუნველყოფის კანონმდებლობა პირდაპირ ადგენს ამ შედეგს.[57] რეალურად,

 

უზრუნველყოფის ძირითადი კონცეფცია სხვაგვარ შედეგს ვერც დაუშვებდა. მეორე მხარე (garnishor) დგება მოვალის პოზიციაში და მის მიმართ მოქმედებს ყველა შესაგებელი, რაც უზრუნველყოფის ადრესატს (garnishee) შეიძლება ქონდეს მოვალის მიმართ. არსებითად, უზრუნველყოფა არის ცესიის გარკვეული ნაირსახეობა, რომელშიც ცესიონერი (garnishor) ვერ მოიპოვებს იმაზე მეტ უფლებებს, ვიდრე ცედენტს (მოვალე) გააჩნია.[58]

 

შესაბამისად, დელავერის და ნიუ იორკის სასამართლოების ანალიზის საწინააღმდეგოდ, გადახდისუუნარობის პოლიტიკა, რომ მსგავსი კრედიტორები თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ, არ გულისხმობს სხვაგვარად აღსრულებადი სამმხრივი გაქვითვის შეთანმებების გაბათილებას გადახდისუუნარობაში. როგორც ყველა სხვა შტატის სამართლით აღსრულებადი გაქვითვის უფლება, სახელშეკრულებო სამმხრივი გაქვითვის უფლებაც არის ექვივალენტი უზრუნველყოფილი მოთხოვნისა შტატის სამართლის საფუძველზე ზოგადი არაუზრუნველყოფილი კრედიტორების მიმართ პრიორიტეტის თვალსაზრისით, და ეს ნამდვილი შტატის სამართლის პრიორიტეტული უფლება უნდა აღსრულეს გადახდისუუნარობაშიც.


სქოლიო


[1] In re SemCrude, L.P., 399 B.R. 388, 51 Bankr. Ct. Dec. (CRR) 20, Bankr. L. Rep. (CCH) P 81400, 171 O.G.R. 646 (Bankr. D. Del. 2009), aff’d, 428 B.R. 590, 174 O.G.R. 661 (D. Del. 2010).

[2] In re Orexigen Therapeutics, Inc., 596 B.R. 9 (Bankr. D. Del. 2018).

[3] In re Lehman Bros. Inc., 458 B.R. 134, 55 Bankr. Ct. Dec. (CRR) 137, 66 Collier Bankr. Cas. 2d (MB) 860 (Bankr. S.D. N.Y. 2011).

[4] SemCrude-ს და Lehman Brothers-ს გადაწყვეტილების სხვა კრიტიკა იხ. Charles J. Tabb & Ralph Brubaker, Bankruptcy Law: Principles, Policies, and Practice 557-64 (4th ed. 2015); Charles J. Tabb & Ralph Brubaker, Teacher’s Manual for Bankruptcy Law: Principles, Policies, and Practice 584-87 (4th ed. 2015); Martin J. Bienenstock et al., Are Triangular Setoff Agreements Enforceable in Bankruptcy?, 83 Am. Bankr. L.J. 325 (2009); Dennis Connolly & Kevin Hembree, The Contractual Right of Triangular Setoff in Bankruptcy Proceedings: Issues and Alternatives, 2013 Ann. Surv. Bankr. L. 1.

[5] Citizens Bank of Maryland v. Strumpf, 516 U.S. 16, 18, 116 S. Ct. 286, 133 L. Ed. 2d 258, 28 Bankr. Ct. Dec. (CRR) 97, 33 Collier Bankr. Cas. 2d (MB) 869, Bankr. L. Rep. (CCH) P 76666A (1995) (ხაზგასმა დამატებულია).

[6] Strumpf, 516 U.S. at 20.

[7] Lehman Bros., 458 B.R. at 136-37.

[8] SemCrude, 399 B.R. at 397. Accord Orexien Therapeutics, 596 B.R. at 20-22.

[9] Scammon v. Kimball, 92 U.S. 362, 367, 23 L. Ed. 483, 1875 WL 17816 (1875).

[10] Scott v. Armstrong, 146 U.S. 499, 508, 13 S. Ct. 148, 36 L. Ed. 1059 (1892) (ხაზგასმა დამატებულია). იხ. 2 Joseph Story, Commentaries, on Equity Jurisprudence, as Administered in England and America § 1435, at 891-92 (4th ed. 1846).

[11] 1800 აქტი გამოიყენებოდა “როდესაც დადგინდება . . . რომ სახეზეა ორმხრივი კრედიტის შეთანხმება გადახდისუუნაროსა და ნებისმიერ სხვა პირს შორის, ან ორმხრივი ვალდებულება მათ შორის.” 1800 Act § 42 (ხაზგასმა დამატებულია), reprinted in 4 James Wm. Moore et al., Collier on Bankruptcy ¶ 68.01[1], at 843 n.5 (14th ed. 1978). 1841 აქტი გამოიყენებოდა “ყველა საქმეში, სადაც სახეზეა მხარეთა შორის ორმხრივი ვალდებულება ან ორმხრივი კრედიტის შეთანხმება.” 1841 აქტის მე-5 სექცია (ხაზგასმა დამატებულია), reprinted in 4 Collier (14th ed.), ¶ 68.01[1], at 843 n.6. 1867 აქტი გამოიყენებოდა “ყველა საქმეში, სადაც იყო მხარეთა შორის ორმხრივი ვალდებულება ან ორმხრივი კრედიტის შეთანხმება.” 1867 Act § 20 (ხაზგასმა დამატებულია), reprinted in 4 Collier (14th ed.), ¶ 68.01[1], at 843 n.7. 1898 აქტი გამოიყენებოდა “ყველა საქმეში, სადაც გადახდისუუნაროსა და კრედიტორს შორის არსებობდა ორმხრივი ვალდებულება ან ორმხრივი კრედიტი.” 1898 Act § 68a (emphasis K 2019 Thomson Reuters added), reprinted in 4 Collier (14th ed.), ¶ 68.01[3], at 844 n.10.

[12] “გაქვითვას ადრე ერქვა Stoppage.” 2 Story, Commentaries, § 1430, at 887 n.1. “ამ ადრეულ საქმეებში პრაქტიკა აღწერილია, როგორც  stoppage, ვინაიდან მოვალე ექვითიში უფლებამოსილი იყო შეეჩერებინა ან გამოეკლო მის მიმართ არსებული მოთხოვნიდან თავისი საკუთარი მოთხოვნის ოდენობა.” William H. Loyd, The Development of Set-Off, 64 U. Pa. L. Rev. 541, 549 (1916).

[13] Greene v. Darling, 10 F. Cas. 1144, 1149 (C.C.D. R.I. 1828) (No. 5,765) (Story, Circuit Justice) (ხაზგასმა დამატებულია). იხ. ასევე Gray v. Rollo, 85 U.S. 629, 632, 21 L. Ed. 927, 1873 WL 15929 (1873) (განმარტა, რომ საკანონმდებლო მითითება “ორმხრივ კრედიტზე” 1867 წლის აქტის მე-20 სექციაში მოქმედებს, როდესაც “შეთანხმება იყო … დადებული მხარეთა შორის, რომ ერთი მოთხოვნა გაიქვითებოდა მეორეში”).

[14] SemCrude, 399 B.R. at 397-98.

[15] SemCrude, 399 B.R. at 398 n.8.

[16] SemCrude, 399 B.R. at 398.

[17] Studley v. Boylston Nat. Bank of Boston, 229 U.S. 523, 528, 33 S. Ct. 806, 57 L. Ed. 1313 (1913).

[18] Studley, 229 U.S. at 529 (ხაზგასმა დამატებულია).

[19] New York County Nat. Bank v. Massey, 192 U.S. 138, 147, 24 S. Ct. 199, 48 L. Ed. 380 (1904) (ხაზგასმა დამატებულია).

[20] Michael E. Tigar, Comment, Automatic Extinction of Cross-Demands: Compensatio from Rome to California, 53 Cal. L. Rev. 224, 246 (1965) (ხაზგასმა დამატებულია). Pothier არის დასავლური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იურისტი. იხ. ზოგადად “Pothier, Robert Joseph,” The Oxford International Encyclopedia of Legal History (Stanley N. Katz ed. 2009); James E.G. de Montmorency, Robert Joseph Pothier and French Law, in Great Jurists of the World 447 (Sir John MacDonell & Edward Manson eds. 1913). კომპენსაციის სამართალში  “Pothier-ს გავლენა გაცილებით აღემატება ნებისმიერი სხვის” და “Pothier-მ ასევე მოიპოვა დიდი გავლენა ამერიკაშიც და ინგლისშიც, სადაც მისი წიგნი ვალდებულებით სამართალზე ითარგმნა და გამოიცა.” Tigar, 53 Cal. L. Rev. at 246 & n.145. Pothier, შესაბამისად, “ასევე არაპირდაპირად გავლენას ახდენს ურთიერთ-მოთხოვნათა სამართალზე ინგლისსა და ამერიკაში.” Id. at 247.

[21] Tigar, 53 Cal. L. Rev. at 224.

[22] Green v. Farmer, 98 Eng. Rep. 154, 157, 4 Burr. 2214, 2220 (K.B. 1768).

[23] Curson v. African Co, 23 Eng. Rep. 358, 359, 1 Vern. 121, 122 (Ch. 1682).

[24] Jeffs v. Wood, 24 Eng. Rep. 668, 669, 2 Peere Williams 128, 129 (1723).

[25] Garrard Glenn, The Law Governing Liquidation as Pertaining to Corporations, Partnerships, Individuals, Decedents, Bankruptcy, Receivership, Reorganization § 544, at 787, 786 (1935).

[26] Glenn, Liquidation, § 544, at 787.

[27] იხ. Midland Funding, LLC v. Johnson, 137 S. Ct. 1407, 1411, 197 L. Ed. 2d 790, 64 Bankr. Ct. Dec. (CRR) 31, 77 Collier Bankr. Cas. 2d (MB) 1308, Bankr. L. Rep. (CCH) P 83101 (2017) (მოთხოვნა არის გადახდის მოთხოვნის უფლება. 11 U.S.C.A. § 101(5)(A). შტატის სამართალი როგორც წესი განსაზღვრავს აქვს თუ არა პირს ამგვარი უფლება.”); Travelers Cas. and Sur. Co. of America v. Pacific Gas and Elec. Co., 549 U.S. 443, 451, 127 S. Ct. 1199, 167 L. Ed. 2d 178, 47 Bankr. Ct. Dec. (CRR) 265, 57 Collier Bankr. Cas. 2d (MB) 314, Bankr. L. Rep. (CCH) P 80880 (2007) (ადგენს, რომ “როდესაც გადახდისუუნარობის კოდექსი იყენებს ტერმინს “მოთხოვნა”, რომელსაც კოდექსი განმარტავს, როგორც გადახდის მოთხოვნის უფლებას,  11 U.S.C.A. § 101(5)(A) - იგი როგორ წესი მიუთითებს იმ მოთხოვნის უფლებაზე, რომელიც არსებობს შტატის სამართლის შესაბამისად”); 11 U.S.C.A. § 101(12) (“ტერმინი ‘ვალი’ ნიშნავს მოთხოვნაზე პასუხისმგებლობას.”).

[28] SemCrude, 399 B.R. at 397.

[29] იხ. Tabb & Brubaker, Bankruptcy Law, at 563-64; Tabb & Brubaker, Teacher’s Manual, at 586; Bienenstock et al., 83 Am. Bankr. L. J. at 328-30; Connolly & Hembree, 2013 Ann. Surv. Bankr. L. at 23-27.

[30] “ეს პარაგრაფი [(2) of § 102] გამიზნულია რათა მოიცვას უზრუნველყოფით შეზღუდული სესხის ხელშეკრულებები სადაც კრედიტორის ერთადერთი უფლებები მიემართება მოვალის ქონებას და არა მოვალეს პარადად. შესაბამისად, ასეთი შეთანხმება წარმოშობს მოთხოვნას, რომელიც განხილული იქნება, როგორც პერსონალურად მოვალის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, გადახდისუუნარობის კოდექსის მიზნებისათვის.” S. Rep. No. 95-989, at 28 (1978); H.R. Rep. No. 95-595, at 315 (1977).

[31] და $6.9 მილიონის გაქვითვასთან დაკავშირებით, MPRS-ს სავარაუდოდ ექნებოდა $6.9 მილიონის არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა McKesson-ს წინააღმდეგ, თუკი ხელშეკრულებით არა, მაშინ რესტიტუციის სამართლის საფუძველზე მაინც. იხ. ზოგადად Restatement (Third) of Restitution and Unjust Enrichment § 48 (2011).

[32] იხ. ზოგადად Restatement (Second) of Contracts § 302(a) (1981).

[33] “დაპირება ხელშეკრულებაში ქმნის შემპირებლისათვის ვალდებულებას [Orexigen Therapeutics] იმ პირის მიმართ, ვის სასარგებლოდაც ეს დაპირება იქნება გაცემული [McKesson] რათა შეასრულოს დაპირება, და ბენეფიციარს უფლება აქვს აღასრულოს იგი.” Restatement (Second) of Contracts § 304.

[34] ასევე არსებობს სახელშეკრულებო “ოთხმაგი გაქვითვის” შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს ორ (ან მეტ) დაკავშირებულ კრედიტორს და ორ (ან მეტ) დაკავშირებულ მოვალეს. მაგალითად, განვიხილოთ შემდეგი “ოთხმხრივი” ვალდებულების სცენარი:


ree
ree

 

ანალიზი ამგვარი ოთხმხრივი გაქვითვისა მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე აერთიანებს უნიკალურ თვისებებს ორივე (1) ერთ-კრედიტორიანი სახელშეკრულებო სამმხრივი გაქვითვისა (განსახილველი მოვალე, D1, არის ქონებით შეზღუდული სახელშეკრულებო გარანტორი მოვალის დაკავშირებული ვალდებულებისა, D2, მხარეთა მრავალმხრივი გაქვითვის შეთანხმების საფუძველზე) და (2) ორ-კრედიტორიანი სახელშეკრულებო სამმხრივ გაქვითვის (განსახილველ კრედიტორს, Cr1, აქვს ქონებით შემოფარგლული მოთხოვნა მოვალის მიმართ, D1, როგორც მესამე პირი ბენეფიციარი დაკავშირებული კრედიტორის თანხის გადახდის მოთხოვნის უფლებისა, Cr2, მხარეთა მრავალმხრივი გაქვითვის შეთანხმების შესაბამისად). აუცილებელი სახელშეკრულებო ორმხრივობა ოთხმხრივი ვალდებულების გაქვითვისათვის, ზემოთ დასახელებული ორივე სცენარისათვის, შესაძლებელია გრაფიკულად გამოისახოს შემდეგნაირად:

 

ree
ree

[35] SemCrude, 399 B.R. at 399.

[36] SemCrude, 428 B.R. at 594.

[37] Lehman Brothers, 458 B.R. at 144.

[38] Orexigen Therapeutics, 596 B.R. at 21-22.

[39] Ralph Brubaker, Bankruptcy Injunctions and Complex Litigation: A Critical Reappraisal of Non-Debtor Releases in Chapter 11 Reorganizations, 1997 U. Ill. L. Rev. 959, 981 (ციტირება გამოტოვებულია).

[40] SemCrude, 399 B.R. at 399 (ციტირებს In re Masterwear Corp., 229 B.R. 301, 311 (Bankr. S.D.N.Y. 1999)).

[41] SemCrude, 399 B.R. at 399 (ციტირებს In re Bevill, Bresler & Schulman Asset Mgmt. Corp., 896 F.2d 54, 57 (3d Cir. 1990)).

[42] H.R. Rep. No. 95-595, at 184 (1977).

[43] Green v. Farmer, 98 Eng. Rep. at 158.

[44] იხ. Ralph Brubaker, Triangular Setoff Agreements (Part I): (Mis)Understanding the Mutuality Requisite for Setoff, 39 Bankr. L. Letter No. 2, at 1, 1 (Feb. 2019).

[45] H.R. Rep. No. 95-595, at 186.

[46] არიან ისეთებიც, რომლებიც ამას ამჯობინებენ. მაგალითად, პროფესორი McCoid, მაშინ როცა გულწრფელად აღიარებს, რომ ეს “სავარაუდოდ არასოდეს მოხდება”, მაინც ამტკიცებს, რომ გადახდისუუნარობის პრიორიტეტი გაქვითვის უფლებებისათვის უნდა გაუქმდეს, სრულად. John C. McCoid, II, Setoff: Why Bankruptcy Priority?, 75 Va. L. Rev. 15, 43 (1989).

[47] მაგალითად, ერთ-ერთი საფუძველი რის გამოც პროფესორი McCoid აკრიტიკებს გადახდისუუნარობის პრიორიტეტს გაქვითვის უფლებებისათვის არის ის, რომ ისინი წარმოიშობა კანონის ძალით (ნაცვლად ხელშეკრულებისა) და, შესაბამისად, არ არის საკმარისად მსგავსი შეთანხმებისმიერი უზრუნველყოფის უფლებებისა, რათა მათ მიენიჭოთ იგივე პრიორიტეტული უფლებები. იხ. McCoid, 75 Va. L. Rev. at 33-34.

[48] Chicago Board of Trade v. Johnson, 264 U.S. 1 (1924).

[49] S. Rep. No. 95-989, at 82 (1978); H.R. Rep. No. 95-595, at 367 (1977).

[50] იხ. Chicago Board of Trade, 264 U.S. at 15 (ახასიათებს სახელშეკრულებო ტრანსფერის შეზღუდვებს როგორც გარკვეული კრედიტორებისათვის ფაქტობრივ პრიორიტეტებს, როგორც ეს არის “იპოთეკაში.”).

[51] Butner v. United States, 440 U.S. 48, 54-55 (1979).

[52] იხ. Philip T. Lacy, Setoff and the Principle of Creditor Equality, 43 S.C. L. Rev. 951, 958-59 (1992).

[53] Ralph Brubaker, Successor Liability and Bankruptcy Sales: Free and Clear of What?, 23 Bankr. L. Letter No. 6, at 6, 11 (June 2003).

[54] In re New England Motor Co., 426 B.R. 178, 194 (Bankr. N.D. Miss. 2010). That is not, however, a foregone conclusion. Cf. Ralph Brubaker, The Code’s (Incompatible?) Directives Regarding Setoff of a Discharged Debt Against Exempt Amounts Owing to an Individual Debtor, 21 Bankr. L. Letter No. 12, at 1, 3-4 (Dec. 2001).

[55] Brubaker, 23 Bankr. L. Letter No. 6, at 11.

[56] Stephen L. Sepinuck, The Problems with Setoff: A Proposed Legislative Solution, 30 Wm. & Mary L. Rev. 51, 77 (1988). See also Lacy, 43 S.C. L. Rev. at 959; McCoid, 75 Va. L. Rev. at 33. “ეს შედეგი ძალიან ლოგიკურია. გაქვითვის უფლებები ფაქტობრივად დაკარგავდა მნიშვნელობას, თუკი შემდგომი სასამართლო უზრუნველყოფა მათზე უპირატესი იქნებოდა.” Sepinuck, 30 Wm. & Mary L. Rev. at 85.

[57] იხ. მაგალითად 735 Ill. Comp. Stat. Ann. 5/12- 708.

[58] Sepinuck, 30 Wm. & Mary L. Rev. at 78. მეტიც, UCC-ს მუხლი 9 ადგენს მსგავს დაცვას მოვალის გაქვითვის უფლებებისათვის ცესიონერის მიმართ. იხ. UCC § § 9-109(d)(10)(B), 9-404(a).

Comments


bottom of page