სამმხრივი ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შეთანხმებები (ნაწილი I): გაქვითვის ორმხრივობის წინაპირობის (ვერ)გაგება
- Gocha Okreshidze
- Sep 14
- 27 min read
ავტორი: რალფ ბრუბეიკერი
ინგლისურიდან თარგმნა გოჩა ოყრეშიძემ
Reprinted from Bankruptcy Law Letter and translated from English to Georgian with permission of Thomson Reuters. Copyright © 2019. Further use without the permission of Thomson Reuters is prohibited. For further information about this publication, please visit https://legal.thomsonreuters.com/en/products/law-books or call 800.328.9352.
შესავალი
ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა არის ანგლო-ამერიკული გადახდისუუნარობისა და გაკოტრების სისტემის ძველი, კარგად დამკვიდრებული ელემენტი. მართლაც, ინგლისურ გადახდისუუნარობის პრაქტიკაში, ექვითიში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა[1] მიღებული ფორმა იყო 1705 წლის ცნობილ ანას კანონში (Statute of Anne)[2] (რომელმაც, ამავდროულად, პირველად შემოიღო გადახდისუუნარობის ფარგლებში ვალებისგან გათავისუფლების ინსტიტუტი)[3] მის კოდიფიკაციამდეც. მეტიც, ექვითის და, შემდგომში, კანონისმიერი გადახდისუუნარობის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წინ უძღოდა გაქვითვის უფრო ზოგადი ექვითის დოქტრინის განვითარებას (და, სავარაუდოდ, წაახალისა და გავლენაც იქონია მასზე), რომელიც საბოლოოდ დაგვირგვინდა თანამედროვე ექვითის დოქტრინის ჩამოყალიბებით, რაც თითოეული შტატის საერთო სამართლის ნაწილია.[4]
ისევე, როგორც გადახდისუუნარობაში ექვითის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისას, გაქვითვის უფრო ზოგადი ექვითის დოქტრინის ევოლუცია განხორციელდა (თუმცა, ასევე მათგან დამოუკიდებლად და არა აუცილებლად მათ მიერ დაწესებული შეზღუდვებით) ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მომწესრიგებელი სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაციების პარალელურად (როგორც წესი, სასამართლო სამართალწარმოების პრაქტიკის რეფორმირების გზით).[5] შედეგად (და, განსაკუთრებით ექვითისა და სამართლის შერწყმის შემდეგ) მხარის კუთვნილი გაქვითვის უფლება გამომდინარეობს საკანონმდებლო რეგულაციებიდან ან საერთო სამართლის დოქტრინიდან და ურთიერთკავშირი კანონისმიერი და საერთო სამართლის გაქვითვის უფლებებს შორის ყოველთვის იყო, გარკვეულწილად, ბუნდოვანი.[6]
იგივე ითქმის გადახდისუუნარობის გაქვითვაზეც, რაც კოდიფიცირებულ იქნა აშშ-ს გადახდისუუნარობის ყველა ფედერალურ კანონში,[7] მათ შორის 1898 წლის გადახდისუუნარობის აქტის 68-ე სექციაში და ამჟამინდელი გადახდისუუნარობის კოდექსის 553(a) სექციაში.[8] როგორც უზენაესმა სასამართლომ განმარტა, 1898 წლის აქტის 68-ე სექცია იყო „დანაწესი, რომელიც ეფუძნებოდა ურთიერთმოვალეთა ზოგადად აღიარებულ უფლებას“ და „როგორც ირკვევა, ამ სექციის მიზანი იყო გადახდისუუნარობის სასამართლოსათვის მიენიჭებინა უფლება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის დამკვიდრებული პრინციპები გაქვითვის თაობაზე მხარეთა შეთანხმებაზეც გაევრცელებინა“, რაც განახორციელა „ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ზოგადი პრინციპების“, „როგორც ეს დამკვიდრებული იყო საერთო სამართალში და ექვითის პროცედურაში“, უბრალო კოდიფიკაციით, რათა „საშუალება მიეცა მხარისათვის განეხორციელებინა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა იმ საქმეებში, რომლებშიც კანონისმიერი ან ექვითის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის პრინციპები მანამდეც იძლეოდა ამის საშუალებას.“[9] თუმცა, საკუთარ გადაწყვეტილებაში საქმეზე Studley v. Boylston National Bank,[10] სასამართლო კიდევ უფრო შორს წავიდა.
მაშინ, როცა ეს არ არის კანონის ტექსტიდან ცხადი, ამის მიუხედავად Studley-ს საქმეში სასამართლომ განმარტა, რომ „68-ე სექციას არ წარმოუქმნია გაქვითვის ახალი უფლება, არამედ აღიარა უკვე არსებული უფლებები და დაადგინა მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება მათი აღსრულება, თუნდაც გადახდისუუნარობის დასრულების შემდგომ.”[11] გადახდისუუნარობის კოდექსის 553(a) სექცია პირდაპირ ახდენს Studley-ს გადაწყვეტილების ამ კონკრეტული ასპექტის კოდიფიკაციას, რათა ცხადი გახადოს, რომ „გადახდისუუნარობის კოდექსით არ იქმნება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ფედერალური უფლება“; ამის ნაცვლად, „553(a) სექცია ადგენს, რომ, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის არსებული უფლებები შენარჩუნებულია გადახდისუუნარობაშიც, თუმცა გარკვეული გამონაკლისებით.“[12]
მიუხედავად „553(a) სექციის ზოგადი წესისა, რომ გადახდისუუნარობის კოდექსი გავლენას არ ახდენს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლებაზე,“[13] დელავერის (SemCrude[14] და, ყველაზე ახალი, Orexigen Therapeutics,[15] 2018 წლის ნოემბერში) და ნიუ იორკის სამხრეთ ოლქის (Lehman Brothers)[16] მაღალი რეპუტაციის მქონე გადახდისუუნარობის სასამართლოების რამდენიმე გავლენიანმა გადაწყვეტილებამ არ დაუშვა მოთხოვნის გაქვითვა ე. წ. „სამმხრივი გაქვითვის“ ხელშეკრულებების შესაბამისად.[17] ამ სასამართლოებმა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვაზე უარი იმის გამო არ განაცხადეს, რომ გაქვითვა არ დაიშვებოდა შესაბამისი შტატის სამართლის მიხედვით. ამის ნაცვლად, აღნიშნულმა სასამართლოებმა 553(a) სექციაში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის დასაშვებად დაადგინეს დამოუკიდებელი ფედერალური გადახდისუუნარობის „ორმხრივობის“ სტანდარტი, ისე, რომ უგულებელყვეს ორმხრივობის სტანდარტი, რაც დადგენილია გამოსაყენებელი შტატის სამართლით და, მართლაც, წინააღმდეგობაში მოვიდნენ (i) საზოგადოდ აღიარებული ორმხრივობის მოთხოვნის ფართოდ დამკვიდრებულ გაგებასთან და (ii) ორმხრივობის ისტორიულად დადგენილ პრინციპებთან, რომლებიც შერწყმულია ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თანამედროვე საერთო სამართლის დოქტრინასთან.
ნიუ იორკისა და დელავერის სასამართლოების უარყოფითი დამოკიდებულება არ ეფუძნება არც კოდექსის 553(a) სექციას და არც იმ მიზნებს, რომლებიც საფუძვლად ედო მის შემუშავებას. რეალურად, კანონის ტექსტი და მის უკან მდგარი სამართლის მიზნები, ჩანს, რომ მხარს უჭერს იმ სამმხრივი მოთხოვნის გაქვითვის შეთანხმებების აღსრულებას, რომლებიც აღსრულებადია სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართლით. იმისათვის, რომ გავიგოთ ამის მიზეზი, ჩვენ უფრო ღრმად უნდა გამოვიკვლიოთ მოთხოვნის გაქვითვის დოქტრინის სპეციფიკაციები, კოდექსის 553(a) სექცია და დასახელებულ სასამართლოთა მიერ მათი გამოყენება სამმხრივი მოთხოვნის გაქვითვის შეთანხმებების შემთხვევაში.
წინამდებარე სტატიის პირველი ნაწილი გააანალიზებს ერთ-კრედიტორიან სამმხრივ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას იმ სახით, როგორც ეს მოხდა SemCrude-ის გადაწყვეტილებაში და საერთო სამართლის ორმხრივობის წინაპირობას, როგორც ის გამოიყენება ერთ-კრედიტორიან სამმხრივ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისას. ამ სტატიის მეორე ნაწილი, რომელიც დაიბეჭდება გადახდისუუნარობის სამართლის წერილის მომდევნო თვის გამოშვებაში, განიხილავს კოდექსის 553(a) სექციის მიერ საერთო სამართლის ვალდებულების ორმხრივობის წინაპირობას, აანალიზებს მის გამოყენებას ორივე – ერთ-კრედიტორიან და ორ-კრედიტორიან სამმხრივ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვაში (როგორც ეს პრობლემატურია Lehman Brothers-ის და Orexigen Therapeutics-ის გადაწყვეტილებებში) და გამოიკვლევს გადახდისუუნარობის პოლიტიკის არგუმენტებს, გადახდისუუნარობაში სახელშეკრულებო სამმხრივი ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის დაშვების სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ.
მოთხოვნის გაქვითვა და კოდექსის 553(a) სექცია
Studley-ს საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მოსამართლე ლამარი გვთავაზობს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საერთო სამართლის დოქტრინისა და გადახდისუუნარობის საქმეებში მისი აღიარების კარგ განმარტებას:
რასაც ძველი წიგნები უწოდებენ გაქვითვის (stoppage) უფლებას, ხოლო ბიზნესმენები უწოდებენ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლებას –არის უფლება, რომელსაც აწესებს ან აღიარებს თითოეული შტატის კომერციული სამართალი, და რომელიც დაცულია გადახდისუუნარობის აქტით, თუკი გადახდისუუნარობის განცხადება სასამართლოში შეტანილია მანამ, სანამ თავად მხარეები ჩეკის, სავალო დოკუმენტის, ბუღალტერიაში გასწორებით, თუ გაქვითვის ხელწერილის შედგენით შეთანხმდნენ, რომ მცირე ოდენობის ვალი გაქვითავს უფრო დიდი მოცულობის ვალს.
. . . ზოგადად, იგი წარმოადგენს უფლებას, რომელიც ერთ მხარეს გააჩნია მეორე მხარის წინააღმდეგ, რათა გამოიყენოს საკუთარი მოთხოვნა იმ ვალდებულების სრული ან ნაწილობრივი დაკმაყოფილებისათვის, რომელიც მას ამ მეორე მხარის მიმართ გააჩნია. ეს უფლება ხშირად გამოიყენება ბიზნესმენების მიერ ბუღალტრული აღრიცხვისას, სადაც ერთი საერთო ვალდებულება გაიქვითება მეორეში. თუკი მხარეები ნებაყოფლობით არ განახორციელებენ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას და სარჩელი წარდგენილი იქნება ერთის მიერ მეორის წინააღმდეგ, მოპასუხემ, იმისათვის რომ, თავიდან აიცილოს სამართლებრივი გართულებები, შესაძლოა, გამოიყენოს საკუთარი საპასუხო მოთხოვნა, როგორც შესაგებელი და თუკი მისი მოთხოვნა აღემატება მოსარჩელის მოთხოვნას, შესაძლოა, დარჩენილი ნაწილი დააკისროს კიდეც მას. ასეთი შეგებებული მოთხოვნა, შესაძლებელია, წამოყენებულ იქნეს როგორც შესაგებელი ან როგორც მხარეთა ნებაყოფლობითი მოქმედება, ვინაიდან აბსურდული იქნებოდა ვაიძულოთ A გადაუხადოს B-ს, როცა B-ს გააჩნია A-ს მიმართ ვალდებულება. თუკი ურთიერთმოთხოვნათა ამგვარი გაქვითვა კანონიერად მოხდება გადახდისუუნარობის პეტიციის წარდგენამდე, მაშინ აღარ იარსებობს საჭიროება, რომ ტრასტმა ეს გააკეთოს. თუკი მხარეთა მიერ ეს ჯერ არ მომხდარა, მაშინ კანონის დანაწესის შესაბამისად, იგი ტრასტმა უნდა გააკეთოს.[18]
მოქმედი გადახდისუუნარობის კოდექსის მიხედვით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლებები, რომლებსაც მხარეებს შტატის კანონი ანიჭებს, ასევე აღიარებულია 553(a) სექციით შემდეგი სახით (აქცენტით იმ დანაწესებზე, რომლებიც ეხება სამმხრივი მოთხოვნის გაქვითვის შეთანხმებებში ორმხრივობის მოთხოვნას):
§ 553. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა (a) გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხვაგვარად არის მოწესრიგებული წინამდებარე სექციაში და ამ თავის 362-ე და 363-ე სექციებში, წინამდებარე თავი არ ახდენს გავლენას კრედიტორის რომელიმე უფლებაზე გაქვითოს საერთო ვალდებულება, რომელიც ამგვარ კრედიტორს გააჩნია მოვალის მიმართ და რომელიც წარმოიშვა წინამდებარე თავის მიხედვით საქმის დაწყებამდე, იმ მოთხოვნაში, რომელიც ამგვარ კრედიტორს გააჩნია მოვალის მიმართ და რომელიც წარმოიშვა საქმის დაწყებამდე, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: (1) ასეთი კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ არ დაიშვება; (2) ასეთი მოთხოვნა კრედიტორს გადაეცა პირის მიერ, გარდა მოვალისა: (A) საქმის დაწყების შემდეგ; ან (B) (i) გადახდისუუნარობის პეტიციის წარდგენის თარიღამდე 90 დღის განმავლობაში; და (ii) როცა მოვალე იყო გადახდისუუნარო (გარდა მოთხოვნის ისეთი გაქვითვისა, რაგორიც აღწერილია (ფასიანი ქაღალდებისა და დერივატივების safe harbor დანაწესებში); ან (3) ვალდებულება, რომელიც კრედიტორს გააჩნია მოვალის მიმართ, კრედიტორის მიერ ნაკისრი იქნა: (A) გადახდისუუნარობის პეტიციის წარდგენის თარიღამდე 90 დღის განმავლობაში; (B) როცა მოვალე იყო გადახდისუუნარო; და (C) იმ მიზნით, რომ მოეპოვებინა მოვალის მიმართ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლება (გარდა ურთიერთმოთხოვნათა ისეთი გაქვითვისა, როგორიც აღწერილია (ფასიანი ქაღალდებისა და დერივატივების safe harbor დანაწესებში).
როგორც კოდექსის 506(a)(1) სექცია ნათლად ადგენს, თუკი კრედიტორს გააჩნია ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლება, მაშინ კრედიტორის მოთხოვნა იმავე ფარგლებშია უზრუნველყოფილი, რომელშიც დაშვებულია ეს გაქვითვა. მაგალითად, თუკი კრედიტორს აქვს 150 აშშ დოლარის ოდენობის (სხვაგვარად არაუზრუნველყოფილი) მოთხოვნის უფლება მოვალის მიმართ, და მოვალეს აქვს 50 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება კრედიტორის მიმართ, ამ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შემდეგ კრედიტორს რჩება (ნეტი) მხოლოდ 100 აშშ დოლარის არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის უფლება მოვალის მიმართ. მოვალის გადახდისუუნარობის პროცესში, თუკი მოთხოვნის გაქვითვა არ იქნება დაშვებული, მაშინ კრედიტორს მოუწევდა მოვალის გადახდისუუნარობის ქონების მასაში შეეტანა 50 აშშ დოლარი (სრულად) და მასვე ექნებოდა 150 აშშ დოლარის ოდენობის არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის უფლება მოვალის გადახდისუუნარობის ქონების მასის მიმართ. თუკი დავუშვებთ, არაუზრუნველყოფილ მოთხოვნებზე 10%-იან დაკმაყოფილებას (15 აშშ დოლარი კრედიტორისათვის), კრედიტორი (ნეტი) მოვალის გადახდისუუნარობის ქონების მასაში გადაიხდის 35 აშშ დოლარს. თუმცა, თუკი მოვალის გადახდისუუნარობის პროცესში მოთხოვნის გაქვითვა დაშვებული იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ კრედიტორს მოვალის გადახდისუუნარობის ქონების მასის მიმართ ვალდებულება არ გააჩნია, და კრედიტორს აქვს 100 აშშ დოლარი (ნეტი) ზოგადი არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის უფლება მოვალის გადახდისუუნარობის ქონების მასიდან, საიდანაც კრედიტორი მიიღებს 10%-იან ამონაგებს 10 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, მოთხოვნის გაქვითვა, არსებითად, კრედიტორს უკმაყოფილებს 50 აშშ დოლარს მოვალის მიმართ მისი მოთხოვნიდან, 50 აშშ დოლარის გაქვითვის საშუალებით.
და თუკი ჩვენ შევაბრუნებთ კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთმოთხოვნათა ოდენობას, მაშინ ვნახავთ, რომ მოთხოვნის გაქვითვა კრედიტორისათვის გაცილებით მეტად (შედარებით) ამცირებს ნეტ თანხას, რომელიც კრედიტორმა უნდა გადაიხადოს მოვალის გადახდისუუნარობის ქონების მასაში, ვიდრე ეს იქნებოდა, მოთხოვნის გაქვითვა თუ არ დაიშვებოდა. შესაბამისად, თუკი კრედიტორს აქვს 50 აშშ დოლარის ოდენობის (სხვაგვარად არაუზრუნველყოფილი) მოთხოვნა მოვალის მიმართ, და მოვალეს აქვს 150 აშშ დოლარის ოდენობის მოთხოვნა კრედიტორის მიმართ, ამ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შემდგომ, კრედიტორი ვალდებული იქნება მოვალის გადახდისუუნარობის ქონების მასაში შეიტანოს 100 აშშ დოლარი (ნეტი). თუმცა, თუკი მოვალის გადახდისუუნარობის პროცესში მოთხოვნის გაქვითვა არ იქნება დაშვებული, მაშინ კრედიტორი ვალდებული იქნება მოვალის გადახდისუუნარობის ქონების მასაში შეიტანოს 150 აშშ დოლარი (სრულად) და ექნება 50 აშშ დოლარის ოდენობის ზოგადი არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა მოვალის გადახდისუუნარობის ქონების მასიდან. თუკი დავუშვებთ, რომ არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები 10%-ის პროპორციით კმაყოფილდება (5 აშშ დოლარი კრედიტორისათვის), კრედიტორი გადაიხდის მოვალის გადახდისუუნარობის ქონების მასაში 145 აშშ დოლარს (ნეტი). შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, მოთხოვნის გაქვითვა, არსებითად, კრედიტორს ანიჭებს 50 აშშ დოლარის მოთხოვნის სრულად მიღების შესაძლებლობას, იმით, რომ გაქვითოს მოვალის მიმართ არსებული ვალდებულება 150 აშშ დოლარის ოდენობით, რაც არის ანალოგიური იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტორის 50 აშშ დოლარის ოდენობით მოთხოვნა გადაზღვეულია მოთხოვნის გაქვითვის უფლებით უფრო დიდი მოცულობის ვალის მიმართ, რომელიც კრედიტორს მოვალის მიმართ გააჩნია.
სამი ძირითადი ფედერალური კანონისმიერი შეზღუდვა, რომელიც არსებობს გადახდისუუნარობისას კრედიტორის მოთხოვნის გაქვითვის უფლების განხორციელებისადმი, როგორც ეს დადგენილია კოდექსის 553(a) სექციაში, არის:
(1) ორივე ურთიერთმოთხოვნა, რომელიც ერთმანეთის მიმართ უნდა გაიქვითოს, უნდა იყოს გადახდისუუნარობის განცხადების შეტანამდე არსებული ვალდებულება, რაც არის ორმხრივობის დამატებითი განზომილება, რომელსაც აწესებს მხოლოდ გადახდისუუნარობის კოდექსი, იმისათვის, რომ არ მისცეს კრედიტორს საშუალება მოიპოვოს პრიორიტეტი სხვაგვარად არაუზრუნველყოფილი მოთხოვნისათვის, რაც მარტივად შეიძლება მოხდეს გადახდისუუნარობის პეტიციის წარდგენის შემდგომ მოვალის მიმართ ვალდებულების კისრებით, მაგალითად, ქონების მფლობელი მოვალისგან (DIP) რამის ყიდვით გადახდისუუნარობის პეტიციის წარდგენის შემდგომ. კოდექსის 553(a)(2)(A) სექცია ეხება მსგავს მოქმედებას, როდესაც პირი, რომელსაც მოვალის მიმართ გააჩნია ფულადი ვალდებულება, მოიპოვებს მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის პეტიციამდე არსებულ მოთხოვნის უფლებას მას შემდეგ, რაც მოვალემ უკვე წარადგინა გადახდისუუნარობის პეტიცია და მითითებული სექცია გამორიცხავს ამ მოთხოვნის გაქვითვას, რომელიც მოპოვებულია პეტიციის წარდგენის შემდგომ, იმ ვალდებულებაში, რომელიც გადახდისუუნარობის პეტიციის წარდგენამდე არსებობდა მოვალის მიმართ.
(2) კოდექსის 553(a)(1) სექცია ადგენს, რომ გაქვითვა, ცხადია, არ დაიშვება თუკი კრედიტორის მოთხოვნა არ იქნება აღიარებული 502-ე სექციის შესაბამისად, მათ შორის 502(d) სექციის თანახმად დაუშვებლობა, რადგან კრედიტორმა მიიღო საცილო ტრანსფერი, რომლის სანაცვლოდაც მას არ დაუკმაყოფილებია საკუთარი ვალდებულებები გადახდისუუნარობის ქონების მასის მიმართ.[19]
(3) კოდექსის 553(a)(2)(B)-(3) სექცია კრძალავს გაქვითვას იმ ფარგლებში, რომელშიც კრედიტორმა გაქვითვის უფლება მოიპოვა ისეთი გზით, რაც ეწინააღმდეგება კოდექსის მიზნებს არ დაუშვას პეტიციის წარდგენამდე არსებული პრეფერენციები, რომლებიც მოპოვებულია გადახდისუუნარობის განცხადების წარდგენამდე 90 დღის განმავლობაში.
სამმხრივი მოთხოვნის გაქვითვის შეთანხმებები და მათზე თავდასხმა
სამმხრივი მოთხოვნის გაქვითვის შეთანხმებების ანალიზი, რომელსაც მინიმუმ სამი მხარე ჰყავს, ოდნავ განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე (1) გადახდისუუნარობის მოვალის კრედიტორი იკავებს მოთხოვნის გაქვითვის სამკუთხედის ერთ მხარეს (სადაც დანარჩენი ორი მხარე დაკავებულია დაკავშირებული მოვალეების მიერ), თუ, ალტერნატიულად (2) მოთხოვნის სამკუთხედის ორი მხარე დაკავებულია დაკავშირებული კრედიტორების მიერ (და მესამე მხარე დაკავებულია გადახდისუუნარობის მოვალის მიერ).[20] SemCrude საქმე მოიცავდა ერთ-კრედიტორიან სამმხრივ გაქვითვას, ხოლო Lehman Brothers და Orexigen Therapeutics საქმეები, ორივე მოიცავდა ორ-კრედიტორიან სამმხრივ გაქვითვას.
Lehman Brothers და Orexigen Therapeutics სასამართლოები, თავიანთ მსჯელობაში, მეტწილად, დაეყრდნო SemCrude-ს გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ნება მოგვეცით ჩვენც მსჯელობა დავიწყოთ SemCrude-ს საქმით და ერთ-კრედიტორიანი სამმხრივი გაქვითვებით.
ერთ-კრედიტორიანი სამმხრივი გაქვითვა: SEMCRUDE
SemCrude-ს საქმის ფაქტები წარმოადგენს ერთ-კრედიტორიანი სამმხრივი გაქვითვის კარგ ილუსტრაციას. დაკავშირებული კორპორაციების ჯგუფი (SemCrude, SemFuel, და SemStream, რომელთა დამფუძნებელი კორპორაცია იყო SemGroup), ყველა აწარმოებდა ბიზნესს Chevron-თან, ყიდულობდნენ და ყიდდნენ რა ნავთობისა და გაზის სხვა და სხვა პროდუქტებს. როდესაც SemGroup კორპორაციებმა გადახდისუუნარობის პეტიცია შეიტანეს კოდექსის მე-11 თავის მიხედვით, Chevron-ს ვალდებულება გააჩნდა SemCrude-ის მიმართ, დაახლოებით, 1.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა მის მიმართაც არსებობდა ვალდებულება, დაახლოებით, 13.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით: SemFuel-ს მხრიდან (დაახლოებით, 10.2 მილიონი აშშ დოლარი) და SemStream-ის მხრიდან (დაახლოებით, 3.3 მილიონი აშშ დოლარი). განსახილველი მოთხოვნების/ვალდებულებების სამმხრივი ბუნება, შესაბამისად, გრაფიკულად შეიძლება გამოისახოს შემდეგნაირად (სადაც თითოეული ისარი აღნიშნავს მოთხოვნასა და შესაბამის ვალდებულებას იმ პირის მიმართ, რომლისკენაც ისარი მიმართულია):

SemGroup კორპორაციების გადახდისუუნარობის საქმეები გაერთიანდა, მხოლოდ, ერთიანი ადმინისტრირების მიზნით, გადახდისუუნარობის კოდექსის 1015(b) დანაწესის თანახმად. შესაბამისად, თითოეულმა კორპორატიულმა მოვალემ (და მისმა უფლებამონაცვლე გადახდისუუნარობის ქონების მასამ) შეინარჩუნა დამოუკიდებელი სამართლებრივი სუბიექტობა დამოუკიდებელი აქტივებითა და ვალდებულებებით და, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი კორპორაციები არ არიან ერთმანეთის ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლები, თუკი სახეზე არ იქნება სახელშეკრულებო თავდებობები, სპეციალური კანონისმიერი სოლიდარული პასუხისმგებლობა (მაგალითად, რაიმე სახის საპენსიო ან საგადასახადო ვალდებულებები), კორპორაციების გამჭოლი პასუხისმგებლობა, ან დაკავშირებული მოვალეების გადახდისუუნარობის ქონების მასების მატერიალური კონსოლიდაცია (შტატების სამართალში არსებული გამჭოლი პასუხისმგებლობის გადახდისუუნარობის ანალოგი). თუმცა, ამ მოვალეების გადახდისუუნარობის ქონების მასების მატერიალური კონსოლიდაცია არ მომხდარა.
1. სამმხრივი გაქვითვა და მოთხოვნის ორმხრივობა
როდესაც SemGroup კორპორაციებმა გადახდისუუნარობაზე შეიტანეს განაცხადი, Chevron-ს არ სურდა SemCrude-სათვის გადაეხადა ვალად არსებული 1.4 მილიონი აშშ დოლარი, ვინაიდან Chevron-ის მიმართაც არსებობდა 13.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულება SemGroup-ის სხვა კორპორაციების მხრიდან, საიდანაც, დიდი ალბათობით, ამ კორპორაციების გადახდისუუნარობის პროცესში ყოველ დოლარზე მხოლოდ ერთი ცენტი იქნებოდა გადახდილი (თუ საერთოდ რამის გადახდა მოხდებოდა). ამის ნაცვლად, Chevron-ს სურდა სრულად შეძლებოდა 1.4 მილიონი აშშ დოლარის ვალის გაქვითვა, რომელიც მას გააჩნდა SemCrude-ის მიმართ, იმ 13.5 მილიონ აშშ დოლარში, რომელიც SemFuel-სა და SemStream-ს გააჩნდათ მის მიმართ, რათა, შედეგად, Chevron-ს არაფერი გადაეხადა SemCrude-სათვის და დარჩენოდა შემცირებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა (12.1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით) SemFuel-ისა და SemStream-ს მიმართ – რითიც, არსებითად, სრულად დაკმაყოფილდებოდა მისი არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა 1.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, SemCrude-ის მიმართ არსებული ვალდებულების გაქვითვის გზით.
მოთხოვნათა ასეთი გაქვითვა, რა თქმა უნდა, ხელსაყრელი არ იქნებოდა SemGroup-ის კორპორაციებისათვის, როგორც ერთიანი ჯგუფისათვის, თუმცა შედარებითი ეფექტები ინდივიდუალური კორპორაციებისათვის მცირედით განსხვავებული იქნებოდა. ეს „სამმხრივი გაქვითვა“ არახელსაყრელი იქნებოდა SemCrude-სათვის (რომლის მიმართაც არსებობდა ვალდებულება 1.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც იგი ვერ აინაზღაურებდა და რომლისთვისაც, საუკეთესო შემთხვევაში, მას ექნებოდა არაუზრუნველყოფილი კომპენსაციის უფლება SemFuel-ს და/ან SemStrea-ს მიმართ).[21] თუმცა, ამას, სავარაუდოდ, არ ექნებოდა რაიმე ხელშესახები ეფექტი SemFuel-ზე ან SemStream-ზე; მაშინ, როცა Chevron წამოაყენებდა, ჯამში, 1.4 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებ არაუზრუნველყოფილ მოთხოვნას SemFuel და/ან SemStream ქონების მასების მიმართ, SemCrude-ის მიმართ, სავარაუდოდ, მოხდებოდა ამ 1.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის სუბროგაცია, რომელიც მას გააჩნდა SemFuel და/ან SemStream ქონების მასების მიმართ, კოდექსის 509(a) სექციის მიხედვით.
ვინაიდან SemGroup კორპორაციებმა შეინარჩუნეს თავიანთი დამოუკიდებელი კორპორატიული იდენტობა და არსებობა და არ მომხდარა SemGroup-ის კორპორაციების გადახდისუუნარობის ქონების მასების მატერიალური გაერთიანება, Chevron-ს არ ექნებოდა საერთო სამართლის მოთხოვნა ასეთ გაქვითვაზე, მხოლოდ ზემოთ აღწერილ „სამმხრივ“ ვალდებულებებზე დაყრდნობით. ამის მიზეზი არის მოთხოვნათა ორმხრივობის არარსებობა, რაც არის გაქვითვის წინაპირობა.
მოთხოვნათა ორმხრივობა ნიშნავს „პირებს, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ ფულადი ვალდებულება.“[22] სხვა სიტყვებით, „გაქვითვა უნდა იყოს გაგებული, როგორც უფლება, რომელიც არსებობს ორ მახრეს შორის, რომელთაგან თითოეული ... ვალდებულია, გარკვეული ოდენობით, მეორის მიმართ.”[23] წმინდად სამმხრივი ვალდებულებები, როგორებიც ზემოთ არის დასახელებული, არ შეიცავს გაქვითვისთვის აუცილებელ ორმხრივობის წინაპირობას. მაშინ როცა Chevron-ს გააჩნდა SemCrude-ის მიმართ ვალდებულება 1.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, SemCrude-ს არ გააჩნდა Chevron-ის მიმართ რაიმე ვალდებულება. და მაშინ, როცა SemFuel-სა და SemStream-ს გააჩნდათ Chevron-ის მიმართ ვალდებულება, ჯამში, 13.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, Chevron-ს არ ჰქონია რაიმე ვალდებულება SemFuel ან SemStream-ის მიმართ. შესაბამისად, მხოლოდ ზემოთ აღწერილ სამმხრივ ვალდებულებებზე დაყრდნობით არ არსებობს საერთო სამართლის უფლება სამმხრივი მოთხოვნის გაქვითვაზე, ვინაიდან სახეზე არ არის ვალდებულებათა ორმხრივობა და სასამართლოები გამუდმებით განმარტავენ, რომ წმინდად სამმხრივი ვალდებულებების ამგვარი გაქვითვა გადახდისუუნარობის საქმეებში არ დაიშვება.[24]
2. მხარეთა სამმხრივი გაქვითვის შეთანხმება
SemCrude-ის საქმეში მეტად მნიშვნელოვანი საკითხები იყო, ვიდრე ზემოთ განხილული სამმხრივი ვალდებულებები. ვინაიდან კონკრეტული ბიზნეს საქმიანობა ხშირად ხორციელდება რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული კორპორაციის მეშვეობით, ნაცვლად იმისა, რომ მთელი ბიზნეს საქმიანობა მხოლოდ ერთმა კორპორაციამ განახორციელოს, ასეთი სამმხრივი ვალდებულებები, რომლებიც მოიცავს დაკავშირებულ კორპორაციებს, საკმაოდ ხშირია. შედეგად, დაკავშირებული კორპორაციები ხშირად დებენ სამმხრივი გაქვითვის შეთანხმებებს მათთან, ვისთანაც ისინი ბიზნეს საქმიანობას აწარმოებენ.[25] ამგვარი სამმხრივი გაქვითვის შეთანხმებების მეშვეობით, მხარეები, არსებითად, თანხმდებიან, რომ განიხილონ ყველა დაკავშირებული კორპორაცია, როგორც ერთი სუბიექტი, გაქვითვის მიზნებისათვის, რათა შეინარჩუნონ (სახელშეკრულებო შეთანხმების გზით) ვალდებულებათა ორმხრივობა, რაც აუცილებელია გაქვითვისათვის, ხოლო SemCrude წარმოადგენს ამგვარი სამმხრივი გაქვითვის შეთანხმების შესანიშნავ ილუსტრაციას.
SemGroup-ის თითოეულ კომპანიასთან Chevron-ის მიერ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად, SemGroup-ის თითოეული კორპორაცია დათანხმდა სამმხრივი გაქვითვის პირობას, რომელიც უფლებას ანიჭებდა Chevron-ს გაექვითა არა მხოლოდ ის ურთიერთმოთხოვნები, რომლებიც Chevron-ს გააჩნდა ამ კონკრეტულ კორპორაციასთან, არამედ, ასევე ნებისმიერი ურთიერთმოთხოვნა, რომელიც Chevron-ს გააჩნდა SemGroup-თან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა კორპორაციის მიმართ. მეტიც, Chevron ასევე დათანხმდა, რომ SemGroup-ის თითოეულ კორპორაციასაც ჰქონოდა ამგვარი გაქვითვის უფლება Chevron-ის მიმართ იმ ურთიერთმოთხოვნებზე, რომლებიც იარსებებდა Chevron-თან დაკავშირებულ ნებისმიერ კომპანიასა და SemGroup-ის კორპორაციას შორის.
კონკრეტულად, სამმხრივი გაქვითვის დანაწესი SemGroup-ის თითოეული კორპორაციის ორმხრივ ხელშეკრულებაში, რომელიც მათ Chevron-თან დადეს ადგენდა, რომ „იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მხარე არ გადაიხდის თანხას დროულად, რომელიც მას მართებს მეორე მხარის მიმართ, ... მეორე მხარეს უფლება აქვს გაქვითოს ... ნებისმიერი ფულადი ვალდებულება, რომელიც არსებობს მხარეთა ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის დადებულ წინამდებარე ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების საფუძველზე.“[26] SemCrude, SemFuel, და SemStream იყვნენ „დაკავშირებული“ ერთმანეთთან ზემოთ მოყვანილი სამმხრივი გაქვითვის დანაწესის მიზნებისათვის. შესაბამისად, მხარეები, ამ სამმხრივი გაქვითვის დანაწესით შეთანხმდნენ, რომ Chevron-ს, მართლაც, უფლება ჰქონდა გაექვითა 1.4 მილიონი აშშ დოლარი 13.5 მილიონი აშშ დოლარიდან, რომელიც მისთვის ემართა SemFuel-სა და SemStream-ს, იმ 1.4 მილიონი აშშ დოლარის ვალდებულებაში, რომელიც Chevron-ს გააჩნდა SemCrude-ის მიმართ, ისე, რომ შეთანხმებული სამმხრივი გაქვითვის შემდგომ (1) Chevron-ს SemCrude-ს მიმართ ვალდებულება აღარ ექნებოდა, და (2) Chevron-ს, ჯამში, დარჩებოდა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები SemFuel-ს და SemStream-ის მიმართ 12.1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.
შესაბამისად, SemCrude-ის საქმეში მთავარი შეკითხვა იყო მიენიჭებოდა თუ არა ძალა მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმებას სამმხრივი გაქვითვის თაობაზე SemGroup-ის კორპორაციების გადახდისუუნარობის პროცესში და, კონკრეტულად, SemCrude-ს გადახდისუუნარობის საქმეში, ვინაიდან სწორედ ეს უკანასკნელი იყო ერთადერთი, რომლის საწინააღმდეგოდაც იმუშავებდა სამმხრივი გაქვითვა. რა თქმა უნდა, თავისთავად გაქვითვა ჩერდება 362(a) სექციის რამდენიმე ქვეპუნქტის საფუძველზე, თუმცა თუკი გაქვითვის უფლება აღსრულებადია სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართლის საფუძველზე და უცვლელად შენარჩუნებულია 553(a) სექციის მიხედვით, მაშინ ეს შექმნიდა „საფუძველს“ მომხდარიყო გაქვითვა გადახდისუუნარობის პეტიციის შეტანის შემდგომ 362(d)(1) სექციის შესაბამისად იმ პირობებში, როცა არ არსებობდა 1.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით Chevron-ის გაქვითვის უფლების ადეკვატური დაცვის შესაძლებლობა. შესაბამისად, Chevron-მა დააყენა შუამდგომლობა, აღიარებული ყოფილიყო ხელშეკრულებით შეთანხმებული სამმხრივი გაქვითვა. თუმცა, დელავერის გადახდისუუნარობის სასამართლომ უარი განაცხადა Chevron-ის მოთხოვნაზე და განმარტა, რომ 553(a) სექცია არ უშვებს ამგვარ სამმხრივ გაქვითვას სახელშეკრულებო შეთანხმების შესაბამისად, და დელავერის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება.
ვალდებულების ორმხრივობა: გადახდისუუნარობის უნიკალური ფედერალური სტანდარტი?
SemCrude-ის გადაწყვეტილებაში სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ 553(a) სექცია არ ქმნის მოთხოვნის გაქვითვის ახალ უფლებას, ის მხოლოდ ინარჩუნებს შტატის სამართლით დადგენილ გაქვითვის უფლებას და, ასევე, აწესებს გადახდისუუნარობისათვის დამახასიათებელ სპეციფიკურ შეზღუდვებს გაქვითვის უფლების გამოყენებისათვის, რაც განპირობებულია გადახდისუუნარობის პოლიტიკითა და მიზნებით, როგორც ეს ზემოთ იყო განხილული (მაგალითად, მოთხოვნა, რომ ორივე ვალდებულება უნდა იყოს გადახდისუუნარობის პეტიციის წარდგენამდე წარმოშობილი ვალდებულება). მიუხედავად ამისა, სასამართლოს არც კი გაუანალიზებია, იქნებოდა თუ არა აღსრულებადი გადახდისუუნარობის გარეთ სახელშეკრულებო სამმხრივი გაქვითვა, რომელზეც ყველა მხარე შეთანხმდა.
სახელშეკრულებო სამმხრივი გაქვითვის შეთანხმება SemCrude-ის საქმეში აუცილებლად აღსრულებადი იქნებოდა გადახდისუუნარობის გარეთ. მართლაც, სამმხრივი ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შეთანხმებებზე მე-7 ოლქის სასამართლოს 1964 წლის გავლენიანი გადაწყვეტილება საქმეზე In re Berger Steel,[27] მითითებას აკეთებს გადახდისუუნარობის არაერთ გადაწყვეტილებაზე, რომლებიც აღიარებენ და აღასრულებენ სამმხრივი ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შეთანხმებებს.[28] და ორივე საქმეში Lehman Brothers (რომელშიც გამოყენებულ იქნა ნიუ-იორკის სამართალი) და Orexigen Therapeutics (რომელშიც გამოყენებულ იქნა კალიფორნიის სამართალი), ნათელი იყო, რომ სამმხრივი მოთხოვნის გაქვითვის შეთანხმებებმა წარმოშვეს სრულად აღსრულებადი ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლებები, სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართლის შესაბამისად.[29] ბოლოდროინდელ ნიუ-იორკისა და დელავერის გადახდისუუნარობის თითოეულ საქმეში, შესაბამისად, სასამართლოებმა დაადგინეს, რომ 553(a) სექცია თავად კრძალავს ამგვარი სახელშეკრულებო სამმხრივი მოთხოვნის გაქვითვისათვის ძალის მინიჭებას. თუმცა, ეს დასკვნა ძალიან საკამათოა.
SemCrude-ის საქმეში სასამართლომ გადახდისუუნარობის საქმეებში სახელშეკრულებო სამმხრივი გაქვითვის წინააღმდეგ სავარაუდოდ არსებული აკრძალვა ამოიკითხა 553(a) სექციის ტექსტში, უპირველესად კანონის მიერ გამოყენებულ ტერმინში “ორმხრივი ვალდებულება”, თუმცა, ასევე, დამატებით დაზუსტებაში, რომ “ორმხრივი ვალდებულება” არის ისეთი, რომელიც გააჩნია “კრედიტორს” მოვალის მიმართ და რომელიც შეიძლება გაიქვითოს ამ კრედიტორის “მოთხოვნაში”, რომელიც მას აქვს “მოვალის წინააღმდეგ”. Lehman Brothers და Orexigen Therapeutics გადაწყვეტილებებში ორივე სასამართლომ გაიზიარა SemCrude საქმეში არსებული სასამართლოს დასაბუთება, რომელიც მან გააკეთა 553(a) სექციის მიხედვით ორმხრივობის დამოუკიდებელ ფედერალურ გადახდისუუნარობის სტანდარტთან დაკავშირებით. თუმცა, მნიშვნელოვანია, SemCrude-ს სასამართლოს აღიარება, რომ ტერმინი “ორმხრივი ვალდებულება” არ არის განმარტებული გადახდისუუნარობის კოდექსში.
1. ორმხრივობა არის მრავალგანზომილებიანი
უპირველესად, სადაც "ორმხრივი ვალდებულების" კონცეფციის დეფინიცია უნდა ვეძიოთ არის გადახდისუუნარობის გარეთ არსებული შტატის სამართალი, ვინაიდან ეს ტერმინი, როგორც ჩანს, უბრალოდ კოდიფიკაციას წარმოადგენს საერთო სამართალში არსებული ორმხრივობის მოთხოვნისა, როგორც გაქვითვის წინაპირობა. როგორც Orexigen Therapeutics-ის საქმის განმხილველმა სასამართლომ აღიარა “ორმხრივობა განმარტებულია შტატის სამართლის მიერ.”[30] სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართალის გამოკვლევა ორმხრივობის წინაპირობების დასადგენად განსაკუთრებით რელევანტური ჩანს იმიტომ, რომ “ორმხრივი” ვალდებულებები “არის მრავალმხრივი ტერმინი“,[31] რომელიც მიანიშნებს ორმხრივობაზე ბევრი სხვადასხვა განზომილებით.
მაგალითად, ბევრი საქმე შეეხება ე. წ. მოთხოვნის ორმხრივობას, რაც იმას ნიშნავს, რომ „ექვითის სასამართლოები, კანონის შესაბამისად, არ დაუშვებენ სოლიდარული ვალდებულების გაქვითვას დამოუკიდებელ ვალდებულებაში, ან დამოუკიდებელი ვალდებულების გაქვითვას სოლიდარულ ვალდებულებაში.”[32] უფლების ორმხრივობის ეს მოთხოვნა მოცემულია SemCrude-ს საქმის გადახდისუუნარობის სასამართლოს განცხადებაში, რომლის მიხედვითაც „ორმხრივობა მოითხოვს, რომ თითოეული მხარე ფლობდეს მოთხოვნის უფლებას დამოუკიდებლად, იმ უფლებით, რომ მოითხოვოს შესრულება დამოუკიდებლად, საკუთარი სახელით.’”[33]
მოთხოვნის ორმხრივობასთან მჭიდროდ დაკავშირებული, ან, შესაძლოა, მისით მოცულია უფლებამოსილების ორმხრივობა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ექვითის სასამართლოები, კანონის შესაბამისად, არ ... დაუშვებენ იმ ვალდებულებების გაქვითვას, რომლებიც სხვადასხვა უფლებამოსილების ფარგლებშია მოპოვებული“,[34] როგორებიცაა ერთი ვალდებულება ნაკისრი მხოლოდ მხარეთა პირადი სახელით და სხვა ვალდებულება, რომელშიც ერთ-ერთი მხარე მოქმედებს, როგორც მინდობილი პირი ან წარმომადგენელი.[35] უფლებამოსილების ორმხრივობის ეს მოთხოვნა გადმოცემულია SemCrude-ის გადახდისუუნარობის სასამართლოს განმარტებაში: “ვალდებულებები მიიჩნევა, როგორც “ორმხრივი” მხოლოდ მაშინ, როცა ‘ისინი წარმოიშობა ერთი და იმავე პირებისგან, რომლებიც მოქმედებენ ერთი და იმავე უფლებამოსილებით.’”[36]
ბევრი შტატი ასევე ითვალისწინებს ორმხრივობის დამატებით განზომილებას, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ვადამოსულობის ორმხრივობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე ვალდებულება უნდა იყოს ვადამოსული და შეუსრულებელი, რათა მოხდეს მათი ურთიერთგაქვითვა. “სასამართლოების უმრავლესობა კრძალავს პირის მიერ ვადამოუსვლელი ვალდებულების შესრულების მიღებას მოთხოვნის გაქვითვის მეშვეობით.”[37] რა თქმა უნდა, გადახდისუუნარობის განცხადების შეტანა აჩქარებს ამ ვადამოუსვლელი ვალდებულებების შესრულებას,[38] და შტატის სამართალიც ამის მსგავსად “ზოგადად აღიარებს ამ წესიდან [ვადამოსულობის ორმხრივობის მოთხოვნა] გამონაკლისს, თუკი პირი, რომლის წინააღმდეგაც გაქვითვა ხდება არის გადახდისუუნარო.”[39] თუმცა, იგივე პრინციპი, რომელიც მოითხოვს ვადამოსულობის ორმხრივობას, ასევე გამორიცხავს პირობით ვალდებულებებს ორმხრივი ვალდებულებების სიიდან, რომელთა გაქვითვა დასაშვებია და, შესაბამისად, “სასამართლოები ზოგადად კრძალავენ გაქვითვას, როდესაც გაქვითვის მსურველი პირის მიმართ არსებული ვალდებულება დამოკიდებულია გარკვეულ მოვლენაზე, რომელიც ჯერ არ დამდგარა.”[40]
ამის მსგავსად, “ზოგადად ფართოდ აღიარებულია” რომ “გაქვითვის მსურველი პირის მიმართ არსებული ვალდებულების ოდენობა უნდა იყოს უდავო”,[41] როგორც მინიმუმ, სასამართლოს გარეთ მოთხოვნის გაქვითვის მიზნებისათვის.[42] როგორც უზენაესმა სასამართლომ განმარტა, გაქვითვის უფლება არსებობს, როდესაც ორივე მხარეს “ერთმანეთის მიმართ გააჩნია განსაზღვრული ოდენობის ვალდებულება.”[43] შესაბამისად, რასაც ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ ლიკვიდური ვალდებულებები, არის კიდევ ერთი დამატებითი განზომილება შტატის სამართლის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის დოქტრინის ორმხრივობის წინაპირობაში.
2. სახელშეკრულებო ორმხრივობა არის “რეალური” ორმხრივობა
უფლების ორმხრივობა, უფლებამოსილების ორმხრივობა, ვადამოსულობის ორმხრივობა, და ლიკვიდური ვალდებულებების ორმხრივობა არ არის ორმხრივობის ის განზომილებები, რომლებიც სადავო იყო ნიუ-იორკისა და დელავერის სახელშეკრულებო სამმხრივი გაქვითვის უახლეს საქმეებში. ამის ნაცვლად, ორმხრივობის ერთადერთი განზომილება, რომელიც ამ სასამართლოთა განმარტებით არ იყო დაკმაყოფილებული, იყო ორმხრივობის ყველაზე ელემენტარული სახე – იდენტობის ორმხრივობა, რომელიც არ არსებობს (როგორც ზემოთ იქნა განხილული) სამმხრივ ვალდებულებებში, რომელთათვისაც სახეზე არ არის აღსრულებადი სახელშეკრულებო სამმხრივი მოთხოვნის გაქვითვის შეთანხმება. როგორც სასამართლომ განმარტა Lehman Brothers-ის საქმეში “ორმხრივობა პირდაპირ დაკავშირებულია იმ კონკრეტული კრედიტორის პიროვნებასთან, რომელსაც გააჩნია გასაქვითი ვალდებულება” გადახდისუუნარობის მოვალის მიმართ.[44]
SemCrude, Lehman Brothers და Orexigen Therapeutics საქმეების გადახდისუუნარობის სასამართლოების განმარტებით, იდენტობის ორმხრივობის მოთხოვნა “არ შეიძლება ჩანაცვლდეს მრავალმხრივი შეთანხმებით, რომელიც უშვებს მოთხოვნათა გაქვითვას.”[45] Lehman Brothers სასამართლომ ეს სენტიმენტი არქაული პრინციპით გამოხატა: „სახელშეკრულებო დანაწესები, რომლებიც ჩანს, რომ ქმნიან სინთეტურ ორმხრივობას, ვერ იქნება რეალური ორმხრივობის ჩამნაცვლებელი.”[46]
თუმცა, ამ მოსაზრებასთან დაკავშირებული სირთულე არის ის, რომ შტატის სამართალი დიამეტრალურად განსხვავებულ შედეგებამდე მიდის – სახელშეკრულებო აღსრულებადი სამმხრივი ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შეთანხმება ქმნის აუცილებელ ორმხრივობას იმისათვის, რომ წარმოიშვას სახელშეკრულებო გაქვითვის უფლება. ფედერალურმა გადახდისუუნარობის სამართალმა რატომ უნდა აღიაროს შტატის სამართლის მხოლოდ არასახელშეკრულებო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლება (და არ აღიაროს შტატის სამართლის სახელშეკრულებო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლება)? მართლაც, როდესაც სახეზეა გადახდისუუნარობისთვის სპეციფიკური არგუმენტი, რათა მოხდეს სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართლის ორმხრივობის წინაპირობებიდან გადახვევა, 553(a) სექცია ამას პირდაპირ აკეთებს. მაგალითად, 553(a) სექცია დამოუკიდებლად და პირდაპირ აწესებს უნიკალურ, გადახდისუუნარობისათვის სპეციფიკური ორმხრივობის მოთხოვნას, რომ ორივე ვალდებულება უნდა წარმოიშვას გადახდისუუნარობის განცხადების შეტანამდე, რასაც Dennis Connolly და Kevin Hembree უწოდებენ ფედერალური გადახდისუუნარობის ორმხრივობის წინაპირობის “დროში ორმხრივობის” განზომილებას.[47]
კოდექსის 553(a) სექცია არ ითვალისწინებს ასეთ პირდაპირ შეზღუდვას, რომელიც შემოფარგლავდა მის მიერ შტატის სამართლის მოთხოვნის გაქვითვის უფლების აღიარებასა და აღსრულებას მხოლოდ არასახელშეკრულებო მოთხოვნის გაქვითვის უფლებაზე. მართლაც, სასამართლომ Lehman Brothers-ის საქმეში განმარტა, რომ “553 სექციის ტექსტი არ არის შეზღუდული საერთო სამართალში აღიარებული მოთხოვნის გაქვითვით და ტექსტიდან გამომდინარე მისი გამოიყენება ყოველთვის, როდესაც კრედიტორი ცდილობს გამოიყენოს ნებისმიერი სახის მოთხოვნის გაქვითვის უფლება – მათ შორის, ისეთი, როგორიც წარმოშობილია ხელშეკრულების საფუძველზე – გადახდისუუნარობის კოდექსით განსახილველ საქმეში.”[48] როგორც საკანონმდებლო ისტორია ადასტურებს, წინა გადახდისუუნარობის კანონის ფილოსოფია, რასაც აგრძელებს გადახდისუუნარობის კოდექსი, არის ის, რომ “გადახდისუუნარობის კანონი, ზოგადად, ინარჩუნებს საერთო ვალდებულებებისა და მოთხოვნების გაქვითვის უფლებას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარმოიშვა. … პრინციპი გამოიყენება მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარმოიშვა საერთო ვალდებულებები და მოთხოვნები.”[49]
3. სახელშეკრულებო ორმხრივობის როლი საერთო სამართლის მოთხოვნის გაქვითვის დოქტრინის ევოლუციაში
ნიუ-იორკისა და დელავერის გადახდისუუნარობის სასამართლოთა მტრული დამოკიდებულება სახელშეკრულებო შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ორმხრივობის მიმართ, როგორც, სავარაუდოდ, როგორღაც, განსხვავებული ბუნების (და შესაბამისად არალეგიტიმური) – და “რეალური” ორმხრივობის საწინააღმდეგო, რომელიც არსებობს არასახელშეკრულებო, წმინდად შტატის სამართლის მოთხოვნის გაქვითვის უფლებაში – არის განსაკუთრებით ირონიული და უადგილო, თუკი გავითვალისწინებთ საერთო სამართლის ისტორიას ორმხრივობის მოთხოვნასთან დაკავშირებით. საერთო სამართლის მოთხოვნის გაქვითვის დოქტრინის მთელი ისტორიის განმავლობაში, ორმხრივობის მოთხოვნა მოიცავდა შეთანხმების ორმხრივობის განზომილებას.
თავის ადრეულ პრაქტიკაში, ექვითი აღიარებდა ორმხრივი ვალდებულებების გაქვითვის უფლებას, მხოლოდ მაშინ, როცა სახეზე იყო საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ერთი ვალდებულების მეორეში გაქვითვის შესაძლებლობაზე. როგორც სერ ჯოსეფ ჯეკილმა, სამოქალაქო სასამართლო სისტემის ხელმძღვანელმა, 1723 წელს განმარტა:
მართალია, გამოქვითვა [ე. ი. მოთხოვნის გაქვითვა][50] სამართალში არ წარმოადგენს გადახდას, იგი არც ექვითიში გადახდას წარმოადგენს, მაგრამ მცირე შეთანხმება ერთი ვალის მეორეში ჩათვლაზე ან გამოკლებაზე, მას გადააქცევს გადახდად, ვინაიდან ეს გამორიცხავს მოთხოვნათა გართულებას და რამდენიმე სასარჩელო წარმოებას, რასაც სამართალი მხარს არ უჭერს, მით უმეტეს ექვითი. … როგორც ჩანს უმცირესი მტკიცებულებაც კი მოთხოვნის გაქვითვის თაობაზე საკმარისი იქნება; და ამ საქმეებში ექვითი დაეყრდნობა მცირე დეტალს, რათა ორივე მხარეს სამართლიანად გადაუწყვიტოს საკითხი.[51]
შესაბამისად, ექვითიში ორმხრივი ვალდებულებების გაქვითვა არ წარმოშობილა, როგორც უფლება, თუმცა ექვითი აღასრულებდა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც დაშვებული იყო ორმხრივი ვალდებულებების გაქვითვა. ასევე, მოთხოვნილი შეთანხმება შეიძლებოდა ყოფილიყო “კონკლუდენტურად დადებული შეთანხმება, რომ ორმხრივი მოთხოვნები შეიძლებოდა გაქვითულიყო,“ და ექვითის სასამართლო “იოლად დაასკვნიდა, რომ სახეზე იყო შეთანხმება,“[52] მათ შორის სავაჭრო ტრადიციიდან[53] ან/და დავის მხარეთა შორის არსებული, დამკვიდრებული პრაქტიკიდან[54] (სავაჭრო პრაქტიკა[55] და ბიზნეს ურთიერთობები,[56] შესაბამისად, უნიფიცირებული სავაჭრო კოდექსის ტერმინოლოგიით). მეტიც, მოგვიანებით ასეთი არაპირდაპირი შეთანხმება მოთხოვნის გაქვითვის თაობაზე “პრეზუმირებულიც” იყო გარემოებებიდან, საიდანაც შესაძლებელი იყო იმის ვარაუდი, რომ სახეზეა ორმხრივი შეთანხმება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე, მათ შორის მხოლოდ იმ ფაქტიდან, რომ ორმხრივი ვალდებულებები ერთდროულად იყო ვადამოსული და შეუსრულებელი.[57] ბ-ნმა თავმჯდომარე მოსამართლე ფულერმა 1892 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე Scott v. Armstrong განმარტა, რომ გაქვითვის უფლებები არსებობს “როდესაც ტრანზაქცია არის ისეთი, რომელიც ქმნის პრეზუმფციას მოთხოვნის გაქვითვის შეთანხმების არსებობის თაობაზე.”[58]
როგორც მოსამართლე სტორიმ განმარტა საკუთარი ექვითის სახელმძღვანელოში, ორმხრივი ვალდებულების მოთხოვნა ექვითიში ორმხრივი ვალდებულებების გაქვითვისათვის წოდებული იყო, როგორც “ორმხრივი კრედიტის” შეთანხმება, ამ ორმხრივ ვალდებულებებთან მიმართებით:
ექვითის სასამართლოები, თავიანთი ზოგადი იურისდიქციის წყალობით, მხარეებს სამართლებრივი დაცვის სხვადასხვა საშუალებებს ანიჭებენ ყველა იმ საქმეში, რომელშიც, მიუხედავად ორმხრივი ვალდებულების არსებობისა, სახეზეა მხარეთა შორის ვალის გაქვითვის შეთანხმება, რომელიც დაიდო კრედიტორსა და მოვალეს შორის ორმხრივი ვალდებულების არსებობის დროს. ორმხრივი კრედიტის შეთანხმებით, ტერმინების იმ მნიშვნელობით, როგორც აქ არის გამოყენებული, მხარეთა ორმხრივ ცოდნას ვალდებულებების არსებობის თაობაზე და მათი გაქვითვის შეთანხმების დადებას, ჩვენ განვიხილავთ, როგორც ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველს.[59]
ამის მსგავსად, საკუთარ გავლენიან გადაწყვეტილებაში საქმეზე Greene v. Darling, როდესაც მივლინებით იმყოფებოდა როგორც მოსამართლე, სტორიმ განმარტა, რომ მოთხოვნის გაქვითვის უფლება “ჯერ აღიარებული არ ყოფილა ექვითიში მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რომ სახეზეა ორმხრივი ვალდებულებები.”[60] “თუკი არ არსებობს ორმხრივი შეთანხმება ამის თაობაზე, … ზოგადად არ შეიძლება ითქვას, რომ ექვითიში ყველა ვალდებულებას თავისთავად მიბმული აქვს გაქვითვის უფლება.”[61] თუმცა “როდესაც სახეზეა ნამდვილი ორმხრივი ვალდებულებები და ასევე სახეზეა გამოქვითვის [ე. ი. მოთხოვნის გაქვითვა] პირდაპირი ან კონკლუდენტური შეთანხმება pro tanto, ან ორმხრივი კრედიტი, უეჭველია, რომ ექვითის სასამართლო მას აღასრულებს.”[62]
შეთანხმების ორმხრივობის განზომილება საერთო სამართალში არსებული ორმხრივობის მოთხოვნისათვის, ასევე, ჩნდება შტატების სასამართლო გადაწყვეტილებებში (სადაც ის, ასევე, მოხსენიებული იყო, როგორც „ორმხრივი კრედიტის“ მოთხოვნა) მე-19 საუკუნის განმავლობაში და ასევე, მე-20 საუკუნეში.[63] მართლაც, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ კომენტატორები, რომლებიც წერდნენ ამ საკითხზე 1980-იან წლებში და რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ გაქვითვის უფლების არსებობისათვის, კვლავ, აუცილებელია სახეზე იყოს შეთანხმება ამის თაობაზე.[64]
მოსამართლე სტორიმ ცხადად და გარკვევით გააანალიზა შეთანხმების ორმხრივობის განზომილება საერთო სამართალში არსებული ორმხრივობის მოთხოვნისათვის, რაც უკავშირდება „ორმხრივი კრედიტის“ მოთხოვნას. თუმცა, ამავდროულად, იგი ასევე მხარს უჭერდა გაქვითვას, როგორც უფლებას, ორმხრივი ვალდებულების ყველა საქმეში, თუნდაც ორმხრივი კრედიტის არარსებობის პირობებში, რასაც აფუძნებდა რომაული სამოქალაქო სამართლის compensatio (კომპენსაცია) დოქტრინაზე:
ზოგადი სამართლიანობა და გონივრულობა იმ პრინციპებისა, რომლებზეც რომაული სუპერსტრუქტურაა დაფუძნებული, კიდევ უფრო დასანანს ხდის იმას, რომ ისინი სრულად არ იქნა გადმოტანილი ჩვენი ექვითის იურისპრუდენციის სისტემაში. მართლაც, არ არის ნათელი ორმხრივი ვალდებულების ყველა საქმეში რატომ არ უნდა ჰქონდეთ ექვითის სასამართლოებს უფლება მხარი დაუჭირონ და აღასრულონ მოთხოვნის გაქვითვის უნივერსალური უფლება, როგორც სამართლიანობისა და ექვითის საფუძველზე. მას შემდეგ, რაც დაინახეს ამ მიდგომის სამართლიანობა, გაუგებარია თუ რა საფუძვლით განაცხადეს მათ უარი მხარისათვის მიენიჭებინათ გაქვითვის უფლება. ... კომპენსაციის დოქტრინა დამსახურებულად მოიხსენიება იმ საკითხებს შორის, რომლებიც quae jure aperto nituntur.[65]
რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით სტორი წინ უსწრებდა დროს, იყო დამაჯერებელი, ან ორივე ერთად და ეს არის ის მიდგომა, რომელსაც თანამედროვე ექვითის დოქტრინა დღეს იზიარებს. თანამედროვე საერთო სამართლის დოქტრინის მიხედვით, გაქვითვა არის “უფრო ხშირად უფლების საკითხი, რომელიც არსებობს კანონის საფუძველზე, რომელსაც შეთანხმება მცირე დამატებით მნიშვნელობას სძენს,” უმეტეს საქმეში.[66]
დოქტრინის შემდგომ ევოლუციაში, რომელმაც საბოლოოდ უარი თქვა შეთანხმების ორმხრივობის მოთხოვნაზე, “ორმხრივი კრედიტის” დამოუკიდებელი მნიშვნელობა ბუნდოვანი გახდა და “ორმხრივი ვალდებულებები” და “ორმხრივი კრედიტი” განხილულ იქნა, როგორც ერთი მედლის ორი მხარე.[67] მიუხედავად ამისა, ექვითიში ტერმინის “ორმხრივი კრედიტი” გამოყენება, მიემართება ორმხრივ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც თითოეულ მხარეს შეეძლო გაქვითვის უფლების გამოყენება, ხსნის თუ რატომ იყო ამგვარი ფორმულირება გამოყენებული დღეს მოქმედი გადახდისუუნარობის კოდექსის 553(a) სექციის ყველა წინამორბედ ფედერალურ გადახდისუუნარობის კანონში, რომელშიც გადახდისუუნარობის მოთხოვნის გაქვითვის გამოყენების სფეროდ განსაზღვრული იყო „ორმხრივი ვალდებულების“ ან „ორმხრივი კრედიტის“ საქმეები გადახდისუუნარო პირსა და კრედიტორს შორის.[68] მართლაც, 1873 წლის საქმეში Gray v. Rollo, მოსამართლე ბრადლის გადაწყვეტილება ნათლად განასხვავებს ერთმანეთისაგან კანონისმიერ ფრაზებს “ორმხრივი ვალდებულებები” და “ორმხრივი კრედიტი” და ცალსახად განმარტავს ამ უკანასკნელს, როგორც მხარეთა შორის შეთანხმება, რომ ვალდებულებები შეიძლებოდა ერთმანეთში გაქვითულიყო:
ნათელია, რომ მოთხოვნები არ წარმოადგენს ორმხრივ ვალდებულებებს. ისინი არ არის ერთსა და იმავე მხარეებს შორის. …
საქმე არც ორმხრივი კრედიტის შეთანხმებას ეხება. … არცერთი ტრანზაქცია არ დადებულა მეორის შედეგად, ან მეორეზე დაყრდნობით; და მხარეთა შორის არასოდეს დადებულა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ერთი მოთხოვნა მეორეში უნდა გაიქვითოს. ვინაიდან სახეზე არ არის ორმხრივი ვალდებულებები ან ორმხრივი კრედიტის შეთანხმება, ამიტომ საქმე გადახდისუუნარობის სამართლის მოქმედების სფეროში არ ექცევა.[69]
იმის გათვალისწინებით, რომ ორმხრივ შეთანხმებას ცენტრალური ადგილი აქვს საერთო სამართლის ორმხრივობის წინაპირობის წარმოშობასა და ევოლუციაში, ახლა იმის მტკიცება, რომ მხარეთა შორის შეთანხმება (მოთხოვნების შესაძლო გაქვითვასთან დაკავშირებით) არ და ვერ შექმნის გაქვითვისათვის საჭირო ორმხრივობის წინაპირობას, უტოლდება მოთხოვნის გაქვითვის დაუშვებლობას იმავე ტიპის საქმეებში, რომლებმაც შექმნა თავდაპირველი და პარადიგმატული დასაბუთება ექვითიში მოთხოვნის გაქვითვის მთელი დოქტრინისათვის. ასეთი უპრეცედენტო შედეგი, რომელიც სრულად წინააღმდეგობაში მოდის სხვაგვარად გამოსაყენებელ შტატის სამართალთან, გამართლებული იქნებოდა, თუკი გადახდისუუნარობის კოდექსის ტექსტი დაადგენდა ამას. კოდექსის 553(a) სექცია პირდაპირ და ყურადღებით ჩამოთვლის ვალდებულებისა და სუბიექტობის ორმხრივობის წინაპირობებს, რომლებიც ნიუ-იორკისა და დელავერის გადახდისუუნარობის სასამართლოებმა ჩათვალეს, რომ არ არსებობდა SemCrude, Lehman Brothers და Orexigen Theratpeutics საქმეებში. თუმცა, ამ სასამართლოების დასკვნების საწინააღმდეგოდ, კოდექსის ტექსტი ადგენს იმ სახელშეკრულებო სამმხრივი მოთხოვნის გაქვითვის შეთანხმებების აღსრულებას, რომლებიც აღსრულებადია სხვაგვარად გამოსაყენებელი შტატის სამართლის მიხედვით.
ამ სტატიის მე-2 ნაწილი შემდგომი თვის გადახდისუუნარობის სამართლის წერილში განიხილავს 553(a) სექციის მიერ ორმხრივობის მოთხოვნის ვალდებულების ან სუბიექტურობის ორმხრივობის განზომილების კოდიფიკაციას, გააანალიზებს მის გამოყენებას ერთ-კრედიტორიან სამმხრივი გაქვითვის (როგორიც იყო SemCrude-ს საქმეში) და ორ-კრედიტორიან სამმხრივი გაქვითვის (როგორიც იყო Lehman Brothers და Orexigen Therapeutics საქმეებში) მიმართ და გადახდისუუნარობის პოლიტიკის ჭრილში გამოიკვლევს გადახდისუუნარობაში სამმხრივი გაქვითვის დასაშვებობის ან დაუშვებლობის შედეგებს სხვაგვარად აღსრულებადი სახელშეკრულებო სამმხრივი შეთანხმებების შესაბამისად.
სქოლიო
[1] იხ. William H. Loyd, The Development of Set-Off, 64 U. Pa. L. Rev. 541, 547 (1916); John C. McCoid, II, Setoff: Why Bankruptcy Priority?, 75 Va. L. Rev. 15, 19-20 (1989); Michael E. Tigar, Comment, Automatic Extinction of Cross-Demands: Compensatio from Rome to California, 53 Cal. L. Rev. 224, 248 (1965). მართლაც, სასამართლოებიც კი გაკოტრების მმართველის მოთხოვნებში, რაც უკავშირდება გაკოტრებულის მიმართ არსებული დავალიანების შეგროვებას, „აიძულებენ [მოპასუხეს] გადაიხადოს მხოლოდ ის, რაც დარჩება გაკოტრებასთან დაკავშირებით ანგარიშის ბოლოს,” ანუ გაკოტრებულის მიერ მოპასუხისადმი კუთვნილი თანხების გაქვითვის შემდეგ. Anonymous, 86 Eng. Rep. 837, 837, 1 Mod. 215 (C.P. 1676).
[2] 4 Anne, c. 17, § 11 (1705).
[3] იხ. Charles Jordan Tabb, The Historical Evolution of the Bankruptcy Discharge, 65 Am. Bankr. L.J. 325, 333-39 (1991). საინტერესო შემთხვევითი კავშირი ურთიერთმოთხოვნის გაქვითვასა და ვალდებულებისგან გათავისუფლებას შორის ასევე დაფიქსირდა გადახდისუუნარობის გარეთ არსებულ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლებების ზოგად სასამართლო კოდიფიკაციაში, რომელიც შესული იყო 1729 წლის ინგლისურ „ვალაუვალობის“ კანონში (რომელიც უნდა განვასხვავოთ ინგლისური „გადახდისუუნარობის“ კანონებისგან), რომელიც ითვალისწინებდა პატიმარი მოვალის „ვალდებულებისგან გათავისუფლებას“. 2 Geo. 2, c. 22, § 13 (1729). იხ. Loyd, 64 U. Pa. L. Rev. at 551-52; Tigar, 53 Cal. L. Rev. at 248. “გადახდისუუნარობასა” და “ვალაუვალობის” სისტემებში არსებულ “ვალდებულებისგან გათავისუფლების” ინსტიტუტებს შორის განსხვავებაზე, იხ. Ralph Brubaker, Of State Sovereign Immunity and Prospective Remedies: The Bankruptcy Discharge as Statutory Exparte Young Relief, 76 Am. Bankr. L.J. 461, 505-06 & n.192 (2002).
[4] იხ. Loyd, 64 U. Pa. L. Rev. at 547-50; Tigar, 53 Cal. L. Rev. at 248-52.
[5] იხ. Loyd, 64 U. Pa. L. Rev. at 551-63; Ste- phen L. Sepinuck, The Problems with Setoff: A Proposed Legislative Solution, 30 Wm. & Mary L. Rev. 51, 52-54 (1988). მართლაც და რამდენადმე გასაკვირად, “ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლებების კოდიფიკაცია ატლანტიკის ამ მხარეს უფრო ადრე მოხდა, ვიდრე თუნდაც მეთვრამეტე საუკუნის ინგლისურ კანონებში.” Sepinuck, 30 Wm. & Mary L. Rev. at 53. მიუხედავად ამისა, როგორც ეს კონექტიკუტის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლე ბოლდვინმა განმარტა “ექვითი აღიარებს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლებებს გაცილებით ფართოდ, ვიდრე ამას ადრეული ინგლისური სამართალი და კონექტიკუტის მიერ საერთო სამართალში შეტანილი წესები ითვალისწინებდა.” Hubley Mfg. & Supply Co. v. Ives, 81 Conn. 244, 70 A. 615, 616 (1908). იხ. ზოგადად Loyd, 64 U. Pa. L. Rev. at 550 & n.37.
[6] პროფესორმა ლოიდმა ეს ამ ფორმით შეაჯამა: “[პრაქტიკის] მცირე დეტალებში, პრეცედენტების ზოგადი ნაწილის მეტისმეტი გამოყენება იწვევს გარკვეულად უხეში პრაქტიკის განვითარებას, რომელიც არ ეყრდნობა საბაზო კანონმდებლობას და ზოგჯერ ხასიათდება განსხვავებებით, რომლებიც, როგორც წესი, გამოწვეულია ადგილობრივი აქტის ზოგიერთი ხისტი ტერმინოლოგიით.” Loyd, 64 U. Pa. L. Rev. at 562.
[7] იხ. McCoid, 75 Va. L. Rev. at 25 & n. 43; Carmelita J. Hammon, Note, Setoff in Bankruptcy: Is the Creditor Preferred or Se- cured?, 50 U. Colo. L. Rev. 511, 512 & n.7 (1979).
[8] ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლებები ასევე კოდიფიცირებული იყო 1800 წლის გადახდისუუნარობის აქტის 42-ე სექციაში, 1841 წლის გადახდისუუნარობის აქტის მე-5 სექციაში, და 1867 წლის გადახდისუუნარობის აქტის მე-20 სექციაში. იხ. 4 James Wm. Moore et al., Collier on Bankruptcy ¶ 68.01[1], at 843 & nn.5-7 (14th ed. 1978) (reprinting 1800 Act § 42, 1841 Act § 5, and 1867 Act § 20).
[9] Cumberland Glass Mfg. Co. v. De Witt, 237 U.S. 447, 455, 35 S. Ct. 636, 59 L. Ed. 1042 (1915) (ციტირებს Sawyer v. Hoag, 84 U.S. 610, 622, 21 L. Ed. 731, 1873 WL 15932 (1873) (განმარტა თითქმის იდენტური გაქვითვის დანაწესი 1867 წლის აქტის მე-20 სექციაში)).
[10] Studley v. Boylston Nat. Bank of Boston, 229 U.S. 523, 33 S. Ct. 806, 57 L. Ed. 1313 (1913).
[11] Studley, 229 U.S. at 528.
[12] Citizens Bank of Maryland v. Strumpf, 516 U.S. 16, 18, 116 S. Ct. 286, 133 L. Ed. 2d 258, 28 Bankr. Ct. Dec. (CRR) 97, 33 Collier Bankr. Cas. 2d (MB) 869, Bankr. L. Rep. (CCH) P 76666A (1995) (ხაზგასმა დამატებულია).
[13] Strumpf, 516 U.S. at 20.
[14] In re SemCrude, L.P., 399 B.R. 388, 51 Bankr. Ct. Dec. (CRR) 20, Bankr. L. Rep. (CCH) P 81400, 171 O.G.R. 646 (Bankr. D. Del. 2009), aff’d, 428 B.R. 590, 174 O.G.R. 661 (D. Del. 2010).
[15] In re Orexigen Therapeutics, Inc., B.R. , 2018 WL 6841350 (Bankr. D. Del. 2018).
[16] In re Lehman Bros., Inc., 458 B.R. 134 (Bankr. S.D.N.Y. 2011).
[17] SemCrude-ს და Lehman Brothers-ის გადაწყვეტილებების სხვა კრიტიკის თაობაზე იხ. Charles J. Tabb & Ralph Brubaker, Bankruptcy Law: Principles, Policies, and Practice 557-64 (4th ed. 2015); Charles J. Tabb & Ralph Brubaker, Teacher’s Manual for Bankruptcy Law: Principles, Policies and Practice 584-87 (4th ed. 2015); Martin J. Bienenstock et al., Are Triangular Setoff Agreements Enforceable in Bankruptcy?, 83 Am. Bankr. L.J. 325 (2009); Dennis Connolly & Kevin Hembree, The Contractual Right of Tri- angular Setoff in Bankruptcy Proceedings: Is- sues and Alternatives, 2013 Ann. Surv. Bankr. L. 1.
[18] Studley, 229 U.S. at 528.
[19] იხ. ზოგადად Ralph Brubaker, The Preclu- sive Effect of a Claims Allowance Order on a Subsequent Avoidance Action Against the Cred- itor, 33 Bankr. L. Letter No. 5, at 1, 1-3 (May 2013).
[20] ასევე არსებობს შეთანხმებით ოთხმხრივი კომპენსაციის შესაძლებლობა, რომელშიც მონაწილეობს ორი (ან მეტი) აფილირებული კრედიტორი და ორი (ან მეტი) აფილირებული მოვალე. ასეთი ოთხმხრივი კომპენსაციის ანალიზი მატერიალურად არ განსხვავდება ორი კრედიტორისგან შემდგარი სამკუთხა კომპენსაციის ანალიზისგან.
[21] იხ. ზოგადად Restatement (Third) of Restitution and Unjust Enrichment § 23 (2011).
[22] Strumpf, 516 U.S. at 18.
[23] Scammon v. Kimball, 92 U.S. 362, 367, 23 L. Ed. 483, 1875 WL 17816 (1875).
[24] იხ. მაგალითად Matter of United Sciences of America, Inc., 893 F.2d 720, 723, 20 Bankr. Ct. Dec. (CRR) 135, 22 Collier Bankr. Cas. 2d (MB) 638, Bankr. L. Rep. (CCH) P 73232 (5th Cir. 1990); MNC Commercial Corp. v. Joseph T. Ryerson & Son, Inc., 882 F.2d 615, 618 n.2, Bankr. L. Rep. (CCH) P 73031, 9 U.C.C. Rep. Serv. 2d 9 (2d Cir. 1989); Matter of Elcona Homes Corp., 863 F.2d 483, 486-87, Bankr. L. Rep. (CCH) P 72532 (7th Cir. 1988); Depositors Trust Co. of Augusta v. Frati Enterprises, Inc., 590 F.2d 377, 379, 1 Collier Bankr. Cas. 2d (MB) 147 (1st Cir. 1979); In re Vehm Engineering Corp., 521 F.2d 186, 190-91 (9th Cir. 1975).
[25] იხ. Connolly & Hembree, 2013 Ann. Surv. Bankr. L. at 1.
[26] SemCrude, 399 B.R. at 391 (ხაზგასმა დამატებულია სასამართლოს მიერ).
[27] In re Berger Steel Co., 327 F.2d 401, 405 (7th Cir. 1964).
[28] იხ. მაგალითად Piedmont Print Works v. Receiv- ers of People’s State Bank of South Carolina, 68 F.2d 110, 111-12 (C.C.A. 4th Cir. 1934); Bromfield v. Trinidad Nat. Inv. Co., 36 F.2d 646, 647-49, 71 A.L.R. 542 (C.C.A. 10th Cir. 1929); Love v. Vina Banking Co., 168 Miss. 321, 150 So. 754, 754-55 (1933); Black & Decker Mfg. Co. v. Union Trust Co., 53 Ohio App. 356, 5 Ohio Op. 343, 21 Ohio L. Abs. 502, 4 N.E.2d 929, 931 (8th Dist. Cuyahoga County 1936).
[29] იხ. Orexigen Therapeutics, 2018 WL 6841350, at *4 (“მხარეები არ დავობენ, რომ მაკკესონს ჰქონდა პეტიციამდელი გაქვითვის უფლება” მხარეთა სახელშეკრულებო სამკუთხა შეთანხმების შესაბამისად, რომელიც ქმნიდა „პეტიციამდელი გაქვითვის უფლებას კალიფორნიის კანონმდებლობის შესაბამისად.”); Lehman Bros., 458 B.R. at 139 (“ნიუ იორკის სამართლის შესაბამისად, მხარეებს უფლება აქვთ შექმნან სახელშეკრულებო [სამმხრივი] გაქვითვის უფლებები”).
[30] Orexigen Therapeutics, 2018 WL 6841350, at *7.
[31] Tigar, 53 Cal. L. Rev. at 265.
[32] Scammon v. Kimball, 91 U.S. at 367. See generally Sepinuck, 30 Wm. & Mary L. Rev. at 70-71.
[33] SemCrude, 399 B.R. at 393 (ხაზგასმა დამატებულია) (ციტირებს In re Garden Ridge Corp., 338 B.R. 627, 633-34 (Bankr. D. Del. 2006) (ციტირებს Braniff Airways, Inc. v. Exxon Co., U.S.A., 814 F.2d 1030, 1036, 16 Collier Bankr. Cas. 2d (MB) 1447, Bankr. L. Rep. (CCH) P 71794 (5th Cir. 1987)).
[34] Scammon v. Kimball, 91 U.S. at 367.
[35] იხ. generally Sepinuck, 30 Wm. & Mary L. Rev. at 69-70, 71-75.
[36] SemCrude, 399 B.R. at 393 (ციტირებს Westinghouse Credit Corp. v. D’Urso, 278 F.3d 138, 139 (2d Cir. 2002)). გაქვითვის საქმეებისთვის, რომლებიც შეეხება უფლების ან ქმედუნარიანობის ორმხრივობას, იხ. Მაგალითად: Dakin v. Bayly, 290 U.S. 143, 54 S. Ct. 113, 78 L. Ed. 229, 90 A.L.R. 999 (1933); Libby v. Hopkins, 104 U.S. 303, 26 L. Ed. 769, 1881 WL 19754 (1881); Scammon v. Kimball, 92 U.S. 362, 23 L. Ed. 483, 1875 WL 17816 (1875); Beauregard v. Case, 91 U.S. 134, 23 L. Ed. 263, 1875 WL 17864 (1875); Gray v. Rollo, 85 U.S. 629, 21 L. Ed. 927, 1873 WL 15929 (1873); Sawyer v. Hoag, 84 U.S. 610, 21 L. Ed. 731, 1873 WL 15932 (1873); Tucker v. Oxley, 9 U.S. 34, 3 L. Ed. 29, 1809 WL 1633 (1809).
[37] Sepinuck, 30 Wm. & Mary L. Rev. at 67.
[38] იხ. 11 U.S.C.A. § 502(b)(1). “გადახდისუუნარობა მოქმედებს, როგორც მოვალის მიმართ არსებული ყველა ძირი ვალდებულების აქსელერაცია.” S. Rep. No. 95-989, at 63 (1978); H.R. Rep. No. 95-595, at 353 (1977).
[39] Sepinuck, 30 Wm. & Mary L. Rev. at 67.
[40] Sepinuck, 30 Wm. & Mary L. Rev. at 67.
[41] Sepinuck, 30 Wm. & Mary L. Rev. at 68.
[42] იხ. Sepinuck, 30 Wm. & Mary L. Rev. at K 2019 Thomson Reuters 68-69.
[43] Scammon v. Kimball, 92 U.S. at 367.
[44] Lehman Bros., 458 B.R. at 141.
[45] SemCrude, 399 B.R. at 397. Accord Orexigen Therapeutics, 2018 WL 6841350, at 8-9.
[46] Lehman Bros., 458 B.R. at 136-37.
[47] Connolly & Hembree, 2013 Ann. Surv. Bankr. L. at 7.
[48] Lehman Bros., 458 B.R. at 139 (ხაზგასმა ორიგინალში). “სექცია 553, მისი სიტყვასიტყვითი წაკითხვისას, ინარჩუნებს ნებისმიერ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლებას, მათი წარმოშობის წყაროს მუხედავად, და არა მხოლოდ საერთო სამართალში წარმოშობილ უფლებებს.” (ხაზგასმა ორიგინალში).
[49] H.R. Rep. No. 95-595, at 183.
[50] როგორც პროფესორი ლოიდი განმარტავს “ამ ადრეულ საქმეებში პრაქტიკა აღწერილია, როგორც გაქვითვა (stoppage), ვინაიდან მოვალე ექვითიში უფლებამოსილია შეაჩეროს გადახდა ან გაქვითოს საკუთარი ვალდებულება იმ მოთხოვნებში, რომლებიც მას გააჩნია.” Loyd, 64 U. Pa. L. Rev. at 549. პროფესორი ლოიდი ასევე მიუთითებს, რომ „საინტერესოა აღინიშნოს, რომ თითქმის ერთდროულად ჩენსერის სამართლი ავითარებდა ექვითის სხვა დოქტრინას იმავე სახელწოდებით, stoppage in transitu, რომლითაც გამყიდველს შეეძლო უკან დაებრუნებინა უკვე გაგზავნილი საქონელი, თუკი მყიველი გაკოტრდებოდა.” დღევანდელი მემკვიდრე stoppage in transitu ინსტიტუტისა კოდიფიცირებულია აშშ-ს სავაჭრო კოდექსის 2-705 სექციაში.
[51] Jeffs v. Wood, 24 Eng. Rep. 668, 669, 2 Peere Williams 128 (Ch. 1723).
[52] Tigar, 53 Cal. L. Rev. at 249.
[53] See Curson v. African Co., 23 Eng. Rep. 358, 359; 1 Vern. 121 (Ch. 1682).
[54] იხ. Downam v. Matthews, 24 Eng. Rep. 260, 260-61, Prec. Ch. 580 (Ch. 1721).
[55] იხ. UCC § 1-303(c).
[56] იხ. UCC § 1-303(b).
[57] იხ. 2 Joseph Story, Commentaries on Equity Jurisprudence, as Administered in England and America § 1435, at 891-92 (4th ed. 1846).
[58] Scott v. Armstrong, 146 U.S. 499, 508, 13 S. Ct. 148, 36 L. Ed. 1059 (1892) (ხაზგასმა დამატებულია).
[59] 2 Story, Commentaries, § 1435, at 890-91. იხ. Scott v. Armstrong, 146 U.S. at 507 (ციტირებს იმავე პასაჟებს სტორის წიგნიდან); Gray v. Rollo, 85 U.S. at 631-32; Greene v. Darling, 10 F. Cas. 1144, 1147-48 (C.C.D.R.I. 1828) (No. 5,765) (სტორი, ოლქის მოსამართლე).
[60] Greene v. Darling, 10 F. Cas. at 1150.
[61] Greene v. Darling, 10 F. Cas. at 1149 (ხაზგასმა დამატებულია). იხ. ასევე: id. at 1148 (მიუთითებს, რომ „ვალდებულებების მხოლოდ არსებობა, ორმხრივი კრედიტის ხელშეკრულების გარეშე, არ იძლევა ექვითიში გაქვითვის უფლებას”).
[62] Greene v. Darling, 10 F. Cas. at 1149 (ხაზგასმა დამატებულია).
[63] იხ. მაგალითად: Printy v. Cahill, 235 Ill. 534, 85 N.E. 753, 755 (1908) (ნათქვამია, რომ გაქვითვა „დაშვებული უნდა იყოს ექვითიში, თუ სახეზეა მხარეთა შორის ორმხრივი კრედიტის შეთანხმება, რაც ქმნის სამართლიან ვარაუდს, რომ მხარეებს ესმით, რომ ერთ-ერთი მათგანი მეორე ვალში გაიქვითება”).
[64] იხ. მაგალითად: Thomas C. Mitchell, The Negative Pledge Clause and the Classification of Financing Devices, 60 Am. Bankr. L.J. 153, 167 (1986) (ნათქვამია, რომ „ცალსახად, გაბატონებული წესი არის ის, რომ, როგორც არასაბანკო დაწესებულებებს შორის, . . . კომპენსაცია შეიძლება მოხდეს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით [ურთიერთმოვალეთა სარჩელის საფუძველზე] ან მხარეთა ურთიერთშეთანხმებით”). თუმცა, იხ. Sepinuck, 30 Wm. & Mary L. Rev. at 55 (“მაშინაც კი, როდესაც გაქვითვა წარმოიშობა სასამართლო დავის დროს, სასამართლოები მას აღარ განმარტავენ, როგორც პროცედურულ საკითხს, არამედ აღიარებენ, როგორც მატერიალურ უფლებას.”).
[65] 2 Story, Commentaries, § 1444, at 903-04.
[66] McCoid, 75 Va. L. Rev. at 34. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაცია წარმოიშვა, როგორც დოქტრინა, რომელიც, სულ მცირე, ნომინალურად მაინც დამოკიდებული იყო მხარეთა შეთანხმებაზე, პროფესორი კალევიჩი სწორად აღნიშნავს, რომ რესტიტუციურმა „კვაზი-კონტრაქტმა შეიძლება უფრო ზუსტად წარმოშვას კომპენსაციის უფლება“, რაც შეიძლება იყოს „როგორც ორ მხარეს შორის უსაფუძვლო გამდიდრების სამართალზე დაფუძნებული გამოსავალი, რომელთაგან თითოეული არის მოვალე და კრედიტორი.“ Lawrence Kalevitch, Setoff and Bankruptcy, 41 Cleveland St. L. Rev. 599, 607 n.25 (1993). მართლაც, „სავარაუდო“ შეთანხმებაში გაქვითვის უფლებების წარმოშობას საყურადღებო პარალელები აქვს რესტიტუციის სამართლის კვაზი-საკონტრაქტო მიმართულების ისტორიულ საწყისებში (ასევე ცნობილია როგორც კონსტრუქციული ხელშეკრულება ან ნაგულისხმევი ხელშეკრულება), განსაკუთრებით ადრეულ პრაქტიკაში, სადაც ხდებოდა (შეგნებულად) ფიქტიურ „დაპირებაზე“ მითითება, რათა შესაძლებელი გამხდარიყო რესტიტუციული სარჩელის წარდგენა (რაც არ მოიცავდა პირდაპირ ან არაპირდაპირ დაპირებას), სასამართლო სპეციალური ფორმის დაცვით, მაგალითად quantum meruit სარჩელი, ან სარჩელი მიღებული თანხისათვის. იხ. Andrew Kull & Ward Farnsworth, Restitution and Unjust Enrichment 2-5, 8-10, 129-31 (2018).
[67] იხ. მაგალითად: McCollum v. Hamilton Nat. Bank of Chattanooga, 303 U.S. 245, 248, 58 S. Ct. 568, 82 L. Ed. 819 (1938) (განმარტავს, ციტირებით მხოლოდ საქმეზე Libby v. Hopkins: “სიტყვები „ვალდებულებები“ და „კრედიტი“, როგორც ისინი გამოიყენება 1898 წლის აქტის 68a სექციაში, ერთმანეთთან დაკავშირებულია. რაც ერთი მხრივ ვალდებულებას წარმოადგენს, მეორე მხრივ კი კრედიტია.”); Libby v. Hopkins, 104 U.S. 303, 309, 26 L. Ed. 769, 1881 WL 19754 (1881) (განმარტავს, სხვა ავტორის ციტირების გარეშე, რომ: „ჩვენს გადახდისუუნარობის აქტში ტერმინები „კრედიტები“ და „ვალდებულებები“ გამოყენებულია ურთიერთკავშირში, რაც ერთი მხრივ ვალდებულებაა, მეორე მხრივ კრედიტია. . . .”).
[68] 1800 წლის აქტი გამოიყენება „სადაც დადგინდება . . . რომ გაკოტრებულსა და ნებისმიერ სხვა პირს შორის არსებობდა ორმხრივი კრედიტი ან მათ შორის ორმხრივი დავალიანება.” 1800 Act § 42 (ხაზგასმა დამატებულია), reprinted in 4 Collier (14th ed.), ¶ 68.01[1], at 843 n.5. 1841 აქტი გამოიყენებოდა “ყველა საქმეში, სადაც მხარეთა შორის ორმხრივი კრედიტის შეთანხმება ან ვალდებულება იყო სახეზე.” 1841 Act § 5, reprinted in 4 Collier (14th ed.), ¶ 68.01[1], at 843 n.6. 1867 აქტი გამოიყენებოდა “ყველა იმ საქმეში, სადაც მხარეთა შორის ორმხრივი ვალდებულება ან ორმხრივი კრედიტის ხელშეკრულება იყო სახეზე.” 1867 Act § 20 (ხაზგასმა დამატებულია), reprinted in 4 Collier (14th ed.), ¶ 68.01[1], at 843 n.7. 1898 აქტი გამოიყენებოდა “ყველა იმ საქმეში, სადაც ორმხრივი ვალდებულება ან კრედიტის ხელშეკრულება იყო სახეზე, გაკოტრებულის ქონების მასას და კრედიტორს შორის.” 1898 Act § 68a (ხაზგასმა დამატებულია), reprinted in 4 Collier (14th ed.), ¶ 68.01[3], at 844 n.10.
[69] Gray v. Rollo, 85 U.S. at 631-32.
Comments