top of page
Logo

კორნელის კონფერენცია

Updated: Nov 19

დღიურის ჩანაწერი: 2024 წლის 26 ნოემბერი


დღეს დეკანისგან ფორმალური და საქმიანი მეილი მივიღე, რომელიც კორნელის მოახლოებული კონფერენციისთვის ნაშრომების მიღების დაწყებას გვაუწყებდა. უკვე დიდი ხანია მინდა, რომ რაიმე სერიოზულ ნაშრომზე ვიმუშაო, რაღაც მნიშვნელოვანს შევეჭიდო, მაგრამ ვგრძნობ, რომ მხოლოდ ერთ ადგილს ვტკეპნი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არცერთ პროფესორს არ სცალია იმისთვის, რომ იდეის ნოლიდან განვითარებაში დამეხმაროს.


თუმცა, დღეს ერთი შესაძლებლობა გამოჩნდა. კორნელის სამართლის სკოლა დიდ საუნივერსიტეტთაშორისი კონფერენციას მართავს. თავიდან აღვფრთოვანდი... სანამ თემებს ვნახავდი: საერთაშორისო საჯარო სამართალი და სამართლის ფილოსოფია. ეს მაინცდამაინც ჩემი სფერო არ არის. მიუხედავად ამისა, ამან დამაფიქრა.


თუ ამ საქმეს შევეჭიდები, სად უნდა ვიპოვო ის კომპეტენტური მრჩეველი, რომლის მოძიებაც აქამდე ვერ შევძელი?

Comments


bottom of page